Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ იქნებით მკვლელების კურორტი!" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს მიმართა
"ნუ იქნებით მკვლელების კურორტი!" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს მიმართა

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ დღეს იტა­ლი­ის პარ­ლა­მენ­ტი­სად­მი ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სულ ძა­ლებს სურთ ევ­რო­პის და­ნარ­ჩენ ნა­წილ­ში შეჭ­რა.

"რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნა არის ევ­რო­პის კა­რიბ­ჭე, სა­დაც მათ უნ­დათ შეღ­წე­ვა, მაგ­რამ ბარ­ბა­რო­სო­ბა არ უნდა და­ვუშ­ვათ,” - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნის პირ­ველ­მა პირ­მა გა­ი­მე­ო­რა თა­ვი­სი მო­თხოვ­ნა, რომ რუ­სეთს უფრო მეტი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დეს.

"არ გახ­დეთ მკვლე­ლე­ბის კუ­რორ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ და იტა­ლი­ელ პარ­ლა­მენ­ტა­რებს შე­ახ­სე­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში 24 თე­ბერ­ვლი­დან დღემ­დე 117 ბავ­შვი და­ი­ღუ­პა:

"ისი­ნი (იგუ­ლის­ხმე­ბა რუ­სუ­ლი ელი­ტა - ambebi.ge), თით­ქმის ყვე­ლა­ნი იყე­ნე­ბენ იტა­ლი­ას და­სას­ვე­ნებ­ლად. ნუ იქ­ნე­ბით მკვლე­ლე­ბის კუ­რორ­ტი. დაბ­ლო­კეთ მათი ქო­ნე­ბა, მხა­რი და­უ­ჭი­რეთ ემ­ბარ­გოს, ჩა­კე­ტეთ პორ­ტე­ბი. არ და­უშ­ვათ სა­სურ­სა­თო კრი­ზი­სი, დაგ­ვეხ­მა­რეთ. ეს ომი სწრა­ფად უნდა დას­რულ­დეს და ფეხ­ზე წა­მო­ვა­ყე­ნოთ უკ­რა­ი­ნა",- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

თა­ვის მხრივ, იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­რიო დრა­გიმ აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნამ გა­მო­ი­ჩი­ნა გმი­რუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და იტა­ლია მხარს და­უ­ჭერს ოფი­ცი­ა­ლურ კი­ევს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის კუ­თხით.

"რუ­სე­თის მთავ­რო­ბის ამ­პარ­ტავ­ნო­ბა შე­ე­ჯა­ხა უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის ღირ­სე­ბას, რო­მელ­მაც მო­ა­ხერ­ხა მოს­კო­ვის ექ­სპან­სი­ო­ნის­ტუ­რი მიზ­ნე­ბის შე­კა­ვე­ბა და დამ­პყრო­ბელ ჯა­რი­სად­მი უზარ­მა­ზა­რი სა­ფა­სუ­რის და­კის­რე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­და დრა­გიმ პარ­ლა­მენტს ზე­ლენ­სკის გა­მოს­ვლის შემ­დეგ.

ცნო­ბის­თვის, ხვალ, 23 მარტს და­გეგ­მი­ლია ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა საფ­რან­გე­თის ეროვ­ნულ ასამ­ბლე­ა­შიც.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიუსრუმ
47

მოუწევს იტალიას ზელიას ნათქვამის გატარება. კაი ფულს კი უხდიდნენ ვანიები მარა არა უშავს, გაძლებენ მაკარონიკები. მთავარია გერმანელები და ფრანგები აიყოლიოს ვოლოდირმა ბოლომდე. ბრიტანელი ჩერქეზი ბორისი ისეც გვერდში უდგას. რუსეთს მოუწევს დარჩენილი ისტორია სხვის დაკრულზე ცეკვა. მარტო ამიტომ ღირს ეს თავგანწირვა. 

გიორგი
8

მთავარია ფეხზე აგიდგნენ და ტაში დაგიკრეს,სავალდებულო რიტუალი ჩატარებულია, აი კურორტების დაბლოკვაზე კი ბოდიში დიდხანს მოგიწევს ლოდინი, ის მაფიოზური კლანები რომლებიც სამხრეთ იტალიაში ტურისტულ ბიზნესს აკონტროლებენ შენ მოწოდებას ნაღდად არ ანაცვალებენ არც ბობოლა რუს კლიენტებს და მით უმეტეს არც მათ ფულს!

ავტორი:

"ნუ იქნებით მკვლელების კურორტი!" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს მიმართა

"ნუ იქნებით მკვლელების კურორტი!" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს იტალიის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ რუსულ ძალებს სურთ ევროპის დანარჩენ ნაწილში შეჭრა.

"რუსული ჯარებისთვის უკრაინა არის ევროპის კარიბჭე, სადაც მათ უნდათ შეღწევა, მაგრამ ბარბაროსობა არ უნდა დავუშვათ,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პირველმა პირმა გაიმეორა თავისი მოთხოვნა, რომ რუსეთს უფრო მეტი სანქციები დაუწესდეს.

"არ გახდეთ მკვლელების კურორტი“, - განაცხადა ზელენსკიმ და იტალიელ პარლამენტარებს შეახსენა, რომ უკრაინაში 24 თებერვლიდან დღემდე 117 ბავშვი დაიღუპა:

"ისინი (იგულისხმება რუსული ელიტა - ambebi.ge), თითქმის ყველანი იყენებენ იტალიას დასასვენებლად. ნუ იქნებით მკვლელების კურორტი. დაბლოკეთ მათი ქონება, მხარი დაუჭირეთ ემბარგოს, ჩაკეტეთ პორტები. არ დაუშვათ სასურსათო კრიზისი, დაგვეხმარეთ. ეს ომი სწრაფად უნდა დასრულდეს და ფეხზე წამოვაყენოთ უკრაინა",- განაცხადა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ გამოიჩინა გმირული წინააღმდეგობა და იტალია მხარს დაუჭერს ოფიციალურ კიევს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით.

"რუსეთის მთავრობის ამპარტავნობა შეეჯახა უკრაინელი ხალხის ღირსებას, რომელმაც მოახერხა მოსკოვის ექსპანსიონისტური მიზნების შეკავება და დამპყრობელ ჯარისადმი უზარმაზარი საფასურის დაკისრება“, - განუცხადა დრაგიმ პარლამენტს ზელენსკის გამოსვლის შემდეგ.

ცნობისთვის, ხვალ, 23 მარტს დაგეგმილია ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაშიც.

იხილეთ ასევე: