მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდა, რომელსაც მათემატიკა უყვარს
ახალგაზრდა, რომელსაც მათემატიკა უყვარს

ზაურ ბო­კე­ლა­ვა­ძეს სა­კუ­თარ საქ­მე­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდაა. იგი ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­თე­მა­ტი­კის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის პირ­ველ კურ­სზე სწავ­ლობს. ახალ­გაზ­რდა მა­თე­მა­ტი­კო­სი ქუ­თა­ი­სი­და­ნაა და მან ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის N199 სა­ჯა­რო სკო­ლა და­ამ­თავ­რა, მა­ნამ­დე კი ან­დრია რაზ­მა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სის №41 ფი­ზი­კა - მა­თე­მა­ტი­კის სა­ჯა­რო სკო­ლა­სა და შპს #1 სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და.

ზა­უ­რი პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და მა­თე­მა­ტი­კის სხვა­დას­ხვა ოლიმ­პი­ა­და­ში. არა­ერ­თი გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და სა­ო­ლიმ­პი­ა­დო მა­თე­მა­ტი­კით. მე-5 კლას­ში მა­თე­მა­ტი­კის სა­ო­ლიმ­პი­ა­დო წრე­ზე სი­ა­რუ­ლი და­ი­წყო და გა­ა­ა­ნა­ლი­ზა, რომ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად ძა­ლი­ან დიდი შრო­მა იყო სა­ჭი­რო. მე-5-მე-8 კლას­ში სა­ო­ლიმ­პი­ა­დო წრე­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდა მის შემ­დგომ წარ­მა­ტე­ბა­ში.

„ჩემი მას­წავ­ლებ­ლის - გოჩა გო­ქა­ძის რჩე­ვით მე-9 კლა­სი­დან სწავ­ლა გან­ვაგ­რძე კო­მა­რო­ვის სკო­ლა­ში, სა­დაც აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის გამო, უგა­მოც­დოდ მი­მი­ღეს. ყო­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ მო­ტი­ვა­ცია მეზ­რდე­ბო­და. ამ ყვე­ლა­ფერ­მა მა­თე­მა­ტი­კი­სად­მი ინ­ტე­რე­სი კი­დევ უფრო გა­მიღ­ვი­ვა. სა­ო­ლიმ­პი­ა­დო მა­თე­მა­ტი­კა­ში სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის საჩ­ვე­ნებ­ლად ძა­ლი­ან ბევ­რი შრო­მაა სა­ჭი­რო, ამი­ტო­მაც სკო­ლა­ში ბოლო რამ­დე­ნი­მე წელი მთლი­ა­ნად ოლიმ­პი­ა­დებს და­ვუთ­მე. მა­თე­მა­ტი­კუ­რი წრე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე ჩემი მე­გობ­რე­ბი­დან უმე­ტე­სო­ბა დღეს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტია. პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი მა­თე­მა­ტი­კი­სად­მი ინ­ტე­რე­სია. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მა­თე­მა­ტი­კით, რად­გან მამა მა­თე­მა­ტი­კო­სია. მის­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ვის­წავ­ლე და სწო­რედ მას მი­უ­ძღვის უდი­დე­სი წვლი­ლი ჩემ წარ­მა­ტე­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნავს სტუ­დენ­ტი.

მა­თე­მა­ტი­კის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და­ში (IMO), რო­მელ­შიც 100-ზე მეტი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს (თი­თო­ე­უ­ლი ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბი შედ­გე­ბა 6 მოს­წავ­ლის­გან), ზა­ურს 2020 და 2021 წლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი აქვს ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბი. 2020 და 2021 წლებ­ში ჟა­უ­ტი­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და­ზე (IZHO) იას­პა­რე­ზა, სა­დაც ვერ­ცხლის მედ­ლე­ბი მო­ი­პო­ვა. ამ პე­რი­ოდ­ში იგი ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და რუ­მი­ნე­თის მა­თე­მა­ტი­კის მას­ტერსში, სა­დაც სა­პა­ტიო სი­გე­ლი მი­ი­ღო.

2018 წელს ირა­ნის გე­ო­მეტ­რი­ის მე-5 ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ი­პო­ვა ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი. ამა­ვე წელს ევ­რო­პის მა­თე­მა­ტი­კურ თას­ზე (EMC) იუ­ნი­ორ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში და­იმ­სა­ხუ­რა მე­ო­რე პრი­ზი. 2016-21 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­და­ში მოხ­ვდა შე­სა­ბა­მი­სი კა­ტე­გო­რი­ის 10 სა­უ­კე­თე­სო მო­ნა­წი­ლეს შო­რის. 2018 წელს მიწ­ვე­უ­ლი იყო აშშ-ში მა­თე­მა­ტი­კის ოლიმ­პი­ა­დის ზა­ფხუ­ლის პროგ­რა­მა­ზე. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მა­თე­მა­ტი­კის ოლიმ­პი­ა­და­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 50 მო­ნა­წი­ლე და სხვა 10 ქვეყ­ნის 20-მდე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

2021 წელს გა­ი­მარ­ჯვა მა­თე­მა­ტი­კუ­რი და ალ­გო­რით­მუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის კონ­კურ­სში „M ვექ­ტო­რი“. დღეს ახალ­გაზ­რდა მა­თე­მა­ტი­კო­სი ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის სტი­პენ­დი­ი­თა და სტუ­დენ­ტუ­რი სა­ცხოვ­რებ­ლის 100 %-იანი და­ფი­ნან­სე­ბით სარ­გებ­ლობს. უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტში და მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ისევ სწავ­ლა­სა და მა­თე­მა­ტი­კას უკავ­შირ­დე­ბა. მი­აჩ­ნია, რომ მისი წარ­მა­ტე­ბი­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ჯერ არც ისე დი­დია და წინ ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა და ახა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო აღ­მო­ჩე­ნე­ბი ელის, რი­თიც ბევრ ახალ­გაზ­რდას შე­უც­ვლის წარ­მოდ­გე­ნას მა­თე­მა­ტი­კა­ზე და რაც მთა­ვა­რია სა­კუ­თარ სი­ტყვას იტყვის მეც­ნი­ე­რე­ბა­ში.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
0

გილოცავ ზაურ, მეცნიერების უმაღლესი მწვერვალები დაგეპყროს!

ნინია
0

როგორ მიხარია რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს, წარმატებებს გისურვებ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ახალგაზრდა, რომელსაც მათემატიკა უყვარს

ახალგაზრდა, რომელსაც მათემატიკა უყვარს

ზაურ ბოკელავაძეს საკუთარ საქმესა და მათემატიკაზე შეყვარებული ახალგაზრდაა. იგი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის პირველ კურსზე სწავლობს. ახალგაზრდა მათემატიკოსი ქუთაისიდანაა და მან ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა დაამთავრა, მანამდე კი ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლასა და შპს #1 სკოლაში სწავლობდა.

ზაური პატარა ასაკიდანვე მონაწილეობდა მათემატიკის სხვადასხვა ოლიმპიადაში. არაერთი გამარჯვების მოპოვების შემდეგ დაინტერესდა საოლიმპიადო მათემატიკით. მე-5 კლასში მათემატიკის საოლიმპიადო წრეზე სიარული დაიწყო და გააანალიზა, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად ძალიან დიდი შრომა იყო საჭირო. მე-5-მე-8 კლასში საოლიმპიადო წრეზე მიღებული ცოდნა გადამწყვეტი აღმოჩნდა მის შემდგომ წარმატებაში.

„ჩემი მასწავლებლის - გოჩა გოქაძის რჩევით მე-9 კლასიდან სწავლა განვაგრძე კომაროვის სკოლაში, სადაც აკადემიური მიღწევების გამო, უგამოცდოდ მიმიღეს. ყოველი გამარჯვების შემდეგ მოტივაცია მეზრდებოდა. ამ ყველაფერმა მათემატიკისადმი ინტერესი კიდევ უფრო გამიღვივა. საოლიმპიადო მათემატიკაში სასურველი შედეგის საჩვენებლად ძალიან ბევრი შრომაა საჭირო, ამიტომაც სკოლაში ბოლო რამდენიმე წელი მთლიანად ოლიმპიადებს დავუთმე. მათემატიკური წრეების მონაწილე ჩემი მეგობრებიდან უმეტესობა დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტია. პროფესიის არჩევის მთავარი მიზეზი მათემატიკისადმი ინტერესია. პატარაობიდანვე გატაცებული ვიყავი მათემატიკით, რადგან მამა მათემატიკოსია. მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე და სწორედ მას მიუძღვის უდიდესი წვლილი ჩემ წარმატებაში“, - აღნიშნავს სტუდენტი.

მათემატიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ოლიმპიადაში (IMO), რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს (თითოეული ქვეყნის ნაკრები შედგება 6 მოსწავლისგან), ზაურს 2020 და 2021 წლებში მიღებული აქვს ბრინჯაოს მედლები. 2020 და 2021 წლებში ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IZHO) იასპარეზა, სადაც ვერცხლის მედლები მოიპოვა. ამ პერიოდში იგი ასევე მონაწილეობდა რუმინეთის მათემატიკის მასტერსში, სადაც საპატიო სიგელი მიიღო.

2018 წელს ირანის გეომეტრიის მე-5 ოლიმპიადაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ამავე წელს ევროპის მათემატიკურ თასზე (EMC) იუნიორთა კატეგორიაში დაიმსახურა მეორე პრიზი. 2016-21 წლებში საქართველოს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მოხვდა შესაბამისი კატეგორიის 10 საუკეთესო მონაწილეს შორის. 2018 წელს მიწვეული იყო აშშ-ში მათემატიკის ოლიმპიადის ზაფხულის პროგრამაზე. მასში მონაწილეობას იღებს ამერიკის შეერთებული შტატების მათემატიკის ოლიმპიადაში გამარჯვებული 50 მონაწილე და სხვა 10 ქვეყნის 20-მდე წარმომადგენელი.

2021 წელს გაიმარჯვა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსში „M ვექტორი“. დღეს ახალგაზრდა მათემატიკოსი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის სტიპენდიითა და სტუდენტური საცხოვრებლის 100 %-იანი დაფინანსებით სარგებლობს. უნივერსიტეტშიც აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სამეცნიერო პროექტში და მისი სამომავლო გეგმები ისევ სწავლასა და მათემატიკას უკავშირდება. მიაჩნია, რომ მისი წარმატებიბის ჩამონათვალი ჯერ არც ისე დიდია და წინ ბევრი გამოწვევა და ახალი სამეცნიერო აღმოჩენები ელის, რითიც ბევრ ახალგაზრდას შეუცვლის წარმოდგენას მათემატიკაზე და რაც მთავარია საკუთარ სიტყვას იტყვის მეცნიერებაში.

R