პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ციხეში იჯდეს?" - სააკაშვილი ჰააგის პროკურორის მიერ ცხინვალელი ექსმაღალჩინოსნების დაკავების მოთხოვნაზე
"სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ციხეში იჯდეს?" - სააკაშვილი ჰააგის პროკურორის მიერ ცხინვალელი ექსმაღალჩინოსნების დაკავების მოთხოვნაზე

ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სი­მარ­თლის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბაა, ჩემი მთლი­ა­ნად გა­მარ­თლე­ბა - მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლა ქარ­თველს - სა­დამ­დე უნდა ით­მი­ნოთ, რომ ამ­ხე­ლა გა­მარ­ჯვე­ბის ავ­ტო­რი ჩემი სა­ხით, ახლა ქარ­თულ ცი­ხე­ში იჯ­დეს?,- ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რო­რის, კა­რიმ ხა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, აგ­ვის­ტოს ომის საქ­მე­ზე სამი პი­რის და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი გა­მო­ი­ცა.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლომ სამ­ხედ­რო და­ნა­შა­ულ­ში რუ­სუ­ლი მხა­რე ამ­ხი­ლა.

“ძა­ლი­ან დიდი ის­ტო­რი­უ­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და - ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ ბო­ლომ­დე გაგ­ვა­მარ­თლა - "ქარ­თუ­ლი მხა­რე ახორ­ცი­ე­ლებ­და თავ­დაც­ვას და მოქ­მე­დებ­და ომის ყვე­ლა წე­სის დაც­ვით". მან სამ­ხედ­რო და­ნა­შა­ულ­ში რუ­სუ­ლი მხა­რე ამ­ხი­ლა, გე­ნე­რალ ბო­რი­სოვ­ზე, რო­მე­ლიც უკვე გარ­დაც­ვლი­ლია და ასე­ვე სამ ეთ­ნი­კუ­რად ოს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ზე, და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი გას­ცა. წუ­ლუ­კი­ან­მა, ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა რომ მე და­ვე­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ნე და არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­და.

ეს სი­მარ­თლის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბაა. ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მყა­რი გა­რან­ტია. ეს არის ჩემი მთლი­ა­ნად გა­მარ­თლე­ბა.

ბო­ლოს, მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლა ქარ­თველს - სა­დამ­დე უნდა ით­მი­ნოთ, რომ ამ­ხე­ლა გა­მარ­ჯვე­ბის ავ­ტო­რი ჩემი სა­ხით, ახლა ქარ­თულ ცი­ხე­ში იჯ­დეს. და ვინც ამას ით­მენს, თუნ­დაც დღე­ვან­დე­ლი დღის შემ­დეგ, არ შერ­ცხვე­ბა?!

ჩე­მის მხრივ, უზო­მოდ ამა­ყი ვარ ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი ჯა­რით, რო­მელ­მაც უმაღ­ლე­სი კლა­სი აჩ­ვე­ნა არამ­ხო­ლოდ ბრძო­ლა­ში, არა­მედ ისე იომა, რომ არა­ვის უფ­ლე­ბა არ და­ურ­ღვე­ვია, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლია ომის დროს.

"მძი­ნა­რე ცხინ­ვა­ლის და­ბომბვის" აპო­ლი­გე­ტებს თუ ღვი­ძავთ ნე­ტავ?!“, - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს (ICC) პრო­კუ­რორ­მა, კა­რიმ ხან­მა აგ­ვის­ტოს ომის საქ­მე­ზე სამი პი­რის და­კა­ვე­ბის ორ­დე­რის­თვის გა­ნა­ცხა­დი შე­ი­ტა­ნა.

კა­რიმ ხა­ნის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი არი­ან : გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი მი­ხა­ილ მინ­ძა­ე­ვი, რო­მე­ლიც 2005-2008 წლებ­ში „სამ­ხრეთ ოსე­თის“ დე ფაქ­ტო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო; გამ­ლეტ გუჩ­მა­ზო­ვი, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტოს ომის დროს „სამ­ხრეთ ოსე­თის“ დე ფაქ­ტო „ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს“ წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უფ­რო­სი იყო; და­ვით სა­ნა­კო­ე­ვი, “სამ­ხრეთ ოსე­თის“ ე.წ. „პრე­ზი­დენ­ტის“ დე ფაქ­ტო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­კი­თხებ­ში, ასე­ვე ცნო­ბი­ლი რო­გორც „ომ­ბუდსმე­ნი“ აგ­ვის­ტოს ომის მოვ­ლე­ნე­ბის დროს.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tbiliseli
0

წარმოიდგინეთ ამ დამარცხებულს, მართლა რომ გაემარჯვა ომში რას იზავდა!!!

ლლლლლლლლლლლლლლლლ
1

ნუ ნერვიულობ კიდევ დაგიმატებენ რამდენიმე წელს,ამასობაში ომიც მორჩება და ისევ დაუბრუნდები მშობლიურ უკრაინას

ავტორი:

"სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ციხეში იჯდეს?" - სააკაშვილი ჰააგის პროკურორის მიერ ცხინვალელი ექსმაღალჩინოსნების დაკავების მოთხოვნაზე

"სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ციხეში იჯდეს?" - სააკაშვილი ჰააგის პროკურორის მიერ ცხინვალელი ექსმაღალჩინოსნების დაკავების მოთხოვნაზე

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება სიმართლის ისტორიული გამარჯვებაა, ჩემი მთლიანად გამართლება - მინდა მივმართო ყველა ქართველს - სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ახლა ქართულ ციხეში იჯდეს?,- ასე ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰააგის სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერი გამოიცა.

როგორც სააკაშვილი განმარტავს, ჰააგის სასამართლომ სამხედრო დანაშაულში რუსული მხარე ამხილა.

“ძალიან დიდი ისტორიული ამბავი მოხდა - ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბოლომდე გაგვამართლა - "ქართული მხარე ახორციელებდა თავდაცვას და მოქმედებდა ომის ყველა წესის დაცვით". მან სამხედრო დანაშაულში რუსული მხარე ამხილა, გენერალ ბორისოვზე, რომელიც უკვე გარდაცვლილია და ასევე სამ ეთნიკურად ოს რუსეთის მოქალაქეზე, დაპატიმრების ორდერი გასცა. წულუკიანმა, ივანიშვილის დავალებით, ყველაფერი გააკეთა რომ მე დავედანაშაულებინე და არაფერი გამოუვიდა.

ეს სიმართლის ისტორიული გამარჯვებაა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მყარი გარანტია. ეს არის ჩემი მთლიანად გამართლება.

ბოლოს, მინდა მივმართო ყველა ქართველს - სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ახლა ქართულ ციხეში იჯდეს. და ვინც ამას ითმენს, თუნდაც დღევანდელი დღის შემდეგ, არ შერცხვება?!

ჩემის მხრივ, უზომოდ ამაყი ვარ ჩვენი ქართული ჯარით, რომელმაც უმაღლესი კლასი აჩვენა არამხოლოდ ბრძოლაში, არამედ ისე იომა, რომ არავის უფლება არ დაურღვევია, რაც ძალიან რთულია ომის დროს.

"მძინარე ცხინვალის დაბომბვის" აპოლიგეტებს თუ ღვიძავთ ნეტავ?!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა, კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადი შეიტანა.

კარიმ ხანის განცხადებით, აღნიშნული პირები არიან : გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005-2008 წლებში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო; გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი იყო; დავით სანაკოევი, “სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „პრეზიდენტის“ დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.