Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ამბავს დავიწყებ იმ მომენტიდან, როდესაც... " სამშობიაროს დაბომბვა და გზა რუსების კონტროლირებადი ტერიტორიისკენ - ომის სიმბოლოდ ქცეული ქალი თავს გადახდენილ ამბავს ჰყვება
"ჩემს ამბავს დავიწყებ იმ მომენტიდან, როდესაც... " სამშობიაროს დაბომბვა და გზა რუსების კონტროლირებადი ტერიტორიისკენ - ომის სიმბოლოდ ქცეული ქალი თავს გადახდენილ ამბავს ჰყვება

მა­რი­ა­ნა ვი­შე­მირსკა­ია - ქალი მა­რი­უ­პო­ლი­დან, რომ­ლის ფო­ტოც მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა და რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­ბის შეჭ­რის, ომის სი­სას­ტი­კის სიმ­ბო­ლოდ იქცა - ორ­სუ­ლი მა­რი­ა­ნა სამ­შო­ბი­ა­რო­ში იმ დროს იყო, როცა რუ­სებ­მა და­ბომ­ბეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­დარ­ჩა და ბავ­შვიც გა­ა­ჩი­ნა.

მა­რი­ა­ნას გან­საც­დე­ლი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ოკუ­პან­ტებ­მა ის რუ­სე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წა­იყ­ვა­ნეს.

ვი­შე­მირსკა­ია ომამ­დე პო­პუ­ლა­რუ­ლი ინფლუ­ენ­სე­რი იყო. მან თავს გა­დახ­დე­ნი­ლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ადა­მი­ა­ნებს ომის სა­კუ­თა­რი ამ­ბა­ვი უამ­ბო.

"მას შემ­დეგ, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დავ­ბრუნ­დი, უამ­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ვი­ღე ჩემი მკი­თხვე­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც მთხოვ­დნენ მეთ­ქვა, რო­გორ ვი­ყა­ვით ჩვენ, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა, რა ხდე­ბო­და ახლა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ფი­ზი­კუ­რად არ მაქვს იმი­სი უნა­რი, რომ ყვე­ლა მე­სი­ჯი წა­ვი­კი­თხო და მით უმე­ტეს, თი­თო­ე­ულს ცალ-ცალ­კე ვუ­პა­სუ­ხო.

ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, სი­ახ­ლე აქ გა­გი­ზი­ა­როთ. ასე რომ, ჩემს ამ­ბავს და­ვი­წყებ იმ მო­მენ­ტი­დან, რო­დე­საც დო­ნეცკ­ში ოჯახ­თან ერ­თად - მე­უღ­ლეს­თან და ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ჩა­მო­ვე­დი. მა­რი­უ­პო­ლი­დან ევა­კუ­ა­ცი­ის შემ­დეგ, პრი­ო­რი­ტე­ტი იყო იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რომ ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბა სრულ­ყო­ფი­ლად გა­მოგ­ვეკვლია, რად­გან სი­ცო­ცხლის პირ­ველ დღე­ებ­ში ისეთ პი­რო­ბებ­ში აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც ექი­მე­ბის მხრი­დან დაკ­ვირ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ იყო.

იმ სა­ა­ვად­მყო­ფოს დე­რე­ფან­ში, სა­დაც ევა­კუ­ა­ცი­ამ­დე ვცხოვ­რობ­დით, ტემ­პე­რა­ტუ­რა მხო­ლოდ 6 გრა­დუ­სი იყო, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ სა­ნი­ტა­რი­ულ პი­რო­ბებ­ზე და ხალ­ხის მუდ­მივ ნა­კად­ზე. გარ­და ამი­სა, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, არ გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, კო­მუ­ნი­კა­ცია, ინ­ტერ­ნე­ტი, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო იმის გა­გე­ბა, თუ რა მოხ­დე­ბო­და შემ­დეგ.

დო­ნეცკ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე ბავ­შვის ზუს­ტი სი­მაღ­ლე და წო­ნაც კი არ ვი­ცო­დით, მაგ­რამ უსა­ზღვროდ მად­ლი­ე­რი ვარ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის, ვინც ჩვე­ნი ბავ­შვის და­ბა­დე­ბა­ში და­მეხ­მა­რა! დო­ნეცკ­ში ჩას­ვლის პირ­ველ დღე­ებ­ში ყვე­ლა ექიმ­თან ვი­ყა­ვით, სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ დავ­ხუ­რეთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი - ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბა, გა­და­ვე­დით მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან­ზე - ჩემს გა­მოკ­ვლე­ვა­ზე.

და­მე­წყო ჯან­მრთე­ლო­ბის მცი­რე პრობ­ლე­მე­ბი (შე­საძ­ლოა, დაღ­ლი­ლო­ბის, ან პოსტმშო­ბი­ა­რო­ბის პე­რი­ო­დის გამო), ტემ­პე­რა­ტუ­რა ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ ავი­და 40-მდე. ცოტა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­მა რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ მი­ვე­ცი (მათ შო­რის, უცხო­უ­რი მე­დი­ას) და უფრო ხში­რად და­ვი­წყე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ჩე­ნა.

ახლა მე რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­ვუყ­ვე­ბი ჩემს აუ­დი­ტო­რი­ას, თუ რა ხდე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ მინ­და ცო­ტა­თი შევ­ცვა­ლო ჩემი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის თემა - მას შემ­დეგ რაც დედა გავ­ხდი, ახლა ვეც­დე­ბი გა­გი­ზი­ა­როთ ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და მოგ­მარ­თოთ რჩე­ვის­თვის. ასე­ვე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვცდი­ლობ­დი თავი შორს და­მე­ჭი­რა სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის­გან, მაგ­რამ აღარ შე­მიძ­ლია გან­ზე დგო­მა და იგ­ნო­რი­რე­ბა. ამი­ტომ, ჩემს აუ­დი­ტო­რი­ას გა­ვუ­ზი­ა­რებ ის­ტო­რი­ებს იმის შე­სა­ხებ, რაც ხდე­ბა ჩემს მშობ­ლი­ურ ქა­ლა­ქებ­ში - დო­ნეცკ­სა და მა­რი­უ­პოლ­ში და ზო­გა­დად დონ­ბას­ში, სა­დაც და­ვი­ბა­დე და სა­ი­და­ნაც არ ვა­პი­რებ არ­სად წას­ვლას თუნ­დაც ამ რთულ დღე­ებ­ში", - წერს მა­რი­ა­ნა ვი­შე­მირსკა­ია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემიდა
5

გვარი შეცდომით ვირეშმაკისა წავიკითხე და ისე ზუსტია უფრო!

ვახტანგი. 70 წლის
2

მარიანას ოჯახი რატომ ცხოვრობს ფაშისტური და სასტიკი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე?

ავტორი:

"ჩემს ამბავს დავიწყებ იმ მომენტიდან, როდესაც... " სამშობიაროს დაბომბვა და გზა რუსების კონტროლირებადი ტერიტორიისკენ - ომის სიმბოლოდ ქცეული ქალი თავს გადახდენილ ამბავს ჰყვება

"ჩემს ამბავს დავიწყებ იმ მომენტიდან, როდესაც... " სამშობიაროს დაბომბვა და გზა რუსების კონტროლირებადი ტერიტორიისკენ - ომის სიმბოლოდ ქცეული ქალი თავს გადახდენილ ამბავს ჰყვება

მარიანა ვიშემირსკაია - ქალი მარიუპოლიდან, რომლის ფოტოც მთელმა მსოფლიომ ნახა და რომელიც უკრაინაში რუსების შეჭრის, ომის სისასტიკის სიმბოლოდ იქცა - ორსული მარიანა სამშობიაროში იმ დროს იყო, როცა რუსებმა დაბომბეს. საბედნიეროდ, გადარჩა და ბავშვიც გააჩინა.

მარიანას განსაცდელი ამით არ დასრულებულა, ოკუპანტებმა ის რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წაიყვანეს.

