პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს მთავრობა გონს უნდა მოვიდეს... გერმანიის მთავრობას არანაკლებ აკრიტიკებს უკრაინა და ნაცვლად იმისა, რომ მათ "ნაცები" ეძახონ, მძიმე არტილერიას უგზავნიან" - იაგო ხვიჩია
"საქართველოს მთავრობა გონს უნდა მოვიდეს... გერმანიის მთავრობას არანაკლებ აკრიტიკებს უკრაინა და ნაცვლად იმისა, რომ მათ "ნაცები" ეძახონ, მძიმე არტილერიას უგზავნიან" - იაგო ხვიჩია

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გონს უნდა მო­ვი­დეს და და­ი­კა­ვოს სწო­რი პო­ზი­ცი­ე­ბი - გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბას არა­ნაკ­ლებ აკ­რი­ტი­კებს უკ­რა­ი­ნა და ნაც­ვლად იმი­სა, რომ მათ "ნა­ცე­ბი" ეძა­ხონ, მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ას უგ­ზავ­ნი­ან, - ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩევ­ლის, მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­ა­კის გან­ცხა­დე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე თქმით, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნას პა­სუ­ხობს, რომ ბრალ­დე­ბებ­ზე მათ­გან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ელო­დე­ბი­ან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს სან­ქცი­ე­ბი მოჰ­ყვე­ბა და სწო­რედ ამი­ტომ აკე­თე­ბენ ისი­ნი პრე­ვენ­ცი­ულ გან­ცხა­დე­ბებს.

"ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი და მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი, რად­გან ჩვენ ბევ­რად მეტი მოგ­ვე­თხო­ვე­ბა, რო­გორც ოკუ­პი­რე­ბულ ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ბრძო­ლა­შია, ისე­ვე რო­გორც უკ­რა­ი­ნა. ასე­თი ქვეყ­ნის­გან ბევ­რად მეტს ელო­დე­ბი­ან და არა იმ პო­ზი­ცი­ას, რაც ახლა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას უჭი­რავს, ამი­ტომ ჩემი აზ­რით, მად­ლო­ბაც არის სათ­ქმე­ლი, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ გაგ­ვა­ი­გი­ვა იმ პო­ზი­ცი­ას­თან, რაც არ გვე­კად­რე­ბა ჩემი აზ­რით.

ჩემი აზ­რით, არას­წო­რად გვეს­მის რა­საც გვე­უბ­ნე­ბი­ან, როცა გვაკ­რი­ტი­კე­ბენ, რომ არ­სე­ბობს რა­ღაც ტი­პის მო­ლა­პა­რა­კე­ბებს თქვენს და რუ­სეთს შო­რის, ვი­თხოვთ ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი თუ და­ი­დო, მა­შინ უნდა და­გა­სან­ქცი­რონ, შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, სა­დაც შენი მე­გობ­რე­ბი გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ "ჩვენ ვი­ცით რა­ღაც თქვენს შე­სა­ხებ და არ გა­აგ­რძე­ლოთ ისე, რო­გორც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი გქონ­დათ". ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გონს უნდა მო­ვი­დეს და და­ი­კა­ვოს სწო­რი პო­ზი­ცი­ე­ბი, ისე­ვე რო­გორც გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბას არა­ნაკ­ლებ აკ­რი­ტი­კებს უკ­რა­ი­ნა და ნაც­ვლად იმი­სა, რომ "ნა­ცე­ბი“ ეძა­ხონ, მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ას უგ­ზავ­ნი­ან. ჩვენც მსგავ­სი პო­ზი­ცია უნდა და­ვი­კა­ვოთ და ომში მყოფ ქვე­ყა­ნას არ უნდა პა­სუ­ხობ­დე, რომ "ნა­ცე­ბი“ არი­ან“, - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

ცნო­ბი­სათ­ვის, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­აკ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პო­ზი­ცია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ზი­ცი­ას უპი­რის­პირ­დე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის და რა თქმა უნდა, არა ხალ­ხის, პო­ზი­ცია სრუ­ლე­ბით აშ­კა­რად უპი­რის­პირ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ზი­ცი­ას. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პირ­და­პირ თუ ირი­ბად უკავ­შირ­დე­ბა ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილს, რო­მე­ლიც მკა­ფი­ოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი რუსი ოლი­გარ­ქია და სამ­წუ­ხა­როდ, უკვე დიდი ხა­ნია აქვს გავ­ლე­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე. ჩვენ ვხე­დავთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ცოტა არ იყოს უც­ნა­უ­რად უყუ­რებს უკ­რა­ი­ნა­ში ომს. არ იკა­ვებს ისე­თი­ვე მკა­ფიო და არა­ო­რაზ­რო­ვან პო­ზი­ცი­ებს, რო­გო­რიც აქვს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს. რაც შე­ე­ხე­ბა დაზ­ვერ­ვის მო­ნა­ცე­მებს, ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია [რუ­სე­თის] მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­თან, იქ­ნე­ბა ეს ბე­ლა­რუ­სი და რუ­სე­თი, სა­ქარ­თვე­ლო და რუ­სე­თი, თუ სომ­ხე­თი და რუ­სე­თი. ჩვე­ნი სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვა აკონ­ტრო­ლებს ამ ყვე­ლა­ფერს,"- გა­ნა­ცხა­და პო­დო­ლი­აკ­მა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
0

ესეგი თურმე ფაქტებიც ქონია უკრაინას და ჩვენზე ისე ზრუნავენ რომ მხოლოდ განცზადებით იფარგლებიანო.ეხლა ამას არ უნდა ამოგლიჯო ენა ძირში ამ პატრონ მოხნულს

ნინი
0

ადრე არ მომწონდა იაგო ხვიჩია,ბოდიში და მთლად დალაგებული არ მეგონა,ბოლო დროს ძალიან სწორ განცხადებებს აკეთებს,მისი მოსმენა შეიძლება.ამ განცხადებაშიც ვეთანხმები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"საქართველოს მთავრობა გონს უნდა მოვიდეს... გერმანიის მთავრობას არანაკლებ აკრიტიკებს უკრაინა და ნაცვლად იმისა, რომ მათ "ნაცები" ეძახონ, მძიმე არტილერიას უგზავნიან" - იაგო ხვიჩია

"საქართველოს მთავრობა გონს უნდა მოვიდეს... გერმანიის მთავრობას არანაკლებ აკრიტიკებს უკრაინა და ნაცვლად იმისა, რომ მათ "ნაცები" ეძახონ, მძიმე არტილერიას უგზავნიან" - იაგო ხვიჩია

საქართველოს მთავრობა გონს უნდა მოვიდეს და დაიკავოს სწორი პოზიციები - გერმანიის მთავრობას არანაკლებ აკრიტიკებს უკრაინა და ნაცვლად იმისა, რომ მათ "ნაცები" ეძახონ, მძიმე არტილერიას უგზავნიან, - ამის შესახებ "გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, როცა ხელისუფლება უკრაინას პასუხობს, რომ ბრალდებებზე მათგან მტკიცებულებებს ელოდებიან, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მტკიცებულებებს სანქციები მოჰყვება და სწორედ ამიტომ აკეთებენ ისინი პრევენციულ განცხადებებს.

"ძალიან ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო ეს განცხადებები, რადგან ჩვენ ბევრად მეტი მოგვეთხოვება, როგორც ოკუპირებულ ქვეყანას, რომელიც ბრძოლაშია, ისევე როგორც უკრაინა. ასეთი ქვეყნისგან ბევრად მეტს ელოდებიან და არა იმ პოზიციას, რაც ახლა საქართველოს მთავრობას უჭირავს, ამიტომ ჩემი აზრით, მადლობაც არის სათქმელი, რომ ქართველი ხალხი არ გაგვაიგივა იმ პოზიციასთან, რაც არ გვეკადრება ჩემი აზრით.

ჩემი აზრით, არასწორად გვესმის რასაც გვეუბნებიან, როცა გვაკრიტიკებენ, რომ არსებობს რაღაც ტიპის მოლაპარაკებებს თქვენს და რუსეთს შორის, ვითხოვთ ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. მტკიცებულებები თუ დაიდო, მაშინ უნდა დაგასანქცირონ, შესაბამისად, ეს არის პრევენციული ღონისძიება, სადაც შენი მეგობრები გეუბნებიან, რომ "ჩვენ ვიცით რაღაც თქვენს შესახებ და არ გააგრძელოთ ისე, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ". ამიტომ საქართველოს მთავრობა გონს უნდა მოვიდეს და დაიკავოს სწორი პოზიციები, ისევე როგორც გერმანიის მთავრობას არანაკლებ აკრიტიკებს უკრაინა და ნაცვლად იმისა, რომ "ნაცები“ ეძახონ, მძიმე არტილერიას უგზავნიან. ჩვენც მსგავსი პოზიცია უნდა დავიკავოთ და ომში მყოფ ქვეყანას არ უნდა პასუხობდე, რომ "ნაცები“ არიან“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას უპირისპირდება.

"საქართველოს მთავრობის და რა თქმა უნდა, არა ხალხის, პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს. რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია [რუსეთის] მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს,"- განაცხადა პოდოლიაკმა.