პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდაო, თვითონ თუ რაიმე პროვოკაციას გეგმავენ არ ვიცი, მაგრამ ეს არის გია ვოლსკის ნანახი ცუდი სიზმარი" - ირაკლი ნადირაძე
"მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდაო, თვითონ თუ რაიმე პროვოკაციას გეგმავენ არ ვიცი, მაგრამ ეს არის გია ვოლსკის ნანახი ცუდი სიზმარი" - ირაკლი ნადირაძე

მე­ლას რაც ესიზ­მრე­ბო­და ის ელან­დე­ბო­დაო, თვი­თონ თუ რა­ი­მე პრო­ვო­კა­ცი­ას გეგ­მა­ვენ არ ვიცი, მაგ­რამ ეს არის გია ვოლ­სკის ნა­ნა­ხი ცუდი სიზ­მა­რი, - ასე აფა­სებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რი ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძე პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რის გია ვოლ­სკის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თქმით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზი­ტის დროს გარ­კვე­ულ პრო­ვო­კა­ცი­ას გეგ­მავს და სწო­რედ ამი­ტომ არ იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ა­ში.

ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია და კარ­გია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლა ახლა მა­ინც გა­და­წყვი­ტეს, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­გობ­რე­ბის მკაც­რი ტო­ნის შემ­დეგ მოხ­და.

"არ თქვა, რომ სა­ბუ­რა­ვე­ბი მიჰ­ქონ­დათ თვითმფრი­ნა­ვი­თო?"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ოფის­ში” რომ ჰქონ­დათ და­სა­წყო­ბე­ბუ­ლიო? სი­სუ­ლე­ლეა, არ ვიცი გია ვოლ­სკიმ რა სიზ­მა­რი ნახა, მაგ­რამ მსგავ­სი სუ­ლე­ლუ­რი, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მის­გან და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ლი­დე­რე­ბი­სა­გან ბევ­რი გვი­ნა­ხავს, ეს არის გა­მო­გო­ნი­ლი ბრალ­დე­ბა. უკ­რა­ი­ნა არის ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” გა­მო­ვა­ფხიზ­ლოთ. მე­ლას რაც ესიზ­მრე­ბო­და ის ელან­დე­ბო­დაო, თვი­თონ თუ რა­ი­მე პრო­ვო­კა­ცი­ას გეგ­მა­ვენ არ ვიცი, ეს არის მისი ნა­ნა­ხი ცუდი სიზ­მა­რი.

ჩვენ არ გვინ­და მო­ღა­ლა­ტე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად წარვდგეთ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის წი­ნა­შე. ამის სურ­ვი­ლიც არ ჰქონ­დათ და ვერ გა­ბე­დეს 50 დღე რუ­სე­თი, რო­გორც აგ­რე­სო­რი ეხ­სე­ნე­ბი­ნათ. მათი ვი­ზი­ტი არის დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი, კარ­გია, რომ ეს ახლა მა­ინც გა­და­წყვი­ტეს, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს მოხ­და ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­გობ­რე­ბის მკაც­რი ტო­ნის შემ­დეგ. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალთ, ჩა­სუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და კი­დევ წა­ვალთ”, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რის გია ვოლ­სკის გან­ცხა­დე­ბით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზი­ტის დროს გარ­კვე­ულ პრო­ვო­კა­ცი­ას გეგ­მავს და სწო­რედ ამი­ტომ არ იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამ დე­ლე­გა­ცი­ა­ში. მისი თქმით, ამის თა­ო­ბა­ზე ქარ­თულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უტრუხუნე
0

ეს, იმ მაია ნადირაძის ხომ არაფერია?

გეგუთის სამეფო რეზიდენციიდან.
30

ყველაფერს რასაც ადრე მეფის ხელისუფლების გვერდის ავლით აკეთებდენ,ღალატი ერქვა და უმკაცრესად ისჯებოდნენ მეფის მიერ,ამისთვის დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდის გახსენებაც საკმარისია და სწორედ მისმა ასეთმა ძლიერმა ხელმა შექმნა უძლიერესი სახელმწიფო.

ამ ხელისუფლებას,რა თქმა უნდა დავით აღმაშენებელს ვერ შევადარებ,მაგრამ ისინი ამჟამად ხელისუფალნი არიან და ფეხებზე,რომ იკიდებთ,მათი გვერდის ავლით ვისაც გინდათ იმათ,რომ ხვდებით და რაღაც "აჩოტებს",რომ აბარებთ,ეკურკულებთ და რაღაცეებს ჩხლართავთ,ალბათ ხელისუფლების წინააღმდეგ,მაგრამ ამით ქვეყანასც რომ აზიანებთ.

თქვენით თუ ვერ ხვდებით რას აკეთებთ,გამოძიება გამოგაფხიზლებთ.

ავტორი:

"მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდაო, თვითონ თუ რაიმე პროვოკაციას გეგმავენ არ ვიცი, მაგრამ ეს არის გია ვოლსკის ნანახი ცუდი სიზმარი" - ირაკლი ნადირაძე

"მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდაო, თვითონ თუ რაიმე პროვოკაციას გეგმავენ არ ვიცი, მაგრამ ეს არის გია ვოლსკის ნანახი ცუდი სიზმარი" - ირაკლი ნადირაძე

მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდაო, თვითონ თუ რაიმე პროვოკაციას გეგმავენ არ ვიცი, მაგრამ ეს არის გია ვოლსკის ნანახი ცუდი სიზმარი, - ასე აფასებს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებას, რომლის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ იღებს მონაწილეობას საპარლამენტო დელეგაციაში.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დაგვიანებულია და კარგია, რომ უკრაინაში ჩასვლა ახლა მაინც გადაწყვიტეს, თუმცა ეს მხოლოდ საერთაშორისო მეგობრების მკაცრი ტონის შემდეგ მოხდა.

"არ თქვა, რომ საბურავები მიჰქონდათ თვითმფრინავითო?,,ნაციონალური მოძრაობის ოფისში” რომ ჰქონდათ დასაწყობებულიო? სისულელეა, არ ვიცი გია ვოლსკიმ რა სიზმარი ნახა, მაგრამ მსგავსი სულელური, არასერიოზული განცხადებები მისგან და ,,ქართული ოცნების” ლიდერებისაგან ბევრი გვინახავს, ეს არის გამოგონილი ბრალდება. უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ,,ქართული ოცნება” გამოვაფხიზლოთ. მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდაო, თვითონ თუ რაიმე პროვოკაციას გეგმავენ არ ვიცი, ეს არის მისი ნანახი ცუდი სიზმარი.

ჩვენ არ გვინდა მოღალატე ხელისუფლებასთან ერთად წარვდგეთ ჩვენი მეგობრების წინაშე. ამის სურვილიც არ ჰქონდათ და ვერ გაბედეს 50 დღე რუსეთი, როგორც აგრესორი ეხსენებინათ. მათი ვიზიტი არის დაგვიანებული, კარგია, რომ ეს ახლა მაინც გადაწყვიტეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდა ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მკაცრი ტონის შემდეგ. ჩვენ აუცილებლად წავალთ, ჩასულები ვიყავით და კიდევ წავალთ”, - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ იღებს მონაწილეობას ამ დელეგაციაში. მისი თქმით, ამის თაობაზე ქართულმა სპეცსამსახურებმა მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურებს.