ავტორი:

პუტინმა ლავროვის კომენტარის გამო ისრაელს ბოდიში მოუხადა - რა საუბარი შედგა პუტინი-ბენეტს შორის?

პუტინმა ლავროვის კომენტარის გამო ისრაელს ბოდიში მოუხადა - რა საუბარი შედგა პუტინი-ბენეტს შორის?

ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარია იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების გამო, რომელიც ჰიტლერსა და ებრაელებს ეხებოდა, ბოდიში მოიხადა.

"პრემიერმა მიიღო პრეზიდენტ პუტინის ბოდიში ლავროვის კომენტარის გამო და მადლობა გადაუხადა მას დამოკიდებულების გარკვევისთვის ებრაელი ხალხისა და ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი“, - ნათქვამია ბენეტის ოფისის ოფიციალურ განცხადებაში.

მანამდე ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა საკუთარი ვერსია სატელეფონო საუბრისა, რომელშიც არაფერი იყო ნათქვამი ბოდიშის შესახებ.

კრემლის ცნობით, პუტინმა და ბენეტმა განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება, მათ შორის "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი. პუტინმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები მზად არიან უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გასვლა "აზოვსტალიდან". კრემლის ინფორმაციით, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევმა უნდა უბრძანოს "ბოევიკებს იარაღის დაყრა“.

შეგახსენებთ, რამდნიმე დღის წინ, ლავროვმა ზელენსკის ებრაულ წარმოშობაზე ილაპარაკა და უკრაინის პრეზიდენტი ჰიტლერს შეადარა. "შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ეს სრულიად არაფერს არ ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან", - განაცხადა მან.