საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი შიმ­ში­ლო­ბას წყვეტს. რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ახლა სა­ჭი­როა საღი აზრი, ჯან­მრთე­ლო­ბა და სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია, სიძ­ლი­ე­რე სი­სუს­ტის ნაც­ვლად.

"მოვ­ლე­ნე­ბი ვი­თარ­დე­ბა ზუს­ტად ისე, რო­გორც წლე­ბის წინ ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე. რუ­სე­თის იმ­პე­რია სულს ღა­ფავს ჩემი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქის, კი­ე­ვის მი­სად­გო­მებ­თან. გმი­რი უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი, მთა­ვარ­სარ­დალ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მე­თა­უ­რო­ბით, ამ ეპო­ქა­ლურ ომს იგებს. მსოფ­ლიო ჩვენს თვალ­წინ იც­ვლე­ბა. კი­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ახა­ლი კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი და ამ­ჟა­მად, თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს დე­და­ქა­ლა­ქია და ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­უძ­ლებს.

ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ჩვენ, რო­გორც არას­დროს გვჭირ­დე­ბა ერ­თი­ა­ნო­ბა და მომ­ზა­დე­ბა. იმ დრო­ის­თვის, როცა სი­მარ­თლის მო­მენ­ტი დად­გე­ბა, ჩემ­თვის სო­ხუ­მის მშვი­დო­ბი­ა­ნი დაბ­რუ­ნე­ბის გზა გა­დის კი­ევ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და აყ­ვა­ვე­ბა გა­დის კი­ევ­ზე.

ახლა ჩვენ გვჭირ­დე­ბა არა და­სუს­ტე­ბა, არა­მედ ძა­ლის მოკ­რე­ბა, რო­მე­ლიც მალე ძა­ლი­ან გა­მოგ­ვად­გე­ბა. ეს შე­მე­ხე­ბა მეც.

მი­ვი­ღე წე­რი­ლი იმ ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც 2014 წლი­დან იცა­ვენ უკ­რა­ი­ნას, რომ­ლე­ბი­თაც ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ და მათ­თან ვმე­გობ­რობ. ისი­ნი მთხო­ვენ, შევ­წყვი­ტო შიმ­ში­ლო­ბა და რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად, ძა­ლე­ბის სრუ­ლი მოკ­რე­ბით ჩა­ვერ­თო ბრძო­ლა­ში. იგი­ვე თხოვ­ნა მო­დის უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან, რომ­ლებ­თა­ნაც მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზე ვარ.

ამი­ტომ, მე-20 დღეს მე შევ­წყვეტ შიმ­ში­ლო­ბას. ახლა გვჭირ­დე­ბა საღი აზრი, ჯან­მრთე­ლო­ბა და სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია, სიძ­ლი­ე­რე სი­სუს­ტის ნაც­ვლად. ჩვენ გა­მარ­ჯვე­ბას სრულ მზად­ყოფ­ნა­ში უნდა შევ­ხვდეთ!“ - აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 92 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tbiliseli
0

ამას მართლა ჰგონია რომ , ხალხს ჰგონია რომ შიმშილობდა????!!!

დ.დ.
0

ამ სასიხარულო ინფორმაციის გამო, რუსთაველზე სამ - ოთხ თვიანი ქეიფ - ზეიმი არ გვაწყენდა ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს. როგორც მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, ახლა საჭიროა საღი აზრი, ჯანმრთელობა და სრული მობილიზაცია, სიძლიერე სისუსტის ნაცვლად.

"მოვლენები ვითარდება ზუსტად ისე, როგორც წლების წინ ვიწინასწარმეტყველე. რუსეთის იმპერია სულს ღაფავს ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქის, კიევის მისადგომებთან. გმირი უკრაინელი ხალხი, მთავარსარდალ ვოლოდიმირ ზელენსკის მეთაურობით, ამ ეპოქალურ ომს იგებს. მსოფლიო ჩვენს თვალწინ იცვლება. კიევი საქართველოსთვის ახალი კონსტანტინოპოლი და ამჟამად, თავისუფალი სამყაროს დედაქალაქია და ის აუცილებლად გაუძლებს.

ამ სიტუაციაში, ჩვენ, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა და მომზადება. იმ დროისთვის, როცა სიმართლის მომენტი დადგება, ჩემთვის სოხუმის მშვიდობიანი დაბრუნების გზა გადის კიევზე, საქართველოს გათავისუფლება და აყვავება გადის კიევზე.

ახლა ჩვენ გვჭირდება არა დასუსტება, არამედ ძალის მოკრება, რომელიც მალე ძალიან გამოგვადგება. ეს შემეხება მეც.

მივიღე წერილი იმ ქართველი მებრძოლებისგან, რომლებიც 2014 წლიდან იცავენ უკრაინას, რომლებითაც ძალიან ვამაყობ და მათთან ვმეგობრობ. ისინი მთხოვენ, შევწყვიტო შიმშილობა და რაც შეიძლება სწრაფად, ძალების სრული მოკრებით ჩავერთო ბრძოლაში. იგივე თხოვნა მოდის უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებისგან, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტზე ვარ.

ამიტომ, მე-20 დღეს მე შევწყვეტ შიმშილობას. ახლა გვჭირდება საღი აზრი, ჯანმრთელობა და სრული მობილიზაცია, სიძლიერე სისუსტის ნაცვლად. ჩვენ გამარჯვებას სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ!“ - აცხადებს სააკაშვილი.