Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"აზოვსტალის“ ქარხანაში მდგომარეობა კრიტიკულია... დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობა ყოველდღე იზრდება" - "აზოვის“ მეთაურის მოადგილე
"აზოვსტალის“ ქარხანაში მდგომარეობა კრიტიკულია... დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობა ყოველდღე იზრდება" - "აზოვის“ მეთაურის მოადგილე

"აზოვსტა­ლის“ მე­ტა­ლურ­გი­ულ ქარ­ხა­ნა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია: სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სა­ჭი­რო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო, ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი იღუ­პე­ბი­ან, - უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ "აზო­ვის“ პოლ­კის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლემ, სვი­ა­ტოს­ლავ პა­ლა­მარ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, და­ღუ­პუ­ლე­ბი­სა და დაჭ­რი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღე იზ­რდე­ბა.

"და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბას არ ვა­ცხა­დებ. და­მი­ჯე­რეთ, სა­უ­ბა­რია ასო­ბით უკ­რა­ი­ნელ ჯა­რის­კაც­ზე. დაჭ­რი­ლია 600-მდე ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ეს რი­ცხვი ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა, ისე­ვე რო­გორც და­ღუ­პუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა პა­ლა­მარ­მა.

მისი თქმით, და­ღუ­პულ­თა ცხედ­რე­ბის შე­საგ­რო­ვებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა.

"ჩვენ არც კი ვი­ცით, ზუს­ტად რამ­დე­ნი სამ­ხედ­როს ცხედ­რის ამო­ღე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ ამ ნან­გრე­ვე­ბი­დან. მი­მაჩ­ნია, რომ რუ­სულ მხა­რე­საც სჭირ­დე­ბა და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ცხედ­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა. ეს მო­ი­თხოვს ცე­ცხლის შე­წყვე­ტას და ორი­ვე მხა­რის შე­თან­ხმე­ბას და­ღუ­პულ­თა ცხედ­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ზე. გა­რეთ უკვე თბი­ლა. სხე­უ­ლე­ბი იწყე­ბენ გახ­რწნას და ყვე­ლაფ­რის მო­წამ­ვლას“, - აღ­ნიშ­ნა პოლ­კის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლემ.

ამას­თან, პა­ლა­მა­რი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ "აზოვსტა­ლი­დან“ ყვე­ლა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის ევა­კუ­ა­ცი­ის შემ­დეგ რუ­სე­თი თავ­დას­ხმებს გა­აძ­ლი­ე­რებს. მისი თქმით, მხო­ლოდ ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში თვითმფრი­ნა­ვე­ბის 25 გა­დაფ­რე­ნა დათ­ვა­ლეს, რომ­ლებ­მაც ბომ­ბე­ბი ჩა­მო­ყა­რეს.

"სამ­ხედ­რო­ე­ბი მზად არი­ან კი­დევ უფრო დიდი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის­თვის და იბ­რძო­ლე­ბენ მა­ნამ, ვიდ­რე ამის ძალა ექ­ნე­ბათ,“- აღ­ნიშ­ნა "აზო­ვის" პოლ­კის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლემ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიშადური
2

ღმერთო დიფარე და გააძლიერე უკრაინელი მეომრები. ისინი ვინც იბრძვიან საკუთარი სამშობლოს თავისუფლებისათვის და ტერიტორიული მთლიანობისათვის. ამინ! გადაშენება და არგადარჩენა პუტინისტებს და რაშისტებს!

გაწირულია ეს ხალხი
109

"გამაოცა ჩვენი პოლიტიკოსების ცინიზმმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. ასობით მშვიდობიანი მოქალაქე გაიყვანეს, მაგრამ უკრაინელი სამხედროების შესახებ სიტყვაც არ უთქვამთ, რომ ისინი ამ პროცესში დაიღუპნენ." მეტი რა უნდა თქვა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"აზოვსტალის“ ქარხანაში მდგომარეობა კრიტიკულია... დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობა ყოველდღე იზრდება" - "აზოვის“ მეთაურის მოადგილე

"აზოვსტალის“ ქარხანაში მდგომარეობა კრიტიკულია... დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობა ყოველდღე იზრდება" - "აზოვის“ მეთაურის მოადგილე

"აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში მდგომარეობა კრიტიკულია: სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად საჭირო საშუალებების არარსებობის გამო, ჩვენი ჯარისკაცები იღუპებიან, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ "აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა.

მისი თქმით, დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობა ყოველდღე იზრდება.

"დაღუპულთა რაოდენობას არ ვაცხადებ. დამიჯერეთ, საუბარია ასობით უკრაინელ ჯარისკაცზე. დაჭრილია 600-მდე ადამიანი, მაგრამ ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ისევე როგორც დაღუპულების რაოდენობა“, - აღნიშნა პალამარმა.

მისი თქმით, დაღუპულთა ცხედრების შესაგროვებლად აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

"ჩვენ არც კი ვიცით, ზუსტად რამდენი სამხედროს ცხედრის ამოღება ვერ მოვახერხეთ ამ ნანგრევებიდან. მიმაჩნია, რომ რუსულ მხარესაც სჭირდება დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების შეგროვება. ეს მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას და ორივე მხარის შეთანხმებას დაღუპულთა ცხედრების შეგროვებაზე. გარეთ უკვე თბილა. სხეულები იწყებენ გახრწნას და ყველაფრის მოწამვლას“, - აღნიშნა პოლკის მეთაურის მოადგილემ.

ამასთან, პალამარი არ გამორიცხავს, რომ "აზოვსტალიდან“ ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციის შემდეგ რუსეთი თავდასხმებს გააძლიერებს. მისი თქმით, მხოლოდ ღამის განმავლობაში თვითმფრინავების 25 გადაფრენა დათვალეს, რომლებმაც ბომბები ჩამოყარეს.

"სამხედროები მზად არიან კიდევ უფრო დიდი პროვოკაციებისთვის და იბრძოლებენ მანამ, ვიდრე ამის ძალა ექნებათ,“- აღნიშნა "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილემ.