საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიზიტი "განსაკუთრებულ პირობებში", საუბარი რუსეთის შემზღუდავ სანქციებსა და აგვისტოს ომზე - რა განაცხადეს საქართველოს და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა?
ვიზიტი "განსაკუთრებულ პირობებში", საუბარი რუსეთის შემზღუდავ სანქციებსა და აგვისტოს ომზე  - რა განაცხადეს საქართველოს და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა?

კი­ევ­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ, პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მა­ტე­უშ მო­რა­ვეც­კი დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და ბა­თუმ­ში ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს შეხ­ვდა. რუ­სე­თის დღე­ვან­დე­ლი აგ­რე­სია არის აგ­რე­სია ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ - თი­თო­ე­ულ დან­გრე­ულ სახ­ლს კი­დევ ერთი სან­ქცია უნდა ემა­ტე­ბო­დეს. ეს ბარ­ბა­რო­სუ­ლი მიდ­გო­მა უკ­რა­ი­ნის მი­მართ მი­სა­ღე­ბი არ არის, - ამის შე­სა­ხებ პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, მა­თე­უშ მო­რა­ვი­ეც­კიმ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ერ­თად გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს.

"დღე­ვან­დე­ლი ჩემი ვი­ზი­ტი გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­რო­ბებ­შია. ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო, არა­ვი­თა­რი მი­ზე­ზე­ბის გამო, პრო­ვო­ცი­რე­ბის გა­რე­შე აგ­რე­სი­უ­ლი შე­ტა­კე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რუ­ლი ქვე­ყა­ნაა.

ეს არის მო­მენ­ტი, რო­დე­საც ჩვენ უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ ლეხ კა­ჩინ­სკის სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც თქვა 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს. ეს სი­ტყვე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ გა­მარ­თლდა. მან ბრძა­ნა, რომ დღეს არის სა­ქარ­თვე­ლო, ხვალ უკ­რა­ი­ნა, ზეგ ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბი და შე­საძ­ლოა, მო­ვი­დეს დრო ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, პო­ლო­ნე­თის­თვის.

გვახ­სოვს ის დრო, რო­დე­საც ზო­გის­თვის სა­სა­ცი­ლო იყო ეს სი­ტყვე­ბი, სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვამ­დნენ. თით­ქოს, ეს­მო­დათ ეს სი­ტყვე­ბი მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლად არ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა არ მი­უდ­გა. აღ­მოჩ­ნდა, რომ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა იყო. ჩვენს გუ­ლებ­ში ახლა ეს სი­ტუ­ა­ცი­აა, მძი­მეა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნა­წი­ლობ­რივ სრულ­დე­ბა. ძა­ლი­ან მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნია, რას გა­ვა­კე­თებთ ჩვენ ახლა, ამ უდი­დე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ზე სამ­ხედ­რო შე­ტა­კე­ბით.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ია­როს­ლავ კა­ჩინ­სკის­თან ერ­თად ვიმ­ყო­ფე­ბო­დით უკ­რა­ი­ნა­ში. ხმა­მაღ­ლა გან­ვა­ცხა­დეთ, რომ ჩვენ არ ვე­თან­ხმე­ბით რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კას. ჩვენ მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ მთლი­ა­ნად უკ­რა­ი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მე­ლიც იბ­რძვის არამ­ხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის­თვის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­საც და პო­ლო­ნე­თის­თვის.

მინ­და აქ, სა­ქარ­თვე­ლოს მი­წი­დან ვთქვა, რომ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­თან ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც ჩვენ ვა­ფა­სებთ ორი­ვე ერი, გა­მარ­თლე­ბუ­ლი და მხარ­დამ­ჭე­რი იყოს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის. რუ­სე­თის დღე­ვან­დე­ლი აგ­რე­სია არის აგ­რე­სია ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ, რო­მელ­საც ჩვენ, ორი­ვე ერი ვა­ფა­სებთ. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ეს აგ­რე­სია შე­ვა­ჩე­როთ. რა შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ. სან­ქცი­ე­ბი, რო­მე­ლიც იყო მი­ღე­ბუ­ლი ევ­რო­კო­მი­სი­ის მხრი­დან, პო­ლო­ნე­თი სან­ქცი­ე­ბის ინი­ცი­რე­ბას აკე­თებს, გვინ­და გა­ვაღ­რმა­ოთ სან­ქცი­ე­ბი. თი­თო­ე­ულ დან­გრე­ულ სახ­ლს კი­დევ ერთი სან­ქცია უნდა ემა­ტე­ბო­დეს. ეს ბარ­ბა­რო­სუ­ლი მიდ­გო­მა უკ­რა­ი­ნის მი­მართ არ არის მი­სა­ღე­ბი“,- აღ­ნიშ­ნავს მა­თე­უშ მო­რა­ვი­ეც­კი.

მო­რა­ვი­ეც­კის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის მიერ და ქარ­თვე­ლებ­ზე უკეთ უკ­რა­ი­ნე­ლებს ვე­რა­ვინ გა­უ­გებს.

"ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ შე­ვა­ჩე­როთ ეს აგ­რე­სია. რა შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ ამის­თვის? პო­ლო­ნე­თი გა­მო­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ სან­ქცი­ე­ბის პა­კე­ტე­ბი, რო­მე­ლიც უკვე მი­ღე­ბუ­ლია ევ­რო­პის საბ­ჭოს, ევ­რო­კო­მი­სი­ის მხრი­დან, გაღ­რმავ­დეს და თითო დან­გრე­ულ, და­ბომ­ბილ სახ­ლს თითო სან­ქცია და­ე­მა­ტოს იმი­ტომ, რომ უკ­რა­ი­ნის მი­მართ ეს ბარ­ბა­რო­სუ­ლი მიდ­გო­მა მი­უ­ღე­ბე­ლია. არის ხმე­ბი, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო ბო­ლომ­დე არ არის ჩარ­თუ­ლი სან­ქცი­ებ­ში, მაგ­რამ ბა­ტონ­მა პრე­მი­ერ­მა და­მარ­წმუ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ შე­ა­ჩე­როს ეს აგ­რე­სია, და­იც­ვას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და მხა­რი და­უ­ჭი­როს უკ­რა­ი­ნას, უკ­რა­ი­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს. ვინ გა­უ­გებს უკე­თე­სად უკ­რა­ი­ნას, თუ არა ქარ­თვე­ლე­ბი, ვი­ნა­ი­დან აფხა­ზე­თი და „სამ­ხრეთ ოსე­თი“ - ეს არის 20%, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ოკუ­პი­რე­ბუ­ლია ოკუ­პან­ტე­ბის მიერ“,- გა­ნა­ცხა­და პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მჯე­რა და მო­ვის­მი­ნე პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­გან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ექ­ნე­ბა ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რა პო­ლო­ნე­თის­გან ევ­რო­კავ­ში­რის გზა­ზე, - ამის შე­სა­ხებ კი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პო­ლო­ნელ კო­ლე­გას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას კარ­გად ეს­მის, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა არის გრძე­ლი გზა და ამის­თვის ქვე­ყა­ნას რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სჭირ­დე­ბა.

"შეხ­ვედ­რა­ზე ვრცე­ლი სა­უ­ბა­რი გვქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­კე­თე­ბულ გა­ნა­ცხად­ზე, რაც მარ­თლაც ის­ტო­რი­უ­ლი ნა­ბი­ჯია. ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი, ეს არ არის მხო­ლოდ მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს არის მო­სახ­ლე­ო­ბის არ­ჩე­ვა­ნი. პო­ლო­ნე­თი არის ჩვე­ნი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის ერ­თგუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი. მჯე­რა და მო­ვის­მი­ნე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­გან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ექ­ნე­ბა ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რა პო­ლო­ნე­თის­გან ამ გზა­ზე. ჩვენ კარ­გად გვეს­მის, რომ ეს არის გრძე­ლი გზა, გვჭირ­დე­ბა რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა, ბევ­რი პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვა იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი.

ჩვენ ასე­ვე მო­ვის­მი­ნეთ ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბის­გან, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი მი­ღე­ბა რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის არ იგეგ­მე­ბა და რომ ეს არის ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი. მაგ­რამ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ის შე­თან­ხმე­ბა, რო­მელ­საც ხელი მო­ვა­წე­რეთ, ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბას ვგუ­ლის­ხმობ ზედ­მი­წევ­ნით ვას­რუ­ლებთ, რაც მას­შია გა­წე­რი­ლი. მას შემ­დეგ ჩვენ კონ­კრე­ტუ­ლი, ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბი გვქონ­და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე, რო­გო­რი­ცაა თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბა და უვი­ზო რე­ჟი­მი, რომ­ლი­თაც ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ. ამი­ტომ ამ პრო­ცეს­ში კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო პო­ლო­ნეთს, რო­გორც ჩვენს ერ­თგულ და გულ­მხურ­ვა­ლე მხარ­დამ­ჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის. ჩვენ ასე­ვე გან­ვი­ხი­ლეთ სექ­ტო­რუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. აღ­ვნიშ­ნეთ, რომ არ­სე­ბობს დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გან­ვა­ვი­თა­როთ, ასევ ტუ­რიზ­მი და სხვა სექ­ტო­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. უნდა გა­ვა­აქ­ტი­უ­როთ ძა­ლის­ხმე­ვა სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის გან­მტკი­ცე­ბის მიზ­ნით და არ­სე­ბუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა არ უნდა და­ვაკ­ლოთ“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე გა­იხ­სნა და აგ­ვის­ტოს ომი და გა­ნა­ცხა­და, სამ­წუ­ხა­როდ, აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ მა­შინ­დე­ლი მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის მხრი­დან რუ­სე­თის მი­მართ არა­ვი­თა­რი სან­ქცია არ და­წე­სე­ბუ­ლაო..

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

მათეუშ, გამოიჩინეთ სიმამაცე და მიეცით თვითმფრინავები უკრაინას ცის ჩასაკეტად. ეს შეიტანს გარდატეხას უთანასწორო ომში, შეწყდება ნგრევა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა. სანქციები კი იმუშავებს, მაგრამ წლების შემდეგ. 

!
0

ჯვაროსნების შემოსევის ახალი ტალღა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ვიზიტი "განსაკუთრებულ პირობებში", საუბარი რუსეთის შემზღუდავ სანქციებსა და აგვისტოს ომზე - რა განაცხადეს საქართველოს და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა?

ვიზიტი "განსაკუთრებულ პირობებში", საუბარი რუსეთის შემზღუდავ სანქციებსა და აგვისტოს ომზე  - რა განაცხადეს საქართველოს და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა?

კიევში ვიზიტის შემდეგ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი დღეს საქართველოში ჩამოვიდა და ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. რუსეთის დღევანდელი აგრესია არის აგრესია ჩვენი ღირებულებების მიმართ - თითოეულ დანგრეულ სახლს კიდევ ერთი სანქცია უნდა ემატებოდეს. ეს ბარბაროსული მიდგომა უკრაინის მიმართ მისაღები არ არის, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორავიეცკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

"დღევანდელი ჩემი ვიზიტი განსაკუთრებულ პირობებშია. ეს არის უპრეცედენტო, არავითარი მიზეზების გამო, პროვოცირების გარეშე აგრესიული შეტაკება უკრაინაში, რომელიც საქართველოს მეგობრული ქვეყანაა.

ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა გავიხსენოთ ლეხ კაჩინსკის სიტყვები, რომელიც თქვა 2008 წლის 12 აგვისტოს. ეს სიტყვები, სამწუხაროდ გამართლდა. მან ბრძანა, რომ დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები და შესაძლოა, მოვიდეს დრო ჩვენი ქვეყნისთვის, პოლონეთისთვის.

გვახსოვს ის დრო, როდესაც ზოგისთვის სასაცილო იყო ეს სიტყვები, სერიოზულად არ აღიქვამდნენ. თითქოს, ესმოდათ ეს სიტყვები მაგრამ სერიოზულად არცერთი ქვეყანა არ მიუდგა. აღმოჩნდა, რომ წინასწარმეტყველება იყო. ჩვენს გულებში ახლა ეს სიტუაციაა, მძიმეა, რომ ეს ყველაფერი ნაწილობრივ სრულდება. ძალიან მნიშნველოვანია, რას გავაკეთებთ ჩვენ ახლა, ამ უდიდესი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რომელიც გამოწვეულია რუსეთის უკრაინაზე სამხედრო შეტაკებით.

რამდენიმე დღის წინ იაროსლავ კაჩინსკისთან ერთად ვიმყოფებოდით უკრაინაში. ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთის პოლიტიკას. ჩვენ მხარი დავუჭირეთ მთლიანად უკრაინის მოსახლეობას, რომელიც იბრძვის არამხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ საქართველოსაც და პოლონეთისთვის.

მინდა აქ, საქართველოს მიწიდან ვთქვა, რომ ჩვენ საქართველოს პრემიერთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ ორივე ერი, გამართლებული და მხარდამჭერი იყოს უკრაინელებისთვის. რუსეთის დღევანდელი აგრესია არის აგრესია ჩვენი ღირებულებების მიმართ, რომელსაც ჩვენ, ორივე ერი ვაფასებთ. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს აგრესია შევაჩეროთ. რა შეიძლება გავაკეთოთ. სანქციები, რომელიც იყო მიღებული ევროკომისიის მხრიდან, პოლონეთი სანქციების ინიცირებას აკეთებს, გვინდა გავაღრმაოთ სანქციები. თითოეულ დანგრეულ სახლს კიდევ ერთი სანქცია უნდა ემატებოდეს. ეს ბარბაროსული მიდგომა უკრაინის მიმართ არ არის მისაღები“,- აღნიშნავს მათეუშ მორავიეცკი.

მორავიეცკის თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ქართველებზე უკეთ უკრაინელებს ვერავინ გაუგებს.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს აგრესია. რა შეიძლება გავაკეთოთ ამისთვის? პოლონეთი გამოდის ინიციატივით, რომ სანქციების პაკეტები, რომელიც უკვე მიღებულია ევროპის საბჭოს, ევროკომისიის მხრიდან, გაღრმავდეს და თითო დანგრეულ, დაბომბილ სახლს თითო სანქცია დაემატოს იმიტომ, რომ უკრაინის მიმართ ეს ბარბაროსული მიდგომა მიუღებელია. არის ხმები, თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს უკრაინას, უკრაინის თავისუფლებას და სუვერენიტეტს. ვინ გაუგებს უკეთესად უკრაინას, თუ არა ქართველები, ვინაიდან აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ - ეს არის 20%, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია ოკუპანტების მიერ“,- განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მჯერა და მოვისმინე პოლონეთის პრემიერ-მინისტრისგან, რომ საქართველოს ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა პოლონეთისგან ევროკავშირის გზაზე, - ამის შესახებ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას კარგად ესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა არის გრძელი გზა და ამისთვის ქვეყანას რეფორმების განხორციელება სჭირდება.

"შეხვედრაზე ვრცელი საუბარი გვქონდა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გაკეთებულ განაცხადზე, რაც მართლაც ისტორიული ნაბიჯია. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ეს არ არის მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილება, ეს არის მოსახლეობის არჩევანი. პოლონეთი არის ჩვენი ევროინტეგრაციის ერთგული მხარდამჭერი. მჯერა და მოვისმინე პრემიერ-მინისტრისგან, რომ საქართველოს ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა პოლონეთისგან ამ გზაზე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის გრძელი გზა, გვჭირდება რეფორმების განხორციელება, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, ბევრი პრობლემის დაძლევა იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.

ჩვენ ასევე მოვისმინეთ ევროკავშირის ლიდერებისგან, რომ ევროკავშირში დაჩქარებული მიღება რომელიმე ქვეყნის არ იგეგმება და რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი. მაგრამ მოტივირებულები ვართ, რომ ის შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ასოცირების შეთანხმებას ვგულისხმობ ზედმიწევნით ვასრულებთ, რაც მასშია გაწერილი. მას შემდეგ ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები შედეგები გვქონდა ევროინტეგრაციის გზაზე, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. ამიტომ ამ პროცესში კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პოლონეთს, როგორც ჩვენს ერთგულ და გულმხურვალე მხარდამჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის. ჩვენ ასევე განვიხილეთ სექტორული თანამშრომლობა. აღვნიშნეთ, რომ არსებობს დიდი პოტენციალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განვავითაროთ, ასევ ტურიზმი და სხვა სექტორული მიმართულებები. უნდა გავააქტიუროთ ძალისხმევა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების მიზნით და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად ჩვენი ძალისხმევა არ უნდა დავაკლოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე გაიხსნა და აგვისტოს ომი და განაცხადა, სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან რუსეთის მიმართ არავითარი სანქცია არ დაწესებულაო..

იხილეთ ასევე: