"როგორ ფიქრობთ, რას აკეთებს ეს ადამიანი? - ის უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ფიოდორ შანდორია, რომელიც ფრონტის ხაზზე მყოფი სტუდენტებს ონლაინლექციას უკითხავს...“ - მამაკაცის ფოტო ამ ტექსტით სოციალურ ქსელში ქვეყნდება. ფიოდორის სურათი საქართველოში უკრაინის საელჩოს ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა.
ლექციის დროს გადაღებული სურათი თავდაპირველად ლექტორმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, პროფესორი ფიოდორ შანდორი ეთნიკურად უნგრელია და ის დასავლეთ უკრაინაში ცხოვრობს. ამჟამად კი როგორც მოხალისე, თავისი სახლიდან 1000 კმ-ში მსახურობს. მას ნამდვილ ევროპელს უწოდებენ და ამბობენ, რომ პროფესორით ამაყობს უკრაინა.
This is Prof. Fedir Shandor, giving a lecture to students. An ethnic Hungarian from the westernmost part of 🇺🇦. A serviceman of the #UaArmy who has volunteered to defend 🇺🇦 and is currently serving 1,000 km from his home. This is what the pride of European civilization looks like pic.twitter.com/bA8Bsd31pY
— Defence of Ukraine (@DefenceU) May 6, 2022
ომის დამსრულების შემდეგ მოვიწვიოთ ეს კაცი საქართველოში მასტერკლასის ჩასატარებლად
ნოვატორული სამხედრო ტაქტიკაა, ოკუპანტებს ატყუებს, ვითომ ლექციას კითხულობს, სინამდვილეში ონლაინ რაკეტებს სვრის მტრის ჯარებს