პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა შემცირებულია...  სამხედროების ევაკუაცია გრძელდება" - რა ინფორმაციას ავრცელებს გენშტაბი "აზოვსტალზე"?
"საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა შემცირებულია...  სამხედროების ევაკუაცია გრძელდება" - რა ინფორმაციას ავრცელებს გენშტაბი "აზოვსტალზე"?

მა­რი­უ­პო­ლი­დან უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის ღო­ნის­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნელ­მა ალექ­სეი გრო­მოვ­მა გა­ნა­ცხა­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

"მა­რი­უ­პო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ამ დრო­ის­თვის გრძელ­დე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩვე­ნი გმი­რე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და გრო­მოვ­მა ბრი­ფინგზე.

კი­თხვა­ზე, წარ­მო­ად­გენს თუ არა უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ევა­კუ­ა­ცია „აზოვსტა­ლის“ ქარ­ხნი­დან რუ­სე­თის ჯა­რის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რისკს მათი სი­ცო­ცხლის­თვის, გრო­მოვ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მტე­რი მზაკ­ვა­რია, მაგ­რამ იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ „მი­ცე­მუ­ლი სი­ტყვა შეს­რულ­დე­ბა“.

ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩევ­ლის მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­ა­კის თქმით, ჯა­რის­კა­ცე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი "ძა­ლი­ან რთუ­ლია".

"მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ძა­ლი­ან რთუ­ლია, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია. ხე­დავთ, "აზოვსტა­ლი", მა­რი­უ­პო­ლი და "აზო­ვის" პოლ­კი - მა­რი­უ­პო­ლის ყვე­ლა დამ­ცვე­ლი ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რია და ეს ასეა რუ­სე­თის­თვი­საც, ოღონდ ნე­გა­ტი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით", - დას­ძი­ნა პო­დო­ლი­აკ­მა.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა "აზოვსტა­ლის" ევა­კუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში "გავ­ლე­ნი­ა­ნი შუ­ა­მავ­ლე­ბი" ახ­სე­ნა, თუმ­ცა მათი ვი­ნა­ო­ბა არ და­ა­სა­ხე­ლა.

ასე­ვე ნა­ხეთ:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამო
0

როცა ადამიანური აღარაფერი გაინტერესებთ,რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდა ევაკუაცია, ეგზეკუცია თუ ტყვედ აყვანა,მთავარია ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს...

ილია
1

შიმშილით და უწყლობით სიკვდილი ელოდათ,ამიტომ უკრაინამ ასე გადაწყვიტა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა შემცირებულია...  სამხედროების ევაკუაცია გრძელდება" - რა ინფორმაციას ავრცელებს გენშტაბი "აზოვსტალზე"?

"საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა შემცირებულია...  სამხედროების ევაკუაცია გრძელდება" - რა ინფორმაციას ავრცელებს გენშტაბი "აზოვსტალზე"?

მარიუპოლიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის ღონისძიება გრძელდება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელმა ალექსეი გრომოვმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"მარიუპოლის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა შემცირებულია. ამ დროისთვის გრძელდება ღონისძიებები ჩვენი გმირების ევაკუაციისთვის“, - განაცხადა გრომოვმა ბრიფინგზე.

კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია „აზოვსტალის“ ქარხნიდან რუსეთის ჯარის კონტროლირებად ტერიტორიაზე რისკს მათი სიცოცხლისთვის, გრომოვმა აღნიშნა, რომ მტერი მზაკვარია, მაგრამ იმედოვნებენ, რომ „მიცემული სიტყვა შესრულდება“.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები "ძალიან რთულია".

"მოლაპარაკებები ძალიან რთულია, რადგან ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია. ხედავთ, "აზოვსტალი", მარიუპოლი და "აზოვის" პოლკი - მარიუპოლის ყველა დამცველი ძალიან სიმბოლურია და ეს ასეა რუსეთისთვისაც, ოღონდ ნეგატიური თვალსაზრისით", - დასძინა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა "აზოვსტალის" ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებებში "გავლენიანი შუამავლები" ახსენა, თუმცა მათი ვინაობა არ დაასახელა.

ასევე ნახეთ: