საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც ძილი შემეძლო, არც ჭამა“: როგორ უბიძგა უკრაინაში ომმა "ვეტერან ქალთა მოძრაობას“ მოქმედებისკენ
"არც ძილი შემეძლო, არც ჭამა“: როგორ უბიძგა უკრაინაში ომმა "ვეტერან ქალთა მოძრაობას“ მოქმედებისკენ

"არც ძილი შე­მეძ­ლო, არც ჭამა“: რო­გორ უბიძ­გა უკ­რა­ი­ნა­ში ომმა "ვე­ტე­რან ქალ­თა მოძ­რა­ო­ბას“ მოქ­მე­დე­ბის­კენ

წელს ეკა­ტე­რი­ნა პრი­ი­მაკ­მა ცხოვ­რე­ბის მშვი­დო­ბი­ან სტილ­თან შე­გუ­ე­ბა ვერ შეძ­ლო. მან პა­რა­მე­დი­კო­სად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა "ჰოს­პი­ტა­ლი­ე­რის“ ქვე­და­ნა­ყოფ­ში, მო­ხა­ლი­სე­თა სა­მე­დი­ცი­ნო ბა­ტა­ლი­ონ­ში, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბას უწევ­და დაჭ­რილ უკ­რა­ი­ნელ ჯა­რის­კა­ცებს საბ­რძო­ლო ზო­ნი­დან. კო­დუ­რი სა­ხე­ლიც შე­სა­ბა­მი­სი აირ­ჩია - "ზოია“. ბერ­ძნუ­ლად ეს სი­ცო­ცხლეს ნიშ­ნავს.

ეკა­ტე­რი­ნამ 11 თვე გა­ა­ტა­რა ფრონ­ტის ხაზ­ზე, რო­გორც პა­რა­მე­დი­კოს­მა. ომამ­დე ის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ 2018 წელს მან გა­და­წყვი­ტა, სა­კუ­თა­რი ძა­ლის­ხმე­ვა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ე­მარ­თა და ასე შე­იქ­მნა "უკ­რა­ი­ნელ ვე­ტე­რან ქალ­თა მოძ­რა­ო­ბა“, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეც გახ­და.

2022 წლის 24 თე­ბერ­ვალს რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ან­მა ინ­ტერ­ვენ­ცი­ამ უკ­რა­ი­ნა­ში, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, მისი გეგ­მე­ბიც თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა. ახლა ის მთლი­ა­ნად არ­მი­ის დახ­მა­რე­ბა­ზეა გა­დარ­თუ­ლი.

"გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი რო­გორ უნდა ვმჯდა­რი­ყა­ვი? 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ პირ­ველ დღე­ებ­ში სა­ში­ნელ სტრეს­ში ვი­ყა­ვი. არც ძილი შე­მეძ­ლო, არც ჭამა. გა­მუდ­მე­ბით რა­ღაც უნდა მე­კე­თე­ბი­ნა. ეს ჩემი ქვე­ყა­ნაა. მის­და­მი ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ისე­თი­ვე ვარ, რო­გო­რიც 2014 წელს ვი­ყა­ვი. სურ­ვი­ლე­ბიც იგი­ვე მაქვს. 2014 წელს ქვე­ყა­ნას ჩემ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი - მო­ხა­ლი­სე პა­რა­მე­დი­კო­სე­ბი სჭირ­დე­ბო­და. დღეს სხვა რა­მე­ზეა მო­თხოვ­ნა. ჩემი ახ­ლან­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა იმის კა­ნონ­ზო­მი­ე­რი შე­დე­გია, რა­საც დე­მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ ვა­კე­თებ­დი. დღეს ამით მეტ სარ­გე­ბელს მო­ვი­ტან“, - გან­მარ­ტავს ეკა­ტე­რი­ნა.

რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მიხ­ვდა, რომ პა­რა­მე­დი­კო­სის ფუნ­ქცი­ას დღეს ეფექ­ტი­ა­ნად ვე­ღარ შე­ას­რუ­ლებ­და, რად­გან ომის და­წყე­ბი­სას აქ­ტი­უ­რი რო­ტა­ცი­ის გავ­ლის შემ­დეგ სის­ხლის და­ნახ­ვის აუ­ტან­ლო­ბა დას­ჩემ­და. "ჩემი რე­აქ­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ მგო­ნია, რომ ნა­ყო­ფი­ე­რად ვი­მუ­შა­ვებ­დი. ამი­ტომ მო­მა­რა­გე­ბა­ში გა­დას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. იმ­დე­ნი ზარი შე­მო­დის, რომ ჩემი ტე­ლე­ფო­ნი მუდ­მი­ვად და­კა­ვე­ბუ­ლია“, - ამ­ბობს ის.

ეკა­ტე­რი­ნა პრი­ი­მა­კი. ფოტო: “უკ­რა­ი­ნელ ვე­ტე­რან ქალ­თა მოძ­რა­ო­ბა”

“უკ­რა­ი­ნელ ვე­ტე­რან ქალ­თა მოძ­რა­ო­ბა”დღეს ეკა­ტე­რი­ნა მედ­და - ჰოს­პი­ტა­ლი­ერ იუ­ლია სი­დო­რო­ვას­თან (კო­დუ­რი სა­ხე­ლით, "კუბა ლიბ­რე“) ერ­თად სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, "უკ­რა­ი­ნელ ვე­ტე­რან ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის“ მო­ხა­ლი­სე­თა შტაბს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ვე­ტე­რა­ნი ქა­ლე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად ბრძო­ლის ვე­ლი­დან დაჭ­რი­ლე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნი ეკი­პა­ჟის ორ­გა­ნი­ზე­ბას აპი­რებ­დნენ - ამი­სათ­ვის უნა­რე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა საკ­მა­რის­ზე მეტი ჰქონ­დათ.

"არ­ტი­ლე­რის­ტის და მძღო­ლის პოვ­ნა ად­ვი­ლი იყო. მან­ქა­ნა გვყავ­და. პირ­ველ დღე­ებ­ში ვფიქ­რობ­დით, რომ მისი დახ­მა­რე­ბით დაჭ­რი­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ას შევ­ძლებ­დით. თუმ­ცა ჩემი უპირ­ვე­ლე­სი, სა­ბა­ზი­სო რეფ­ლექ­სი ასე­თი იყო: სა­ჭი­როა შტა­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. რო­დე­საც არ იცი, რა გა­ა­კე­თო, პა­სუ­ხი შტა­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა. მივ­ხვდით, რომ სა­მე­დი­ცი­ნო ევა­კუ­ა­ცია არ გა­მოგ­ვი­ვი­დო­და, რად­გან პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მხო­ლოდ ერთი ნაკ­რე­ბი გვქონ­და. "კუ­ბას“ სა­მე­დი­ცი­ნო ზურგჩან­თა ხარ­კოვ­ში დარ­ჩა, მე კი ყვე­ლა­ფე­რი, რაც მქონ­და, ჯერ კი­დევ 2015 წელს დავ­ტო­ვე ბა­ზა­ში. მივ­ხვდით, რომ არა­ფე­რი გაგ­ვაჩ­ნდა და ვერც ვე­რა­ფერს ვი­შოვ­ნი­დით. არ გვქონ­და არც აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, არც ჩა­ფხუ­ტე­ბი, არც ჯავ­შან­ჟი­ლე­ტე­ბი და არც ტაქ­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის­თვის ვი­ყა­ვით მზად. ჩვენს ხელთ იყო მხო­ლოდ მან­ქა­ნა და შტა­ბი. ასე რომ, ყვე­ლაფ­რის ძებ­ნა და­ვი­წყეთ და ამ დროს თით­ქოს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბის მე­ო­რე სუნ­თქვა გაგ­ვეხ­სნა“, - ჰყვე­ბა ეკა­ტე­რი­ნა.

თან იმა­ზე ეცი­ნე­ბა, რომ ზოგ­ჯერ სურ­ვი­ლი აქვს, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ვი­წყოს, და­ის­ვე­ნოს მო­ხა­ლი­სე­ო­ბის ვე­ლუ­რი ტემ­პის­გან და ჰოს­ტო­მელ­ში "ჰოს­პი­ტა­ლი­ე­რებ­თან“ რო­ტა­ცი­ა­ზე წას­ვლა მო­ი­თხო­ვოს. მი­თუ­მე­ტეს, რომ ჯერ კი­დევ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს სამ­ხედ­რო მე­დი­კო­სის რეფ­ლექ­სე­ბი - ყვი­რილ­ზე, მე­დი­კე­ბი!“ დღე­საც რე­ა­გი­რებს და წამ­ში გარ­ბის საშ­ვე­ლად, თუნ­დაც ვი­ღაც ხუმ­რო­ბით ყვი­რო­დეს.

"მაგ­რამ იმ თი­თო­ე­უ­ლი მო­ხა­ლი­სი­სად­მი ვგრძნობ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ­ლე­ბიც ჩვენს შტაბ­ში მუ­შა­ო­ბენ (და ზო­გი­ერ­თი ცხოვ­რობს კი­დეც აქ) , - ურ­თავს ეკა­ტე­რი­ნა, - ჩვენ­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ. რო­დე­საც ჩვენ ირ­გვლივ ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ვხუმ­რობ­დით, რამე რომ მოხ­დეს, ჩვე­ნი შტა­ბი ერის აღორ­ძი­ნე­ბას შეძ­ლებ­დაო. იმი­ტომ, რომ აქ მუ­შა­ო­ბენ მხატ­ვრე­ბი, არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი, მო­ქან­და­კე­ე­ბი, რე­ჟი­სო­რე­ბი, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი… ჩვენ­თან არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი მა­რი­უ­პო­ლი­დან, კი­ე­ვის მიმ­დე­ბა­რე რე­გი­ო­ნე­ბი­დან. ანუ ისი­ნი, ვი­საც უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი არ აქვთ. ისი­ნი სა­მუ­შა­ო­ზე ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბი­ან. რო­გორ უნდა მი­ვა­ტო­ვო ეს ხალ­ხი?“

მძი­მე დღე­ებ­ში ხში­რად ემო­ცი­ე­ბის შე­კა­ვე­ბა რთუ­ლია. ფოტო: "უკ­რა­ი­ნელ ვე­ტე­რან ქალ­თა მოძ­რა­ო­ბა"

  • წარ­სუ­ლის მო­გო­ნე­ბა - 2014 წელი

2014 წლის ომის და­სა­წყის­ში თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა დო­ნეც­კის აე­რო­პორტთან, ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტი­ლებ­ში - სო­ფელ პეს­კი­ში და ბუ­ტოვ­კის მა­ღა­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­უ­წია. თუმ­ცა ეკა­ტე­რი­ნას მი­აჩ­ნია, რომ ომში მისი გა­მოც­დი­ლე­ბა არ იყო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი - ზო­გი­ერ­თი ქვე­და­ნა­ყო­ფი გა­ცი­ლე­ბით უა­რეს პი­რო­ბებ­ში იბ­რძო­და.

"ადრე გა­სა­ჭირ­ზე ვლა­პა­რა­კობ­დი, ვყვე­ბო­დი ქა­ლე­ბის ის­ტო­რი­ებ­ზე, სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ზე, სექ­სიზ­მზე და იმ გა­რე­მო­ზე, რო­მელ­შიც ისი­ნი იბ­რძოდ­ნენ. თუმ­ცა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო თვალ­საზ­რი­სით, 2014 წელს "ჰოს­პი­ტა­ლი­ე­რებს“ ყვე­ლა­ფე­რი ჰქონ­დათ, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. ყვე­ლაფ­რით აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, შეგ­ვეძ­ლო შხა­პის მი­ღე­ბა, ჩვენ­თვის საკ­ვე­ბი მოჰ­ქონ­დათ. იმ დროს, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, მეტ-ნაკ­ლე­ბად კომ­ფორ­ტუ­ლად ვი­ყა­ვით“, - იგო­ნებს ეკა­ტე­რი­ნა.

დე­მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ ის "უკ­რა­ი­ნელ ვე­ტე­რან ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი გახ­და და აქ­ტი­უ­რად იცავ­და სამ­ხედ­რო ქალ­თა უფ­ლე­ბებს. ომში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე არ ფიქ­რობ­და და ხუმ­რობ­და, რომ ახლა იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით ფრთხი­ლი იყო, ვიდ­რე - 8 წლის წინ.

უნდი ერ­თი­ა­ნო­ბას ინარ­ჩუ­ნებს. ფოტო: "უკ­რა­ი­ნელ ვე­ტე­რან ქალ­თა მოძ­რა­ო­ბა"
მო­ხა­ლი­სე­ე­ბის ყო­ვე­ლი დღე მძაფ­რი ემო­ცი­ე­ბით არის აღ­სავ­სე. ფოტო: "უკ­რა­ი­ნელ ვე­ტე­რან ქალ­თა მოძ­რა­ო­ბა"

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ჩვენ­თან ერ­თად მო­ხა­ლი­სე­ე­ბად კა­ცებ­მაც და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა. გარ­და ამი­სა, შტაბ­ში მხო­ლოდ სამი ვე­ტე­რა­ნი ქალი დავ­რჩით. ჩვე­ნი გო­გო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ახლა წინა ხაზ­ზე იბ­რძვის, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი ჩვენ­სა­ვით აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის ძებ­ნით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, ოღონდ სხვა რე­გი­ო­ნებ­ში“, - გან­მარ­ტავს ეკა­ტე­რი­ნა.

არა­ვის ეგო­ნა, რომ კვლავ ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია გახ­დე­ბო­და სა­ჭი­რო. ფოტო: "უკ­რა­ი­ნელ ვე­ტე­რან ქალ­თა მოძ­რა­ო­ბა" მო­ხა­ლი­სე­თა მოძ­რა­ო­ბა დღე­ვან­დელ პი­რო­ბებ­ში

სი­ცი­ლით ამ­ბობს, რომ დღეს კი­დევ ერთი გან­სხვა­ვე­ბაა - მათ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იმ იდე­ო­ლო­გი­ურ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­თა­ნაც კი და­ი­წყეს, რომ­ლებ­საც მა­ნამ­დე ვე­ტე­რა­ნებ­თან სულ კა­მა­თი ჰქონ­დათ. ომმა გა­მო­ას­წო­რა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან, ოკუ­პანტს ღირ­სე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ონ.

ახლა ეკა­ტე­რი­ნა დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს შტაბ­ში ტე­ლე­ფო­ნით ხელ­ში ატა­რებს და სხვა­დას­ხვა სა­კითხს აგ­ვა­რებს. იმ­დე­ნად ბევ­რს მუ­შა­ობს, რომ ზოგ­ჯერ ამინ­დის ან დღე-ღა­მის ცვლი­ლე­ბაც კი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი რჩე­ბა. მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­დის. მისი სი­ტყვე­ბით, მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ო­ბი­სას სიკ­ვდი­ლის რის­კი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ბრძო­ლის ველ­ზე, მაგ­რამ ეს სა­მუ­შაო არა­ნაკ­ლებ რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა - გან­სა­კუთ­რე­ბით ახლა. "2014 წლის­გან ახლა მდგო­მა­რე­ო­ბაც გან­სხვავ­დე­ბა. ამას ისი­ნიც ადას­ტუ­რე­ბენ, ვინც მო­ხა­ლი­სედ იმ პე­რი­ო­დი­დან მუ­შა­ობს. 2014-ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ‘მი­ლი­ტა­რის­ტში’ მის­ვლა, მა­ღალ­ყე­ლი­ა­ნი სამ­ხედ­რო ფეხ­საც­მლის ყიდ­ვა და აღ­მო­სავ­ლეთ­ში გაგ­ზავ­ნა. ახლა ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. უზარ­მა­ზარ მო­თხოვ­ნას რე­სურ­სე­ბი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. თი­თო­ე­უ­ლი სა­ვა­ლუ­ტო ოპე­რა­ცია, სა­ზღვარ­ზე თი­თო­ე­უ­ლი გა­დას­ვლა სა­ში­ნე­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლია“, - ამ­ბობს ვე­ტე­რა­ნი.

რე­სურ­სე­ბის ძი­ე­ბის და მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მთე­ლი სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ფონ­დის სა­წყობ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა­ფე­რია - წამ­ლე­ბი, ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ტაქ­ტი­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა. აქ მუ­შა­ობს სამ­ზა­რე­უ­ლო, სა­დაც ქვეყ­ნის დამ­ცვე­ლე­ბის­თვის საჭ­მელს ამ­ზა­დე­ბენ და "ბარი“, სა­დაც მზად­დე­ბა კოქ­ტე­ი­ლე­ბი (რაც ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ჭი­როა დამ­ცვე­ლე­ბის­თვის). აქვთ ასე­ვე დრო­ნე­ბის სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლოს­ნო, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა­ფე­რი - დრო­ნე­ბის აწყო­ბაც და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათი გა­ნახ­ლე­ბაც. "ჩვენ გვაქვს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ცოტ-ცოტა და მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით, რად­გან მო­თხოვ­ნა ძა­ლი­ან დი­დია“, - აღ­ნიშ­ნავს ეკა­ტე­რი­ნა.

"ჩვენ ლო­ჯის­ტი­კის, უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სა­კი­თხებ­ში ვწევთ დახ­მა­რე­ბას“, - ჰყვე­ბა ის, - "ძა­ლის­ხმე­ვას სამ­ხედ­რო­ე­ბის და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის დახ­მა­რე­ბა­ზე ვა­ნა­წი­ლებთ. პრი­ო­რი­ტე­ტი, რა თქმა უნდა, სამ­ხედ­რო­ებს აქვთ - ჩვე­ნი გო­გო­ე­ბი (ჩვე­ნი ვე­ტე­რა­ნი ქა­ლე­ბი­დან ახლა თით­ქმის ყვე­ლა იბ­რძვის) წინა ხაზ­ზე არი­ან. ვაგ­რო­ვებთ თან­ხებს, ვყი­დუ­ლობთ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას, ვე­ძებთ ყო­ველ­გვარ გუ­ლის გა­და­სა­ყო­ლე­ბელ ნივთს სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის“.

  • მათ შე­სა­ხებ, ვინც ომს არ გა­ექ­ცა

კი­ე­ვის ოლ­ქის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მოძ­რა­ო­ბას კი­დევ ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი და­ე­მა­ტა - იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა, რომ­ლებ­მაც რუ­სე­თის ოკუ­პა­ცია გა­და­ი­ტა­ნეს.

"იქ სი­ცი­ვე და შიმ­ში­ლია და, უბ­რა­ლოდ, სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა“, - ამ­ბობს ეკა­ტე­რი­ნა“, - იმი­ტომ, რომ რო­დე­საც ბრძო­ლის ცე­ცხლი ქრე­ბა და პა­ტა­რა გა­მარ­ჯვე­ბე­ბით მოგ­ვრი­ლი სი­ხა­რუ­ლი ნელ­დე­ბა, აშ­კა­რავ­დე­ბა ომის ნამ­დვი­ლი სახე და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ტან­ჯვა. ის, რაც იქ ვნა­ხეთ, სა­ში­ნე­ლე­ბაა. მე ვიცი, რომ, მა­გა­ლი­თად, სამ­ხედ­რო­ებს ახლა ნამ­დვი­ლად მი­აწ­ვდი­ან საკ­ვებს. ამ ხალ­ხს კი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. მათ ცხო­ვე­ლებ­საც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. ზო­გი­ერთ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია, ვიდ­რე ბუ­ჩა­სა და ირ­პინ­ში. ჩვენ ამ სა­ში­ნე­ლე­ბის მხო­ლოდ მცი­რედს ვხე­დავთ. დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი უბე­დუ­რე­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, წარ­მო­უდ­გენ­ლად უფრო დიდი და მას­შტა­ბუ­რია. სამ­წუ­ხა­როდ, ომი­დან შორს მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მალე და­ი­ვი­წყონ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბო­დეთ“.

მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ხალ­ხის­თვის სა­ჭი­რო სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თებს ახა­რის­ხე­ბენ / ფოტო: "უკ­რა­ი­ნელ ვე­ტე­რან ქალ­თა მოძ­რა­ო­ბა"

მას­შტა­ბი­ა­ნი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის და­წყე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი დას­ვე­ნე­ბის დღის აღე­ბა ეკა­ტე­რი­ნამ კვი­რას, 3 აპ­რილს გა­და­წყვი­ტა - რაც ძა­ლი­ან ინა­ნა. ეს ის დღე იყო, როცა მსოფ­ლი­ოს ბუ­ჩა­დან წა­მო­სუ­ლი ცნო­ბე­ბით ჯო­ჯო­ხეთ­ში პორ­ტა­ლი გა­უხ­სნეს. "ვი­წე­ქი და ვგრძნობ­დი მთლი­ა­ნად და­ძა­ბულ სხე­ულს. არაფ­რის კე­თე­ბა არ შე­მეძ­ლო. მო­კუნ­ტუ­ლი, გა­მუდ­მე­ბით ახალ ამ­ბებს ვუ­ყუ­რებ­დი. ასე­თი შეგ­რძნე­ბა ბევ­რს ექ­ნე­ბო­და. სამ­სა­ხურ­ში რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ჩემს საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი, შე­და­რე­ბით გა­მი­ად­ვილ­დე­ბო­და ამის ატა­ნა“, - აღი­ა­რებს ის.

მო­ხა­ლი­სე­ე­ბი უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს სხვა­დას­ხვა სა­ხის ნივ­თებს ური­გე­ბენ. ფოტო: "უკ­რა­ი­ნელ ვე­ტე­რან ქალ­თა მოძ­რა­ო­ბა"

ამის შემ­დეგ ეკა­ტე­რი­ნა გუნდთან ერ­თად რუ­სე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გა­ემ­გზავ­რა. ეს მივ­ლი­ნე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე აღ­მოჩ­ნდა მის­თვი­საც კი - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ომი ახ­ლო­დან აქამ­დეც ჰქონ­და ნა­ნა­ხი. ამ­ბობს, რომ მა­ნამ­დე გარ­და­ტე­ხის მო­მენ­ტი დო­ნეცკ­ში გამ­გზავ­რე­ბა იყო, სა­დაც და­ი­ნა­ხა, რო­გორ გა­ურ­ბო­და ხალ­ხი ომს. ეს გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა იყო. ახლა კი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ გა­ცი­ლე­ბით უფრო მძი­მე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ნახ­ვა, რომ­ლე­ბიც ომს ვერ გა­ექ­ცნენ.

"რე­ა­ლუ­რად, ნგრე­ვის კუ­თხით უა­რესს ვე­ლო­დი“, - ჰყვე­ბა ის, - "ნან­გრე­ვე­ბით სავ­სე პე­ი­ზა­ჟებს მიჩ­ვე­უ­ლი ვარ. უფრო მე­ტად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბიც მი­ნა­ხავს. ახლა ყვე­ლა­ზე მძი­მე ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაა. რო­დე­საც კაცი ძმა­თა სა­საფ­ლა­ოს გიჩ­ვე­ნებს, გიყ­ვე­ბა, რო­გორ დაწ­ვეს იქ ქალი ცო­ცხლად და ტი­რილს იწყებს, მერე კი სი­გა­რეტს უკი­დებს, აშ­კა­რა ხდე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი იქ უნდა დარ­ჩეს და და­ე­ლო­დოს, სა­ნამ ქა­ლაქს მის ფსი­ქი­კას­თან ერ­თად აღად­გე­ნენ. ამ დროს ხვდე­ბი, რომ ახლა ამ კაცს მშვი­დო­ბი­ა­ნი ქა­ლა­ქი ალ­ბათ მოკ­ლავ­და“.

"არ ვიცი, რო­გორ გა­ვაგ­რძე­ლებთ ცხოვ­რე­ბას ამის შემ­დეგ“, - დას­ძენს ეკა­ტე­რი­ნა, - "ზოგ­ჯერ გინ­დე­ბა, სა­ერ­თოდ და­ტო­ვო შენი სხე­უ­ლი, რომ ეს ტკი­ვი­ლი ასე მძაფ­რად აღარ იგ­რძნო. მაგ­რამ ახლა უფრო მე­ტად ემო­ცი­ურ სი­ცა­რი­ე­ლეს ვგრძნობ. მიკ­ვირს, რომ მრის­ხა­ნე­ბის ან სი­ძულ­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა არ მაქვს. იმი­ტომ, რომ რუ­სე­ბი ჯერ კი­დევ მა­ნამ­დე მძულ­დნენ, სა­ნამ ეს სი­ძულ­ვი­ლი სა­ყო­ველ­თაო გახ­დე­ბო­და. მაგ­რამ ახლა მხო­ლოდ ტკი­ვილს და სი­ცა­რი­ე­ლეს ვგრძნობ. თუმ­ცა ვიცი, რო­დე­საც ვმუ­შა­ობ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და მხი­ა­რუ­ლი ვჩან­ვარ“.

სწო­რედ ესაა ერთ-ერთი მი­ზე­ზი იმის, ამ­დენს რა­ტო­მაც მუ­შა­ობს.

  • გა­მარ­ჯვე­ბის შე­სა­ხებ

ეკა­ტე­რი­ნა ერთ-ერ­თია იმ ვე­ტე­რა­ნებს შო­რის, რო­მელ­საც ეჭვი არ ეპა­რე­ბო­და, რომ რუ­სე­თის აგ­რე­სია დონ­ბა­სით არ დამ­თავ­რდე­ბო­და.

"ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ ომი გა­ნახ­ლდე­ბო­და. მაგ­რამ მე­გო­ნა, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის­თვის კი­დევ რამ­დე­ნი­მე წელი გვექ­ნე­ბო­და. მე­გო­ნა, რომ აღ­მო­სავ­ლეთ­ში დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნელ-ნელა შეგ­ვა­ვიწ­რო­ვებ­დნენ. მჯე­რო­და, რუ­სეთს ბოლო მალე მო­ე­ღე­ბო­და და ის დიდი ომის და­წყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სეთს ჯერ ბოლო არ მო­ღე­ბია. არ მინ­დო­და, და­მე­ჯე­რე­ბი­ნა, რომ ამა­ზე წა­ვი­დოდ­ნენ. თუმ­ცა, ეს გარ­და­უ­ვა­ლი იყო. რად­გან ეს მხო­ლოდ ომი არ არის, ეს ორ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას შო­რის ბრძო­ლაა“, - ამ­ბობს ეკა­ტე­რი­ნა.

მო­ხა­ლი­სე­თა მიერ შეგ­რო­ვი­ლი სურ­სა­თის ყუ­თე­ბი. ფოტო: "უკ­რა­ი­ნელ ვე­ტე­რან ქალ­თა მოძ­რა­ო­ბა"

მის­თვის აშ­კა­რა კი­დევ ერთი ფაქ­ტია - ამ ომში უკ­რა­ი­ნა გა­ი­მარ­ჯვებს. "არ­ჩე­ვა­ნი არ გვაქვს. ჩვენ ყვე­ლა­ფერს სწო­რად ვა­კე­თებთ. მე მჯე­რა კარ­მის. მჯე­რა, რომ მხარს გვი­ჭე­რენ წინა გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი ბრძო­ლის ძა­ლე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ახლა ხდე­ბა, ძა­ლი­ან მა­გო­ნებს მა­ი­დანს. მაგ­რამ ახლა მო­მავ­ლი­სათ­ვის ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს არა კი­ე­ვის ცენ­ტრში, არა­მედ მთელ ქვე­ყა­ნა­ში. ასე­თი დიდი ძალა არ შე­იძ­ლე­ბა, და­მარ­ცხდეს. ვხე­დავ, რომ ჩემ ირ­გვლივ ადა­მი­ა­ნე­ბი მზად არი­ან, ქვე­ყა­ნა უკა­ნას­კნელ ამო­სუნ­თქვამ­დე და­იც­ვან. ვხე­დავ, რომ ყვე­ლა მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია. სწო­რედ ასე­თი მო­ტი­ვა­ცი­აა გა­მარ­ჯვე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

ამას­თა­ნა­ვე, ეკა­ტე­რი­ნა ნამ­დვი­ლად არ აი­დე­ა­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას და ყვე­ლა პრობ­ლე­მას და ნაკლს ხე­დავს. მათ შო­რის - ჯა­რის შიგ­ნი­თაც. "ერთი სტრუქ­ტუ­რის შიგ­ნით შე­იძ­ლე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი ჯა­რის­კა­ცე­ბი და ოფიც­რე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლებ­საც გარე მტრის გარ­და, შიდა პრობ­ლე­მებ­თა­ნაც უწევ­დეთ ბრძო­ლა. კი, უარ­ყო­ფი­თიც ბევ­რია. მაგ­რამ ახლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ყვე­ლა ფორ­მა­ტი­დან სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ყვე­ლა ყო­ჩა­ღია. ჩვენს ყვე­ლა პრობ­ლე­მას მერე გა­დავ­ჭრით. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ სხვე­ბი ვიქ­ნე­ბით და უფრო და­ვა­ფა­სებთ იმას, რაც გვაქვს. რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ძვი­რად მო­ვი­პო­ვეთ“, - გან­მარ­ტავს ვე­ტე­რა­ნი.

ეკა­ტე­რი­ნას მტკი­ცე­ბით, ამ ომს რომ გა­უძ­ლონ, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ უფრო მგრძნო­ბი­ა­რე­ნი უნდა იყ­ვნენ - მათ ეს გა­და­არ­ჩენს.

"უკ­რა­ი­ნის მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუს­ში ჩვე­ნი კა­პე­ლა­ნი რო­ტა­ცი­ა­ზე გაგ­ზავ­ნის წინ ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, მტე­რი სიყ­ვა­რუ­ლით მო­კა­ლი­თო. მა­შინ ამ სი­ტყვე­ბის აზრს ვერ ვხვდე­ბო­დი: ეს რო­გორ? ნამ­დვი­ლი ბოდ­ვაა! ის რა, მოკ­ვლის სიყ­ვა­რულს გვირ­ჩევს-მეთ­ქი? ახლა ვხვდე­ბი, რა­საც გუ­ლის­ხმობ­და. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, უკ­რა­ი­ნის აშე­ნე­ბა რუ­სე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვილ­ზე და­ა­ფუძნო. სი­ძულ­ვი­ლი ბრძო­ლის ენერ­გი­ას გაძ­ლევს. მაგ­რამ აღ­სად­გე­ნად სა­ჭი­რო რე­სურ­სი სიყ­ვა­რუ­ლია. მო­კა­ლით მტე­რი სიყ­ვა­რუ­ლით - აქ შე­ნი­ა­ნე­ბის, ანუ მათი სიყ­ვა­რუ­ლი იგუ­ლის­ხმე­ბა, ვი­საც დაც­ვა და მზრუნ­ვე­ლო­ბით გუ­ლის გათ­ბო­ბა სჭირ­დე­ბა. დღეს სი­ძულ­ვი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი და გა­სა­გე­ბია. მაგ­რამ არ უნდა იყო სარ­კე მათ­თვის, ვინც მხო­ლოდ ბო­რო­ტე­ბით და სი­ძულ­ვი­ლით არის აღ­სავ­სე. გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყუ­რა­დღე­ბა ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვას და ნდო­ბას და­ვუთ­მოთ“, - ამ­ბობს ეკა­ტე­რი­ნა. წყა­რო

"უკ­რა­ი­ნელ ვე­ტე­რან ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­და­ჭე­რა ამ ბმულ­ზეგა­დას­ვლით შე­გიძ­ლი­ათ.

ავ­ტო­რი: ევ­გე­ნია მა­ზუ­რი

...
1

2014 წლიდან ხალხს რომ აუბედურებდნენ, მაშინ გეძინა? თუ არ გეცალა??????????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"არც ძილი შემეძლო, არც ჭამა“: როგორ უბიძგა უკრაინაში ომმა "ვეტერან ქალთა მოძრაობას“ მოქმედებისკენ

"არც ძილი შემეძლო, არც ჭამა“: როგორ უბიძგა უკრაინაში ომმა "ვეტერან ქალთა მოძრაობას“ მოქმედებისკენ

"არც ძილი შემეძლო, არც ჭამა“: როგორ უბიძგა უკრაინაში ომმა "ვეტერან ქალთა მოძრაობას“ მოქმედებისკენ

წელს ეკატერინა პრიიმაკმა ცხოვრების მშვიდობიან სტილთან შეგუება ვერ შეძლო. მან პარამედიკოსად დაიწყო მუშაობა "ჰოსპიტალიერის“ ქვედანაყოფში, მოხალისეთა სამედიცინო ბატალიონში, რომელიც პირველად დახმარებას უწევდა დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს საბრძოლო ზონიდან. კოდური სახელიც შესაბამისი აირჩია - "ზოია“. ბერძნულად ეს სიცოცხლეს ნიშნავს.

ეკატერინამ 11 თვე გაატარა ფრონტის ხაზზე, როგორც პარამედიკოსმა. ომამდე ის ტელევიზიაში მუშაობდა, მაგრამ 2018 წელს მან გადაწყვიტა, საკუთარი ძალისხმევა სხვა მიმართულებით მიემართა და ასე შეიქმნა "უკრაინელ ვეტერან ქალთა მოძრაობა“, რომლის თავმჯდომარის მოადგილეც გახდა.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანმა ინტერვენციამ უკრაინაში, ყველაფერთან ერთად, მისი გეგმებიც თავდაყირა დააყენა. ახლა ის მთლიანად არმიის დახმარებაზეა გადართული.

"გულხელდაკრეფილი როგორ უნდა ვმჯდარიყავი? 24 თებერვლის შემდეგ პირველ დღეებში საშინელ სტრესში ვიყავი. არც ძილი შემეძლო, არც ჭამა. გამუდმებით რაღაც უნდა მეკეთებინა. ეს ჩემი ქვეყანაა. მისდამი ჩემს დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა. ისეთივე ვარ, როგორიც 2014 წელს ვიყავი. სურვილებიც იგივე მაქვს. 2014 წელს ქვეყანას ჩემნაირი ადამიანები - მოხალისე პარამედიკოსები სჭირდებოდა. დღეს სხვა რამეზეა მოთხოვნა. ჩემი ახლანდელი საქმიანობა იმის კანონზომიერი შედეგია, რასაც დემობილიზაციის შემდეგ ვაკეთებდი. დღეს ამით მეტ სარგებელს მოვიტან“, - განმარტავს ეკატერინა.

როგორც თავად ამბობს, მიხვდა, რომ პარამედიკოსის ფუნქციას დღეს ეფექტიანად ვეღარ შეასრულებდა, რადგან ომის დაწყებისას აქტიური როტაციის გავლის შემდეგ სისხლის დანახვის აუტანლობა დასჩემდა. "ჩემი რეაქციებიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ ნაყოფიერად ვიმუშავებდი. ამიტომ მომარაგებაში გადასვლა გადავწყვიტე. იმდენი ზარი შემოდის, რომ ჩემი ტელეფონი მუდმივად დაკავებულია“, - ამბობს ის.

ეკატერინა პრიიმაკი. ფოტო: “უკრაინელ ვეტერან ქალთა მოძრაობა”

“უკრაინელ ვეტერან ქალთა მოძრაობა”დღეს ეკატერინა მედდა - ჰოსპიტალიერ იულია სიდოროვასთან (კოდური სახელით, "კუბა ლიბრე“) ერთად საზოგადოებრივი ორგანიზაციის, "უკრაინელ ვეტერან ქალთა მოძრაობის“ მოხალისეთა შტაბს ხელმძღვანელობს. ვეტერანი ქალები თავდაპირველად ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოსაყვანი ეკიპაჟის ორგანიზებას აპირებდნენ - ამისათვის უნარები და გამოცდილება საკმარისზე მეტი ჰქონდათ.

"არტილერისტის და მძღოლის პოვნა ადვილი იყო. მანქანა გვყავდა. პირველ დღეებში ვფიქრობდით, რომ მისი დახმარებით დაჭრილების ევაკუაციას შევძლებდით. თუმცა ჩემი უპირველესი, საბაზისო რეფლექსი ასეთი იყო: საჭიროა შტაბის ჩამოყალიბება. როდესაც არ იცი, რა გააკეთო, პასუხი შტაბის ჩამოყალიბებაა. მივხვდით, რომ სამედიცინო ევაკუაცია არ გამოგვივიდოდა, რადგან პირველადი სამედიცინო დახმარების მხოლოდ ერთი ნაკრები გვქონდა. "კუბას“ სამედიცინო ზურგჩანთა ხარკოვში დარჩა, მე კი ყველაფერი, რაც მქონდა, ჯერ კიდევ 2015 წელს დავტოვე ბაზაში. მივხვდით, რომ არაფერი გაგვაჩნდა და ვერც ვერაფერს ვიშოვნიდით. არ გვქონდა არც აღჭურვილობა, არც ჩაფხუტები, არც ჯავშანჟილეტები და არც ტაქტიკური მედიცინისთვის ვიყავით მზად. ჩვენს ხელთ იყო მხოლოდ მანქანა და შტაბი. ასე რომ, ყველაფრის ძებნა დავიწყეთ და ამ დროს თითქოს ორგანიზატორობის მეორე სუნთქვა გაგვეხსნა“, - ჰყვება ეკატერინა.

თან იმაზე ეცინება, რომ ზოგჯერ სურვილი აქვს, ეს ყველაფერი დაივიწყოს, დაისვენოს მოხალისეობის ველური ტემპისგან და ჰოსტომელში "ჰოსპიტალიერებთან“ როტაციაზე წასვლა მოითხოვოს. მითუმეტეს, რომ ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს სამხედრო მედიკოსის რეფლექსები - ყვირილზე, მედიკები!“ დღესაც რეაგირებს და წამში გარბის საშველად, თუნდაც ვიღაც ხუმრობით ყვიროდეს.

"მაგრამ იმ თითოეული მოხალისისადმი ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომლებიც ჩვენს შტაბში მუშაობენ (და ზოგიერთი ცხოვრობს კიდეც აქ) , - ურთავს ეკატერინა, - ჩვენთან შესანიშნავი ადამიანები მუშაობენ. როდესაც ჩვენ ირგვლივ ბრძოლები მიმდინარეობდა, ვხუმრობდით, რამე რომ მოხდეს, ჩვენი შტაბი ერის აღორძინებას შეძლებდაო. იმიტომ, რომ აქ მუშაობენ მხატვრები, არქიტექტორები, მოქანდაკეები, რეჟისორები, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები… ჩვენთან არიან ადამიანები მარიუპოლიდან, კიევის მიმდებარე რეგიონებიდან. ანუ ისინი, ვისაც უკან დასაბრუნებელი ადგილი არ აქვთ. ისინი სამუშაოზე ბოლომდე იხარჯებიან. როგორ უნდა მივატოვო ეს ხალხი?“

მძიმე დღეებში ხშირად ემოციების შეკავება რთულია. ფოტო: "უკრაინელ ვეტერან ქალთა მოძრაობა"

  • წარსულის მოგონება - 2014 წელი

2014 წლის ომის დასაწყისში თავისი მოვალეობების შესრულება დონეცკის აეროპორტთან, ყველაზე ცხელ წერტილებში - სოფელ პესკიში და ბუტოვკის მაღაროს ტერიტორიაზე მოუწია. თუმცა ეკატერინას მიაჩნია, რომ ომში მისი გამოცდილება არ იყო ყველაზე რთული - ზოგიერთი ქვედანაყოფი გაცილებით უარეს პირობებში იბრძოდა.

"ადრე გასაჭირზე ვლაპარაკობდი, ვყვებოდი ქალების ისტორიებზე, საშინელ პირობებზე, სექსიზმზე და იმ გარემოზე, რომელშიც ისინი იბრძოდნენ. თუმცა საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით, 2014 წელს "ჰოსპიტალიერებს“ ყველაფერი ჰქონდათ, რაც აუცილებელი იყო. ყველაფრით აღჭურვილები ვიყავით, შეგვეძლო შხაპის მიღება, ჩვენთვის საკვები მოჰქონდათ. იმ დროს, ამ გადმოსახედიდან, მეტ-ნაკლებად კომფორტულად ვიყავით“, - იგონებს ეკატერინა.

დემობილიზაციის შემდეგ ის "უკრაინელ ვეტერან ქალთა მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გახდა და აქტიურად იცავდა სამხედრო ქალთა უფლებებს. ომში დაბრუნებაზე არ ფიქრობდა და ხუმრობდა, რომ ახლა იმაზე გაცილებით ფრთხილი იყო, ვიდრე - 8 წლის წინ.

უნდი ერთიანობას ინარჩუნებს. ფოტო: "უკრაინელ ვეტერან ქალთა მოძრაობა"
მოხალისეების ყოველი დღე მძაფრი ემოციებით არის აღსავსე. ფოტო: "უკრაინელ ვეტერან ქალთა მოძრაობა"

"უპირველეს ყოვლისა, ჩვენთან ერთად მოხალისეებად კაცებმაც დაიწყეს მუშაობა. გარდა ამისა, შტაბში მხოლოდ სამი ვეტერანი ქალი დავრჩით. ჩვენი გოგოების უმრავლესობა ახლა წინა ხაზზე იბრძვის, დანარჩენები კი ჩვენსავით აღჭურვილობის ძებნით არიან დაკავებული, ოღონდ სხვა რეგიონებში“, - განმარტავს ეკატერინა.

არავის ეგონა, რომ კვლავ ძალების მობილიზაცია გახდებოდა საჭირო. ფოტო: "უკრაინელ ვეტერან ქალთა მოძრაობა" მოხალისეთა მოძრაობა დღევანდელ პირობებში

სიცილით ამბობს, რომ დღეს კიდევ ერთი განსხვავებაა - მათ თანამშრომლობა იმ იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებთანაც კი დაიწყეს, რომლებსაც მანამდე ვეტერანებთან სულ კამათი ჰქონდათ. ომმა გამოასწორა ურთიერთობები იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მზად არიან, ოკუპანტს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ.

ახლა ეკატერინა დროის უმეტეს ნაწილს შტაბში ტელეფონით ხელში ატარებს და სხვადასხვა საკითხს აგვარებს. იმდენად ბევრს მუშაობს, რომ ზოგჯერ ამინდის ან დღე-ღამის ცვლილებაც კი შეუმჩნეველი რჩება. მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. მისი სიტყვებით, მოხალისედ მუშაობისას სიკვდილის რისკი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბრძოლის ველზე, მაგრამ ეს სამუშაო არანაკლებ რთული და საპასუხისმგებლოა - განსაკუთრებით ახლა. "2014 წლისგან ახლა მდგომარეობაც განსხვავდება. ამას ისინიც ადასტურებენ, ვინც მოხალისედ იმ პერიოდიდან მუშაობს. 2014-ში შესაძლებელი იყო ‘მილიტარისტში’ მისვლა, მაღალყელიანი სამხედრო ფეხსაცმლის ყიდვა და აღმოსავლეთში გაგზავნა. ახლა ეს შეუძლებელია. უზარმაზარ მოთხოვნას რესურსები ვერ აკმაყოფილებს. თითოეული სავალუტო ოპერაცია, საზღვარზე თითოეული გადასვლა საშინელი თავის ტკივილია“, - ამბობს ვეტერანი.

რესურსების ძიების და მოთხოვნების დაკმაყოფილების მთელი სირთულის მიუხედავად, ფონდის საწყობში პრაქტიკულად ყველაფერია - წამლები, ჰიგიენური საშუალებები, ტაქტიკური მოწყობილობა, აღჭურვილობა. აქ მუშაობს სამზარეულო, სადაც ქვეყნის დამცველებისთვის საჭმელს ამზადებენ და "ბარი“, სადაც მზადდება კოქტეილები (რაც ასევე ძალიან საჭიროა დამცველებისთვის). აქვთ ასევე დრონების საკუთარი სახელოსნო, სადაც შესაძლებელია პრაქტიკულად ყველაფერი - დრონების აწყობაც და, საჭიროების შემთხვევაში, მათი განახლებაც. "ჩვენ გვაქვს ყველაფერი, მაგრამ ცოტ-ცოტა და მცირე რაოდენობით, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია“, - აღნიშნავს ეკატერინა.

"ჩვენ ლოჯისტიკის, უზრუნველყოფის და ჰუმანიტარულ საკითხებში ვწევთ დახმარებას“, - ჰყვება ის, - "ძალისხმევას სამხედროების და სამოქალაქო პირების დახმარებაზე ვანაწილებთ. პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, სამხედროებს აქვთ - ჩვენი გოგოები (ჩვენი ვეტერანი ქალებიდან ახლა თითქმის ყველა იბრძვის) წინა ხაზზე არიან. ვაგროვებთ თანხებს, ვყიდულობთ აღჭურვილობას, ვეძებთ ყოველგვარ გულის გადასაყოლებელ ნივთს სამხედროებისთვის“.

  • მათ შესახებ, ვინც ომს არ გაექცა

კიევის ოლქის გათავისუფლების შემდეგ მოძრაობას კიდევ ერთი პრიორიტეტი დაემატა - იმ ადამიანების დახმარება, რომლებმაც რუსეთის ოკუპაცია გადაიტანეს.

"იქ სიცივე და შიმშილია და, უბრალოდ, საშინელება ხდება“, - ამბობს ეკატერინა“, - იმიტომ, რომ როდესაც ბრძოლის ცეცხლი ქრება და პატარა გამარჯვებებით მოგვრილი სიხარული ნელდება, აშკარავდება ომის ნამდვილი სახე და მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა. ის, რაც იქ ვნახეთ, საშინელებაა. მე ვიცი, რომ, მაგალითად, სამხედროებს ახლა ნამდვილად მიაწვდიან საკვებს. ამ ხალხს კი დახმარება სჭირდება. მათ ცხოველებსაც დახმარება სჭირდებათ. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში მდგომარეობა გაცილებით რთულია, ვიდრე ბუჩასა და ირპინში. ჩვენ ამ საშინელების მხოლოდ მცირედს ვხედავთ. დატრიალებული უბედურება, სინამდვილეში, წარმოუდგენლად უფრო დიდი და მასშტაბურია. სამწუხაროდ, ომიდან შორს მყოფმა ადამიანებმა შეიძლება ძალიან მალე დაივიწყონ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა ერთმანეთს ვეხმარებოდეთ“.

მოხალისეები ხალხისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებს ახარისხებენ / ფოტო: "უკრაინელ ვეტერან ქალთა მოძრაობა"

მასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების შემდეგ პირველი დასვენების დღის აღება ეკატერინამ კვირას, 3 აპრილს გადაწყვიტა - რაც ძალიან ინანა. ეს ის დღე იყო, როცა მსოფლიოს ბუჩადან წამოსული ცნობებით ჯოჯოხეთში პორტალი გაუხსნეს. "ვიწექი და ვგრძნობდი მთლიანად დაძაბულ სხეულს. არაფრის კეთება არ შემეძლო. მოკუნტული, გამუდმებით ახალ ამბებს ვუყურებდი. ასეთი შეგრძნება ბევრს ექნებოდა. სამსახურში რომ ვყოფილიყავი და ჩემს საქმეში ჩართული, შედარებით გამიადვილდებოდა ამის ატანა“, - აღიარებს ის.

მოხალისეები უკრაინელ ხალხს სხვადასხვა სახის ნივთებს ურიგებენ. ფოტო: "უკრაინელ ვეტერან ქალთა მოძრაობა"

ამის შემდეგ ეკატერინა გუნდთან ერთად რუსებისგან გათავისუფლებული ქალაქების დასახმარებლად გაემგზავრა. ეს მივლინება ძალიან მძიმე აღმოჩნდა მისთვისაც კი - მიუხედავად იმისა, რომ ომი ახლოდან აქამდეც ჰქონდა ნანახი. ამბობს, რომ მანამდე გარდატეხის მომენტი დონეცკში გამგზავრება იყო, სადაც დაინახა, როგორ გაურბოდა ხალხი ომს. ეს გამაოგნებელი სანახაობა იყო. ახლა კი აღმოაჩინა, რომ გაცილებით უფრო მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს იმ ადამიანების ნახვა, რომლებიც ომს ვერ გაექცნენ.

"რეალურად, ნგრევის კუთხით უარესს ველოდი“, - ჰყვება ის, - "ნანგრევებით სავსე პეიზაჟებს მიჩვეული ვარ. უფრო მეტად განადგურებული ქალაქებიც მინახავს. ახლა ყველაზე მძიმე ადამიანებთან ურთიერთობაა. როდესაც კაცი ძმათა სასაფლაოს გიჩვენებს, გიყვება, როგორ დაწვეს იქ ქალი ცოცხლად და ტირილს იწყებს, მერე კი სიგარეტს უკიდებს, აშკარა ხდება, რომ ადამიანი იქ უნდა დარჩეს და დაელოდოს, სანამ ქალაქს მის ფსიქიკასთან ერთად აღადგენენ. ამ დროს ხვდები, რომ ახლა ამ კაცს მშვიდობიანი ქალაქი ალბათ მოკლავდა“.

"არ ვიცი, როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას ამის შემდეგ“, - დასძენს ეკატერინა, - "ზოგჯერ გინდება, საერთოდ დატოვო შენი სხეული, რომ ეს ტკივილი ასე მძაფრად აღარ იგრძნო. მაგრამ ახლა უფრო მეტად ემოციურ სიცარიელეს ვგრძნობ. მიკვირს, რომ მრისხანების ან სიძულვილის შეგრძნება არ მაქვს. იმიტომ, რომ რუსები ჯერ კიდევ მანამდე მძულდნენ, სანამ ეს სიძულვილი საყოველთაო გახდებოდა. მაგრამ ახლა მხოლოდ ტკივილს და სიცარიელეს ვგრძნობ. თუმცა ვიცი, როდესაც ვმუშაობ, აბსოლუტურად ნორმალურად გამოვიყურები - ჩვეულებრივი და მხიარული ვჩანვარ“.

სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმის, ამდენს რატომაც მუშაობს.

  • გამარჯვების შესახებ

ეკატერინა ერთ-ერთია იმ ვეტერანებს შორის, რომელსაც ეჭვი არ ეპარებოდა, რომ რუსეთის აგრესია დონბასით არ დამთავრდებოდა.

"ზუსტად ვიცოდი, რომ ომი განახლდებოდა. მაგრამ მეგონა, რომ მშვიდობიანი ცხოვრებისთვის კიდევ რამდენიმე წელი გვექნებოდა. მეგონა, რომ აღმოსავლეთში დიდი ხნის განმავლობაში, ნელ-ნელა შეგვავიწროვებდნენ. მჯეროდა, რუსეთს ბოლო მალე მოეღებოდა და ის დიდი ომის დაწყების გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. სამწუხაროდ, რუსეთს ჯერ ბოლო არ მოღებია. არ მინდოდა, დამეჯერებინა, რომ ამაზე წავიდოდნენ. თუმცა, ეს გარდაუვალი იყო. რადგან ეს მხოლოდ ომი არ არის, ეს ორ ცივილიზაციას შორის ბრძოლაა“, - ამბობს ეკატერინა.

მოხალისეთა მიერ შეგროვილი სურსათის ყუთები. ფოტო: "უკრაინელ ვეტერან ქალთა მოძრაობა"

მისთვის აშკარა კიდევ ერთი ფაქტია - ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს. "არჩევანი არ გვაქვს. ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. მე მჯერა კარმის. მჯერა, რომ მხარს გვიჭერენ წინა განმათავისუფლებელი ბრძოლის ძალები. ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ძალიან მაგონებს მაიდანს. მაგრამ ახლა მომავლისათვის ბრძოლა მიმდინარეობს არა კიევის ცენტრში, არამედ მთელ ქვეყანაში. ასეთი დიდი ძალა არ შეიძლება, დამარცხდეს. ვხედავ, რომ ჩემ ირგვლივ ადამიანები მზად არიან, ქვეყანა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დაიცვან. ვხედავ, რომ ყველა მოტივირებულია. სწორედ ასეთი მოტივაციაა გამარჯვება“, - აღნიშნავს ის.

ამასთანავე, ეკატერინა ნამდვილად არ აიდეალებს სიტუაციას და ყველა პრობლემას და ნაკლს ხედავს. მათ შორის - ჯარის შიგნითაც. "ერთი სტრუქტურის შიგნით შეიძლება შესანიშნავი ჯარისკაცები და ოფიცრები იყვნენ, რომლებსაც გარე მტრის გარდა, შიდა პრობლემებთანაც უწევდეთ ბრძოლა. კი, უარყოფითიც ბევრია. მაგრამ ახლა საზოგადოების თანამშრომლობის ყველა ფორმატიდან საუკეთესოები მუშაობენ. ყველა ყოჩაღია. ჩვენს ყველა პრობლემას მერე გადავჭრით. გამარჯვების შემდეგ სხვები ვიქნებით და უფრო დავაფასებთ იმას, რაც გვაქვს. რადგან ეს ყველაფერი ძალიან ძვირად მოვიპოვეთ“, - განმარტავს ვეტერანი.

ეკატერინას მტკიცებით, ამ ომს რომ გაუძლონ, უკრაინელები ერთმანეთის მიმართ უფრო მგრძნობიარენი უნდა იყვნენ - მათ ეს გადაარჩენს.

"უკრაინის მოხალისეთა კორპუსში ჩვენი კაპელანი როტაციაზე გაგზავნის წინ ყოველთვის ამბობდა, მტერი სიყვარულით მოკალითო. მაშინ ამ სიტყვების აზრს ვერ ვხვდებოდი: ეს როგორ? ნამდვილი ბოდვაა! ის რა, მოკვლის სიყვარულს გვირჩევს-მეთქი? ახლა ვხვდები, რასაც გულისხმობდა. წარმოუდგენელია, უკრაინის აშენება რუსების მიმართ სიძულვილზე დააფუძნო. სიძულვილი ბრძოლის ენერგიას გაძლევს. მაგრამ აღსადგენად საჭირო რესურსი სიყვარულია. მოკალით მტერი სიყვარულით - აქ შენიანების, ანუ მათი სიყვარული იგულისხმება, ვისაც დაცვა და მზრუნველობით გულის გათბობა სჭირდება. დღეს სიძულვილი ბუნებრივი და გასაგებია. მაგრამ არ უნდა იყო სარკე მათთვის, ვინც მხოლოდ ბოროტებით და სიძულვილით არის აღსავსე. გაცილებით მნიშვნელოვანია, ყურადღება ერთმანეთზე ზრუნვას და ნდობას დავუთმოთ“, - ამბობს ეკატერინა. წყარო

"უკრაინელ ვეტერან ქალთა მოძრაობის“ მხარდაჭერა ამ ბმულზე გადასვლით შეგიძლიათ.

ავტორი: ევგენია მაზური