ვიშემირსკაია ომამდე პოპულარული ინფლუენსერი იყო. მან თავს გადახდენილის შემდეგ პირველად გამოაქვეყნა პოსტი სოციალურ ქსელში და ადამიანებს ომის საკუთარი ამბავი უამბო.

"მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში დავბრუნდი, უამრავი შეტყობინება მივიღე ჩემი მკითხველებისგან, რომლებიც მთხოვდნენ მეთქვა, როგორ ვიყავით ჩვენ, ბავშვის მდგომარეობა, რა ხდებოდა ახლა ჩვენს ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ფიზიკურად არ მაქვს იმისი უნარი, რომ ყველა მესიჯი წავიკითხო და მით უმეტეს, თითოეულს ცალ-ცალკე ვუპასუხო.

ამიტომ გადავწყვიტე, სიახლე აქ გაგიზიაროთ. ასე რომ, ჩემს ამბავს დავიწყებ იმ მომენტიდან, როდესაც დონეცკში ოჯახთან ერთად - მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ჩამოვედი. მარიუპოლიდან ევაკუაციის შემდეგ, პრიორიტეტი იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ბავშვის ჯანმრთელობა სრულყოფილად გამოგვეკვლია, რადგან სიცოცხლის პირველ დღეებში ისეთ პირობებში აღმოჩნდა, სადაც ექიმების მხრიდან დაკვირვების შესაძლებლობა არ იყო.

იმ საავადმყოფოს დერეფანში, სადაც ევაკუაციამდე ვცხოვრობდით, ტემპერატურა მხოლოდ 6 გრადუსი იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ სანიტარიულ პირობებზე და ხალხის მუდმივ ნაკადზე. გარდა ამისა, საომარი მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, არ გვქონდა ინფორმაცია, კომუნიკაცია, ინტერნეტი, შეუძლებელი იყო იმის გაგება, თუ რა მოხდებოდა შემდეგ.

დონეცკში გამგზავრებამდე ბავშვის ზუსტი სიმაღლე და წონაც კი არ ვიცოდით, მაგრამ უსაზღვროდ მადლიერი ვარ სამედიცინო პერსონალის, ვინც ჩვენი ბავშვის დაბადებაში დამეხმარა! დონეცკში ჩასვლის პირველ დღეებში ყველა ექიმთან ვიყავით, სანამ საბოლოოდ დავხურეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი - ბავშვის ჯანმრთელობა, გადავედით მეორეხარისხოვანზე - ჩემს გამოკვლევაზე.

დამეწყო ჯანმრთელობის მცირე პრობლემები (შესაძლოა, დაღლილობის, ან პოსტმშობიარობის პერიოდის გამო), ტემპერატურა ერთი თვის განმავლობაში ორჯერ ავიდა 40-მდე. ცოტა გამოჯანმრთელებულმა რამდენიმე ინტერვიუ მივეცი (მათ შორის, უცხოური მედიას) და უფრო ხშირად დავიწყე სოციალურ ქსელში გამოჩენა.

ახლა მე რეგულარულად მოვუყვები ჩემს აუდიტორიას, თუ რა ხდება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მინდა ცოტათი შევცვალო ჩემი პუბლიკაციების თემა - მას შემდეგ რაც დედა გავხდი, ახლა ვეცდები გაგიზიაროთ ახალი გამოცდილება და მოგმართოთ რჩევისთვის. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი თავი შორს დამეჭირა სოციალური საკითხებისგან, მაგრამ აღარ შემიძლია განზე დგომა და იგნორირება. ამიტომ, ჩემს აუდიტორიას გავუზიარებ ისტორიებს იმის შესახებ, რაც ხდება ჩემს მშობლიურ ქალაქებში - დონეცკსა და მარიუპოლში და ზოგადად დონბასში, სადაც დავიბადე და საიდანაც არ ვაპირებ არსად წასვლას თუნდაც ამ რთულ დღეებში", - წერს მარიანა ვიშემირსკაია.