"არავის სურს მოლაპარაკება იმ ადამიანთან, ან ადამიანებთან, ვინც ეს ერი აწამა. ეს ყველაფერი გასაგებია და როგორც კაცს, როგორც მამას, მე ეს ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ჩვენ არ გვინდა დავკარგოთ შესაძლებლობები დიპლომატიური გადაწყვეტისთვის, თუკი ის გვაქვს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ომი უნდა დასრულდეს და ადამიანების ხოცვა შეწყდეს.
"უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის. ვერ იბრძოლებ მტვერისთვის, როცა არაფერია და ადამიანები აღარ არიან. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ომის შეჩერება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
კითხვაზე, რა გავლენა მოახდინა იარაღის მიწოდების ტემპმა მის ხალხზე და შეიძლებოდა თუ არა მეტი სიცოცხლის გადარჩენა, თუ უკრაინა დახმარებას უფრო ადრე მიიღებდა, პრეზიდენტმა უპასუხა:
"ხშირად ჩვენ ვეძებთ პასუხებს სხვაში, მაგრამ მე ხშირად ვეძებ პასუხებს საკუთარ თავში. გავაკეთეთ საკმარისი მის (იარაღის) მოსაპოვებლად? გავაკეთეთ საკმარისი იმისათვის, რომ ამ ლიდერებს ჩვენი ერწმუნათ? ვართ საუკეთესოები ამ ადგილისთვის და ამ დროისთვის? ვინ იცის? მე არ ვიცი,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
ქართველი მეფეები თვითონ მიდიოდენ სასიკვდილოდ რათა არ მომხდარიყო სქართველოს დარბევა და აოხრება, იცოდენ მიდიოდენ სასიკვდილოდ მაგრამ რა ექნათერთის სიკვდილს ამჯობინებდნენ მთელიერის გაწყვეტას, ეხლა სკამის გულისტვის ერს წყვიტავენ, ზოგიერთები ვერ ეგუებიან დამარცხებას და ყიდიან ყველაფერს ოღონ სათავეები დაიკავონ, მეტი რა გინდათ ეხლა თუ არ ვარ მართალი მაშინ გამსაჯეთ და
თქვით არ ვარ სწორი
დიახ, არავის უნდა ერის მწამებლები ვოლოდიმერ!!!
შენ კი ესეთი მწამებლები შეიფარე და თანამდებობები დაურიგე!