პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველდღიურად იზრდება რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა რიცხვი და ეს დამანგრეველია... წერილით მივმართე კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს... " - კახა კალაძე
"ყოველდღიურად იზრდება რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა რიცხვი და ეს დამანგრეველია... წერილით მივმართე კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს... " - კახა კალაძე

"მხარს ვუ­ჭერთ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს და მათ სურ­ვილს, იცხოვ­რონ მშვი­დო­ბი­ან ქვე­ყა­ნა­ში" - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს დე­და­ქა­ლა­ქის მერი სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა რი­გით მეშ­ვი­დე ეროვ­ნულ ასამ­ბლე­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას კი­დევ ერთხელ გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"მინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­რო უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბულ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბას. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ყვე­ლას გვაშ­ფო­თებს და არ მე­გუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მედ არ რე­ა­გი­რებ­დეს ყო­ველ­დღი­უ­რად გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ზე, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის ტრა­გე­დი­ას ასა­ხავს. ძა­ლი­ან მძი­მეა ეს ყვე­ლა­ფე­რი და კი­დევ ერთხელ მინ­და, მშვი­დო­ბა ვუ­სურ­ვო უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რო­გორც ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჩემს მოლ­დო­ველ კო­ლე­გას­თან ერ­თად, წე­რი­ლით მივ­მარ­თე კი­ე­ვის მერს, ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რიც მქონ­და მას­თან. ასე­ვე, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი მქონ­და ხარ­კო­ვის მერ­თან, იგორ ტე­რე­ხოვ­თან. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს და მათ სურ­ვილს, რომ იცხოვ­რონ მშვი­დო­ბი­ან ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არა­ვინ და­უნ­გრევს სახ­ლებს, ტყვი­ე­ბის წვი­მა­ში არ მოხ­ვდე­ბი­ან მათი შვი­ლე­ბი, სარ­და­ფებ­ში და ბომბსა­ცა­ვებ­ში არ მო­უ­წევთ ღა­მე­ე­ბის გა­თე­ნე­ბა. ვუ­ყუ­რებ ქა­ლა­ქე­ბის და­ბომბვის, ნგრე­ვის კად­რებს და ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფერს ეშ­ვე­ლე­ბა, ყვე­ლაფ­რის აღ­დგე­ნა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლია წარ­თმე­უ­ლი სი­ცო­ცხლის დაბ­რუ­ნე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის მსხვერ­პლთა რი­ცხვი და ეს ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი და და­მან­გრე­ვე­ლია. მინ­და, გუ­ლით ვუ­სურ­ვო უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს მშვი­დო­ბა და ქვეყ­ნის აღ­დგე­ნა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნი­სა და მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ფერს აკე­თებს და მო­მა­ვალ­შიც გა­ა­კე­თებს.

"გა­ვაგ­რძე­ლებთ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რას. ვი­საც შეგ­ვიძ­ლია, გვერ­დით და­ვუდ­გეთ. სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის თა­ნად­გო­მა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რო­გორც იცით, სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩარ­ჩე­ნილ უკ­რა­ი­ნე­ლებს გა­მო­უთ­ქვა მხარ­და­ჭე­რა. ისი­ნი დღეს უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი არი­ან, სა­ცხოვ­რი­სით და საკ­ვე­ბით. ამა­ში ჩარ­თუ­ლია დე­და­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია, ასე­ვე, რი­გი­თი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რის­თვი­საც მინ­და, ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერასტი
0

საოცარია როგორ გაბედე "რუსეთი აგრესორობის" ხსენება ? ყოჩაღ, ჩაგეთვალა, ახლა რადგან ასეთი მადლი მოგცემია ბარეღამ რაც კორუფციით გაქვს ნაშოვნი დაგვიბრუნე და დაგიჯერებთ.

ნიკ
1

აფერისტი მედროვე

ავტორი:

"ყოველდღიურად იზრდება რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა რიცხვი და ეს დამანგრეველია... წერილით მივმართე კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს... " - კახა კალაძე

"ყოველდღიურად იზრდება რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა რიცხვი და ეს დამანგრეველია... წერილით მივმართე კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს... " - კახა კალაძე

"მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და მათ სურვილს, იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში" - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დედაქალაქის მერი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა რიგით მეშვიდე ეროვნულ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

"მინდა, გამოვეხმაურო უკრაინაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას. რასაკვირველია, ეს ყველას გვაშფოთებს და არ მეგულება ადამიანი, რომელიც მძიმედ არ რეაგირებდეს ყოველდღიურად გავრცელებულ კადრებზე, რომელიც უკრაინელი ხალხის ტრაგედიას ასახავს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს. რამდენიმე დღის წინ, როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ჩემს მოლდოველ კოლეგასთან ერთად, წერილით მივმართე კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს, სატელეფონო საუბარიც მქონდა მასთან. ასევე, სატელეფონო საუბარი მქონდა ხარკოვის მერთან, იგორ ტერეხოვთან. რასაკვირველია, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და მათ სურვილს, რომ იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში, სადაც არავინ დაუნგრევს სახლებს, ტყვიების წვიმაში არ მოხვდებიან მათი შვილები, სარდაფებში და ბომბსაცავებში არ მოუწევთ ღამეების გათენება. ვუყურებ ქალაქების დაბომბვის, ნგრევის კადრებს და ვფიქრობ, რომ ყველაფერს ეშველება, ყველაფრის აღდგენა იქნება შესაძლებელი, მაგრამ შეუძლებელია წართმეული სიცოცხლის დაბრუნება. სამწუხაროდ, ყოველდღიურად იზრდება რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა რიცხვი და ეს ყველაზე მტკივნეული და დამანგრეველია. მინდა, გულით ვუსურვო უკრაინელ ხალხს მშვიდობა და ქვეყნის აღდგენა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უკრაინისა და მისი მოქალაქეების დახმარების მიზნით, საქართველო ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს.

"გავაგრძელებთ უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერას. ვისაც შეგვიძლია, გვერდით დავუდგეთ. საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მეგობარი ქვეყნის თანადგომა, ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებს გამოუთქვა მხარდაჭერა. ისინი დღეს უზრუნველყოფილნი არიან, საცხოვრისით და საკვებით. ამაში ჩართულია დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე, რიგითი, მოქალაქეები, რისთვისაც მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.