პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნიკალური ქვეყანა ვართ იმითაც, რომ მოვკალით პირველი პრეზიდენტი - მეშინია, იგივე არ განმეორდეს" - დავით სააკაშვილი
"უნიკალური ქვეყანა ვართ იმითაც, რომ მოვკალით პირველი პრეზიდენტი - მეშინია, იგივე არ განმეორდეს" - დავით სააკაშვილი

უნი­კა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა ვართ, არა მარ­ტო ჩვე­ნი ბუ­ნე­ბით, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხალ­ხით, უდი­დე­სი ის­ტო­რი­ით, კულ­ტუ­რით, არა­მედ იმი­თაც, რომ მოვ­კა­ლით პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი - მე­ში­ნია, იგი­ვე არ გან­მე­ორ­დეს, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ მი­შას ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმამ და­ვით სა­ა­კაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­სა­უბ­როდ, მას იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრთან პი­რა­დად სურ­და შეხ­ვედ­რა, თუმ­ცა, უწყე­ბი­დან, ფაქ­ტობ­რი­ვად, უარი მი­ი­ღო.

და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გეგ­მავს კი­დევ ერთხელ მო­ი­თხო­ვოს შეხ­ვედ­რა პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან.

რო­გორც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ძმამ აღ­ნიშ­ნა, სა­უ­ბა­რი არ არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სას­ჯე­ლი­სა­გან თა­ვის არი­დე­ბა­ზე, პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

"ოჯა­ხის უფ­ლე­ბაა, გა­მო­ი­ყე­ნოს ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რის გა­და­სარ­ჩე­ნად. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ დაგ­ვე­წყო მო­თხოვ­ნა, შევ­ხვედ­რო­დით სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. მო­ვი­თხო­ვეთ შეხ­ვედ­რა სა­პატ­რი­არ­ქოს­თან, რად­გან ასე მწამ­და და მწამს, რომ მიშა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რო­გორც ყვე­ლა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, იმ­სა­ხუ­რებს იმ ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბას, რა­საც სი­ცო­ცხლის დაც­ვა ჰქვია. ამ ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბის დაც­ვის მთა­ვა­რი გა­რან­ტი ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში უნდა იყოს სა­ხელ­მწი­ფო. ასე­ვე, მინ­დო­და პი­რა­დად შეხ­ვედ­რა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრთან, შე­ვუთ­ვა­ლე და ფაქ­ტობ­რი­ვად, უარი მი­ვი­ღე. სა­პატ­რი­არ­ქოს­გან უარი არ მიგ­ვი­ღია, მაგ­რამ მი­ვი­ღეთ, რომ პატ­რი­არ­ქის ჯან­მრთე­ლო­ბა არის ცუდი. ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით ჩვენს პატ­რი­არ­ქთან, ვუ­სურ­ვებ მას ჯან­მრთე­ლო­ბას, დღეგ­რძე­ლო­ბას. შეხ­ვედ­რა გვინ­დო­და, რად­გან ფაქ­ტობ­რი­ვად, მიშა სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლეს ებ­რძვის.

კი­დევ ერთხელ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­თხოვ ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს­თან შეხ­ვედ­რას, თუ ეს პრო­ცე­სი გა­ჭი­ა­ნურ­და, იმ­დე­ნად რთულ და­ა­ვა­დე­ბას­თან გვაქვს საქ­მე, რომ საფრ­თხე ექ­მნე­ბა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს. სა­უ­ბა­რი არ არის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, სას­ჯე­ლის მოხ­სნა­ზე, შე­წყა­ლე­ბა­ზე. სა­უ­ბა­რი გვაქვს ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­ზე. გა­მო­ჯან­მრთელ­დეს და მერე დაბ­რუნ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მერე გა­ვაგ­რძე­ლოთ დე­ბა­ტე­ბიც, სა­სა­მარ­თლო­ე­ბიც, პრო­ცე­სე­ბი.

მა­ინც მჯე­რა კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბის, ჰუ­მა­ნუ­რო­ბის, ყვე­ლა­სი, ვინც კი რა­მეს წყვეტს ამ ქვე­ყა­ნა­ზე, ვი­საც შე­უძ­ლია ამ სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა. პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ანს უნდა შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნოთ სი­ცო­ცხლე. უნი­კა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა ვართ, არა მარ­ტო ჩვე­ნი ბუ­ნე­ბით, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხალ­ხით, უდი­დე­სი ის­ტო­რი­ით, კულ­ტუ­რით, არა­მედ იმი­თაც, რომ ჩვენ მოვ­კა­ლით პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ჩვენ ყვე­ლა­ნი ვი­ყა­ვით ამის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე. სი­ჩუ­მე ნიშ­ნავს და­ნა­შა­ულ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ძა­ლი­ან მე­ში­ნია, იგი­ვე არ გან­მე­ორ­დეს. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ მი­შას ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
,
0

ეს მემგონი შაკაა ფილმიდან ,ზორო,, და ზორობანას თამაშობენ

,
0

მეშინია არ გაფრინდე, ფრთებგამოსხმულო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"უნიკალური ქვეყანა ვართ იმითაც, რომ მოვკალით პირველი პრეზიდენტი - მეშინია, იგივე არ განმეორდეს" - დავით სააკაშვილი

"უნიკალური ქვეყანა ვართ იმითაც, რომ მოვკალით პირველი პრეზიდენტი - მეშინია, იგივე არ განმეორდეს" - დავით სააკაშვილი

უნიკალური ქვეყანა ვართ, არა მარტო ჩვენი ბუნებით, არაჩვეულებრივი ხალხით, უდიდესი ისტორიით, კულტურით, არამედ იმითაც, რომ მოვკალით პირველი პრეზიდენტი - მეშინია, იგივე არ განმეორდეს, ძალიან ვნერვიულობ მიშას ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ დავით სააკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასაუბროდ, მას იუსტიციის მინისტრთან პირადად სურდა შეხვედრა, თუმცა, უწყებიდან, ფაქტობრივად, უარი მიიღო.

დავით სააკაშვილის განცხადებით, გეგმავს კიდევ ერთხელ მოითხოვოს შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

როგორც ყოფილი პრეზიდენტის ძმამ აღნიშნა, საუბარი არ არის მიხეილ სააკაშვილის სასჯელისაგან თავის არიდებაზე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება.

"ოჯახის უფლებაა, გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება თავისი ოჯახის წევრის გადასარჩენად. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეწყო მოთხოვნა, შევხვედროდით სამოქალაქო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. მოვითხოვეთ შეხვედრა საპატრიარქოსთან, რადგან ასე მწამდა და მწამს, რომ მიშა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ყოფილი პრეზიდენტი, როგორც ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, იმსახურებს იმ ფუნდამენტურ უფლებას, რასაც სიცოცხლის დაცვა ჰქვია. ამ ფუნდამენტური უფლების დაცვის მთავარი გარანტი ნორმალურ ქვეყანაში უნდა იყოს სახელმწიფო. ასევე, მინდოდა პირადად შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან, შევუთვალე და ფაქტობრივად, უარი მივიღე. საპატრიარქოსგან უარი არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობა არის ცუდი. ძალიან დიდი პატივისცემით ჩვენს პატრიარქთან, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას. შეხვედრა გვინდოდა, რადგან ფაქტობრივად, მიშა სიკვდილ-სიცოცხლეს ებრძვის.

კიდევ ერთხელ აუცილებლად მოვითხოვ ქალბატონ სალომესთან შეხვედრას, თუ ეს პროცესი გაჭიანურდა, იმდენად რთულ დაავადებასთან გვაქვს საქმე, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს. საუბარი არ არის გათავისუფლებაზე, სასჯელის მოხსნაზე, შეწყალებაზე. საუბარი გვაქვს ადამიანის სიცოცხლეზე. გამოჯანმრთელდეს და მერე დაბრუნდება საქართველოში. მერე გავაგრძელოთ დებატებიც, სასამართლოებიც, პროცესები.

მაინც მჯერა კეთილგონიერების, ჰუმანურობის, ყველასი, ვინც კი რამეს წყვეტს ამ ქვეყანაზე, ვისაც შეუძლია ამ საკითხის გადაწყვეტა. პირველ რიგში, ადამიანს უნდა შევუნარჩუნოთ სიცოცხლე. უნიკალური ქვეყანა ვართ, არა მარტო ჩვენი ბუნებით, არაჩვეულებრივი ხალხით, უდიდესი ისტორიით, კულტურით, არამედ იმითაც, რომ ჩვენ მოვკალით პირველი პრეზიდენტი, ჩვენ ყველანი ვიყავით ამის თანამონაწილე. სიჩუმე ნიშნავს დანაშაულში თანამონაწილეობას. ძალიან მეშინია, იგივე არ განმეორდეს. ძალიან ვნერვიულობ მიშას ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა.