სამართალი
Faceამბები
საზოგადოება

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მისცეთ საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს, რომ საბოლოოდ მოკლას დემოკრატია" - ოთხი ტელეკომპანია ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებს წერილით მიმართავს
"არ მისცეთ საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს, რომ საბოლოოდ მოკლას დემოკრატია" - ოთხი ტელეკომპანია ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებს წერილით მიმართავს

ოთხი ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი არ­ხის“ დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ას და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს წე­რი­ლით მი­მარ­თავს და მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­დებს.

გან­ცხა­დე­ბას ხელს აწერს "მთა­ვა­რი არხი“, "ფორ­მუ­ლა“, "ტვ პირ­ვე­ლი“ და "კავ­კა­სია“.

წე­რი­ლის ში­ნა­არ­სი მე­დი­ას "მთა­ვა­რი არ­ხის“ დი­რექ­ტო­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ გა­აც­ნო.

რო­გორც ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში მე­დი­ა­მე­ნე­ჯე­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ნიკა გვა­რა­მი­ას და­კა­ვე­ბა და­სავ­ლე­თის­თვის გზავ­ნი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ოლი­გარ­ქი­უ­ლი, მი­ტა­ცე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა და ის პუ­ტი­ნის მე­თო­დე­ბით იმარ­თე­ბა.

"ჩვენ, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მივ­მარ­თავთ ჩვენს და­სავ­ლელ მე­გობ­რებს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის, "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა და დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ას და­ჭე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ნიკა გვა­რა­მი­ას და­კა­ვე­ბა არის პირ­და­პი­რი დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი გზავ­ნი­ლი და­სავ­ლე­თის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის რუ­სუ­ლი, ოლი­გარ­ქი­უ­ლი, მი­ტა­ცე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა და ის პუ­ტი­ნის მე­თო­დე­ბით იმარ­თე­ბა. ნიკა გვა­რა­მი­ას და­ჭე­რა ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო უარს ამ­ბობს ევ­რო­პა­სა და ნატო-ზე. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­სა­ჩი­ნოა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის გან­ხილ­ვის ფონ­ზე. ასე­ვე, "ოც­ნე­ბის“ რე­ჟი­მის პო­ზი­ცია უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცხად­ყოფს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ე­მიჯ­ნა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს და ნიკა გვა­რა­მი­ას და­კა­ვე­ბა ამის კი­დევ ერთი დას­ტუ­რია. ნიკა გვა­რა­მი­ას და­ჭე­რა არ არის ერთი მე­დი­ის ან ერთი ადა­მი­ა­ნის სა­კი­თხი. ეს არის მთლი­ა­ნად ქარ­თუ­ლი მე­დი­ი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ის გა­დარ­ჩე­ნის საქ­მე. ჩვენ, ოპო­ზი­ცი­უ­რი მე­დია ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბით ყო­ველ­თვის მხარს ვუ­ჭერთ და­სავ­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებს და ვდგა­ვართ დე­მოკ­რა­ტი­ის სა­და­რა­ჯო­ზე. თქვენ, ჩვენს და­სავ­ლელ მე­გობ­რებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის გა­წე­უ­ლი გაქვთ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა, მათ შო­რის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქვე­ყა­ნა­ში არ არის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, სის­ტე­მას მარ­თავს კლა­ნი, ქვე­ყა­ნა მი­ტა­ცე­ბუ­ლია და უკვე და­უ­ფა­რა­ვად, იმარ­თე­ბა რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის მიერ, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რათა ქარ­თველ ხალ­ხს ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი წა­არ­თვას. ჩვენ გა­მო­ვი­ა­რეთ და გა­ვუ­ძე­ლით ყვე­ლა­ნა­ირ ჩაგ­ვრა­სა და ზე­წო­ლას. ფაქ­ტია, რომ ოლი­გარ­ქი არ ჩერ­დე­ბა და მო­რიგ ჯერ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მა ავ­ტოკ­რა­ტია.

ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის ერ­თა­დერთ მო­კავ­ში­რედ გთვლით თქვენ, ჩვენს და­სავ­ლელ მე­გობ­რებ­სა და გულ­შე­მატ­კივ­რებს. ამი­ტომ მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, მხა­რი დაგ­ვი­ჭი­როთ ამ უსა­მარ­თლო ბრძო­ლა­ში და არ მის­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა ოლი­გარ­ქი­ულ რე­ჟიმს, რომ სა­ბო­ლო­ოდ მოკ­ლას დე­მოკ­რა­ტია და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიერ სის­ხლით მო­პო­ვე­ბუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და თქვენ მიერ გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა აღ­მოჩ­ნდეს ფუჭი“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ.

ცნო­ბი­სათ­ვის, "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა გვა­რა­მია, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ლაშა ჩხიკ­ვა­ძემ ნიკა გვა­რა­მია ნა­წი­ლობ­რივ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, მის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი მუხ­ლე­ბის ნა­წი­ლი 220-ე მუხ­ლით გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და მას სას­ჯე­ლის სა­ხით 3 წელი და 6 თვე გა­ნე­სა­ზღვრა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Geo
0

მკვდარი როგორ უნდა მოკლა? დიდი-დიდი დამარხო. 

გოგა
2

გაბუნია ნუთუ არ გცხვენია პრეზიდენტ ისეთი სიტყვებით ლანძხავ რომ მოსმენაც მიჭირს ,ამას ეძახით ჭურნალისტს??შენ ხარ ყველაზე უზნეო ადამიანი და არავითარი უფლება არაგაქს პრეზიდენტისგან შეწყალება მოითხოვო ,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

"არ მისცეთ საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს, რომ საბოლოოდ მოკლას დემოკრატია" - ოთხი ტელეკომპანია ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებს წერილით მიმართავს

"არ მისცეთ საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს, რომ საბოლოოდ მოკლას დემოკრატია" - ოთხი ტელეკომპანია ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებს წერილით მიმართავს

ოთხი ტელეკომპანია "მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებს წერილით მიმართავს და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

განცხადებას ხელს აწერს "მთავარი არხი“, "ფორმულა“, "ტვ პირველი“ და "კავკასია“.

წერილის შინაარსი მედიას "მთავარი არხის“ დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი გაბუნიამ გააცნო.

როგორც ერთობლივ განცხადებაში მედიამენეჯერები აღნიშნავენ, ნიკა გვარამიას დაკავება დასავლეთისთვის გზავნილია, რომ საქართველო ოლიგარქიული, მიტაცებული ქვეყანაა და ის პუტინის მეთოდებით იმართება.

"ჩვენ, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები მივმართავთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, დამოუკიდებელი მედიის, "მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნიკა გვარამიას დაჭერასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას დაკავება არის პირდაპირი დემონსტრაციული გზავნილი დასავლეთისთვის, რომ საქართველო არის რუსული, ოლიგარქიული, მიტაცებული ქვეყანა და ის პუტინის მეთოდებით იმართება. ნიკა გვარამიას დაჭერა ნიშნავს, რომ საქართველო უარს ამბობს ევროპასა და ნატო-ზე. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის განხილვის ფონზე. ასევე, "ოცნების“ რეჟიმის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ცხადყოფს, რომ ხელისუფლება გაემიჯნა ცივილიზებულ სამყაროს და ნიკა გვარამიას დაკავება ამის კიდევ ერთი დასტურია. ნიკა გვარამიას დაჭერა არ არის ერთი მედიის ან ერთი ადამიანის საკითხი. ეს არის მთლიანად ქართული მედიისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის გადარჩენის საქმე. ჩვენ, ოპოზიციური მედია ჩვენი საქმიანობით ყოველთვის მხარს ვუჭერთ დასავლურ ფასეულობებს და ვდგავართ დემოკრატიის სადარაჯოზე. თქვენ, ჩვენს დასავლელ მეგობრებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის გაწეული გაქვთ დიდი ძალისხმევა, მათ შორის ფინანსური დახმარება. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არ არის მართლმსაჯულება, სისტემას მართავს კლანი, ქვეყანა მიტაცებულია და უკვე დაუფარავად, იმართება რუსული რეჟიმის მიერ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ქართველ ხალხს ევროპული არჩევანი წაართვას. ჩვენ გამოვიარეთ და გავუძელით ყველანაირ ჩაგვრასა და ზეწოლას. ფაქტია, რომ ოლიგარქი არ ჩერდება და მორიგ ჯერზე ოფიციალურად გააფორმა ავტოკრატია.

ქართველი ხალხისა და კრიტიკული მედიის ერთადერთ მოკავშირედ გთვლით თქვენ, ჩვენს დასავლელ მეგობრებსა და გულშემატკივრებს. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაგვიჭიროთ ამ უსამართლო ბრძოლაში და არ მისცეთ საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს, რომ საბოლოოდ მოკლას დემოკრატია და ქართველი ხალხის მიერ სისხლით მოპოვებული თავისუფლება და თქვენ მიერ გაწეული ძალისხმევა აღმოჩნდეს ფუჭი“,- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ცნობისათვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.