საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე აქტუალური რევმატული დაავადებები – სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა
ყველაზე აქტუალური რევმატული დაავადებები – სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა

რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რისხს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აუ­ა­რე­სე­ბენ. მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი, მათ შო­რის, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი და დე­ფორ­მა­ცია, შე­ბო­ჭი­ლო­ბა, გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა, უყუ­რა­დღე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სულ უფრო მწვავ­დე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, შე­იძ­ლე­ბა ინ­ვა­ლი­დო­ბაც კი გა­მო­იწ­ვი­ოს.

რომ­ლე­ბია ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და მათი კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი და რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ იმი­სათ­ვის, რომ მათ­მა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბამ შე­უქ­ცე­ვა­დი ხა­სი­ა­თი არ მი­ი­ღოს – ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე თო­დუ­ას კლი­ნი­კის რევ­მა­ტო­ლოგ თამ­თა კო­ბა­ხი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

რომ­ლე­ბია ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ჯან­მრთე­ლო­ბის რა პრობ­ლე­მებს იწ­ვე­ვენ ისი­ნი?

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ოს­ტე­ო­ართრო­ზია. მას შე­უძ­ლია და­ა­ზი­ა­ნოს, რო­გორც ძვლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რა, ისე მის ირ­გვლივ მდე­ბა­რე ქსო­ვი­ლე­ბი – ხრტი­ლო­ვა­ნი მასა, კუნ­თე­ბი და სხვა. ამ და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი 40 წლის ზე­მოთ ქალ­ბა­ტო­ნებ­სა და 50 წლის ზე­მოთ მა­მა­კა­ცებ­ში უფრო დი­დია. ასე­ვე, საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სახ­სრებ­ში ან­თე­ბით ვლინ­დე­ბა, იწ­ვევს სახ­სრე­ბის დე­ფორ­მა­ცი­ას და საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი აპა­რა­ტის მოშ­ლას. და­ა­ვა­დე­ბას შე­უძ­ლია ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბიც და­ა­ზი­ა­ნოს.

თუ ამ და სხვა რევ­მა­ტულ პა­თო­ლო­გი­ებს დრო­უ­ლად არ მი­ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას, პრო­ცე­სი სულ უფრო გამ­წვავ­დე­ბა, გა­იზ­რდე­ბა ტკი­ვი­ლის ინ­ტენ­სი­ვო­ბა, სულ უფრო შე­ე­ზღუ­დე­ბა პა­ცი­ენტს მოძ­რა­ო­ბა და შე­იძ­ლე­ბა ის ინ­ვა­ლი­დო­ბის საფრ­თხის წი­ნა­შეც დად­გეს.

რა არის ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი, რა ფაქ­ტო­რე­ბი ახ­დე­ნენ მათ პრო­ვო­ცი­რე­ბას?

რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბაა. მათ გა­მოვ­ლე­ნას კი ხელს მთე­ლი რიგი ფაქ­ტო­რე­ბი უწყო­ბენ, მათ შო­რის, ჭარ­ბი წონა და ტრავ­მა, რომ­ლებ­მაც, შე­საძ­ლოა, საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მა და­ა­ზი­ა­ნოს და გარ­კვე­უ­ლი სა­ხის ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. ქა­ლებ­ში ოს­ტე­ო­ართრო­ზის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზი ხში­რად ნა­ად­რე­ვი მე­ნო­პა­უ­ზაა ხოლ­მე. არის ასე­თი რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა – პო­დაგ­რუ­ლი ართრი­ტი, რო­მელ­საც პუ­რი­ნუ­ლი ცვლის დარ­ღვე­ვა იწ­ვევს. ამ პრო­ცესს კი, ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აჩ­ქა­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი, ნორ­მა­ლუ­რი წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ვარ­ჯი­ში, ალ­კოჰოლ­სა და მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე უა­რის თქმა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, იმი­სათ­ვის, რომ რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კე­ბი შემ­ცირ­დეს.

