Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
“იფხიზლეთ, ახლოა სასუფეველი, თქვენ ის თაობა ხართ, რომელიც მეორედ მოსვლას მოესწრებაო“! - მამა გაბრიელის ცხოვრების უცნობი ეპიზოდები: რას ჰყვება მისი მეზობელი?
“იფხიზლეთ, ახლოა სასუფეველი, თქვენ ის თაობა ხართ, რომელიც მეორედ მოსვლას მოესწრებაო“! - მამა გაბრიელის ცხოვრების უცნობი ეპიზოდები: რას ჰყვება მისი მეზობელი?

"ფსი­ქო­პა­თი­უ­რი პი­როვ­ნე­ბა, მიდ­რე­კი­ლი ში­ზოფ­რე­ნი­ის მაგ­ვა­რი ფსი­ქო­ზუ­რი ჩა­ვარ­დნე­ბით... თა­ვის­თვის ბუტ­ბუ­ტებს და­ბა­ლი ხმით, სწამს არ­სე­ბო­ბა ზე­ცი­უ­რი არ­სი­სა, ღმერ­თი­სა, ან­გე­ლო­ზე­ბი­სა. სა­უბ­რი­სას ძი­რი­თა­დი ღერ­ძი ყო­ველ­თვის იქით­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, რომ ღმერ­თის წყა­ლო­ბი­თაა ყვე­ლა­ფე­რი. გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გან­მარ­ტო­ვე­ბუ­ლია, თუკი ვინ­მე გა­მო­ე­ლა­პა­რა­კე­ბა, უსა­თუ­ოდ უხ­სე­ნებს ღმერ­თს, ან­გე­ლო­ზებს, ხა­ტებს“, - ეს დი­აგ­ნო­ზი ბე­რის ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რი­ი­დან, რო­მე­ლიც გა­ცე­მუ­ლია 1966 წლის 19 იან­ვარს. სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია, რომ ათე­ის­ტუ­რი მთავ­რო­ბის დროს, ღვთის­მსხუ­რი ავად­მყო­ფად შე­ე­რა­ცხათ. თუმ­ცა ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლი­აო, სწო­რედ ამ შემ­თხვე­ვა­ზე იტყვი­ან. ამ დას­კვნამ, ბერი დახ­ვრე­ტი­სა­გან იხ­სნა, რო­მე­ლიც 24 სა­ათ­ში უნდა და­ე­სა­ჯათ, ლე­ნი­ნის სუ­რა­თის დაწ­ვის გამო.

ბავ­შვო­ბა­ში მას გო­დერ­ძი ერ­ქვა და გვა­რად ურ­გე­ბა­ძე იყო. თა­ნა­ტო­ლებ­თან თა­მა­შის ნაც­ვლად, ქვე­ბი­სა­გან პა­ტა­რა ეკ­ლე­სი­ებს აშე­ნებ­და და შიგ­ნით ასან­თის ღე­რებს ან­თებ­და. ამ­ბო­ბენ, სკო­ლა­ში სწავ­ლით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ოთხშა­ბათს და პა­რას­კევს კი მუ­ცელს იტ­კი­ვებ­და, რათა მარ­ხვა შე­ე­ნა­ხაო. ქრის­ტეს სა­ხე­ლი პირ­ვე­ლად შვი­დი წლის ასაკ­ში გა­უ­გია. შემ­თხვე­ვით მე­ზობ­ლის კა­მათს შეს­წრე­ბია. თურ­მე ერთს მე­ო­რეს­თვის უთ­ქვამს:

- ქრის­ტე­სა­ვით ჯვარს მაც­ვიო. პა­ტა­რა გო­დერ­ძის უკი­თხავს, - ქრის­ტე ვინ იყოო? - ეგ თუ გა­ინ­ტე­რე­სებს, ეკ­ლე­სი­ა­ში წადი და იქ გა­ი­გე­ბო…

მერე ყვე­ლა­სა­გან მა­ლუ­ლად, 70 მა­ნე­თი შე­უგ­რო­ვე­ბია და "ქრის­ტეს ის­ტო­რი­ის“ შე­სა­ძე­ნად ნავ­თლუ­ღის ბაზ­რო­ბა­ზე წა­სუ­ლა. ბევ­რი უვ­ლია, მაგ­რამ წიგ­ნი ვერ­სად უპო­ვია. გულ­და­წყვე­ტილს შინ დაბ­რუ­ნე­ბა გა­ნუზ­რა­ხავს, რომ გზა­ზე თეთ­რწვე­რა მო­ხუ­ცი გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბია და მის­გან სა­ნატ­რე­ლი წიგ­ნიც შე­უ­ძე­ნია. ბაზ­რო­ბას რომ გა­მოს­ცდე­ნია, წიგ­ნის­თვის და­უ­ხე­დავს და მას­ზე "სა­ხა­რე­ბა“ ამო­უ­კი­თხავს. უფიქ­რია, ეს ის წიგ­ნი არ არი­სო, მაგ­რამ უკან დაბ­რუ­ნე­ბულს იქ, სა­დაც თეთ­რწვე­რა მო­ხუ­ცი ეგუ­ლე­ბო­და, ყვე­ლა ვა­ჭა­რი ერ­თსა და იმა­ვეს უმე­ო­რებ­და, რომ აქ დღეს მო­ხუ­ცი კაცი სა­ერ­თოდ არ მდგა­რაო. ეს ალ­ბათ მის ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი პირ­ვე­ლი სას­წა­უ­ლი იყო…

წლე­ბის შემ­დეგ კი სა­კუ­თარ ეზო­ში ნამ­დვი­ლი ეკ­ლე­სია აა­შე­ნა. გა­ნი­ცა­და დევ­ნა, შე­ვიწ­რო­ე­ბა, მაგ­რამ ქრის­ტეს გზი­დან არა­სო­დეს გა­და­უხ­ვე­ვია. ის პირ­ვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი იყო ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, რო­მე­ლიც ბე­რად აღიკ­ვე­ცა, სა­ეკ­ლე­სიო სა­ხე­ლით - ბერი გაბ­რი­ე­ლი. სას­წა­უ­ლი მის ცხოვ­რე­ბა­შიც მრავ­ლად იყო და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც. მას­ზე ბევ­რს და სა­ოც­რე­ბებს ჰყვე­ბი­ან. ბევ­რი მის ახ­ლობ­ლო­ბას იჩე­მებს, ძა­ლი­ან ბევ­რს კი სურს, რომ მისი სას­წა­უ­ლის მხილ­ვე­ლი და თა­ნა­ზი­ა­რი იყოს. თა­ვად კი უბ­რა­ლოდ ცხოვ­რობ­და, ყო­ველ­გვა­რი ან­გა­რე­ბის გა­რე­შე, თა­ვი­სი სუ­ლის ნა­წილ­სა და სით­ბოს ბავ­შვი­ვით უშურ­ვე­ლად არი­გებ­და. როცა ზე­ცი­ურ სა­ქარ­თვე­ლოს შე­უ­ერ­თდა, წმინ­და­ნად შე­რა­ცხეს და მის მიერ ჩა­დე­ნილ სას­წა­უ­ლებ­ზე ალა­პა­რაკ­დნენ.

ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სრულ­ყო­ფი­ლად სა­უ­ბა­რი ერთ სტა­ტი­ა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია. მაგ­რამ ჩვენ შევ­ხვდით ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მამა გაბ­რი­ელ­თან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ურ­თი­ერ­თობ­და. წმინ­და­ნის შე­სა­ხებ მისი მე­ზო­ბე­ლი, მსა­ხი­ო­ბი და­ვით მა­მა­ცაშ­ვი­ლი მოგ­ვი­თხრობს.

- ბა­ტო­ნო და­ვით, რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, მამა გაბ­რი­ე­ლი თქვე­ნი მე­ზო­ბე­ლი იყო?

- დიახ. ყვე­ლა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და სულ გვლო­ცავ­და. მახ­სოვს, რო­გორ შე­მო­დი­ო­და ჩვენს ეზო­ში, ჩემი მამა და ბი­ძე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და. ასე­თი თბი­ლი ადა­მი­ა­ნი ჯერ არ­სად შემ­ხვედ­რია. მისი გუ­ლი­დან, სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლი მო­დი­ო­და. მახ­სოვს, ლე­ნი­ნის სუ­რა­თი, რომ დაწ­ვა, სულ იმას ამ­ბობ­და, ხომ მო­ვუ­ღე ეშ­მაკს ბო­ლოო. ჩვენს თავ­ზე ცხოვ­რობ­და მისი ნა­თე­სა­ვი და იქი­დან რომ გა­მო­დი­ო­და, მა­შინ­ვე ჩე­მებ­თან შე­მო­ივ­ლი­და. ჩვენ მა­მა­ცაშ­ვი­ლე­ბი ვართ და სიყ­ვა­რუ­ლით "მა­მაც“ ხალ­ხს გვე­ძახ­და.

- მკაც­რი იყო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

-კი, თან ძა­ლი­ან. მი­თუ­მე­ტეს როცა საქ­მე რწმე­ნას შე­ე­ხე­ბო­და. მას­ზე ნა­წყე­ნი მე­ზობ­ლე­ბიც კი შემ­ხვედ­რია, - ეს რა­ნა­ი­რი მა­მა­ო­აო. მაგ­რამ იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ო­რე დღეს ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლე­ბი და­მი­ნა­ხავს მას­თან, რად­გან მიხ­ვდნენ, რა­ტომ უბ­რაზ­დე­ბო­და მო­ძღვა­რი. ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და მისი (იცი­ნის), იმი­ტომ, რომ იძახ­დნენ, ლო­თი­აო და ერთხე­ლაც ვხე­დავ მო­დის ჩვენ­სკენ, გი­ჟი­ვით გა­ვი­ქე­ცი და სახ­ლში შე­ვარ­დი, შევ­ძვე­რი სა­წო­ლის ქვეშ და ცოტა ხან­ში მეს­მის ხმა: - გა­მო­დი, გა­მო­დი, ჩემი ნუ გე­ში­ნია.. თავი რომ გავ­ყე­ვი გა­რეთ, ისე თბი­ლად მი­ყუ­რებ­და და მი­ღი­მო­და, იმ წამ­სვე გა­მოვ­ძვე­რი და ძა­ლი­ან მაგ­რად ჩა­ვე­ხუ­ტე გულ­ში. მისი გუ­ლის სით­ბო, დღემ­დე მომ­ყვე­ბა...

- თუ არ ვცდე­ბი, მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთი უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი ბავ­შვო­ბა­ში გა­დაგხდათ თავს...

- ბავ­შვო­ბა­ში ფეხ­ბურთზე დავ­დი­ო­დი. მა­შინ ბუ­ცე­ბი იყი­დე­ბო­და, რო­მელ­საც ბრა­იტ­ნე­რე­ბი ერ­ქვა და საკ­მა­ოდ ძვი­რიც ღირ­და. ჩვენ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი გვქონ­და, ამი­ტომ იმ ბუ­ცებ­ზე არც ოჯახ­ში და არც მე­გობ­რებ­ში არა­ფე­რი მით­ქვამს. სურ­ვილს გულ­ში ვიკ­ლავ­დი. ერთ დღე­საც, სახ­ლი­დან გა­მოვ­დი­ვარ და ბერი გაბ­რი­ე­ლი მხვდე­ბა. მომე­სალ­მა, გულ­ში ჩა­მიკ­რა და მთხო­ვა, ერთ ად­გი­ლას წა­მომ­ყე­ვიო. მი­მიყ­ვა­ნა სპორ­ტულ მა­ღა­ზი­ა­ში და მი­ყი­და ზუს­ტად ის ბუ­ცე­ბი, რო­მე­ლიც ასე ძა­ლი­ან მინ­დო­და. მე მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე და მა­შინ ვერ მივ­ხვდი, რომ ეს სას­წა­უ­ლი იყო. აბა, სა­ი­დან გა­ი­გო, მე რა მინ­დო­და, მით უმე­ტეს, რომ არა­ვი­სათ­ვის მით­ქვამს და როცა სახ­ლში ვბრუნ­დე­ბო­დით, მან ქუ­ჩა­ში გა­მა­ჩე­რა და მი­თხრა: “იფხიზ­ლეთ, ახ­ლოა სა­სუ­ფე­ვე­ლი, თქვენ ის თა­ო­ბა ხართ, რო­მე­ლიც მე­ო­რედ მოს­ვლას მო­ეს­წრე­ბაო“! მისი ეს ხმა თით­ქოს ახ­ლაც ჩა­მეს­მის...

- მის სა­ლო­სო­ბას მა­შინ ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად უყუ­რებ­დნენ...

- მე შევ­სწრე­ბი­ვარ მის უც­ნა­უ­რო­ბებს. ნავ­თლუ­ღის ბა­ზარ­ში მივ­დი­ო­დი. იქ და­ვი­ნა­ხე მამა გაბ­რი­ე­ლიც. ის პე­რი­ო­დია, ძა­ლი­ან რომ ცხე­ლა, შუა ივ­ლი­სი. ახალ­გაზ­რდე­ბი ბაზ­რის შე­სას­ვლელ­თან იდ­გნენ და სვამ­დნენ. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა თქვა: - ეკ­ლე­სი­ა­ში მი­თხრეს, რომ მე ღრმად მორ­წმუ­ნე ვარო... და და­ი­წყო ტრა­ბა­ხი. მამა გაბ­რი­ელს ჰქონ­და სა­ო­ცა­რი სმე­ნა. გა­ი­გო­ნა ამ ბი­ჭის ნათ­ქვა­მი, და წა­ვი­და იქვე დახ­ლთან და­დე­ბულ სა­ზამ­თრო­ებ­თან, სა­დაც წურ­წუ­რით ჩა­მო­დი­ო­და წვე­ნი და იდგა დიდი ტბა. უცებ მა­მაო მი­ვი­და იქ, ჩაწ­ვა და ხმა­მაღ­ლა და­უ­ძა­ხა იმ ბიჭს: - მოდი, ჩემ­თან, და­ი­ჩო­ქე და აქე­დან ვცეთ თაყ­ვა­ნი ღმერ­თსო... ბიჭი, რა თქმა უნდა, არ მი­ვი­და. ამის შემ­დეგ ხმა­მაღ­ლა და­ი­წყო მა­მა­ომ ქა­და­გე­ბა იო­ტი­სო­დე­ნა რწმე­ნა­ზე... გარ­შე­მო ყვე­ლა სახ­ტად დარ­ჩე­ნი­ლი ვუ­ყუ­რებ­დით ამ სცე­ნას.

მამა გაბ­რი­ე­ლის სახ­ლი და ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ხე­ლით აა­შე­ნა

დღეს, უბან­ში, შე­მორ­ჩე­ნი­ლი მე­ზობ­ლე­ბი იძა­ხი­ან, რომ მამა გაბ­რი­ელს სმა უყ­ვარ­დაო. აი მე კი­დევ დარ­წმუ­ნე­ბით გე­უბ­ნე­ბით, რომ არა! ეს ასე არ არის. ის სა­ლო­სობ­და და ამას ბევ­რი ვერ იგებ­და.

- ერთხელ, თურ­მე ხი­ლულ სას­წა­ულ­საც შე­ეს­წა­რით…

- დიახ. დედა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა და მთხო­ვა, წადი და ბერი გაბ­რი­ე­ლის ზეთი მო­მი­ტა­ნეო. რა თქმა უნდა, მი­ვუ­ტა­ნე. ისიც ყო­ველ სა­ღა­მოს ძი­ლის წინ, ზეთს შუბ­ლზე იცხებ­და ხოლ­მე. რამ­დე­ნი­მე დღე­ში დედა გარ­და­იც­ვა­ლა. როცა ეზო­ში მო­ვას­ვე­ნეთ, გა­რეთ მე­ზობ­ლე­ბი იდ­გნენ და გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. მა­გი­და­ზე ერთ-ერთ ჯამ­ში ბევ­რი სტა­ფი­ლო იდო. სა­ღა­მოს კი, გა­რეთ ვყვე­ბო­დი, რო­გორ გა­უ­ვარ­და დე­დას ხე­ლი­დან ზეთი და და­იღ­ვა­რა. დედა ამას ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და მეთ­ქი. იქვე ერთი კაცი იდგა, უცებ მო­მიტ­რი­ალ­და და მე­უბ­ნე­ბა, - კარ­გით რა, თქვენ გჯე­რათ მამა გაბ­რი­ე­ლი­სო? ეს სი­ტყვე­ბი არ ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რომ სტა­ფი­ლო­ე­ბი ჰა­ერ­ში ავარ­და და აქეთ-იქით ცვე­ნა და­ი­წყეს. ხალ­ხი გა­ოგნ­და, ზო­გიც ყვი­რი­ლით გა­იქ­ცა.. რაც შე­ე­ხე­ბა იმ კაცს, იმ დღის შემ­დეგ ის ჩვენს უბან­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ღრმა მორ­წმუ­ნედ მი­იჩ­ნე­ო­და და გა­მუდ­მე­ბით ამ­ბობ­და, - უფა­ლი მარ­თლა არ­სე­ბობ­სო.

- ბოლო პე­რი­ოდ­ში, რო­გორც ვიცი, ხში­რად ლა­პა­რა­კობ­და მე­ო­რედ მოს­ვლის შე­სა­ხებ...

- დიახ, ამ­ბობ­და:

“ბოლო ჟა­მია, თქვენ ან­ტიქ­რის­ტეს მო­ეს­წრე­ბით. იგი კარ­ზე კი არ აკა­კუ­ნებს, არა­მედ მის შე­მოგ­ლე­ჯას ლა­მობს. ცალ-ცალ­კე ნუ ივ­ლით, ერ­თად ია­რეთ, რომ ბო­რო­ტე­ბამ არ გა­დაგ­ჩე­ხოთ. ლოც­ვა მთებს ძრავს.. და­ი­მახ­სრო­ვეთ, ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხატი, რომ და­ა­პი­რებს ათო­ნის მთის და­ტო­ვე­ბას, ატყდე­ბა ზა­რე­ბის რეკ­ვა. ეკ­ლე­სი­ე­ბი ხი­ლუ­ლი სა­ხით მო­იხ­რე­ბი­ან გა­ცი­ლე­ბის მიზ­ნით. ეს ყვე­ლა­ფე­რი ტე­ლე­ვი­ზი­ით იქ­ნე­ბა გად­მო­ცე­მუ­ლი. ეს იქ­ნე­ბა ღვთის უდი­დე­სი წყა­ლო­ბა და გა­დარ­ჩე­ნი­ლი სუ­ლე­ბი აქ ჩა­მოვ­ლენ სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ცხად­დე­ბა ღვთის დიდი სას­წა­უ­ლი".

გო­დერ­ძი ურ­გე­ბა­ძე, ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, პირ­ვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი იყო, რო­მე­ლიც სა­ეკ­ლე­სიო სა­ხე­ლით - ბერი გაბ­რი­ე­ლი ბე­რად აღიკ­ვე­ცა და სა­კუ­თარ ეზო­ში ეკ­ლე­სია აა­შე­ნა. ის 1995 წლის 2 ნო­ემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა, სწო­რედ ეს თა­რი­ღია მისი ხსე­ნე­ბის დღე. 2012 წლის 20 დე­კემ­ბერს, წმინ­და სი­ნოდ­მა იგი წმინ­და­ნად შე­რა­ცხა.

ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Თამარ რაზმაᲫე
5

ბერი გაბრიელი ᲗანამედროვეობისაᲗვის უფლისმიერი საᲩუქარია. ვუსმინოᲗ მას და ვეცადოᲗ უფლისაᲗვის საᲗნოდ ვიცხოვროᲗ.

ია
12

თუ ვინმეს მამა გაბრიელის შესახებ ალაპარაკებთ ბოლომდე და სრულად დაწერეთ ყველაფერი. ყველგან რატომ ჭრის მის სულიერ შვილზე?????? 

ავტორი:

“იფხიზლეთ, ახლოა სასუფეველი, თქვენ ის თაობა ხართ, რომელიც მეორედ მოსვლას მოესწრებაო“! - მამა გაბრიელის ცხოვრების უცნობი ეპიზოდები: რას ჰყვება მისი მეზობელი?

“იფხიზლეთ, ახლოა სასუფეველი, თქვენ ის თაობა ხართ, რომელიც მეორედ მოსვლას მოესწრებაო“! - მამა გაბრიელის ცხოვრების უცნობი ეპიზოდები: რას ჰყვება მისი მეზობელი?

"ფსიქოპათიური პიროვნება, მიდრეკილი შიზოფრენიის მაგვარი ფსიქოზური ჩავარდნებით... თავისთვის ბუტბუტებს დაბალი ხმით, სწამს არსებობა ზეციური არსისა, ღმერთისა, ანგელოზებისა. საუბრისას ძირითადი ღერძი ყოველთვის იქითკენაა მიმართული, რომ ღმერთის წყალობითაა ყველაფერი. განყოფილებაში განმარტოვებულია, თუკი ვინმე გამოელაპარაკება, უსათუოდ უხსენებს ღმერთს, ანგელოზებს, ხატებს“, - ეს დიაგნოზი ბერის ავადმყოფობის ისტორიიდან, რომელიც გაცემულია 1966 წლის 19 იანვარს. სრულიად გასაგებია, რომ ათეისტური მთავრობის დროს, ღვთისმსხური ავადმყოფად შეერაცხათ. თუმცა ზოგი ჭირი მარგებელიაო, სწორედ ამ შემთხვევაზე იტყვიან. ამ დასკვნამ, ბერი დახვრეტისაგან იხსნა, რომელიც 24 საათში უნდა დაესაჯათ, ლენინის სურათის დაწვის გამო.

ბავშვობაში მას გოდერძი ერქვა და გვარად ურგებაძე იყო. თანატოლებთან თამაშის ნაცვლად, ქვებისაგან პატარა ეკლესიებს აშენებდა და შიგნით ასანთის ღერებს ანთებდა. ამბობენ, სკოლაში სწავლით არ გამოირჩეოდა, ოთხშაბათს და პარასკევს კი მუცელს იტკივებდა, რათა მარხვა შეენახაო. ქრისტეს სახელი პირველად შვიდი წლის ასაკში გაუგია. შემთხვევით მეზობლის კამათს შესწრებია. თურმე ერთს მეორესთვის უთქვამს:

- ქრისტესავით ჯვარს მაცვიო. პატარა გოდერძის უკითხავს, - ქრისტე ვინ იყოო? - ეგ თუ გაინტერესებს, ეკლესიაში წადი და იქ გაიგებო…

მერე ყველასაგან მალულად, 70 მანეთი შეუგროვებია და "ქრისტეს ისტორიის“ შესაძენად ნავთლუღის ბაზრობაზე წასულა. ბევრი უვლია, მაგრამ წიგნი ვერსად უპოვია. გულდაწყვეტილს შინ დაბრუნება განუზრახავს, რომ გზაზე თეთრწვერა მოხუცი გამოლაპარაკებია და მისგან სანატრელი წიგნიც შეუძენია. ბაზრობას რომ გამოსცდენია, წიგნისთვის დაუხედავს და მასზე "სახარება“ ამოუკითხავს. უფიქრია, ეს ის წიგნი არ არისო, მაგრამ უკან დაბრუნებულს იქ, სადაც თეთრწვერა მოხუცი ეგულებოდა, ყველა ვაჭარი ერთსა და იმავეს უმეორებდა, რომ აქ დღეს მოხუცი კაცი საერთოდ არ მდგარაო. ეს ალბათ მის ცხოვრებაში მომხდარი პირველი სასწაული იყო…

წლების შემდეგ კი საკუთარ ეზოში ნამდვილი ეკლესია ააშენა. განიცადა დევნა, შევიწროება, მაგრამ ქრისტეს გზიდან არასოდეს გადაუხვევია. ის პირველი სასულიერო პირი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომელიც ბერად აღიკვეცა, საეკლესიო სახელით - ბერი გაბრიელი. სასწაული მის ცხოვრებაშიც მრავლად იყო და გარდაცვალების შემდეგაც. მასზე ბევრს და საოცრებებს ჰყვებიან. ბევრი მის ახლობლობას იჩემებს, ძალიან ბევრს კი სურს, რომ მისი სასწაულის მხილველი და თანაზიარი იყოს. თავად კი უბრალოდ ცხოვრობდა, ყოველგვარი ანგარების გარეშე, თავისი სულის ნაწილსა და სითბოს ბავშვივით უშურველად არიგებდა. როცა ზეციურ საქართველოს შეუერთდა, წმინდანად შერაცხეს და მის მიერ ჩადენილ სასწაულებზე ალაპარაკდნენ.

ამ ყველაფერზე სრულყოფილად საუბარი ერთ სტატიაში შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ შევხვდით ადამიანს, რომელიც მამა გაბრიელთან წლების განმავლობაში ურთიერთობდა. წმინდანის შესახებ მისი მეზობელი, მსახიობი დავით მამაცაშვილი მოგვითხრობს.

- ბატონო დავით, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მამა გაბრიელი თქვენი მეზობელი იყო?

- დიახ. ყველა ძალიან უყვარდა და სულ გვლოცავდა. მახსოვს, როგორ შემოდიოდა ჩვენს ეზოში, ჩემი მამა და ბიძები განსაკუთრებულად უყვარდა. ასეთი თბილი ადამიანი ჯერ არსად შემხვედრია. მისი გულიდან, საოცარი სიყვარული მოდიოდა. მახსოვს, ლენინის სურათი, რომ დაწვა, სულ იმას ამბობდა, ხომ მოვუღე ეშმაკს ბოლოო. ჩვენს თავზე ცხოვრობდა მისი ნათესავი და იქიდან რომ გამოდიოდა, მაშინვე ჩემებთან შემოივლიდა. ჩვენ მამაცაშვილები ვართ და სიყვარულით "მამაც“ ხალხს გვეძახდა.

- მკაცრი იყო ურთიერთობაში?

-კი, თან ძალიან. მითუმეტეს როცა საქმე რწმენას შეეხებოდა. მასზე ნაწყენი მეზობლებიც კი შემხვედრია, - ეს რანაირი მამაოაო. მაგრამ იგივე ადამიანები მეორე დღეს ჩახუტებულები დამინახავს მასთან, რადგან მიხვდნენ, რატომ უბრაზდებოდა მოძღვარი. ბავშვობაში ძალიან მეშინოდა მისი (იცინის), იმიტომ, რომ იძახდნენ, ლოთიაო და ერთხელაც ვხედავ მოდის ჩვენსკენ, გიჟივით გავიქეცი და სახლში შევარდი, შევძვერი საწოლის ქვეშ და ცოტა ხანში მესმის ხმა: - გამოდი, გამოდი, ჩემი ნუ გეშინია.. თავი რომ გავყევი გარეთ, ისე თბილად მიყურებდა და მიღიმოდა, იმ წამსვე გამოვძვერი და ძალიან მაგრად ჩავეხუტე გულში. მისი გულის სითბო, დღემდე მომყვება...

- თუ არ ვცდები, მასთან დაკავშირებული ერთი უცნაური ამბავი ბავშვობაში გადაგხდათ თავს...

- ბავშვობაში ფეხბურთზე დავდიოდი. მაშინ ბუცები იყიდებოდა, რომელსაც ბრაიტნერები ერქვა და საკმაოდ ძვირიც ღირდა. ჩვენ მრავალშვილიანი ოჯახი გვქონდა, ამიტომ იმ ბუცებზე არც ოჯახში და არც მეგობრებში არაფერი მითქვამს. სურვილს გულში ვიკლავდი. ერთ დღესაც, სახლიდან გამოვდივარ და ბერი გაბრიელი მხვდება. მომესალმა, გულში ჩამიკრა და მთხოვა, ერთ ადგილას წამომყევიო. მიმიყვანა სპორტულ მაღაზიაში და მიყიდა ზუსტად ის ბუცები, რომელიც ასე ძალიან მინდოდა. მე მადლობა გადავუხადე და მაშინ ვერ მივხვდი, რომ ეს სასწაული იყო. აბა, საიდან გაიგო, მე რა მინდოდა, მით უმეტეს, რომ არავისათვის მითქვამს და როცა სახლში ვბრუნდებოდით, მან ქუჩაში გამაჩერა და მითხრა: “იფხიზლეთ, ახლოა სასუფეველი, თქვენ ის თაობა ხართ, რომელიც მეორედ მოსვლას მოესწრებაო“! მისი ეს ხმა თითქოს ახლაც ჩამესმის...

- მის სალოსობას მაშინ ძალიან უცნაურად უყურებდნენ...

- მე შევსწრებივარ მის უცნაურობებს. ნავთლუღის ბაზარში მივდიოდი. იქ დავინახე მამა გაბრიელიც. ის პერიოდია, ძალიან რომ ცხელა, შუა ივლისი. ახალგაზრდები ბაზრის შესასვლელთან იდგნენ და სვამდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: - ეკლესიაში მითხრეს, რომ მე ღრმად მორწმუნე ვარო... და დაიწყო ტრაბახი. მამა გაბრიელს ჰქონდა საოცარი სმენა. გაიგონა ამ ბიჭის ნათქვამი, და წავიდა იქვე დახლთან დადებულ საზამთროებთან, სადაც წურწურით ჩამოდიოდა წვენი და იდგა დიდი ტბა. უცებ მამაო მივიდა იქ, ჩაწვა და ხმამაღლა დაუძახა იმ ბიჭს: - მოდი, ჩემთან, დაიჩოქე და აქედან ვცეთ თაყვანი ღმერთსო... ბიჭი, რა თქმა უნდა, არ მივიდა. ამის შემდეგ ხმამაღლა დაიწყო მამაომ ქადაგება იოტისოდენა რწმენაზე... გარშემო ყველა სახტად დარჩენილი ვუყურებდით ამ სცენას.

მამა გაბრიელის სახლი და ეკლესია, რომელიც თავისი ხელით ააშენა

დღეს, უბანში, შემორჩენილი მეზობლები იძახიან, რომ მამა გაბრიელს სმა უყვარდაო. აი მე კიდევ დარწმუნებით გეუბნებით, რომ არა! ეს ასე არ არის. ის სალოსობდა და ამას ბევრი ვერ იგებდა.

- ერთხელ, თურმე ხილულ სასწაულსაც შეესწარით…

- დიახ. დედა საავადმყოფოში იწვა და მთხოვა, წადი და ბერი გაბრიელის ზეთი მომიტანეო. რა თქმა უნდა, მივუტანე. ისიც ყოველ საღამოს ძილის წინ, ზეთს შუბლზე იცხებდა ხოლმე. რამდენიმე დღეში დედა გარდაიცვალა. როცა ეზოში მოვასვენეთ, გარეთ მეზობლები იდგნენ და გვეხმარებოდნენ. მაგიდაზე ერთ-ერთ ჯამში ბევრი სტაფილო იდო. საღამოს კი, გარეთ ვყვებოდი, როგორ გაუვარდა დედას ხელიდან ზეთი და დაიღვარა. დედა ამას ძალიან განიცდიდა მეთქი. იქვე ერთი კაცი იდგა, უცებ მომიტრიალდა და მეუბნება, - კარგით რა, თქვენ გჯერათ მამა გაბრიელისო? ეს სიტყვები არ ჰქონდა დამთავრებული, რომ სტაფილოები ჰაერში ავარდა და აქეთ-იქით ცვენა დაიწყეს. ხალხი გაოგნდა, ზოგიც ყვირილით გაიქცა.. რაც შეეხება იმ კაცს, იმ დღის შემდეგ ის ჩვენს უბანში ერთ-ერთ ყველაზე ღრმა მორწმუნედ მიიჩნეოდა და გამუდმებით ამბობდა, - უფალი მართლა არსებობსო.

- ბოლო პერიოდში, როგორც ვიცი, ხშირად ლაპარაკობდა მეორედ მოსვლის შესახებ...

- დიახ, ამბობდა:

“ბოლო ჟამია, თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით. იგი კარზე კი არ აკაკუნებს, არამედ მის შემოგლეჯას ლამობს. ცალ-ცალკე ნუ ივლით, ერთად იარეთ, რომ ბოროტებამ არ გადაგჩეხოთ. ლოცვა მთებს ძრავს.. დაიმახსროვეთ, ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ატყდება ზარების რეკვა. ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით. ეს ყველაფერი ტელევიზიით იქნება გადმოცემული. ეს იქნება ღვთის უდიდესი წყალობა და გადარჩენილი სულები აქ ჩამოვლენ საქართველოში. საქართველოში გაცხადდება ღვთის დიდი სასწაული".

გოდერძი ურგებაძე, ყოფილ საბჭოთა კავშირში, პირველი სასულიერო პირი იყო, რომელიც საეკლესიო სახელით - ბერი გაბრიელი ბერად აღიკვეცა და საკუთარ ეზოში ეკლესია ააშენა. ის 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა, სწორედ ეს თარიღია მისი ხსენების დღე. 2012 წლის 20 დეკემბერს, წმინდა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა.

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი