საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ცოდვით უნდა ვიცხოვრო მთელი ცხოვრება" - დეტექტივს, რომლის ტყვიასაც წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა: სხდომის დეტალები
"ამ ცოდვით უნდა ვიცხოვრო მთელი ცხოვრება" - დეტექტივს, რომლის ტყვიასაც წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა: სხდომის დეტალები

სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულ დე­ტექ­ტივს, ერიკ წურ­წუ­მი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ მი­ხე­ილ ჯინ­ჯო­ლი­ამ გა­მო­ა­ცხა­და. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს.

  • "ამ ცოდ­ვით უნდა ვი­ცხოვ­რო, - ეს სი­ტყვე­ბი თქვა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ძვე­ლი თბი­ლი­სის მე-4 სამ­მარ­თვე­ლოს დე­ტექ­ტივ­მა, ერიკ წურ­წუ­მი­ამ. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ის სამ­წუ­ხა­როდ ვე­რა­ფერს შეც­ვლის.

"სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და, გარ­დაც­ვლი­ლია ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ამ მძი­მე მარ­ხვა­ში. ამ ცოდ­ვით უნდა ვი­ცხოვ­რო მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. ვე­რა­ფერს ვერ შევ­ცვლი",- გა­ნა­ცხა­და წურ­წუ­მი­ამ.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ერიკ წურ­წუ­მი­ას­თვის ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის - პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვ­და, დაც­ვის მხა­რეს კი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სა­ერ­თოდ არ და­უ­ყე­ნე­ბია.

პრო­კუ­რორ ლე­ვან ქუ­თა­თე­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ერიკ წურ­წუ­მი­ამ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი საბ­რძო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­იყ­ვა­ნა და ასე შე­ე­ცა­და ზუ­რაბ გვე­ლე­სი­ა­ნის და­კა­ვე­ბას, რა­საც გვე­ლე­სი­ა­ნი არ და­ე­მორ­ჩი­ლა. წურ­წუ­მი­ამ მისი შე­ბოჭ­ვა სცა­და, რა დრო­საც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მის მი­მართ.

ბრალ­დე­ბის მხა­რე აპე­ლი­რებ­და, რომ ბრალ­დე­ბულს მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, და­კა­ვე­ბუ­ლის მხრი­დან მი­მალ­ვის, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხებ­ზე სა­უბ­რობ­და.

ლე­ვან ქუ­თა­თე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბულს და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა.

ად­ვო­კატ თე­ო­ნა გვა­ზა­ვას გან­მარ­ტე­ბით, ისი­ნი სა­სა­მარ­თლოს ალ­ტერ­ნა­ტი­ვას არ სთა­ვა­ზო­ბენ. გვა­ზა­ვას თქმით, ისი­ნი ბრალ­დე­ბის მხა­რის აპე­ლი­რე­ბას და­კა­ვე­ბუ­ლის მხრი­დან მი­მალ­ვის, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხეს­თან და­კავ­ში­ე­ბით, არ ეთან­ხმე­ბი­ან.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ერიკ წურ­წუ­მია პო­ლი­ცი­ა­ში თა­ვად გა­მო­ცხად­და, შე­სა­ბა­მი­სად, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი საფრ­თხე­ე­ბი უსა­ფუძ­ვლოა. გვა­ზა­ვას თქმით, ბრალ­დე­ბულ­მა სა­მო­სი, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის დროს ეცვა, პო­ლი­ცი­ას თა­ვად გა­დას­ცა. გვა­ზა­ვას გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი წუხს არა იმის გამო, რომ ის და­კა­ვე­ბუ­ლია, არა­მედ იმის გამო, რომ გას­რო­ლას სხვი­სი სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ზი­ა­ნე­ბას, დაც­ვის მხა­რის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი წურ­წუ­მი­ამ გვე­ლე­სი­ა­ნის და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში გა­წე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სას მი­ი­ღო.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მაც ისარ­გებ­ლა სი­ტყვით და აღ­ნიშ­ნა, რომ ის მომ­ხდა­რის გამო წუხს და ვე­რა­ფერს შეც­ვლის.

ერიკ წურ­წუ­მი­ას ბრალ­დე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ წა­რუდ­გინ­დეს.

ცნო­ბის­თვის, 18 აპ­რილს, წყნეთ­ში, ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ძვე­ლი თბი­ლი­სის მე-4 სამ­მარ­თვე­ლოს დე­ტექ­ტი­ვის, ერიკ წურ­წუ­მი­ას მიერ გას­რო­ლილ ტყვი­ას 30 წლის ზურა გვე­ლე­სი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერიკ წურ­წუ­მი­ას ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­საძ­ლო უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბი­სას, ზურა გვე­ლე­სი­ა­ნის და­კა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს, შემ­თხვე­ვით გა­უ­ვარ­და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ია­რა­ღი, რის შე­დე­გა­დაც გვე­ლე­სი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

წურ­წუ­მი­ას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე და 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბა­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ერიკ წურ­წუ­მი­ას 5-დან 8-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
((((
1

შემთხვევით ყველაფერი ხდება. ეს კაციც ცოდოა (((

!!
21

გამოხვალ და ჯიქიაზე ბინა დაგხვდება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ამ ცოდვით უნდა ვიცხოვრო მთელი ცხოვრება" - დეტექტივს, რომლის ტყვიასაც წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა: სხდომის დეტალები

"ამ ცოდვით უნდა ვიცხოვრო მთელი ცხოვრება" - დეტექტივს, რომლის ტყვიასაც წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა: სხდომის დეტალები

სასამართლომ ბრალდებულ დეტექტივს, ერიკ წურწუმიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

  • "ამ ცოდვით უნდა ვიცხოვრო, - ეს სიტყვები თქვა სასამართლო პროცესზე ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივმა, ერიკ წურწუმიამ. როგორც მან აღნიშნა, ის სამწუხაროდ ვერაფერს შეცვლის.

"სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი ამ მძიმე მარხვაში. ამ ცოდვით უნდა ვიცხოვრო მთელი ცხოვრება. ვერაფერს ვერ შევცვლი",- განაცხადა წურწუმიამ.

პროკურატურა ერიკ წურწუმიასთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარეს კი შუამდგომლობა საერთოდ არ დაუყენებია.

პროკურორ ლევან ქუთათელაძის განმარტებით, ერიკ წურწუმიამ ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა და ასე შეეცადა ზურაბ გველესიანის დაკავებას, რასაც გველესიანი არ დაემორჩილა. წურწუმიამ მისი შებოჭვა სცადა, რა დროსაც გაუფრთხილებლობით გასროლა განახორციელა მის მიმართ.

ბრალდების მხარე აპელირებდა, რომ ბრალდებულს მძიმე კატეგორიის დანაშაული აქვს ჩადენილი, შესაბამისად, დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხებზე საუბრობდა.

ლევან ქუთათელაძის განცხადებით, ბრალდებულს დაზიანება ჰქონდა მიყენებული, რასთან დაკავშირებითაც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ადვოკატ თეონა გვაზავას განმარტებით, ისინი სასამართლოს ალტერნატივას არ სთავაზობენ. გვაზავას თქმით, ისინი ბრალდების მხარის აპელირებას დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხესთან დაკავშიებით, არ ეთანხმებიან.

ადვოკატის განცხადებით, ერიკ წურწუმია პოლიციაში თავად გამოცხადდა, შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეები უსაფუძვლოა. გვაზავას თქმით, ბრალდებულმა სამოსი, რომელიც შემთხვევის დროს ეცვა, პოლიციას თავად გადასცა. გვაზავას განმარტებით, ბრალდებული წუხს არა იმის გამო, რომ ის დაკავებულია, არამედ იმის გამო, რომ გასროლას სხვისი სიცოცხლე ემსხვერპლა.

რაც შეეხება დაზიანებას, დაცვის მხარის განმარტებით, აღნიშნული წურწუმიამ გველესიანის დაკავების მომენტში გაწეული წინააღმდეგობისას მიიღო.

დღევანდელ პროცესზე თავად ბრალდებულმაც ისარგებლა სიტყვით და აღნიშნა, რომ ის მომხდარის გამო წუხს და ვერაფერს შეცვლის.

ერიკ წურწუმიას ბრალდება ოფიციალურად გუშინ წარუდგინდეს.

ცნობისთვის, 18 აპრილს, წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების ინფორმაციით, ერიკ წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, ზურა გველესიანის დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღი, რის შედეგადაც გველესიანი გარდაიცვალა.

წურწუმიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ერიკ წურწუმიას 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.