პოლონეთი მზად არის უკრაინას მიაწოდოს MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, მაგრამ მხოლოდ ნატო-ს ფარგლებში, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი“ პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-მა MiG-29 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის შესახებ პოლონეთის წინადადებაზე უარი განაცხადა.
"აშშ-ს არ სურს ეს თვითმფრინავები უკრაინაში ამერიკული ბაზებიდან ჩავიდეს. პოლონეთი მზადაა იმოქმედოს, მაგრამ მხოლოდ ნატო-ს სამხედრო ალიანსის ფარგლებში", - განუცხადა ანჟეი დუდას მრჩეველმა იაკუბ კუმოჩმა მედიას.
შეგახსენებთ, პოლონეთმა გუშინ განაცხადა, რომ მზადაა, დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს თავისი MiG-29 ტიპის ყველა გამანადგურებელი თვითმფრინავი გერმანიაში მდებარე, აშშ-ის საჰაერო ძალების, რამშტეინის ბაზაზე და ვაშინგტონს განკარგულებაში გადასცეს, თუმცა, პენტაგონმა პოლონეთის ამ წინადადებაზე უარი განაცხადა.
იხილეთ ასევე:
უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდება ევროპის ერთერთი ლიდერი ქვეყანა, რაც ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებში შედის. გამანადგურებლების გადაცემის "იწილო-ბიწილო" მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა უკრაინა მის ხელთ არსებული იარაღითაც გაიმარჯვებს! პუტინის პოლიტიკური აგონია დაწყებულია! რუსების მნიშვნელოვან ნაწილს არ სურს უსამართლო ომი!
შეიარაღება ნატოს ქვეყნებს უმაღლესი დონი გააჩნიათ, მაგრამ "მენეჯმენტი" სოფლის "კანტორაა"!!!