მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვენდო? პუტინს? - არა... დახურეთ ცა. დამიჯერეთ, თუ ასე გაგრძელდა, ნახავთ..." - ვოლოდიმირ ზელენსკი
"ვენდო? პუტინს? - არა... დახურეთ ცა. დამიჯერეთ, თუ ასე გაგრძელდა, ნახავთ..." - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი გმობს მა­რი­უ­პო­ლის ბავ­შვთა და სამ­შო­ბი­ა­რო სა­ა­ვად­მყო­ფო­ზე თავ­დას­ხმას, რო­გორც "ომის და­ნა­შა­ულს". ამის შე­სა­ხებ ზე­ლენ­სკიმ ვი­დე­ო­მი­მარ­თვის დროს გა­ნა­ცხა­და.

"რუ­სუ­ლი ბომ­ბე­ბი და­ე­ცა მა­რი­უ­პო­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­სა და სამ­შო­ბი­ა­რო ცენ­ტრს. ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო, მოქ­მე­დი სამ­შო­ბი­ა­რო, ეს შე­ნო­ბე­ბი დან­გრე­უ­ლია!

ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო, სამ­შო­ბი­ა­რო, რა­ტომ იყ­ვნენ ისი­ნი საფრ­თხე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის? რო­გო­რი ქვე­ყა­ნაა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, რო­მელ­საც ეში­ნია სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის, ეში­ნია სამ­შო­ბი­ა­რო­ე­ბის და ანად­გუ­რებს მათ?“, -გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, ეს "სი­სას­ტი­კის" მიღ­მაა.

"სამ­შო­ბი­ა­რო­ში ვინ­მემ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი და­ამ­ცი­რა? რა იყო, ეს სა­ა­ვად­მყო­ფოს "დე­ნა­ცი­ფი­კა­ცია?", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ და დას­ძი­ნა: "ეს უკვე სი­სას­ტი­კის მიღ­მაა. ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც დამ­პყრობ­ლე­ბი აკე­თე­ბენ მა­რი­უ­პოლ­ში, უკვე სი­სას­ტი­კის მიღ­მაა".

ზე­ლენ­სკიმ სამ­შო­ბი­ა­რო­ზე თავ­დას­ხმას უწო­და "სა­ბო­ლოო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის გე­ნო­ცი­დი ხდე­ბა".

სამ­შო­ბი­ა­როს და­ბომბვის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებს მი­მარ­თა.

"ევ­რო­პე­ლე­ბო, თქვენ ვერ იტყვით, რომ არ გი­ნა­ხავთ, რა და­ე­მარ­თათ უკ­რა­ი­ნე­ლებს, რა და­ე­მარ­თა მა­რი­უ­პო­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას. თქვენ ნა­ხეთ, იცით" .

ზე­ლენ­სკის თქმით, მათი მხრი­დან, მსგავ­სი რამ არ მომ­ხდა­რა და არც მოხ­დე­ბო­და ლუ­განსკსა თუ სხვა რო­მე­ლი­მე ქა­ლაქ­ში.

"ჩვენ არ გა­ვა­კე­თეთ და არც არა­სო­დეს გა­ვა­კე­თებ­დით ამ ომის და­ნა­შა­უ­ლის მსგავსს დო­ნეც­კის, ლუ­განსკის ან რო­მე­ლი­მე სხვა რე­გი­ო­ნის ქა­ლაქ­ში", - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ, სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის შე­სა­ხებ.

ამას­თან, რო­გორც ზე­ლენ­სკიმ სა­კუ­თარ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში აღ­ნიშ­ნა, მას სჯე­რა, რომ პუ­ტი­ნი ომს შე­წყვეტს.

"მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და­ი­წყებს მას შემ­დეგ, რაც და­ი­ნა­ხავს, რომ შე­მოჭ­რი­ლი რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის სას­ტიკ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ხვდე­ბი­ან" - გა­ნა­ცხა­და ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ, VICE News-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, რა­საც გა­მო­ცე­მა Guardian-ი ავ­რცე­ლებს.

"ვფიქ­რობ, ის ამას გა­ა­კე­თებს. ვფიქ­რობ, ის ხე­დავს, რომ ჩვენ ძლი­ე­რე­ბი ვართ. ის ამას იზამს, სა­ჭი­როა დრო.", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

კი­თხვა­ზე, შე­უძ­ლია თუ არა, ზე­ლენ­სკის, რომ ენ­დოს პუ­ტინს, პრე­ზი­დენ­ტმა უპა­სუ­ხა - არა.

"ვენ­დო? პუ­ტინს? არა. მე მხო­ლოდ ჩემს ოჯახს ვენ­დო­ბი", - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ვო­ლო­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ კი­დევ ერთხელ მი­მარ­თა მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რებს და მათ დრო­უ­ლი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­და.

მისი გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლოა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პოს, თუ მსოფ­ლიო არ და­ეხ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნას, სა­ნამ ძა­ლი­ან "გვი­ან იქ­ნე­ბა", - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC, ზე­ლენ­სკის მიერ, Sky news-თან მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ტერ­ვი­უ­ში ზე­ლენ­სკიმ გა­ი­მე­ო­რა მო­თხოვ­ნა, რომ და­სავ­ლელ­მა ლი­დე­რებ­მა მის ქვე­ყა­ნა­ში ფრე­ნის აკ­რძალ­ვა და­ა­წე­სონ.

ამას­თან, ზე­ლენ­სკის თქმით, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი სა­ბო­ლო­ოდ, შექ­მნი­ან ფრე­ნის აკ­რძა­ლულ ზო­ნას უკ­რა­ი­ნა­ში, მაგ­რამ თუ მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი და­ი­წყო, ძა­ლი­ან გვი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

"ნუ და­ე­ლო­დე­ბით, რომ რამ­დენ­ჯერ­მე გთხო­ვოთ. და­ხუ­რეთ ცა. და­მი­ჯე­რეთ, თუ ასე გაგ­რძელ­და, ნა­ხავთ... ცას და­ხუ­რა­ვენ, მაგ­რამ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს დავ­კარ­გავთ", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

შე­გახ­სე­ნებთ, რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა გუ­შინ მა­რი­უ­პოლ­ში ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო და სამ­შო­ბი­ა­რო და­ბომ­ბეს. შე­დე­გად 17 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჟა
4

რა სამშობიარო რას აბოლებენ ამ ხალხს!!! საინფორმაციო ომია!!! ამათ ბრმები და ყრუვები ვგონივართ!? 

ნინო
1

ვერ გავიგე ამდენი ხანი იბომბება მარიოპოლო და კიდევ სამშობიარო ფუნქციონირებდა ქალაქის ცენტრში? რა დააშავეს ხალხმა?

 

ავტორი:

"ვენდო? პუტინს? - არა... დახურეთ ცა. დამიჯერეთ, თუ ასე გაგრძელდა, ნახავთ..." - ვოლოდიმირ ზელენსკი

"ვენდო? პუტინს? - არა... დახურეთ ცა. დამიჯერეთ, თუ ასე გაგრძელდა, ნახავთ..." - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გმობს მარიუპოლის ბავშვთა და სამშობიარო საავადმყოფოზე თავდასხმას, როგორც "ომის დანაშაულს". ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

"რუსული ბომბები დაეცა მარიუპოლის საავადმყოფოსა და სამშობიარო ცენტრს. ბავშვთა საავადმყოფო, მოქმედი სამშობიარო, ეს შენობები დანგრეულია!

ბავშვთა საავადმყოფო, სამშობიარო, რატომ იყვნენ ისინი საფრთხე რუსეთის ფედერაციისთვის? როგორი ქვეყანაა რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ეშინია საავადმყოფოების, ეშინია სამშობიაროების და ანადგურებს მათ?“, -განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს "სისასტიკის" მიღმაა.

"სამშობიაროში ვინმემ რუსულენოვანი დაამცირა? რა იყო, ეს საავადმყოფოს "დენაციფიკაცია?", - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა: "ეს უკვე სისასტიკის მიღმაა. ყველაფერი, რასაც დამპყრობლები აკეთებენ მარიუპოლში, უკვე სისასტიკის მიღმაა".

ზელენსკიმ სამშობიაროზე თავდასხმას უწოდა "საბოლოო მტკიცებულება, რომ უკრაინელების გენოციდი ხდება".

სამშობიაროს დაბომბვის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული ქვეყნების ლიდერებს მიმართა.

"ევროპელებო, თქვენ ვერ იტყვით, რომ არ გინახავთ, რა დაემართათ უკრაინელებს, რა დაემართა მარიუპოლის მოსახლეობას. თქვენ ნახეთ, იცით" .

ზელენსკის თქმით, მათი მხრიდან, მსგავსი რამ არ მომხდარა და არც მოხდებოდა ლუგანსკსა თუ სხვა რომელიმე ქალაქში.

"ჩვენ არ გავაკეთეთ და არც არასოდეს გავაკეთებდით ამ ომის დანაშაულის მსგავსს დონეცკის, ლუგანსკის ან რომელიმე სხვა რეგიონის ქალაქში", - აღნიშნა ზელენსკიმ, სეპარატისტული რეგიონების შესახებ.

ამასთან, როგორც ზელენსკიმ საკუთარ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მას სჯერა, რომ პუტინი ომს შეწყვეტს.

"მოლაპარაკებებს დაიწყებს მას შემდეგ, რაც დაინახავს, რომ შემოჭრილი რუსული ძალები უკრაინელების სასტიკ წინააღმდეგობას ხვდებიან" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, VICE News-თან ინტერვიუში, რასაც გამოცემა Guardian-ი ავრცელებს.

"ვფიქრობ, ის ამას გააკეთებს. ვფიქრობ, ის ხედავს, რომ ჩვენ ძლიერები ვართ. ის ამას იზამს, საჭიროა დრო.", - განაცხადა ზელენსკიმ.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა, ზელენსკის, რომ ენდოს პუტინს, პრეზიდენტმა უპასუხა - არა.

"ვენდო? პუტინს? არა. მე მხოლოდ ჩემს ოჯახს ვენდობი", - აღნიშნა ზელენსკიმ.

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმერ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა მსოფლიოს ლიდერებს და მათ დროული დახმარების აღმოჩენისკენ მოუწოდა.

მისი განცხადებით, შესაძლოა მილიონობით ადამიანი დაიღუპოს, თუ მსოფლიო არ დაეხმარება უკრაინას, სანამ ძალიან "გვიან იქნება", - ამის შესახებ ინფორმაციას BBC, ზელენსკის მიერ, Sky news-თან მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინტერვიუში ზელენსკიმ გაიმეორა მოთხოვნა, რომ დასავლელმა ლიდერებმა მის ქვეყანაში ფრენის აკრძალვა დააწესონ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, დასავლეთის ქვეყნები საბოლოოდ, შექმნიან ფრენის აკრძალულ ზონას უკრაინაში, მაგრამ თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, ძალიან გვიანი იქნება.

"ნუ დაელოდებით, რომ რამდენჯერმე გთხოვოთ. დახურეთ ცა. დამიჯერეთ, თუ ასე გაგრძელდა, ნახავთ... ცას დახურავენ, მაგრამ მილიონობით ადამიანს დავკარგავთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა გუშინ მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო დაბომბეს. შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.

იხილეთ ასევე: