პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფეხთბანვის რიტუალი, რომელიც დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციულად ტარდებოდა, დღეს არ შესრულდება
ფეხთბანვის რიტუალი, რომელიც დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციულად ტარდებოდა, დღეს არ შესრულდება

დღეს, დიდი ხუთ­შა­ბა­თის მსა­ხუ­რე­ბის შემ­დეგ, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ფეხთ­ბან­ვის რი­ტუ­ა­ლი არ შეს­რულ­დე­ბა.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, ამ დღეს წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ფეხთ­ბან­ვის რი­ტუ­ა­ლი სრულ­დე­ბო­და, რომ­ლის დრო­საც, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი მსა­ხუ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე 12 სა­სუ­ლი­ე­რო პირს ფეხს ბან­და, თუმ­ცა წელს ეს რი­ტუ­ა­ლი არ შეს­რულ­დე­ბა. სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას სა­პატ­რი­არ­ქოს ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო აღავ­ლენს.

დიდ ხუთ­შა­ბათს ტაძ­რებ­ში ასე­ვე 12-გზის სა­ხა­რე­ბა იკი­თხე­ბა, რომ­ლის დრო­საც წმინ­და წე­რი­ლი­დან 12-ჯერ წა­ი­კი­თხა­ვენ მო­ნაკ­ვე­თებს უფა­ლი იესო ქრის­ტეს ცხოვ­რე­ბი­სა და ჯვარ­ცმის შე­სა­ხებ.

ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში 12-გზის სა­ხა­რე­ბის კი­თხვა 19:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

ვნე­ბის შვი­დე­ულ­ში დიდი ხუთ­შა­ბა­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღეა. წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით ამ დღეს მა­ცხო­ვარ­მა თა­ვის მო­წა­ფე­ებ­თან ერ­თად ბოლო პა­ს­ე­ქი და ფეხთ­ბან­ვა აღას­რუ­ლა. უფალ­მა მო­წა­ფე­ე­ბი პირ­ვე­ლად აზი­ა­რა და ამით ევ­ქა­რის­ტი­ის სა­ი­დუმ­ლო და­ა­წე­სა. პა­ს­ე­ქის ჟამს მა­ცხო­ვარ­მა ასე­ვე მი­ა­ნიშ­ნა, რომ მას ერთ-ერთი მო­წა­ფე, იუდა ის­კა­რი­ო­ტე­ლი გას­ცემ­და.დიდი ხუთ­შა­ბა­თის მსა­ხუ­რე­ბის შემ­დეგ, დღეს, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ფეხთ­ბან­ვის რი­ტუ­ა­ლი არ შეს­რულ­დე­ბა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ფეხთბანვის რიტუალი, რომელიც დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციულად ტარდებოდა, დღეს არ შესრულდება

ფეხთბანვის რიტუალი, რომელიც დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციულად ტარდებოდა, დღეს არ შესრულდება

დღეს, დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდება.

ტრადიციულად, ამ დღეს წირვის დასრულების შემდეგ, ფეხთბანვის რიტუალი სრულდებოდა, რომლის დროსაც, კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანდა, თუმცა წელს ეს რიტუალი არ შესრულდება. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო აღავლენს.

დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა 19:00 საათზე დაიწყება.

ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ, დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდება.

ასევე იხილეთ: