სამართლადამცველები იძიებენ პაკისტანელი ინფლუენსერის საქმეს და გამოძიების პირველადი მონაცემების მიხედვით, ქალმა ტყეში ხანძარი განზრახ გააჩინა, რათა "ტიკტოკისთვის“ ვიდეო გადაეღო.
ჰუმაირა ასგარი სოციალურ ქსელში Dolly-ს სახელითაა ცნობილი და "ტიკტოკზე" 12 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. მისმა ვიდეომ, რომელიც წინა კვირას გამოაქვეყნა, ბევრი განარისხა. ვიდეოში გოგონა გრძელ კაბაშია გამოწყობილი და პაკისტანის მარგალას გორებზე სეირნობს ხანძრის ფონზე. ამ ვიდეოს ქვეშ, რომელიც ახლა უკვე წაშლილია მისი პროფილიდან, გოგონას წარწერა ჰქონდა: "სადაც გავივლი, ცეცხლი გიზგიზებს“.
This is a disturbing & disastrous trend on Tik Tok! Young people desperate 4 followers are setting fire to our forests during this hot & dry season! In Australia it is lifetime imprisonment for those who start wildfires. We need to introduce similar legislation @WildlifeBoard pic.twitter.com/RGMXnbG9f1
— Rina S Khan Satti (@rinasaeed) May 17, 2022
პაკისტანური მედიასაშუალების The News-ის მიხედვით, ისლამაბადის პოლიციამ ვიდეო გაასაჩივრა და იძიებენ, დაარღვია თუ არა ასგარმა ქვეყნის ველური ბუნების და გარემოსდაცვითი კანონები.
"ეს ტერიტორია მარგალას გორების ნაციონალური პარკის ნაწილია, ის ჰიმალაის მთისწინეთს ეკუთვნის. "აქ, ბოლო პერიოდში არაერთი ტყის ხანძარი გაჩნდა და ეკოსისტემაც დაზიანებულია,“- ამბობენ The News-ის რეპორტაჟში.
თავად "ტიკტოკერი" გოგონა უარყოფს ცეცხლის განზრახ გაჩენას და ჩვენებაში ამტკიცებს, რომ ვიდეოს გადაღებისას არანაირი ზიანი არ მიუყენებია გარემოსთვის, წერს "ალ ჯაზირა“.
Let me tell you how SERIOUS this issue is. Do you know why the WEATHER in Pakistan is so hot these days? We have less than 9 years to combat CLIMATE CHANGE, or the Earth’s weather will NEVER be the same. Meanwhile this ignorant TikToker set FIRE to Margalla Hills just for a— 🧵 pic.twitter.com/FuBL5LNo5a
— Saad Kaiser 🇵🇸 (@TheSaadKaiser) May 18, 2022
სოციალურ ქსელშიც ბევრი გამოხატავდა ასგარის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ამ ვიდეოს გამო.
ასგარი უკვე მეორე ადამიანია, რომელსაც სოციალური მედიისთვის განკუთვნილი ვიდეოს ნახვების გამო ტყეში ხანძრის გაჩენა ედება ბრალად. "ეს შემაშფოთებელი და საშიში ტრენდია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისედაც ცხელი და მშრალი სეზონია", - წერენ "ტვიტერზე".
ბოლო ორი თვეა პაკისტანში მაღალი ტემპერატურაა, რის გამოც ათობით ადამიანი გარდაიცვალა.
წყარო: insider
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
შეშლილი მსოფლიო
ეს მზერით აჩენს ცეცლხს