საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერტმფრენი და უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც დრონების ჩამოგდება შეუძლია - 700-მილიონიანი სუპერიახტა "შეჰერაზადა" შესაძლოა პუტინს ეკუთვნოდეს: რას დაადგენს გამოძიება?
ვერტმფრენი და უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც დრონების ჩამოგდება შეუძლია - 700-მილიონიანი სუპერიახტა "შეჰერაზადა" შესაძლოა პუტინს ეკუთვნოდეს: რას დაადგენს გამოძიება?

რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ფონ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი და მდიდ­რუ­ლი იახ­ტა "შე­ჰე­რა­ზა­და", რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და შე­საძ­ლოა, მას ეკუთ­ვნო­დეს.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, იახ­ტა "შე­ჰე­რა­ზა­და" მსოფ­ლი­ოს 20 ყვე­ლა­ზე დიდ იახ­ტას შო­რის არის, ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 700-მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს.

ნა­ვალ­ნის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ფონ­დი აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით აქ­ვეყ­ნებს 15-წუ­თი­ან ვი­დე­ოს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ მათ "შე­ჰე­რა­ზა­დას“ წევ­რე­ბის სია აქვთ. ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი­სა და საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლი­ზის შე­დე­გად კი აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ ადა­მი­ან­თა ნა­წი­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და და­საქ­მე­ბულ­ნი არი­ან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი, ეს არის სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს რუ­სეთ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას.

ვი­დე­ოს მი­ხედ­ვით, "შე­ჰე­რა­ზა­დას“ ეკი­პა­ჟის ერთი წევ­რი ადრე მუ­შა­ობ­და კი­დევ ერთ მდიდ­რულ იახ­ტა­ზე, რო­მე­ლიც ასე­ვე და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პუ­ტინ­თან.

  • "შე­ჰე­რა­ზა­და" აღ­ჭურ­ვი­ლია ვერ­ტმფრე­ნით, კი­ნო­თე­ატ­რით, სა­ცუ­რაო აუ­ზით და უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მი­თაც კი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია დრო­ნე­ბის ჩა­მოგ­დე­ბა. იახ­ტა, რო­მე­ლიც 2020 წელს გერ­მა­ნულ­მა გემთმწარ­მო­ე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ ააგო, ამ­ჟა­მად მდე­ბა­რე­ობს პორ­ტში იტა­ლი­ის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ნიუ იორკ თა­იმ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ია­ხა­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით იტა­ლი­ელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს.

ნა­ვალ­ნის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ჯგუ­ფი ადრე, 2021 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში ამ­ტკი­ცებ­და, რომ ერთ-ერთი მდიდ­რუ­ლი სა­სახ­ლე პუ­ტინს ეკუთ­ვნო­და. პუ­ტინ­მა ყო­ვე­ლი­ვე უარ­ყო, ხოლო რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის დიდი ხნის მე­გო­ბარ­მა არ­კა­დი რო­ტენ­ბერ­გმა თქვა, რომ სა­სახ­ლე რე­ა­ლუ­რად მას ეკუთ­ვნო­და.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

როცა ქონება აშკარად დანაშაულებრივი გზითაა დასაკუთრებული , მისი ექსპეოპრიაცია კანონიერია, აქ არც დემოკრატია , არც კაპიტალიზმი და არც კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა არაფერ შუაშია , უსაფუძვლოდ გამდიდრების მცდლობაც კი დასჯადია, არათუ სიმდიდრის მოხვეჭა დაუდასტურებელი შემოსავლებით ! ჰოო, ბევრ ნაცს და ნანაცარს ეცეცხლება ასეთი პრეცედენტი, პუტინს, მის ოჯახს და მის ოლიგარქ დამქაშებს თუ ჩამოართვეს, მიშას, მის ოჯახს და დამქაშებსაც ჩამოართმევენ !

ნოდარი
7

 ვინც ომს იწყებს მართალია უნდა ჩამოერთვას მოპარული ხალხის ქონება, მაგრამ ქონება უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულებს და არა ახალ მძარცველებს ეს ერთი მეორე ვინც ომს არ იწყებს მათ არ აქვთ მოპარული ფულით შეძენილი ქონება? მათ ვინ წამართმევს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ვერტმფრენი და უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც დრონების ჩამოგდება შეუძლია - 700-მილიონიანი სუპერიახტა "შეჰერაზადა" შესაძლოა პუტინს ეკუთვნოდეს: რას დაადგენს გამოძიება?

ვერტმფრენი და უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც დრონების ჩამოგდება შეუძლია - 700-მილიონიანი სუპერიახტა "შეჰერაზადა" შესაძლოა პუტინს ეკუთვნოდეს: რას დაადგენს გამოძიება?

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მდიდრული იახტა "შეჰერაზადა", რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაა დაკავშირებული და შესაძლოა, მას ეკუთვნოდეს.

  • მათივე ცნობით, იახტა "შეჰერაზადა" მსოფლიოს 20 ყველაზე დიდ იახტას შორის არის, ღირებულება კი 700-მილიონ დოლარს შეადგენს.

ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი აღნიშნულთან დაკავშირებით აქვეყნებს 15-წუთიან ვიდეოს, სადაც ნათქვამია, რომ მათ "შეჰერაზადას“ წევრების სია აქვთ. ტელეფონის ნომრებისა და საკრედიტო ბარათების მონაცემების ანალიზის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანთა ნაწილი რუსეთის მოქალაქეები არიან და დასაქმებულნი არიან რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურში.

რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახური, ეს არის სამთავრობო უწყება, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთში თანამდებობის პირების უსაფრთხოებას.

ვიდეოს მიხედვით, "შეჰერაზადას“ ეკიპაჟის ერთი წევრი ადრე მუშაობდა კიდევ ერთ მდიდრულ იახტაზე, რომელიც ასევე დაკავშირებულია პუტინთან.

  • "შეჰერაზადა" აღჭურვილია ვერტმფრენით, კინოთეატრით, საცურაო აუზით და უსაფრთხოების სისტემითაც კი, რომელსაც შეუძლია დრონების ჩამოგდება. იახტა, რომელიც 2020 წელს გერმანულმა გემთმწარმოებელმა კომპანიამ ააგო, ამჟამად მდებარეობს პორტში იტალიის დასავლეთ სანაპიროზე.

აღსანიშნავია, რომ "ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, იახატასთან დაკავშირებით იტალიელმა სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.

ნავალნის ანტიკორუფციული ჯგუფი ადრე, 2021 წელს გამოქვეყნებულ ვიდეოში ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი მდიდრული სასახლე პუტინს ეკუთვნოდა. პუტინმა ყოველივე უარყო, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის დიდი ხნის მეგობარმა არკადი როტენბერგმა თქვა, რომ სასახლე რეალურად მას ეკუთვნოდა.