პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა" - პირს, რომელმაც ავტობუსში მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ბრალი წარუდგინეს
"ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა" - პირს, რომელმაც ავტობუსში მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ბრალი წარუდგინეს

პირს, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბი­სას ავ­ტო­ბუ­სის მგზავ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ქვე­და და ზედა კი­დუ­რე­ბის არე­ში დაჭ­რა, ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 21 აპ­რილს, თბი­ლის­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბი­სას, ბრალ­დე­ბულ­მა შე­ნიშ­ვნის მი­ცე­მის გამო, ხუ­ლიგ­ნუ­რი ქვე­ნა გრძნო­ბით, ავ­ტო­ბუ­სის მგზავ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ქვე­და და ზედა კი­დუ­რე­ბის არე­ში დაჭ­რა, რის შე­დე­გა­დაც მან ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის დროს, ბრალ­დე­ბულ­მა ასე­ვე, საფრ­თხე შე­უქ­მნა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში მყოფ სხვა მგზავ­რე­ბის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "გ" და მე-5 ნა­წი­ლის " გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, ასე­ვე, 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით წა­რედ­გი­ნა, რას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7 - დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბერტა
0

ნეტა ეს ქვედა და ზედა კიდურები ვინ ოხერმა დაამკვიდრა? ხელი და ფეხი რაღაა, უცენზურო სიტყვა?

გამოუშვით
8

ასე მოუვათ უზრდელ ბავშვებს!

ავტორი:

"ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა" - პირს, რომელმაც ავტობუსში მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ბრალი წარუდგინეს

"ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა" - პირს, რომელმაც ავტობუსში მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ბრალი წარუდგინეს

პირს, რომელმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ავტობუსის მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, ბრალი წარედგინა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 აპრილს, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, ბრალდებულმა შენიშვნის მიცემის გამო, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ავტობუსის მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, რის შედეგადაც მან ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. აღნიშნული ინციდენტის დროს, ბრალდებულმა ასევე, საფრთხე შეუქმნა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მყოფ სხვა მგზავრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" და მე-5 ნაწილის ,, გ" ქვეპუნქტებით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 7 - დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.