პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნებამ“ თქვა, რომ არ აპირებს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ეს პარტია უფრო შორს წავიდეს - ზაზა თავაძე
"ოცნებამ“ თქვა, რომ არ აპირებს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ეს პარტია უფრო შორს წავიდეს - ზაზა თავაძე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­ტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რი ზაზა თა­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ თქვა, არ აპი­რებს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბას, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია უფრო შორ­საც წა­ვი­დეს.

რო­გორც ზაზა თა­ვა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "ნი­უს­რუ­მი“ გა­ნა­ცხა­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ თქვეს, არ აპი­რე­ბენ იმ­პიჩ­მენ­ტის და­წყე­ბას პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ, მათ სი­ტყვას ფასი არ აქვს.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა პარ­ლა­მენ­ტში წა­რად­გი­ნა ის სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­ით ჰქონ­და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. ვხე­დავთ, რომ ამას მმარ­თვე­ლი გუნ­დი­დან სრუ­ლი ის­ტე­რია მოჰ­ყვა. კერ­ძოდ, გა­მო­ი­ყე­ნეს პო­ლიტ­საბ­ჭოს ტრი­ბუ­ნა და იქი­დან მოხ­და სა­კონ­სი­ტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნის გზით პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ დევ­ნის და­ა­ნონ­სე­ბა. ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა გაჟ­ღერ­და - პირ­ვე­ლი იყო ის, რომ პრე­ზი­დენ­ტმა კონ­სტი­ტუ­ცია და­არ­ღვია და სხვის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­იჭ­რა. შე­სა­ბა­მი­სად, აქე­დან შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ და დას­კვნა გა­ვა­კე­თოთ, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხრი­დან ეს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ერ­თა­დერთ მი­ზანს იმა­ზე, რომ პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტ­ზე მათ ხელ­ში ჰქონ­დეთ ბერ­კე­ტი, რათა არ მო­ის­მი­ნონ კრი­ტი­კუ­ლი სი­ტყვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ისი­ნი კრი­ტი­კუ­ლი სი­ტყვის მი­მართ ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რად რე­ა­გი­რე­ბენ. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი იყო თუნ­დაც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ბა­ტა­ლი­ე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მათი მხრი­დან კი­დევ უფრო შორს წას­ვლა არ უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ ზე­წო­ლის ნა­წილ­ში“, - აცხა­დებს ზაზა თა­ვა­ძე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში, სა­კონ­ტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნის მხრივ სუ­ბი­ექ­ტი შე­საძ­ლოა, იყოს რო­გორც მთავ­რო­ბა, ისე პარ­ლა­მენ­ტის წევრთა გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა.

"კონ­სტი­ტუ­ცია ად­გენს ჩა­ნა­წერს, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი წავ­ლენ კომ­პე­ტენ­ცი­უ­რი და­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, სჭირ­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის წევრთა 1/5, ეს არის 30 დე­პუ­ტა­ტი, რომ­ლე­ბიც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სარ­ჩე­ლით მი­მარ­თა­ვენ და ისი­ნი მო­ი­თხო­ვენ ხომ არ და­არ­ღვია პრე­ზი­დენ­ტმა რა­ი­მე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რაც ექ­სკლუ­ზი­უ­რად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­საძ­ლოა იყოს თვი­თონ მთავ­რო­ბის მიერ სარ­ჩე­ლის ინი­ცი­რე­ბა პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ და აქაც კომ­პე­ტენ­ცი­უ­რი დავა იქ­ნე­ბა. რა­ტომ ვე­ძა­ხით ამას კომ­პე­ტენ­ცი­ურ და­ვას? პო­ლიტ­საბ­ჭო­ზეც აღ­ნიშ­ნეს, რომ პრე­ზი­დენ­ტმა მათ არ შე­უ­თან­ხმა ვი­ზი­ტი, რო­მე­ლიც უცხო­ეთ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ეს იყო ერთი სა­კი­თხი. მე­ო­რე სა­კი­თხი იყო ის, რომ პრე­ზი­დენ­ტი ხელს არ აწერს ელ­ჩე­ბის და­ნიშ­ვნას და მე­სა­მე სა­კი­თხი - თით­ქოს პრე­ზი­დენ­ტმა და­არ­ღვია პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტი, რო­დე­საც მან უკ­რა­ი­ნის ელ­ჩის მო­ად­გი­ლე მი­იყ­ვა­ნა პარ­ლა­მენ­ტში. ამ სამ სა­კითხს ედა­ვე­ბი­ან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს თუმ­ცა, პირ­და­პირ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ამ კომ­პე­ტენ­ცი­ურ და­ვას არა­ნა­ი­რი პერ­სპექ­ტი­ვა დიდი ალ­ბა­თო­ბით არ უნდა ჰქონ­დეს. სა­კონ­ტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს შე­სა­ხებ ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, სა­კონ­ტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, რომ ნორ­მა­ტი­უ­ლი აქტი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დი­ო­დეს კონ­ტი­ტუ­ცი­ას­თან. ამ შემ­თხვე­ვა­ში, პრე­ზი­დენტს გა­მო­ცე­მუ­ლი უნდა ჰქონ­დეს ეს ნორ­მა­ტი­უ­ლი აქტი, რა­საც სა­და­ვოს გახ­დის ესა თუ ის მო­და­ვე მხა­რე. მე, რო­გორც ვხე­დავ, ასე­თი აქტი ჩვენ სა­ხე­ზე არ გავ­ქვს, რო­გორც უცხო­ეთ­ში ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ისე ელ­ჩე­ბის და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ზაზა თა­ვა­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ პრე­ზი­დენტს ჰქონ­და უფ­ლე­ბა, რომ ამა თუ იმ წარ­დგე­ნილ კან­დი­დატ­ზე უარი ეთ­ქვა, რად­გა­ნაც ეს აკ­რძა­ლუ­ლი არ აქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ოცნებამ“ თქვა, რომ არ აპირებს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ეს პარტია უფრო შორს წავიდეს - ზაზა თავაძე

"ოცნებამ“ თქვა, რომ არ აპირებს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ეს პარტია უფრო შორს წავიდეს - ზაზა თავაძე

საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, პარტია "საქართველოსთვის“ წევრი ზაზა თავაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ“ თქვა, არ აპირებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, გამორიცხული არ არის, რომ მმართველი პარტია უფრო შორსაც წავიდეს.

როგორც ზაზა თავაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "ნიუსრუმი“ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მათ თქვეს, არ აპირებენ იმპიჩმენტის დაწყებას პრეზიდენტის მიმართ, მათ სიტყვას ფასი არ აქვს.

"საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში წარადგინა ის საკითხები, რომელიც კონსტიტუციით ჰქონდა მინიჭებული. ვხედავთ, რომ ამას მმართველი გუნდიდან სრული ისტერია მოჰყვა. კერძოდ, გამოიყენეს პოლიტსაბჭოს ტრიბუნა და იქიდან მოხდა საკონსიტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით პრეზიდენტის მიმართ დევნის დაანონსება. ორი მიმართულება გაჟღერდა - პირველი იყო ის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და სხვის კომპეტენციაში შეიჭრა. შესაბამისად, აქედან შეგვიძლია გავაანალიზოთ და დასკვნა გავაკეთოთ, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ეს ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს იმაზე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტზე მათ ხელში ჰქონდეთ ბერკეტი, რათა არ მოისმინონ კრიტიკული სიტყვა. მოგეხსენებათ, ისინი კრიტიკული სიტყვის მიმართ ძალიან სენსიტიურად რეაგირებენ. ამის ნათელი მაგალითი იყო თუნდაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბოლოდროინდელი ბატალიები. შესაბამისად, მათი მხრიდან კიდევ უფრო შორს წასვლა არ უნდა გამოვრიცხოთ პრეზიდენტის მიმართ ზეწოლის ნაწილში“, - აცხადებს ზაზა თავაძე.

მისივე განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, საკონტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის მხრივ სუბიექტი შესაძლოა, იყოს როგორც მთავრობა, ისე პარლამენტის წევრთა გარკვეული რაოდენობა.

"კონსტიტუცია ადგენს ჩანაწერს, პირველ შემთხვევაში, თუ ისინი წავლენ კომპეტენციური დავის მიმართულებით, ასეთ შემთხვევაში, სჭირდება პარლამენტის წევრთა 1/5, ეს არის 30 დეპუტატი, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ და ისინი მოითხოვენ ხომ არ დაარღვია პრეზიდენტმა რაიმე უფლებამოსილება, რაც ექსკლუზიურად საქართველოს პარლამენტს აქვს მინიჭებული. მეორე მიმართულება შესაძლოა იყოს თვითონ მთავრობის მიერ სარჩელის ინიცირება პრეზიდენტის წინააღმდეგ და აქაც კომპეტენციური დავა იქნება. რატომ ვეძახით ამას კომპეტენციურ დავას? პოლიტსაბჭოზეც აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა მათ არ შეუთანხმა ვიზიტი, რომელიც უცხოეთში განახორციელა, ეს იყო ერთი საკითხი. მეორე საკითხი იყო ის, რომ პრეზიდენტი ხელს არ აწერს ელჩების დანიშვნას და მესამე საკითხი - თითქოს პრეზიდენტმა დაარღვია პარლამენტის რეგლამენტი, როდესაც მან უკრაინის ელჩის მოადგილე მიიყვანა პარლამენტში. ამ სამ საკითხს ედავებიან სალომე ზურაბიშვილს თუმცა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამ კომპეტენციურ დავას არანაირი პერსპექტივა დიდი ალბათობით არ უნდა ჰქონდეს. საკონტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, საკონტიტუციო სასამართლოში დავის განხორციელებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ნორმატიული აქტი წინააღმდეგობაში მოდიოდეს კონტიტუციასთან. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტს გამოცემული უნდა ჰქონდეს ეს ნორმატიული აქტი, რასაც სადავოს გახდის ესა თუ ის მოდავე მხარე. მე, როგორც ვხედავ, ასეთი აქტი ჩვენ სახეზე არ გავქვს, როგორც უცხოეთში ვიზიტთან დაკავშირებით, ისე ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზაზა თავაძემ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ჰქონდა უფლება, რომ ამა თუ იმ წარდგენილ კანდიდატზე უარი ეთქვა, რადგანაც ეს აკრძალული არ აქვს.