პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე სასწაული პროექტი, რაც კი აქამდე გვქონია" - გორის ქალთა კამერული გუნდის სიმღერები მთვარეზე გაიგზავნება
"ყველაზე სასწაული პროექტი, რაც კი აქამდე გვქონია" - გორის ქალთა კამერული გუნდის სიმღერები მთვარეზე გაიგზავნება

გო­რის ქალ­თა კა­მე­რუ­ლი გუნ­დის ნა­მუ­შევ­რე­ბი პრო­ექტ Lunar Codex-ის­თვის შე­არ­ჩი­ეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მათი ნა­მუ­შევ­რე­ბი მთვა­რე­ზე გა­იგ­ზავ­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გო­რის ქალ­თა გუნ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მათი ჩა­ნა­წე­რე­ბი მთვა­რე­ზე 2024 წელს იქ­ნე­ბა.

"ყვე­ლა­ზე სას­წა­უ­ლი პრო­ექ­ტი, რაც კი აქამ­დე გვქო­ნია! გო­რის ქალ­თა გუნ­დის ხმე­ბი უკვე მთვა­რე­ზე!!! არ მო­გეს­მათ! დიახ - მთვა­რე­ზე.

აშშ- ის აე­რო­ნავ­ტი­კის და კოს­მო­სუ­რი სივ­რცის კვლე­ვის ეროვ­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს - NASA - National Aeronautics and Space Administration-ის, კომ­პა­ნია SpaceX-ის და Astrobotic Technology-ს მხარ­და­ჭე­რით კორ­პო­რა­ცია Incandence Corp-მა შექ­მნა ციფ­რუ­ლი არ­ქი­ვი, სა­ხელ­წო­დე­ბით Lunar Codex (იდე­ის ავ­ტო­რი Dr. Samuel Peralta), რო­მე­ლიც გა­იგ­ზავ­ნე­ბა მთვა­რე­ზე, სა­დაც შე­სუ­ლი იქ­ნე­ბა ხე­ლო­ვა­ნე­ბის სხვა­დას­ხვა ნა­მუ­შევ­რე­ბი მსოფ­ლი­ოს 90 ქვეყ­ნი­დან. სა­ქარ­თვე­ლო­დან კი შე­ირ­ჩა გო­რის ქალ­თა გუნ­დი.

სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის, თე­ო­ნა ცი­რა­მუ­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ამ პრო­ექ­ტის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლია სამი ნა­მუ­შე­ვა­რი. ორი ნა­წარ­მო­ე­ბი- "ეგ­ზერ­სი­სი“ და "ლა­შა­რის გზა­ზე“ ეკუთ­ვნის ჩვენს გე­ნი­ოს, მსოფ­ლიო კომ­პო­ზი­ტორს, ბა­ტონ იო­სებ კე­ჭაყ­მა­ძეს, ხოლო მე­სა­მე არის ქარ­თუ­ლი (აფხა­ზუ­რი) ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა "ვა­რა­დო“ (სო­ლის­ტე­ბი თ. ცი­რა­მუა, თ. პავ­ლი­აშ­ვი­ლი). ყვე­ლა ეს ნა­მუ­შე­ვა­რი მო­თავ­სდე­ბა მე -2 კაფ­სუ­ლა­ში და მთვა­რე­ზე დაჯ­დე­ბა 2024 წელს!

ნა­წარ­მო­ე­ბებ­თან ერ­თად გა­იგ­ზავ­ნა ასე­ვე გუნ­დის ბრწყინ­ვა­ლე ის­ტო­რი­აც, რომ­ლის და­არ­სე­ბა ეკუთ­ვნის გე­ნი­ა­ლურ ბა­ტონ შალ­ვა მო­სი­ძეს და გო­რის სას­წავ­ლებ­ლის გე­ნი­ა­ლურ ხელ­მძღვა­ნელს, ბა­ტონ სან­დრო კა­ჭა­რა­ვას! ასე­ვე ეს სამი ნა­მუ­შე­ვა­რი EP-ს სა­ხით გა­მო­ი­ცა Lenø Records-ზე და მისი მოს­მე­ნა შე­გიძ­ლი­ათ ყვე­ლა ციფ­რულ სთრი­მინგ პლატ­ფორ­მა­ზე (Apple Music, Spotify, etc) https://distrokid.com/hyperfo.../goriwomenschoir/lunar-codex

ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცია "ნაკ­ვა­ლე­ვი“-ს დამ­ფუძ­ნე­ბელს, ქალ­ბა­ტონ თა­მარ გო­გა­ტიშ­ვილს მხარ­და­ჭე­რის­თვის. www.nakvalevi.org.ge მისი ჩარ­თუ­ლო­ბა რომ არა, ეს ამ­ბა­ვი არ მოხ­დე­ბო­და. უღ­რმე­სი და უდი­დე­სი მად­ლო­ბა გი­ორ­გი გვარ­ჯა­ლა­ძეს, (Lenø Records -ს), გვერ­დში დგო­მის­თვის და უმაღ­ლე­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის­თვის!დიდი მად­ლო­ბა ჩვენ ფი­ლი­პი­ნელ მე­გო­ბარს, Romana Go-ს, აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის­თვის და დახ­მა­რე­ბის­თვის! უღ­რმე­სი მად­ლო­ბა გუნ­დის თი­თო­ე­ულ წევ­რს თავ­და­დე­ბის­თვის და მუ­სი­კის ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის! მი­უ­ხე­და­ვად კო­ვი­დის შე­მო­ტე­ვი­სა, მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ ამ გე­ნი­ა­ლუ­რი საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა!...თუ რო­გორ მო­ვა­ხერ­ხეთ, ამის გან­სჯა თქვენ­თვის მოგ­ვინ­დია, ჩვე­ნო უსაყ­ვარ­ლე­სო გულ­შე­მატ­კივ­რე­ბო", - ნათ­ქვა­მია "ფე­ის­ბუქ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოლომონი
38

როგორ უნდა გაგზავნო სიმღერა მთვარეზე?! :)))) უცხო პლანეტელები პატეფონით მოუსმენენ ?!

ნანა
45

და მთვარეზე ვინ უნდა უსმინოს?! რითაა დაკავებული კაცობრიობა?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ყველაზე სასწაული პროექტი, რაც კი აქამდე გვქონია" - გორის ქალთა კამერული გუნდის სიმღერები მთვარეზე გაიგზავნება

"ყველაზე სასწაული პროექტი, რაც კი აქამდე გვქონია" - გორის ქალთა კამერული გუნდის სიმღერები მთვარეზე გაიგზავნება

გორის ქალთა კამერული გუნდის ნამუშევრები პროექტ Lunar Codex-ისთვის შეარჩიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ნამუშევრები მთვარეზე გაიგზავნება. აღნიშნულის შესახებ გორის ქალთა გუნდი ინფორმაციას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მათი ჩანაწერები მთვარეზე 2024 წელს იქნება.

"ყველაზე სასწაული პროექტი, რაც კი აქამდე გვქონია! გორის ქალთა გუნდის ხმები უკვე მთვარეზე!!! არ მოგესმათ! დიახ - მთვარეზე.

აშშ- ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს - NASA - National Aeronautics and Space Administration-ის, კომპანია SpaceX-ის და Astrobotic Technology-ს მხარდაჭერით კორპორაცია Incandence Corp-მა შექმნა ციფრული არქივი, სახელწოდებით Lunar Codex (იდეის ავტორი Dr. Samuel Peralta), რომელიც გაიგზავნება მთვარეზე, სადაც შესული იქნება ხელოვანების სხვადასხვა ნამუშევრები მსოფლიოს 90 ქვეყნიდან. საქართველოდან კი შეირჩა გორის ქალთა გუნდი.

სამხატვრო ხელმძღვანელის, თეონა ცირამუას გადაწყვეტილებით ამ პროექტისთვის გაგზავნილია სამი ნამუშევარი. ორი ნაწარმოები- "ეგზერსისი“ და "ლაშარის გზაზე“ ეკუთვნის ჩვენს გენიოს, მსოფლიო კომპოზიტორს, ბატონ იოსებ კეჭაყმაძეს, ხოლო მესამე არის ქართული (აფხაზური) ხალხური სიმღერა "ვარადო“ (სოლისტები თ. ცირამუა, თ. პავლიაშვილი). ყველა ეს ნამუშევარი მოთავსდება მე -2 კაფსულაში და მთვარეზე დაჯდება 2024 წელს!

ნაწარმოებებთან ერთად გაიგზავნა ასევე გუნდის ბრწყინვალე ისტორიაც, რომლის დაარსება ეკუთვნის გენიალურ ბატონ შალვა მოსიძეს და გორის სასწავლებლის გენიალურ ხელმძღვანელს, ბატონ სანდრო კაჭარავას! ასევე ეს სამი ნამუშევარი EP-ს სახით გამოიცა Lenø Records-ზე და მისი მოსმენა შეგიძლიათ ყველა ციფრულ სთრიმინგ პლატფორმაზე (Apple Music, Spotify, etc) https://distrokid.com/hyperfo.../goriwomenschoir/lunar-codex

ძალიან დიდი მადლობა ორგანიზაცია "ნაკვალევი“-ს დამფუძნებელს, ქალბატონ თამარ გოგატიშვილს მხარდაჭერისთვის. www.nakvalevi.org.ge მისი ჩართულობა რომ არა, ეს ამბავი არ მოხდებოდა. უღრმესი და უდიდესი მადლობა გიორგი გვარჯალაძეს, (Lenø Records -ს), გვერდში დგომისთვის და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის!დიდი მადლობა ჩვენ ფილიპინელ მეგობარს, Romana Go-ს, აქტიური მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის! უღრმესი მადლობა გუნდის თითოეულ წევრს თავდადებისთვის და მუსიკის ასეთი სიყვარულისთვის! მიუხედავად კოვიდის შემოტევისა, მაინც მოვახერხეთ ამ გენიალური საქმის ბოლომდე მიყვანა!...თუ როგორ მოვახერხეთ, ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდია, ჩვენო უსაყვარლესო გულშემატკივრებო", - ნათქვამია "ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.