თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით მხარეთა პოზიციების დაახლოებაზე განაცხადა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული საკითხები ზელენსკისა და პუტინის დონეზე უნდა გადაწყდეს.
ამის შესახებ ჩავუშოღლუმ Hurriyet -თან ინტერვიუში ისაუბრა.
"კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით გამოიკვეთა მხარეთა პოზიციების დაახლოება. როგორც ჩვენ ვხედავთ, მათი პოზიციები პირველ ოთხ პუნქტში თითქმის თანხვედრაშია. ზოგიერთ საკითხი ხელმძღვანელების დონეზე არის გადასაწყვეტი“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
ის მიიჩნევს, რომ თუ მხარეები ამ პოზიციებს არ შეიცვლიან, ცეცხლის შეწყვეტის იმედი იარსებებს.
„ლიდერებს შორის ღია დამაკავშირებელი არხი არსებობს. ახლა ეს ნამდვილად ცნობილი გახდა“, - განმარტა ჩავუშოღლუმ.
ჩემი აზრით რუსეთი თუ დაშალეს ე.ი. ნატომ სრულყოფილ გამარჯვებას მიაღწია და ვრჩებით თურქეთის პირისპირ რომელიც ნატოს წევრია და ასევე ნატოს წევრი საბერძნეთი არ დაინდო თავის დროზე. აბა ყველა სულთანთან რიგში ხალათებზე
რა არის ეს პირველი ოთხი პუნქტი?იცის ვინმემ?