საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრმა მომილოცა, მაგრამ მე არ ვიღებ ამ მილოცვას, ასე უნდა მომხდარიყო: ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ, დაფიქრდებიან და გამოსწორდებიან" - ნიკა კვარაცხელიას დედა განაჩენზე
"ბევრმა მომილოცა, მაგრამ მე არ ვიღებ ამ მილოცვას, ასე უნდა მომხდარიყო: ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ, დაფიქრდებიან და გამოსწორდებიან" - ნიკა კვარაცხელიას დედა განაჩენზე

ეს იქ­ნე­ბა გა­მოს­წო­რე­ბის და­სა­წყი­სი, ჩვენ ამ ახალ­გაზ­რდებს გა­და­ვარ­ჩენთ და გა­მო­ვას­წო­რებთ, სა­დაც წა­ვიდ­ნენ, იქ აუ­ცი­ლებ­ლად და­ფიქ­რდე­ბი­ან და გა­მოს­წორ­დე­ბი­ან, - ამის შე­სა­ხებ მოკ­ლუ­ლი 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა იზა ომა­ძემ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, საქ­მე­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი მე­ო­რე ნა­წი­ლიც ბო­ლომ­დე უნდა მი­იყ­ვა­ნონ, რომ ქვე­ყა­ნა­ში დად­გეს სა­მარ­თა­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა იცოდ­ნენ, რომ „ასე­თი უბე­დუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბი­ან“.

"ნი­კოს შემ­თხვე­ვა ყვე­ლას გა­ჭირ­ვე­ბა იყო ამ 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ბევ­რმა მო­მი­ლო­ცა, მაგ­რამ მე არ ვი­ღებ ამ მი­ლოც­ვას, ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფაქ­ტი და ასე უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ეს იყო გა­მოს­წო­რე­ბის და­სა­წყი­სი, ჩვენ ამ ახალ­გაზ­რდებს გა­და­ვარ­ჩენთ და გა­მო­ვას­წო­რებთ. სა­დაც წა­ვიდ­ნენ აუ­ცი­ლებ­ლად და­ფიქ­რდე­ბი­ან და გა­მოს­წორ­დე­ბი­ან. საქ­მე­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი მე­ო­რე ნა­წი­ლიც ძა­ლი­ან დრო­უ­ლად უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ ბო­ლომ­დე, რომ ქვე­ყა­ნა­ში დად­გეს სა­მარ­თა­ლი და იცოდ­ნენ, რომ ასე­თი უბე­დუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბი­ან. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ნამ­დვი­ლად ვე­ლო­დი, სხვა­ნა­ი­რად არც უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მად­ლო­ბას ვუხ­დი მო­სა­მარ­თლეს, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად კარ­გი ადა­მი­ა­ნი გა­მოდ­გა. საქ­მის მე­ო­რე ნა­წი­ლიც და­ვას­რუ­ლოთ და მგო­ნი თა­ვად დამ­კვე­თე­ბი გვე­ტყვი­ან თუ რა იყო ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი“, - აღ­ნიშ­ნა იზა ომა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი - აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. მო­სა­მარ­თლე და­ვით მგე­ლი­აშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აკო ჭე­ლი­ძეს 17 წლით, გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ.

22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან 10-ზე მეტი გას­რო­ლით 15 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე მოკ­ლეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე თით­ქმის, ერ­თთვი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე თბი­ლის­ში, წყნეთ­ში და­ა­კა­ვეს. მათ ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და ჯგუ­ფუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია ასე­ვე კი­დევ ერთი პირი, რო­მელ­საც და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან და მისი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ­და, ის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.....
2

ციხე რო კაცს ასწორებდეს....

ნონა
4

როგორი ღირსეული ქალია.შვილიც ღირსეული ეყოლებოდა.ჩემი პატივისცემა ამ ქალბატონს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ბევრმა მომილოცა, მაგრამ მე არ ვიღებ ამ მილოცვას, ასე უნდა მომხდარიყო: ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ, დაფიქრდებიან და გამოსწორდებიან" - ნიკა კვარაცხელიას დედა განაჩენზე

"ბევრმა მომილოცა, მაგრამ მე არ ვიღებ ამ მილოცვას, ასე უნდა მომხდარიყო: ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ, დაფიქრდებიან და გამოსწორდებიან" - ნიკა კვარაცხელიას დედა განაჩენზე

ეს იქნება გამოსწორების დასაწყისი, ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ და გამოვასწორებთ, სადაც წავიდნენ, იქ აუცილებლად დაფიქრდებიან და გამოსწორდებიან, - ამის შესახებ მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა იზა ომაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებულების განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეზე გამოყოფილი მეორე ნაწილიც ბოლომდე უნდა მიიყვანონ, რომ ქვეყანაში დადგეს სამართალი და ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ „ასეთი უბედურების შემთხვევაში აუცილებლად უმკაცრესად დაისჯებიან“.

"ნიკოს შემთხვევა ყველას გაჭირვება იყო ამ 7 თვის განმავლობაში. ბევრმა მომილოცა, მაგრამ მე არ ვიღებ ამ მილოცვას, ეს იყო ჩვეულებრივი ფაქტი და ასე უნდა მომხდარიყო. ეს იყო გამოსწორების დასაწყისი, ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ და გამოვასწორებთ. სადაც წავიდნენ აუცილებლად დაფიქრდებიან და გამოსწორდებიან. საქმეზე გამოყოფილი მეორე ნაწილიც ძალიან დროულად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, რომ ქვეყანაში დადგეს სამართალი და იცოდნენ, რომ ასეთი უბედურების შემთხვევაში აუცილებლად უმკაცრესად დაისჯებიან. ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად ველოდი, სხვანაირად არც უნდა ყოფილიყო, მადლობას ვუხდი მოსამართლეს, რომელიც ნამდვილად კარგი ადამიანი გამოდგა. საქმის მეორე ნაწილიც დავასრულოთ და მგონი თავად დამკვეთები გვეტყვიან თუ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი“, - აღნიშნა იზა ომაძემ.

ცნობისთვის, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.