რა სიმპტო­მე­ბით ვლინ­დე­ბა რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რა ნიშ­ნებ­ზე უნდა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა?

ოს­ტე­ო­ართრო­ზის დროს წამ­ყვა­ნი სიმპტო­მი არის ტკი­ვი­ლი მსხვილ სახ­სრებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა მუხ­ლის, მენჯ-ბარ­ძა­ყის, კოჭ-ძვლის, მხრის სახ­სრე­ბი და ა.შ. ასე­ვე, პა­ცი­ენტს ეზღუ­დე­ბა მოძ­რა­ო­ბა, აქვს სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბა. ტკი­ვი­ლი რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტის­თვი­სა­ცაა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, თუმ­ცა, ის ან­თე­ბი­თი ხა­სი­ა­თი­საა. ამ დროს ხში­რია სახ­სრე­ბის შე­შუ­პე­ბაც და მათი სი­მეტ­რი­ის დარ­ღვე­ვა. ერთ-ერთი რევ­მა­ტუ­ლი პა­თო­ლო­გია – ბეხ­ტე­რე­ე­ვის და­ა­ვა­დებ, რო­მე­ლიც საყ­რდენ მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მის დარ­ღვე­ვას იწ­ვევს, კლი­ნი­კუ­რი გა­მოვლნე­ბით ისა­ხე­ბა ტკი­ვი­ლი და მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა ხერ­ხემ­ლის სვე­ტის წე­ლის მა­ლე­ბის საპ­რო­ექ­ციო არე­ში.

რო­გო­რი ხდე­ბა რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და რა სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში?

რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბის­თვის, მათი გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბი­სა და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის და­სად­გე­ნად კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვაა სა­ჭი­რო. დი­აგ­ნოს­ტი­კა უნდა მო­ი­ცავ­დეს, რო­გორც ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ, ისე ინ­სტრუ­მენ­ტულ კვლე­ვებს. „თო­დუ­ას კლი­ნი­კა ვე­რა­ზე“ სრუ­ლა­დაა აღ­ჭურ­ვი­ლი იმი­სათ­ვის, რომ ჩი­ვი­ლე­ბით მო­სულ პა­ცი­ენტს ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­დეს და ზუს­ტად დად­გინ­დეს რა რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა აქვს და გან­ვი­თა­რე­ბის რა ეტაპ­ზეა ის.

რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს რენტგე­ნო­ლო­გი­ურ გა­მოკ­ვლე­ვებს. ვა­ტა­რებთ კომ­პი­უ­ტე­რულ და მაგ­ნი­ტო­რე­ზო­ნან­სულ ტო­მოგ­რა­ფი­ებს. ამას­თან ერ­თად, თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში, გვაქვს დენ­სი­ტო­მეტ­რი­უ­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც, რო­მე­ლიც ოს­ტე­ო­პო­რო­ზის სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო თა­ნა­მედ­რო­ვე და უახ­ლე­სი მე­თო­დია.

მკურ­ნა­ლო­ბის რა მე­თო­დე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს?

პირ­ველ რიგ­ში, რევ­მა­ტუ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სას მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ თე­რა­პი­ას ვეყ­რდნო­ბით. ასე­ვე, ვა­ტა­რებთ სახ­სარ­ში­და ინექ­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის სახ­სარ­ში კუ­პი­რე­ბას ახ­დენს და პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აუმ­ჯო­ბე­სებს. რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბა უკვე შორსწა­სუ­ლია და სახ­სრის მე­სა­მე-მე­ო­თხე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბაა, მკურ­ნა­ლო­ბა­ში ტრავ­მა­ტო­ლო­გიც ერ­თვე­ბა. ასეთ დროს ქი­რურ­გი­უ­ლი გა­და­წყვე­ტაა სა­ჭი­რო და შე­საძ­ლოა, პა­ცი­ენტს ენ­დოპ­რო­თე­ზი­რე­ბაც დას­ჭირ­დეს.

უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ქრო­ნი­კუ­ლია და მკურ­ნა­ლო­ბის მი­ზა­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად ხან­გრძლი­ვი რე­მი­სი­ის მიღ­წე­ვაა. ეს ნიშ­ნავს, რომ პა­ცი­ენტს, რაც შე­იძ­ლე­ბა დიდი ხნით უნდა მო­ვუხ­სნათ ტკი­ვი­ლი, მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა და სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ჩი­ვი­ლი, რათა მან სრულ­ფა­სოვ­ნად გა­აგ­რძე­ლოს ცხოვ­რე­ბა. ეს კი ნამ­დვი­ლა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუ დრო­უ­ლად და მა­ღა­ლი სი­ზუს­ტით დავ­სვამთ დი­აგ­ნოზს და და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი ჩა­ერ­თვე­ბა.

NS

ავტორი:

ყველაზე აქტუალური რევმატული დაავადებები – სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა

ყველაზე აქტუალური რევმატული დაავადებები – სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა

რევმატული დაავადებები პაციენტების ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებენ. მათთვის დამახასიათებელი ნიშნები, მათ შორის, სახსრების ტკივილი და დეფორმაცია, შებოჭილობა, გადაადგილების შეზღუდვა, უყურადღებობის შემთხვევაში სულ უფრო მწვავდება და საბოლოოდ, შეიძლება ინვალიდობაც კი გამოიწვიოს.

რომლებია ყველაზე გავრცელებული რევმატული დაავადებები და მათი კლინიკური ნიშნები და როგორ უნდა მოვიქცეთ იმისათვის, რომ მათმა მიმდინარეობამ შეუქცევადი ხასიათი არ მიიღოს – ამ და სხვა საკითხებზე თოდუას კლინიკის რევმატოლოგ თამთა კობახიძეს ვესაუბრეთ.

რომლებია ყველაზე გავრცელებული რევმატული დაავადებები და ჯანმრთელობის რა პრობლემებს იწვევენ ისინი?

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე გავრცელებული რევმატული დაავადება ოსტეოართროზია. მას შეუძლია დააზიანოს, როგორც ძვლოვანი სტრუქტურა, ისე მის ირგვლივ მდებარე ქსოვილები – ხრტილოვანი მასა, კუნთები და სხვა. ამ დაავადების განვითარების რისკი 40 წლის ზემოთ ქალბატონებსა და 50 წლის ზემოთ მამაკაცებში უფრო დიდია. ასევე, საკმაოდ გავრცელებულია რევმატოიდული ართრიტები, რომლებიც სახსრებში ანთებით ვლინდება, იწვევს სახსრების დეფორმაციას და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მოშლას. დაავადებას შეუძლია შინაგანი ორგანოებიც დააზიანოს.

თუ ამ და სხვა რევმატულ პათოლოგიებს დროულად არ მივაქცევთ ყურადღებას, პროცესი სულ უფრო გამწვავდება, გაიზრდება ტკივილის ინტენსივობა, სულ უფრო შეეზღუდება პაციენტს მოძრაობა და შეიძლება ის ინვალიდობის საფრთხის წინაშეც დადგეს.

რა არის ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზები, რა ფაქტორები ახდენენ მათ პროვოცირებას?

რევმატული დაავადებების მთავარი მიზეზი გენეტიკური წინასწარგანწყობაა. მათ გამოვლენას კი ხელს მთელი რიგი ფაქტორები უწყობენ, მათ შორის, ჭარბი წონა და ტრავმა, რომლებმაც, შესაძლოა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა დააზიანოს და გარკვეული სახის ცვლილებები გამოიწვიოს. ქალებში ოსტეოართროზის განვითარების მიზეზი ხშირად ნაადრევი მენოპაუზაა ხოლმე. არის ასეთი რევმატული დაავადება – პოდაგრული ართრიტი, რომელსაც პურინული ცვლის დარღვევა იწვევს. ამ პროცესს კი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება მნიშვნელოვნად აჩქარებს. შესაბამისად, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ნორმალური წონის შენარჩუნება, ვარჯიში, ალკოჰოლსა და მავნე ჩვევებზე უარის თქმა, აუცილებელია, იმისათვის, რომ რევმატული დაავადებების განვითარების რისკები შემცირდეს.

რა სიმპტომებით ვლინდება რევმატული დაავადებები, რა ნიშნებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ოსტეოართროზის დროს წამყვანი სიმპტომი არის ტკივილი მსხვილ სახსრებში, როგორებიცაა მუხლის, მენჯ-ბარძაყის, კოჭ-ძვლის, მხრის სახსრები და ა.შ. ასევე, პაციენტს ეზღუდება მოძრაობა, აქვს სიმძიმის შეგრძნება. ტკივილი რევმატოიდული ართრიტისთვისაცაა დამახასიათებელი, თუმცა, ის ანთებითი ხასიათისაა. ამ დროს ხშირია სახსრების შეშუპებაც და მათი სიმეტრიის დარღვევა. ერთ-ერთი რევმატული პათოლოგია – ბეხტერეევის დაავადებ, რომელიც საყრდენ მამოძრავებელი სისტემის დარღვევას იწვევს, კლინიკური გამოვლნებით ისახება ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა ხერხემლის სვეტის წელის მალების საპროექციო არეში.

როგორი ხდება რევმატული დაავადებების დიაგნოსტირება და რა სადიაგნოსტიკო საშუალებებია თოდუას კლინიკაში?

რევმატული დაავადებების დიფერენცირებისთვის, მათი განვითარების ეტაპებისა და მიმდინარეობის თავისებურებების დასადგენად კომპლექსური კვლევაა საჭირო. დიაგნოსტიკა უნდა მოიცავდეს, როგორც ლაბორატორიულ, ისე ინსტრუმენტულ კვლევებს. „თოდუას კლინიკა ვერაზე“ სრულადაა აღჭურვილი იმისათვის, რომ ჩივილებით მოსულ პაციენტს ნებისმიერი ტიპის კვლევა ჩაუტარდეს და ზუსტად დადგინდეს რა რევმატული დაავადება აქვს და განვითარების რა ეტაპზეა ის.

რევმატული დაავადებების დიაგნოსტიკაში წამყვანი ადგილი უჭირავს რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს. ვატარებთ კომპიუტერულ და მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიებს. ამასთან ერთად, თოდუას კლინიკაში, გვაქვს დენსიტომეტრიული კვლევის ჩატარების შესაძლებლობაც, რომელიც ოსტეოპოროზის სადიაგნოსტიკო თანამედროვე და უახლესი მეთოდია.

მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება რევმატული დაავადებების დროს?

პირველ რიგში, რევმატული პათოლოგიების მკურნალობისას მედიკამენტოზურ თერაპიას ვეყრდნობით. ასევე, ვატარებთ სახსარშიდა ინექციებს, რომლებიც ანთებითი პროცესების სახსარში კუპირებას ახდენს და პაციენტის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. როდესაც დაავადება უკვე შორსწასულია და სახსრის მესამე-მეოთხე ხარისხის დაზიანებაა, მკურნალობაში ტრავმატოლოგიც ერთვება. ასეთ დროს ქირურგიული გადაწყვეტაა საჭირო და შესაძლოა, პაციენტს ენდოპროთეზირებაც დასჭირდეს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ რევმატული დაავადებები ქრონიკულია და მკურნალობის მიზანი მაქსიმალურად ხანგრძლივი რემისიის მიღწევაა. ეს ნიშნავს, რომ პაციენტს, რაც შეიძლება დიდი ხნით უნდა მოვუხსნათ ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა და სხვა ნებისმიერი ჩივილი, რათა მან სრულფასოვნად გააგრძელოს ცხოვრება. ეს კი ნამდვილადაა შესაძლებელი, თუ დროულად და მაღალი სიზუსტით დავსვამთ დიაგნოზს და დაავადების მართვაში კვალიფიციური სპეციალისტი ჩაერთვება.

NS

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"