რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ოკუპანტების ალყაში მოქცეული მარიუპოლი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. აზოვსტალის ფოლადის ქარხანას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, იქ ამ დრომდე რჩებიან ადამიანები და მათ შორის, "აზოვის ბატალიონის" წევრები.
გუშინ "აზოვსტალიდან" ასამდე ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. ერთ-ერთი გათავისუფლებული, 37 წლის ქალი, რომელიც კვირების განმავლობაში რუსულ ბომბებს ფოლადის ქარხნის ბუნკერში ემალებოდა, იქ გატარებულ დღეებს იხსენებს და სააგენტო "როიტერსთან" ამბობს, რომ საშინელება გამოიარა.
"როცა მარიუპოლს და აზოვსტალის ქარხანას რუსული ბომბები აწვიმდა და ყველაფერი ბეტონის მტვერში იყო გახვეული, ნატალია უსმანოვა გრძნობდა, რომ თითქოს გული უჩერდებოდა", - წერს "როიტერსი."
"საშინელი შიშის განცდა მქონდა, მეშინოდა, რომ ბუნკერი ამას ვერ გაუძლებდა.
როდესაც ბუნკერმა რყევა დაიწყო, ისტერიკაში ჩავვარდი, ვეღარაფერს ვგრძნობდი. ამდენი ხნის განმავლობაში მზე არ გვინახავს. არ იყო ჟანგბადი. თქვენ ვერასოდეს წარმოიდგენთ, რა გადავიტანეთ - რა ტერორში ვიყავით. ის რაც ვნახეთ, საშინელებაა“, - ამბობს ქალი.
ამათზე მეტი გადავიტანეთ ჩვენ, სად გვქონდსა ბუნკერები და რამე და რამდენი მშივიდობიანი მოსახლეობა დაიხოცა აფხაზეთში და სამაჩაბლოში და ამდენი ჩვენ არ გვიწუწუნია მათი დახმარების მეოთხედიც არ მიგვიღია რასაც ეხლა უწევენ და კიდევ კარგად ვართ ჩვენ, 1989 წლიდან რუსეთს ვეომებით და ასეა თუ ისე უმკლავდებით, ესენი ეხლა ჩაერთნენ ომში და ტვინი შეჭამეს საქართველოზე ათქმევინეწ ოღონდ რამე ცუდი და. მორჩა. ღმერთი მაღლიდან უყურებს და დაუსჯელი არავინ დარჩება.
აუცილებლად აგებს პასუხს ჩვეულებრივი ხალხის წინაშე პასუხს როგორც შინაური მტრები,ისე მომხდურები! ღირდა კი ეს ყველაფერი იმის ფასად რაც ახლა უკრაინაში ხდება! ღმერთმა შეგაჩვენოთ სიბოროტის ჩამდენნო!