პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა ამბობდა, ომსაც თავისი კანონები აქვს, ასე არ ხდება, მოვიდნენ და არაფრის გამო მომკლანო" - მოკლეს ჯერ ის, მერე მისი მეუღლე დახვრიტეს: პოეტი ქალის უმძიმესი ისტორია ოკუპირებული სოხუმიდან
"მამა ამბობდა, ომსაც თავისი კანონები აქვს, ასე არ ხდება, მოვიდნენ და არაფრის გამო მომკლანო" - მოკლეს ჯერ ის, მერე მისი მეუღლე დახვრიტეს: პოეტი ქალის უმძიმესი ისტორია ოკუპირებული სოხუმიდან

ბუ­ჩა­ში, ირ­პენ­ში, მა­რი­უ­პოლ­სა თუ უკ­რა­ი­ნის სხვა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში რუ­სე­ბის მიერ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წა­მე­ბი­სა თუ მკვლე­ლო­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­მა მსოფ­ლიო გა­ა­ოგ­ნა და აღაშ­ფო­თა. ქარ­თვე­ლებს კი კი­დევ უფრო მე­ტად გაგ­ვი­ახ­ლა ის ტკი­ვი­ლე­ბი, რაც ოკუ­პან­ტებ­მა და მათ­მა წა­ხა­ლი­სე­ბულ­მა სე­პა­რა­ტის­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში - აფხა­ზეთ­სა თუ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ჩა­ი­დი­ნეს. ახლა გი­ამ­ბობთ კი­დევ ერთ გუ­ლის­გამ­გმი­რავ ის­ტო­რი­ას ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სო­ხუ­მი­დან...

სო­ხუმ­ში, ყაზ­ბე­გის ქუ­ჩის ერთ-ერთ ეზო­ში ყვა­ვი­ლე­ბი ისე ყვა­ო­და, თით­ქოს არც ომი იყო გა­რეთ, არც ხალ­ხი იხო­ცე­ბო­და, არც ახალ­გაჭ­რი­ლი საფ­ლა­ვი იყო იქვე, სახ­ლის კი­ბეს­თან. აქ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ოჯა­ხის უფ­რო­სი ხუტა ჯღა­მა­ძე დაკ­რძა­ლეს. იგი თა­ვის­სა­ვე ჭიშ­კარ­თან დახ­ვრი­ტეს - ვინ, ზუს­ტად არა­ვინ იცის, მაგ­რამ არა აფხა­ზებ­მა, რად­გან მე­ო­რე თუ მე­სა­მე დღეს ეზო­ში შე­სულ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა აფხა­ზებ­მა მე­ზობ­ლებს და­უ­ძა­ხეს, - ვი­ღა­ცას ხუტა მო­უკ­ლავს და მი­ხე­დე­თო. შე­ში­ნე­ბუ­ლა ხალ­ხი - საფ­ლავს გაგ­ვა­თხრე­ვი­ნებთ და ჩვენც დაგ­ვხვრეტთ ალ­ბა­თო, და­უმ­შვი­დე­ბი­ათ, - ხელს არა­ვის გახ­ლებთ, დაკ­რძა­ლეთ მიც­ვა­ლე­ბუ­ლიო. ამ კაც­თან ბევრ მათ­განს ექ­ნე­ბო­და ლუკ­მა გა­ტე­ხი­ლი. ხუტა ჯღა­მა­ძის ოჯა­ხი ხომ სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბით იყო გან­თქმუ­ლი. დი­ა­სახ­ლის­საც ყვე­ლა იც­ნობ­და, არა მხო­ლოდ მშვე­ნი­ე­რი ლექ­სე­ბით - მისი შე­უმ­ჩნევ­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ის თა­ვი­სი ხიბ­ლით ალა­მა­ზებ­და ქა­ლაქს. ის XX სა­უ­კუ­ნის II ნა­ხევ­რის აფხა­ზე­თის ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეთერ სამ­ხა­რა­ძე - ჯღა­მა­ძე გახ­ლდათ.

"მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აფხა­ზეთ­ში გა­ვა­ტა­რეთ და ქვაც არ დევს, ალ­ბათ, სო­ხუ­მის ქუ­ჩებ­ში, რო­მე­ლიც დე­და­ჩემს და მა­მა­ჩემს არ იც­ნობ­და. მა­მა­ჩე­მი ამ­ბობ­და, ომ­საც თა­ვი­სი კა­ნო­ნე­ბი აქვს, ასე არ ხდე­ბა, მო­ვიდ­ნენ და არაფ­რის გამო მომ­კლა­ნო... ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან რომ და­ი­ძა­ბა, ერთხანს აქ იყ­ვნენ ზუგ­დიდ­ში და წა­ვიდ­ნენ იმი­ტომ, რომ ბავ­შვებს სკო­ლა ეწყე­ბო­დათ... სა­ერ­თოდ არ ეში­ნო­დათ, რომ მსგავ­სი რამ მოხ­დე­ბო­და...

27 სექ­ტემ­ბერს, როცა სო­ხუმ­ში შე­მო­იჭრ­ნენ, დედა თურ­მე გა­სუ­ლი იყო პუ­რის მო­სა­ტა­ნად, მამა შინ მარ­ტო იყო. ვი­ღა­ცე­ბი მო­ად­გნენ ჩვენს ჭიშ­კარს, მამა გა­ვი­და, იქვე და­ა­ხა­ლეს ტყვია და მოკ­ლეს, თა­ვის­სა­ვე ეზო­ში. დედა რომ მო­ვი­და, ეს სა­ზა­რე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდა...

შემ­დეგ მე­ზობ­ლებ­მა წა­იყ­ვანს დედა თა­ვის­თან - ბა­რა­მი­ე­ბი იყ­ვნენ გვა­რად, არ­ძინ­ბას ხელ­მო­წე­რი­ლი ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის ბა­რა­თი გვაქვს და ჩვენ­თან ერ­თად ხელს არ გახ­ლე­ბე­ნო... ჩემ­მა ძმებ­მა სო­ჭი­დან ნაც­ნო­ბი აფხა­ზე­ბი შე­უშ­ვეს, თან­ხა გა­და­ი­ხა­დეს, რომ დედა გა­მო­ეყ­ვა­ნათ, ორ­მოცს გა­და­ვიხ­დი და წა­მო­ვა­ლო, - დაგ­ვი­ბა­რა... მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩემ­მა ძმამ, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე სო­ხუმ­ში ცხოვ­რობ­და, მოს­კო­ვი­დან ახ­ლო­ბე­ლი აფხა­ზე­ბი ჩა­რია, მაგ­რამ რომ მი­ვიდ­ნენ დე­და­ჩე­მის წა­მო­საყ­ვა­ნად, 28 ოქ­ტომ­ბე­რი იყო, მე­ზობ­ლებ­მა უთხრეს, ესე­ნი გა­იყ­ვა­ნეს და მე-3 დღეა არ გა­მო­ჩე­ნი­ლა­ნო... რო­გორც გა­ვი­გეთ, გა­უყ­ვა­ნი­ათ 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ალ­თან და სა­მი­ვე - ბი­ჭი­კო ბა­რა­მია, მისი მე­უღ­ლე და დე­და­ჩე­მი იქ დახ­ვრი­ტეს. მა­ნამ­დე რა შიში და ტკი­ვი­ლი გა­ნი­ცა­და, ვინ იცის... ბოლო წე­რილ­ში გვწერ­და, - არ ინერ­ვი­უ­ლოთ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ჩვე­ნი სახ­ლის უკან ღელე რომ ჩა­მო­დის, იქ ვზი­ვარ და ასე გწერ­თო... მე სამი თვე არ ვი­ცო­დი, რომ დედა გარ­დაც­ვლი­ლი იყო, სულ ვე­ლო­დე­ბო­დი...“ - ჰყვე­ბა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მისი ქა­ლიშ­ვი­ლი აზა ჯღა­მა­ძე. წყა­რო

ფრაგ­მენ­ტი პო­ე­ტის სო­ხუ­მი­დან მო­წე­რი­ლი უკა­ნას­კნე­ლი წე­რი­ლი­დან:

"ამ წე­რილს ვწერ ღე­ლე­ში, წყალ­ში ჩამ­ჯდა­რი. ზე­მო­დან ფოთ­ლე­ბი მა­ფა­რია. თენ­დე­ბა, ასო­ებს ძლივს ვარ­ჩევ. ავ­ტო­მა­ტი­ა­ნებს და­ვე­მა­ლე. ახლა ღე­ლი­დან ხოხ­ვა-ხოხ­ვით უნდა შე­ვაღ­წიო ბი­ჭი­კო ბა­რა­მი­ას სახ­ლამ­დე. აგერ გრი­შას სახ­ლი იწ­ვის. შუქი აქ მო­დის. მე­ში­ნია არ და­მი­ნა­ხონ. გავ­რბი­ვარ... შვი­ლე­ბო გა­მაგრდით. მე თქვენ მიყ­ვარ­ხართ. მა­მა­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­დით. არ შეგ­ვირ­ცხვე­ნი­ხართ".

ეთერ სამ­ხა­რა­ძე-ჯღა­მა­ძე 1928 წლის 11 მარტს ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის ულა­მა­ზეს სო­ფელ რგან­ში და­ი­ბა­და, სა­დაც 17 წლამ­დე იზ­რდე­ბო­და.

1945 წელს, გო­გო­ნას მო­მა­ვა­ლი სო­ხუმს და­უ­კავ­შირ­და. იგი მე­ო­რე მსო­ფი­ლო ომის დროს ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში მედ­დად მუ­შა­ობ­და, სა­დაც გა­იც­ნო დაჭ­რი­ლი სო­ხუ­მე­ლი ახალ­გაზ­რდა კაცი ხუტა (ან­ტონ) ჯღა­მა­ძე, რო­მელ­საც სხვა დაჭ­რილ მე­ომ­რებ­თან ერ­თად უვ­ლი­და ეთე­რი. მათ იქვე შე­უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, რაც და­ქორ­წი­ნე­ბით დაგ­ვირ­გვინ­და. შექ­მნეს ოჯა­ხი, აღ­ზარ­დეს სამი შვი­ლი - აზა, ვაჟა, რეზო. 1966 წელს და­ამ­თავ­რა სო­ხუ­მის მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლთან არ­სე­ბუ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი ცოდ­ნი­სა და ეს­თე­ტი­კუ­რი აღ­ზრდის სა­ხალ­ხო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ერთხანს რა­დი­ო­შიც მუ­შა­ობ­და და გა­ზეთ "საბ­ჭო­თა აფხა­ზე­თის” რე­დაქ­ცი­ა­შიც. სწო­რედ ამ გა­ზეთ­ში და­ი­ბეჭ­და მისი პირ­ვე­ლი ლექ­სი "დედა” 1956 წელს, ხოლო ათი წლის­თავ­ზე - 1966 წელს გა­მო­ვი­და ეთერ სამ­ხა­რა­ძე-ჯღა­მა­ძის პირ­ვე­ლი წიგ­ნი -"ალუბ­ლის ტოტი”. რის შემ­დე­გაც არა­ერ­თი ლი­რი­კუ­ლი კრე­ბუ­ლი გა­მოს­ცა.

"ფიქ­რით ვარ გა­ფით­რე­ბუ­ლი, განა სიკ­ვდი­ლი მა­ში­ნებს", - ეს ფრა­ზა მისი ლექ­სი­და­ნაა. სიკ­ვდი­ლის პი­რის­პირ მდგომს იქ­ნებ გა­ახ­სენ­და კი­დეც...

ქალი, რო­მელ­საც სო­ხუ­მი­დან სრუ­ლი­ად უცხო ბავ­შვე­ბი თბი­ლის­ში სამ­კურ­ნა­ლოდ მოჰ­ყავ­და... ქალი, რო­მე­ლიც შე­ჭირ­ვე­ბულს გულ­გრი­ლად არ აუვ­ლი­და გვერდს, ხში­რად კი უპოვ­რებს (უფრო ხში­რად რუ­სე­ბი იყ­ვნე­ნო, ამ­ბო­ბენ) შინ შე­იყ­ვან­და, გა­ხა­მე­ბულ თეთრ სუფ­რას გა­უშ­ლი­და და და­ა­პუ­რებ­და... ქალი, რო­მე­ლიც სი­დუ­ხ­ჭი­რის ჟამს სა­გან­გე­ბოდ ყი­დუ­ლობ­და ბევრ პურს, რომ მერე მე­ზობ­ლე­ბის­თვის უფა­სოდ და­ე­რი­გე­ბი­ნა - დახ­ვრი­ტეს...

დღემ­დე უც­ნო­ბია, სად არის ეთერ სამ­ხა­რა­ძე-ჯღა­მა­ძის სა­მა­რე.

ამ სტა­ტი­ას კი მისი ლექ­სის სტრი­ქო­ნე­ბით და­ვას­რუ­ლებთ:

"ვის­ღა მი­ვე­სალ­მო,

აქ არა­ვინ არ არის,

თეთ­რო ია­სა­მა­ნო,

ცრემ­ლო ობოლ სა­მა­რის...

იქ რომ მო­ნას­ტე­რია,

გზა ეკ­ლებ­მა დაჰ­ფა­რეს,

ვარ­დი მო­ნატ­რე­ბია

მი­ვი­წყე­ბულ სა­მა­რეს".

  • სტა­ტია მომ­ზა­დე­ბუ­ლია გა­ზე­თე­ბის - "კვი­რის პა­ლიტ­რის" და "ჩემი აფხა­ზე­თის" მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ზაზა
2

ძირითადათ ის ხალხი გვმოძღვრავს ვისაც რუსეთი და "ლარისა ივანოვნა" ენატრება, საქართველოს თავისუფლებისთვის არც არასოდეს უომია და არც არასოდეს იომებს! დავით აღმაშენებელი სიტყვის მასალად ახსენდებათ, სადღეგრძელოს უხდება და ბოლოს "აბა ომი გინდათ?!" ეს ყველაზე მყარი არგუმენტია "გონიერების".

მტერმა შინაურმაც და რუსმაც უნდა მიიღოს რაც დაიმსახურა!!!

მმმ
17

რუსეთი თუ დაიშალა მკვლელობები და ძარცვა გლეჯვა მერე ნახეთ. ირგვლივ ყველა ჩვენი მტერია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მამა ამბობდა, ომსაც თავისი კანონები აქვს, ასე არ ხდება, მოვიდნენ და არაფრის გამო მომკლანო" - მოკლეს ჯერ ის, მერე მისი მეუღლე დახვრიტეს: პოეტი ქალის უმძიმესი ისტორია ოკუპირებული სოხუმიდან

"მამა ამბობდა, ომსაც თავისი კანონები აქვს, ასე არ ხდება, მოვიდნენ და არაფრის გამო მომკლანო" - მოკლეს ჯერ ის, მერე მისი მეუღლე დახვრიტეს: პოეტი ქალის უმძიმესი ისტორია ოკუპირებული სოხუმიდან

ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლსა თუ უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებში რუსების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების წამებისა თუ მკვლელობის დანაშაულებმა მსოფლიო გააოგნა და აღაშფოთა. ქართველებს კი კიდევ უფრო მეტად გაგვიახლა ის ტკივილები, რაც ოკუპანტებმა და მათმა წახალისებულმა სეპარატისტებმა საქართველოში - აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონში ჩაიდინეს. ახლა გიამბობთ კიდევ ერთ გულისგამგმირავ ისტორიას ოკუპირებული სოხუმიდან...

სოხუმში, ყაზბეგის ქუჩის ერთ-ერთ ეზოში ყვავილები ისე ყვაოდა, თითქოს არც ომი იყო გარეთ, არც ხალხი იხოცებოდა, არც ახალგაჭრილი საფლავი იყო იქვე, სახლის კიბესთან. აქ რამდენიმე დღის წინ ოჯახის უფროსი ხუტა ჯღამაძე დაკრძალეს. იგი თავისსავე ჭიშკართან დახვრიტეს - ვინ, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ არა აფხაზებმა, რადგან მეორე თუ მესამე დღეს ეზოში შესულმა შეიარაღებულმა აფხაზებმა მეზობლებს დაუძახეს, - ვიღაცას ხუტა მოუკლავს და მიხედეთო. შეშინებულა ხალხი - საფლავს გაგვათხრევინებთ და ჩვენც დაგვხვრეტთ ალბათო, დაუმშვიდებიათ, - ხელს არავის გახლებთ, დაკრძალეთ მიცვალებულიო. ამ კაცთან ბევრ მათგანს ექნებოდა ლუკმა გატეხილი. ხუტა ჯღამაძის ოჯახი ხომ სტუმართმოყვარეობით იყო განთქმული. დიასახლისსაც ყველა იცნობდა, არა მხოლოდ მშვენიერი ლექსებით - მისი შეუმჩნევლობა შეუძლებელი იყო, ის თავისი ხიბლით ალამაზებდა ქალაქს. ის XX საუკუნის II ნახევრის აფხაზეთის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ეთერ სამხარაძე - ჯღამაძე გახლდათ.

"მთელი ცხოვრება აფხაზეთში გავატარეთ და ქვაც არ დევს, ალბათ, სოხუმის ქუჩებში, რომელიც დედაჩემს და მამაჩემს არ იცნობდა. მამაჩემი ამბობდა, ომსაც თავისი კანონები აქვს, ასე არ ხდება, მოვიდნენ და არაფრის გამო მომკლანო... ვითარება ძალიან რომ დაიძაბა, ერთხანს აქ იყვნენ ზუგდიდში და წავიდნენ იმიტომ, რომ ბავშვებს სკოლა ეწყებოდათ... საერთოდ არ ეშინოდათ, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა...

27 სექტემბერს, როცა სოხუმში შემოიჭრნენ, დედა თურმე გასული იყო პურის მოსატანად, მამა შინ მარტო იყო. ვიღაცები მოადგნენ ჩვენს ჭიშკარს, მამა გავიდა, იქვე დაახალეს ტყვია და მოკლეს, თავისსავე ეზოში. დედა რომ მოვიდა, ეს საზარელი სურათი დახვდა...

შემდეგ მეზობლებმა წაიყვანს დედა თავისთან - ბარამიები იყვნენ გვარად, არძინბას ხელმოწერილი ხელშეუხებლობის ბარათი გვაქვს და ჩვენთან ერთად ხელს არ გახლებენო... ჩემმა ძმებმა სოჭიდან ნაცნობი აფხაზები შეუშვეს, თანხა გადაიხადეს, რომ დედა გამოეყვანათ, ორმოცს გადავიხდი და წამოვალო, - დაგვიბარა... მიუხედავად ამისა, ჩემმა ძმამ, რომელიც მანამდე სოხუმში ცხოვრობდა, მოსკოვიდან ახლობელი აფხაზები ჩარია, მაგრამ რომ მივიდნენ დედაჩემის წამოსაყვანად, 28 ოქტომბერი იყო, მეზობლებმა უთხრეს, ესენი გაიყვანეს და მე-3 დღეა არ გამოჩენილანო... როგორც გავიგეთ, გაუყვანიათ 9 აპრილის მემორიალთან და სამივე - ბიჭიკო ბარამია, მისი მეუღლე და დედაჩემი იქ დახვრიტეს. მანამდე რა შიში და ტკივილი განიცადა, ვინ იცის... ბოლო წერილში გვწერდა, - არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენი სახლის უკან ღელე რომ ჩამოდის, იქ ვზივარ და ასე გწერთო... მე სამი თვე არ ვიცოდი, რომ დედა გარდაცვლილი იყო, სულ ველოდებოდი...“ - ჰყვება ერთ-ერთ ინტერვიუში მისი ქალიშვილი აზა ჯღამაძე. წყარო

ფრაგმენტი პოეტის სოხუმიდან მოწერილი უკანასკნელი წერილიდან:

"ამ წერილს ვწერ ღელეში, წყალში ჩამჯდარი. ზემოდან ფოთლები მაფარია. თენდება, ასოებს ძლივს ვარჩევ. ავტომატიანებს დავემალე. ახლა ღელიდან ხოხვა-ხოხვით უნდა შევაღწიო ბიჭიკო ბარამიას სახლამდე. აგერ გრიშას სახლი იწვის. შუქი აქ მოდის. მეშინია არ დამინახონ. გავრბივარ... შვილებო გამაგრდით. მე თქვენ მიყვარხართ. მამასაც ძალიან უყვარდით. არ შეგვირცხვენიხართ".

ეთერ სამხარაძე-ჯღამაძე 1928 წლის 11 მარტს ჭიათურის რაიონის ულამაზეს სოფელ რგანში დაიბადა, სადაც 17 წლამდე იზრდებოდა.

1945 წელს, გოგონას მომავალი სოხუმს დაუკავშირდა. იგი მეორე მსოფილო ომის დროს ქუთაისის ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობდა, სადაც გაიცნო დაჭრილი სოხუმელი ახალგაზრდა კაცი ხუტა (ანტონ) ჯღამაძე, რომელსაც სხვა დაჭრილ მეომრებთან ერთად უვლიდა ეთერი. მათ იქვე შეუყვარდათ ერთმანეთი, რაც დაქორწინებით დაგვირგვინდა. შექმნეს ოჯახი, აღზარდეს სამი შვილი - აზა, ვაჟა, რეზო. 1966 წელს დაამთავრა სოხუმის მასწავლებლის სახლთან არსებული პედაგოგიური ცოდნისა და ესთეტიკური აღზრდის სახალხო უნივერსიტეტი. ერთხანს რადიოშიც მუშაობდა და გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთის” რედაქციაშიც. სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი "დედა” 1956 წელს, ხოლო ათი წლისთავზე - 1966 წელს გამოვიდა ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის პირველი წიგნი -"ალუბლის ტოტი”. რის შემდეგაც არაერთი ლირიკული კრებული გამოსცა.

"ფიქრით ვარ გაფითრებული, განა სიკვდილი მაშინებს", - ეს ფრაზა მისი ლექსიდანაა. სიკვდილის პირისპირ მდგომს იქნებ გაახსენდა კიდეც...

ქალი, რომელსაც სოხუმიდან სრულიად უცხო ბავშვები თბილისში სამკურნალოდ მოჰყავდა... ქალი, რომელიც შეჭირვებულს გულგრილად არ აუვლიდა გვერდს, ხშირად კი უპოვრებს (უფრო ხშირად რუსები იყვნენო, ამბობენ) შინ შეიყვანდა, გახამებულ თეთრ სუფრას გაუშლიდა და დააპურებდა... ქალი, რომელიც სიდუხჭირის ჟამს საგანგებოდ ყიდულობდა ბევრ პურს, რომ მერე მეზობლებისთვის უფასოდ დაერიგებინა - დახვრიტეს...

დღემდე უცნობია, სად არის ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის სამარე.

ამ სტატიას კი მისი ლექსის სტრიქონებით დავასრულებთ:

"ვისღა მივესალმო,

აქ არავინ არ არის,

თეთრო იასამანო,

ცრემლო ობოლ სამარის...

იქ რომ მონასტერია,

გზა ეკლებმა დაჰფარეს,

ვარდი მონატრებია

მივიწყებულ სამარეს".

  • სტატია მომზადებულია გაზეთების - "კვირის პალიტრის" და "ჩემი აფხაზეთის" მასალებზე დაყრდნობით

იხილეთ ასევე: