Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"...ისინი სულ ჩემთან არიან" - ლეგენდარული ექიმის თავს დატეხილი ტრაგედიები: რას ჰყვება გულიკო ჩაფიძე გარდაცვლილ შვილებსა და შვილიშვილზე
"...ისინი სულ ჩემთან არიან" - ლეგენდარული ექიმის თავს დატეხილი ტრაგედიები: რას ჰყვება გულიკო ჩაფიძე გარდაცვლილ შვილებსა და შვილიშვილზე

ცნო­ბი­ლი ექი­მი-კარ­დი­ო­ლო­გი, ჩა­ფი­ძის სა­ხე­ლო­ბის გა­და­უ­დე­ბე­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გუ­ლი­კო ჩა­ფი­ძე 91 წლის ასაკ­შიც ახერ­ხებს მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. ლე­გენ­და­რულ­მა ექიმ­მა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იხ­სნა. ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლის" ეთერ­ში მან თავ­სდა­ტე­ხილ ტრა­გე­დი­ებ­ზე ისა­უბ­რა.

- უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი, ვიდ­რე დიდი ტრა­გე­დია არ დატ­რი­ალ­და ჩემს ოჯახ­ში.1989 წელს ჩემი უმ­ცრო­სი შვი­ლი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა. მა­შინ და­ინ­გრა ჩემი ცხოვ­რე­ბა, ცა ჩა­მო­იქ­ცა, მიწა გას­კდა, ეს იყო რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა, ამი­სი არც მო­ყო­ლა შე­იძ­ლე­ბა, არც თქმა... ჩემი უმ­ცრო­სი შვი­ლი მო­მა­ვა­ლი ექი­მი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. სამ­წუ­ხა­როდ, მერე კას­კა­დი­ვით წა­მო­ვი­და ყვე­ლა­ფე­რი.

რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მე­უღ­ლე გუ­ლით გარ­და­მეც­ვა­ლა.

ყო­ველ დი­ლას მი­დი­ო­და შვი­ლის საფ­ლავ­ზე, შემ­დეგ სამ­სა­ხურ­ში, მერე ისევ საფ­ლავ­ზე და იქი­დან სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე იყო. იმ დღეს, რო­დე­საც და­ი­ღუ­პა, შა­ბა­თი იყო, სამ­სა­ხურ­ში წა­ვი­და, ოპე­რა­ცია გა­ა­კე­თა და შემ­დეგ მე­გობ­რებ­თან ერ­თად იყო. გუ­რამ სა­ღა­რა­ძე მიყ­ვე­ბო­და, ნარდს ვთა­მა­შობ­დით, გავფრ­ცქვე­ნი მან­და­რი­ნი და პირ­ში ჩა­ვუ­დეო, მერე იმან გაფრ­ცქვნა, მაწ­ვდი­და და უკან-უკან წა­ვი­და... და ად­გილ­ზე გა­თავ­დაო.

რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში უფ­რო­სი შვი­ლი გარ­და­მეც­ვა­ლა, ფილ­ტვე­ბის სიმ­სივ­ნე ჰქონ­და. გა­ნა­ჩე­ნი იყო, რომ ორი თვე გაძ­ლებ­და, ერთი წე­ლი­წა­დი ვიბ­რძო­დით და თვი­თო­ნაც ძა­ლი­ან იბ­რძო­და. მე­ო­რე შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მისი შვი­ლი 23 წლის ბიჭი, ისიც ასე უეც­რად და­ი­ღუ­პა.

ლა­პა­რა­კო­ბენ, რო­გორ გა­და­ი­ტა­ნე, რო­გორ ხარო. რა გა­და­ვი­ტა­ნე, ისი­ნი სულ ჩემ­თან არი­ან. თქვენ გე­სა­უბ­რე­ბით, ავად­მყოფს ვნა­ხუ­ლობ, დავ­დი­ვარ, ტვინ­ში სულ ეს მაქვს. ერთხელ ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა მი­თხრა, თქვენ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მი­თხრეს, რომ თქვენს თვალ­ზე ცრემ­ლი არ უნა­ხავ­თო, ჩემ ოთახს უნა­ხავს ჩემი ცრემ­ლი, ჩემ ბა­ლიშს.

აი, ასე დამ­თავ­რდა ჩემი ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ კი­დევ ვცო­ცხლობ, ამას სი­ცო­ცხლე ჰქვია? - მე­უბ­ნე­ბი­ან, ამ­დე­ნი წლის ხარ და რა კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბიო. ეს მე სულ არ მჭირ­დე­ბა და არც რე­ა­ლუ­რი არ არის, მე არა­ფე­რი გა­და­მი­ტა­ნია, მე ყო­ველ სა­ათს, ყო­ველ წუთს ვი­ტან ამას.

ახლა შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი მყავს, ტყუ­პი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, მათ­თვის მიდ­გას სული და მათი შე­წუ­ხე­ბა არ მინ­და. არც მინ­და, რომ იგ­რძნონ რამე მა­წუ­ხებს, რა­მის სურ­ვი­ლი მაქვს, არა, მე ყო­ველ­თვის კარ­გად ვარ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
0

წავიდა საყვარელ ადამიანებთან.... წავიდა დათუნასთან, რომელიც უზომოდ მიყვარდა და დღემდე არ მავიწყდება.... 

ცირა
7

ქალბატონო გულიკო მე თქვენ მინახიხართ პაციენტებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობაში,გაღმერთებთ და შორიდან მიყვარხართ

ავტორი:

"...ისინი სულ ჩემთან არიან" - ლეგენდარული ექიმის თავს დატეხილი ტრაგედიები: რას ჰყვება გულიკო ჩაფიძე გარდაცვლილ შვილებსა და შვილიშვილზე

"...ისინი სულ ჩემთან არიან" - ლეგენდარული ექიმის თავს დატეხილი ტრაგედიები: რას ჰყვება გულიკო ჩაფიძე გარდაცვლილ შვილებსა და შვილიშვილზე

ცნობილი ექიმი-კარდიოლოგი, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი გულიკო ჩაფიძე 91 წლის ასაკშიც ახერხებს მუშაობის გაგრძელებას. ლეგენდარულმა ექიმმა წლების განმავლობაში არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ტელეკომპანია "ფორმულის" ეთერში მან თავსდატეხილ ტრაგედიებზე ისაუბრა.

- უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, ვიდრე დიდი ტრაგედია არ დატრიალდა ჩემს ოჯახში.1989 წელს ჩემი უმცროსი შვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მაშინ დაინგრა ჩემი ცხოვრება, ცა ჩამოიქცა, მიწა გასკდა, ეს იყო რაღაც საშინელება, ამისი არც მოყოლა შეიძლება, არც თქმა... ჩემი უმცროსი შვილი მომავალი ექიმი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, მერე კასკადივით წამოვიდა ყველაფერი.

რამდენიმე წელიწადში მეუღლე გულით გარდამეცვალა.

ყოველ დილას მიდიოდა შვილის საფლავზე, შემდეგ სამსახურში, მერე ისევ საფლავზე და იქიდან სახლში ბრუნდებოდა, წლების განმავლობაში ასე იყო. იმ დღეს, როდესაც დაიღუპა, შაბათი იყო, სამსახურში წავიდა, ოპერაცია გააკეთა და შემდეგ მეგობრებთან ერთად იყო. გურამ საღარაძე მიყვებოდა, ნარდს ვთამაშობდით, გავფრცქვენი მანდარინი და პირში ჩავუდეო, მერე იმან გაფრცქვნა, მაწვდიდა და უკან-უკან წავიდა... და ადგილზე გათავდაო.

რამდენიმე წელიწადში უფროსი შვილი გარდამეცვალა, ფილტვების სიმსივნე ჰქონდა. განაჩენი იყო, რომ ორი თვე გაძლებდა, ერთი წელიწადი ვიბრძოდით და თვითონაც ძალიან იბრძოდა. მეორე შვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილი 23 წლის ბიჭი, ისიც ასე უეცრად დაიღუპა.

ლაპარაკობენ, როგორ გადაიტანე, როგორ ხარო. რა გადავიტანე, ისინი სულ ჩემთან არიან. თქვენ გესაუბრებით, ავადმყოფს ვნახულობ, დავდივარ, ტვინში სულ ეს მაქვს. ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, თქვენმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ თქვენს თვალზე ცრემლი არ უნახავთო, ჩემ ოთახს უნახავს ჩემი ცრემლი, ჩემ ბალიშს.

აი, ასე დამთავრდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ კიდევ ვცოცხლობ, ამას სიცოცხლე ჰქვია? - მეუბნებიან, ამდენი წლის ხარ და რა კარგად გამოიყურებიო. ეს მე სულ არ მჭირდება და არც რეალური არ არის, მე არაფერი გადამიტანია, მე ყოველ საათს, ყოველ წუთს ვიტან ამას.

ახლა შვილთაშვილები მყავს, ტყუპი, შვილიშვილები, მათთვის მიდგას სული და მათი შეწუხება არ მინდა. არც მინდა, რომ იგრძნონ რამე მაწუხებს, რამის სურვილი მაქვს, არა, მე ყოველთვის კარგად ვარ.