პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხოვრება დამენგრა და ჩამომეშალა! სიმართლეს მაინც დავამტკიცებ, არ გავჩერდები!" - რას ამბობს თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანის უდანაშაულოდ ცნობაზე?
"ცხოვრება დამენგრა და ჩამომეშალა! სიმართლეს მაინც დავამტკიცებ, არ გავჩერდები!" - რას ამბობს თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანის უდანაშაულოდ ცნობაზე?

საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, სექ­სუ­ა­ლურ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ლია ორ­კო­დაშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და.

მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბით, ზო­გი­ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პო­ლი­ტი­კურ ელ­ფერს მის­ცემს. ორ­კო­დაშ­ვი­ლის თქმით­ვე, გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი მა­შინ დგე­ბა, როცა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბა არის, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბას ამ­ტკი­ცებს, თუკი, ოდ­ნა­ვი ეჭ­ვიც არის, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ წყდე­ბა.

AMBEBI.GE თამ­თა თო­დუ­ას და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენს უკა­ნო­ნოდ მი­იჩ­ნევს და რო­გორც ამ­ბობს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში აპი­რებს:

"სა­სა­მარ­თლო­ზე ბა­ტონ­მა ილი­ამ ბრძა­ნა, ჩემს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ცდი­ლობ­დნე­ნო. დიდი ბო­დი­ში და, ამით ვინ და­ზა­რალ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად? სა­სა­ცი­ლოა, სა­ტი­რა­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო მისი ად­ვო­კა­ტის, მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, "თამ­თას პო­პუ­ლა­რო­ბა უნ­დო­დაო“. პო­პუ­ლა­რო­ბის გან­მარ­ტე­ბა იცის, სა­ერ­თოდ, რას ნიშ­ნავს? ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბა ვის სჭირ­დე­ბა? პი­რი­ქით, ცხოვ­რე­ბა და­მენგრა და ჩა­მო­მე­შა­ლა, ადა­მი­ა­ნე­ბო!

ბა­ტო­ნი ილია იმა­საც ამ­ბობს, ოჯა­ხი მყავ­სო. დიდი ბო­დი­ში მო­მი­თხო­ვია და, მე გა­სა­თხო­ვა­რი გოგო ვარ და ცხოვ­რე­ბა მაქვს ასა­წყო­ბი, ყვე­ლა­ფე­რი და­სა­ლა­გე­ბე­ლი მაქვს და თან ვცხოვ­რობ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ ამ­ბით თუ ვინ­მე და­ზა­რალ­და, ეს მე ვარ. იმის გარ­და, რომ ამ ადა­მი­ან­მა იძა­ლა­და ჩემ­ზე და სხვა­ნა­ი­რი ტკი­ვი­ლი მო­მა­ყე­ნა, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ამავდრო­უ­ლად, ჩემი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ამ­დე­ნი ვიბ­რძო­ლე და კუბ­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მე ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის მინ­დო­და. სირ­ცხვი­ლია, მარ­თლა, ძა­ლი­ან დიდი სირ­ცხვი­ლი!

ხვალ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია იქ­ნე­ბა და ყვე­ლა­ფერს ვი­ტყვი. ზო­გა­დად, არა­სა­თა­ნა­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი კი არა, წე­ღან პრო­კუ­რორ­მაც აღ­ნიშ­ნა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, რომ საქ­მე­ში არის იმა­ზე მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ვიდ­რე არის მსგავს მუხ­ლზე. საქ­მე­ში დევს სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს ცე­მის ფაქტს. მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მაია ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი არ ადას­ტუ­რებს ცე­მის ფაქტსო და ამ ქალ­ბა­ტონ ექ­სპერტს არც ვუ­ნა­ხი­ვარ, ჩემი სხე­უ­ლი არც კი და­უთ­ვა­ლი­ე­რე­ბია, რომ რამე დას­კვნა და­ე­დო. დიდი ბო­დი­ში და, ადა­მი­ა­ნი თუ არ და­ათ­ვა­ლი­ე­რე, ასე, სუ­რა­თე­ბით ვე­რა­ვინ და­დებს დას­კვნას. კა­ბა­ზე არის მო­ძა­ლა­დის დნმ, ჩემი სის­ხლის ლა­ქე­ბი და სხვა.

ბევ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ერ­თობ­ლი­ვად ქმნის მთლი­ან ჯაჭვს. ბო­ლოს იმას ვი­ტყვი, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის უკა­ნო­ნო, მას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჩივ­რებ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. პირ­და­პირ გე­ტყვით, ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ სა­სა­მარ­თლოს­გან არც გამ­კვირ­ვე­ბია. მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რო­გორ გა­მო­ა­ცხა­დეს გა­ნა­ჩე­ნი - ქალ­ბა­ტონ­მა ლი­ა­ნა ორ­კო­დაშ­ვილ­მა წინა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე თქვა, შა­ბათ-კვი­რა დამ­ჭირ­დე­ბა, გა­ნა­ჩენს 20-ში არ გა­მო­ვა­ცხა­დე­ბო. არა და, ის სა­თათ­ბი­როდ არც კი გა­სუ­ლა, ალ­ბათ ძა­ლი­ან შე­ე­ცო­და ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნი, როცა მან ლა­პა­რა­კი და­ი­წყო იმა­ზე, რომ თვი­თონ არის მსხვერ­პლი. მარ­თლა სირ­ცხვი­ლია! ამ­დე­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა და მა­ინც კაცს ამარ­თლებ?

და ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ა­ნა იმ ქა­ლებს რას ეუბ­ნე­ბა, ვინც ძა­ლა­დო­ბის და შე­ვიწ­რო­ე­ბის მსხვერ­პლნი არი­ან და ხმას ვერ იღე­ბენ?! რო­გორც გა­ვი­გე, ამ ქალ­ბა­ტონს სულ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნე­ბი აქვს, იმა­ზეც სა­უბ­რობ­დნენ, ადა­მი­ა­ნე­ბი ცი­ხე­ში გა­საშ­ვე­ბად ეცო­დე­ბაო. და­ახ­ლო­ე­ბით ეს ნა­წი­ლი იყო ახ­ლაც. თვი­თონ ქალ­ბა­ტო­ნი რას ეუბ­ნე­ბა ქა­ლებს? იმე­დი მაქვს, სა­ა­პე­ლა­ციო აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ტანს გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩენს, თუ ასე არ იქ­ნე­ბა, ამ საქ­მეს სტრას­ბურ­გში წა­ვი­ღებ, სი­მარ­თლეს მა­ინც და­ვამ­ტკი­ცებ, არ გავ­ჩერ­დე­ბი!" - ამ­ბობს თამ­თა თო­დუა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამუნა
7

საინტერესოა როგორ დაამტკიცა კუბლაშვილმა ამ კაცის უდანაშაულობა ?? 

ნანა
14

ყოჩაღ მარიამ კუბლაშვილს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ცხოვრება დამენგრა და ჩამომეშალა! სიმართლეს მაინც დავამტკიცებ, არ გავჩერდები!" - რას ამბობს თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანის უდანაშაულოდ ცნობაზე?

"ცხოვრება დამენგრა და ჩამომეშალა! სიმართლეს მაინც დავამტკიცებ, არ გავჩერდები!" - რას ამბობს თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანის უდანაშაულოდ ცნობაზე?

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლია ორკოდაშვილმა გამოაცხადა.

მოსამართლის განმარტებით, ზოგიერთი ჟურნალისტი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ელფერს მისცემს. ორკოდაშვილის თქმითვე, გამამტყუნებელი განაჩენი მაშინ დგება, როცა მტკიცებულებათა საკმაო რაოდენობა არის, რომელიც ბრალდებას ამტკიცებს, თუკი, ოდნავი ეჭვიც არის, ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება.

AMBEBI.GE თამთა თოდუას დაუკავშირდა, რომელიც სასამართლოს განაჩენს უკანონოდ მიიჩნევს და როგორც ამბობს, გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს:

"სასამართლოზე ბატონმა ილიამ ბრძანა, ჩემს დისკრედიტაციას ცდილობდნენო. დიდი ბოდიში და, ამით ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად? სასაცილოა, სატირალი რომ არ ყოფილიყო მისი ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადება, "თამთას პოპულარობა უნდოდაო“. პოპულარობის განმარტება იცის, საერთოდ, რას ნიშნავს? ასეთი პოპულარობა ვის სჭირდება? პირიქით, ცხოვრება დამენგრა და ჩამომეშალა, ადამიანებო!

ბატონი ილია იმასაც ამბობს, ოჯახი მყავსო. დიდი ბოდიში მომითხოვია და, მე გასათხოვარი გოგო ვარ და ცხოვრება მაქვს ასაწყობი, ყველაფერი დასალაგებელი მაქვს და თან ვცხოვრობ საქართველოში. ამ ამბით თუ ვინმე დაზარალდა, ეს მე ვარ. იმის გარდა, რომ ამ ადამიანმა იძალადა ჩემზე და სხვანაირი ტკივილი მომაყენა, პირდაპირი მნიშვნელობით, ამავდროულად, ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად ამდენი ვიბრძოლე და კუბლაშვილი ამბობს, რომ მე ეს ყველაფერი პოპულარობისთვის მინდოდა. სირცხვილია, მართლა, ძალიან დიდი სირცხვილი!

ხვალ პრესკონფერენცია იქნება და ყველაფერს ვიტყვი. ზოგადად, არასათანადო მტკიცებულებები კი არა, წეღან პროკურორმაც აღნიშნა ჟურნალისტებთან, რომ საქმეში არის იმაზე მეტი მტკიცებულება, ვიდრე არის მსგავს მუხლზე. საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს ცემის ფაქტს. მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ მაია ნიკოლეიშვილი არ ადასტურებს ცემის ფაქტსო და ამ ქალბატონ ექსპერტს არც ვუნახივარ, ჩემი სხეული არც კი დაუთვალიერებია, რომ რამე დასკვნა დაედო. დიდი ბოდიში და, ადამიანი თუ არ დაათვალიერე, ასე, სურათებით ვერავინ დადებს დასკვნას. კაბაზე არის მოძალადის დნმ, ჩემი სისხლის ლაქები და სხვა.

ბევრი მტკიცებულებაა, რომელიც ერთობლივად ქმნის მთლიან ჯაჭვს. ბოლოს იმას ვიტყვი, რომ ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, მას აუცილებლად გავასაჩივრებ სააპელაციო სასამართლოში. პირდაპირ გეტყვით, ასეთი გადაწყვეტილება ამ სასამართლოსგან არც გამკვირვებია. მინდა ხაზი გავუსვა იმას, როგორ გამოაცხადეს განაჩენი - ქალბატონმა ლიანა ორკოდაშვილმა წინა სასამართლო პროცესზე თქვა, შაბათ-კვირა დამჭირდება, განაჩენს 20-ში არ გამოვაცხადებო. არა და, ის სათათბიროდ არც კი გასულა, ალბათ ძალიან შეეცოდა ილია ჯიშკარიანი, როცა მან ლაპარაკი დაიწყო იმაზე, რომ თვითონ არის მსხვერპლი. მართლა სირცხვილია! ამდენი მტკიცებულებაა და მაინც კაცს ამართლებ?

და ქალბატონი ლიანა იმ ქალებს რას ეუბნება, ვინც ძალადობის და შევიწროების მსხვერპლნი არიან და ხმას ვერ იღებენ?! როგორც გავიგე, ამ ქალბატონს სულ გამამართლებელი განაჩენები აქვს, იმაზეც საუბრობდნენ, ადამიანები ციხეში გასაშვებად ეცოდებაო. დაახლოებით ეს ნაწილი იყო ახლაც. თვითონ ქალბატონი რას ეუბნება ქალებს? იმედი მაქვს, სააპელაციო აუცილებლად გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ ასე არ იქნება, ამ საქმეს სტრასბურგში წავიღებ, სიმართლეს მაინც დავამტკიცებ, არ გავჩერდები!" - ამბობს თამთა თოდუა.

ასევე წაიკითხეთ: