საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ესპანეთში დააკავეს 120- მილიონიანი იახტა, რომელიც, სავარაუდოდ, პუტინთან ახლო კავშირში მყოფ ოლიგარქს ეკუთვნის
ესპანეთში დააკავეს 120- მილიონიანი იახტა, რომელიც, სავარაუდოდ, პუტინთან ახლო კავშირში მყოფ ოლიგარქს ეკუთვნის

პო­ლი­ცი­ამ ეს­პა­ნეთ­ში იახ­ტა და­ა­კა­ვა, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან მჭიდ­რო კავ­შირ­ში მყოფ ოლი­გარ­ქს ეკუთ­ვნის, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Sky News-ი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის ფე­დე­რა­ლურ­მა აგენ­ტებ­მა და ეს­პა­ნე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო გვარ­დი­ამ, გა­ჩხრი­კეს გემი, რო­მე­ლიც ხმელ­თა­შუა ზღვა­ში, პალ­მა დე მა­ლი­ორ­კას პორ­ტში, "მა­რი­ნა რე­ალ­ში“ იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი.

სა­მო­ქა­ლა­ქო გვარ­დი­ის წყა­როს ცნო­ბით, იახ­ტა, სა­ხე­ლად Tango, 78 მეტ­რი­ა­ნი გე­მია. ვებ­სა­იტ Superyachtfan.com-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ რეკ­რე­ა­ცი­ულ გე­მებს აკონ­ტრო­ლებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი გემი 120 მი­ლი­ონ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით, იახ­ტა იმ აქ­ტი­ვებს შო­რი­საა, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ვიქ­ტორ ვექ­სელ­ბერგთან, მი­ლი­არ­დერ­თან, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში და­ფუძ­ნე­ბულ Renova Group-ს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, კონ­გლო­მე­რატს, რო­მე­ლიც ლი­თო­ნებს, სამ­თო, ტექ­ნი­კურ და სხვა აქ­ტი­ვებს მო­ი­ცავს.

რო­გორც Sky News-ი იუ­წყე­ბა, ვექ­სელ­ბერგს სან­ქცი­ე­ბი აშშ-ის, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბებ­მა და­უ­წე­სეს.

123
33

ჰოდა შიმშილით ამოგხდებათ სული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ესპანეთში დააკავეს 120- მილიონიანი იახტა, რომელიც, სავარაუდოდ, პუტინთან ახლო კავშირში მყოფ ოლიგარქს ეკუთვნის

ესპანეთში დააკავეს 120- მილიონიანი იახტა, რომელიც, სავარაუდოდ, პუტინთან ახლო კავშირში მყოფ ოლიგარქს ეკუთვნის

პოლიციამ ესპანეთში იახტა დააკავა, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირში მყოფ ოლიგარქს ეკუთვნის, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აშშ-ის ფედერალურმა აგენტებმა და ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ, გაჩხრიკეს გემი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში, პალმა დე მალიორკას პორტში, "მარინა რეალში“ იყო გაჩერებული.

სამოქალაქო გვარდიის წყაროს ცნობით, იახტა, სახელად Tango, 78 მეტრიანი გემია. ვებსაიტ Superyachtfan.com-ის ინფორმაციით, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ რეკრეაციულ გემებს აკონტროლებს, აღნიშნული გემი 120 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, იახტა იმ აქტივებს შორისაა, რომლებიც დაკავშირებულია ვიქტორ ვექსელბერგთან, მილიარდერთან, რომელიც მოსკოვში დაფუძნებულ Renova Group-ს ხელმძღვანელობს, კონგლომერატს, რომელიც ლითონებს, სამთო, ტექნიკურ და სხვა აქტივებს მოიცავს.

როგორც Sky News-ი იუწყება, ვექსელბერგს სანქციები აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის მთავრობებმა დაუწესეს.