საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკმარისია ეს ერთი თვე გაგრძელდეს და შიმშილის პირას მივალთ" - რა ხდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სადაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგი უკვე იგრძნეს
"საკმარისია ეს ერთი თვე გაგრძელდეს და შიმშილის პირას მივალთ" - რა ხდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სადაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგი უკვე იგრძნეს

სან­ქცი­ე­ბი, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ­მა რუ­სეთს და­უ­წე­სა, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებს, აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლო­საც შე­ე­ხო იმ კუ­თხით, რომ სხვა­დას­ხვა პრო­დუქტზე ფა­სე­ბი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. აფხა­ზეთ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ "შიმ­ში­ლი გარ­და­უ­ვა­ლია."

"ჩვენ რა და­ვა­შა­ვეთ, რო­დე­საც ერთ კვი­რა­ში 5 ჯერ გაძ­ვირ­და სურ­სა­თი, კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბა, პუ­რის ფას­ზე, შა­ქარ­ზე, ზეთ­ზე. რა ვქნათ, რო­გორ ვი­ცხოვ­როთ?!" - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის მკვიდ­რი, ლა­რი­სა ხა­ჯიმ­ბა, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე, რე­გი­ონ­ში ფა­სე­ბის მკვეთრ მა­ტე­ბას.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, თუ ასე გაგ­რძელ­და, აფხა­ზეთ­ში შიმ­ში­ლო­ბა გარ­და­უ­ვა­ლია, რად­გან სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, "ფაქ­ტობ­რი­ვად, მკვდა­რია, თუ არ ჩავ­თვლით, ციტ­რუსს და თხილს, რო­მე­ლიც გა­ლის რა­ი­ონ­ში იწარ­მო­ე­ბა და ღვი­ნოს, რო­მე­ლიც მცი­რე, თით­ქმის სიმ­ბო­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით იბეჭ­დე­ბა ექ­სპორ­ტის­თვის", - ამ­ბო­ბენ ისი­ნი.

მო­სახ­ლე­ო­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სის მო­ლო­დინ­ში თა­ვის "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას" რე­ა­გი­რე­ბას სთხოვს და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ "დიდი ალ­ბა­თო­ბით, რუ­სე­თი არ აპი­რებს თა­ვი­სი მა­რა­გე­ბი ხელ­გაშ­ლი­ლად და­ა­რი­გოს."

"რუ­სეთ­ზე მა­ღა­ლი ფა­სე­ბია უკვე ჩვენ­თან. 5-6 ჯერ მეტს ვიხ­დით პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თებ­სა და სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­დუქ­ტებ­ში. რა­ი­მე მო­ი­მოქ­მე­დეთ, თო­რემ მძლავრ საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღას მი­ი­ღებთ. მერე გვე­ძა­ხეთ მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი. გა­სა­გე­ბია, რომ ბევ­რი რამ და მათ შო­რის, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა გაძ­ვირ­და, მაგ­რამ ად­ლერ­ში 48 რუბ­ლი ღი­რის ლიტ­რი საწ­ვა­ვი, ჩვენ­თან 56-58. ჩვენ­ზე აკე­თებთ ფულს?! ჩვენ ისევ კა­პი­კებ­ზე ვმუ­შა­ობთ, ჩვე­ნი ხელ­ფა­სი წლე­ბია ერთი და იგი­ვეა. ჩემი ახ­ლან­დე­ლი ხელ­ფა­სით მხო­ლოდ ერთი კვი­რის სამ­ყო­ფი საკ­ვე­ბის შე­ძე­ნა შეგ­ვიძ­ლია. მერე რა ვქნა?! და უმე­ტე­სო­ბა ჩემ დღე­შია", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ფე­დე­რიკ ტა­ნია.

"პური ისეა გაძ­ვი­რე­ბუ­ლი, ფქვი­ლის ყიდ­ვა­ზე დავ­ფიქ­რდით, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, დენი თით­ქმის არ გვაქვს, სად უნდა გა­მო­ვი­ცხოთ?! რო­მელ ერ­თზე ვი­დარ­დო, არ ვიცი. საკ­მა­რი­სია ეს ერთი თვე გაგ­რძელ­დეს და შიმ­ში­ლის პი­რას მი­ვალთ", - ამ­ბობს ირმა არ­ძინ­ბა.

  • "ისე გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლი უყუ­რებთ ხოლ­მე ჩვენს ფა­სებს... შე­ეშ­ვით ჩვენს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ქექ­ვას, თით­ქოს ჩვენს ჯი­ბე­ში სხედ­ხართ, რა რამ­დე­ნი ღირს, სად რას ვჭამთ და რო­გორ ვცხოვ­რობთ. ან სად ნა­ხეთ ჩვენ­თან გა­ი­ა­ფე­ბუ­ლი, რუ­სე­თი ნავ­თო­ბის ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ ჩვენ­თა­ნაც ძვი­რია საწ­ვა­ვი და თქვენ­თან რა­ტომ უნდა იყოს უფრო იაფი? მად­ლო­ბის მა­გივ­რად, მუდ­მი­ვად ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბით, ფა­სე­ბის ქექ­ვით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი. კი ხართ ღირ­სი, გაგ­რძნო­ბი­ნონ, სი­ნამ­დვი­ლე­ში სად ხართ და რა­საც წარ­მო­ად­გენთ", - პა­სუ­ხობს აფხა­ზე­ბის აღ­შფო­თე­ბას ალი­ო­ნა ივა­ნენ­კო.

აფხა­ზე­ბი ასე­ვე აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნის ომში უკვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მათი "სამ­ხედ­რო­ე­ბი." მა­თი­ვე თქმით, ერთი ნა­კა­დი უნდა წა­იყ­ვა­ნეს და "ეს ბოლო ნამ­დვი­ლად ვერ იქ­ნე­ბა."

"ჯერ ზურ­გში არი­ან, მაგ­რამ თუ დას­ჭრი­დათ, წინა ხაზ­ზეც მო­უ­წევთ წას­ვლა. არ შე­ვე­გუ­ე­ბით ამას. ჩვე­ნი გა­მო­უც­დე­ლი ბი­ჭე­ბი სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცი არ არი­ან", - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

აფხა­ზე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში - მათ რუ­სუ­ლი არ­მი­ის­თვის შეშა მი­აქვთ: ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან

იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, პირ­ველ რიგ­ში, პუ­რის ფქვი­ლი გაძ­ვირ­და. მო­სახ­ლე­ო­ბა, ამ­ბობს, რომ გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტებს იმა­რა­გებს.

"ყვე­ლას არ აქვს მა­რა­გის გა­სა­კე­თე­ბე­ლი ფული და ჩვენ რა ვქნათ, ადა­მი­ა­ნებ­მა რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ხელ­ფას­ზე ვმუ­შა­ობთ და იმ­დე­ნი ფული არ გვაქვს, რომ 4-5 ტო­მა­რა ფქვი­ლი და შა­ქა­რი ვი­ყი­დოთ?! ისე­დაც უპატ­რო­ნო­ე­ბი ვი­ყა­ვით და აწი სა­ერ­თოდ ვი­ღას ვეხ­სო­მე­ბით?! ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი მხო­ლოდ თა­ვი­სი ჯი­ბე­ე­ბის გა­ს­ქე­ლე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ის დროა, ტრა­დი­ცი­ებს და­ვუბ­რუნ­დეთ, მიწა და­ვა­მუ­შა­ვოთ, თო­რემ შიმ­ში­ლით და­ვი­ხო­ცე­ბით", -წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნანა პლი­ე­ვა.

"გუ­შინ დი­ლით ვი­ყი­დე პური, იმ­ხე­ლა რიგი იყო, მივ­ხვდი კარგ დღე­ში არ ვი­ყა­ვით. უკვე გაძ­ვი­რებ­ლი იყო შა­ქა­რი. კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბა ბავ­შვის კვე­ბა­ზე. ცუდ დღე­ში ვართ", - აღნშნავს ოლეგ ჯი­ო­ე­ვი.

მკითხველის კომენტარები / 101 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მმმ
1

სულიც გაგძრობიათ. გამყიდველებო და ქართველების მკვლელებო!

ქართველი
2

ქართველი ზოგადად დანმდობი სტუმართმოყვარე არის . მაგრამ დაიმახსოვრეთ დრო მოვა დაჩოქილები შეგვეხვეწებით კარი გაგვიღეთო მაგრამ დარჩბით ისევ ისეთები როგორებიც აქამდე იყავით . მაგრამ ვაი და რამე მოხდეს კუდით ქვას გასროლინებთ და ეს უკვე გარდაუვალია . დააკვირდით რა ხდება ირგვლივ რუსს თავისი საზღვრების დაცვა უფრო სჭირდება ვიდრე მათხოვრებივით მომდგარი ეს ორი რეგიონი რომლლების შესანახად ყოველთვიურად რამოდენიმე მილიარდი იხარჯება . 

ვერ უნდა მიხვდეთ რომ რუსს არ სჭირდებით მაგრამ ანმდვილი ქართველი სადღაა აფხაზეთში გატენილია რუსებით და აწი საქართველო კი არა ქართულიც არ იციან . ასე იქნება სხვა რეგიონებშიც დონბასში ლუგანსკში . ვითომ აღიარა აომებს ერთმანეთის სისხლს დააღვრებინებს და შემდგომ უი უი შეშფოთებას გამოთქვამს .

 

 

მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ ვიცხოვროთ ძმურად მეგობრულადფ ჩავეხუტოთ ერთმანეთს ისედაც ამ ხანმოკლე ცხოვრებაში .!!!!!!

ავტორი:

"საკმარისია ეს ერთი თვე გაგრძელდეს და შიმშილის პირას მივალთ" - რა ხდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სადაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგი უკვე იგრძნეს

"საკმარისია ეს ერთი თვე გაგრძელდეს და შიმშილის პირას მივალთ" - რა ხდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სადაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგი უკვე იგრძნეს

სანქციები, რომელიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოსაც შეეხო იმ კუთხით, რომ სხვადასხვა პროდუქტზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. აფხაზეთში ადგილობრივები ამბობენ, რომ "შიმშილი გარდაუვალია."

"ჩვენ რა დავაშავეთ, როდესაც ერთ კვირაში 5 ჯერ გაძვირდა სურსათი, კატასტროფა ხდება, პურის ფასზე, შაქარზე, ზეთზე. რა ვქნათ, როგორ ვიცხოვროთ?!" - ასე ეხმიანება რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი, ლარისა ხაჯიმბა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფონზე, რეგიონში ფასების მკვეთრ მატებას.

ადგილობრივების თქმით, თუ ასე გაგრძელდა, აფხაზეთში შიმშილობა გარდაუვალია, რადგან სოფლის მეურნეობა, "ფაქტობრივად, მკვდარია, თუ არ ჩავთვლით, ციტრუსს და თხილს, რომელიც გალის რაიონში იწარმოება და ღვინოს, რომელიც მცირე, თითქმის სიმბოლური რაოდენობით იბეჭდება ექსპორტისთვის", - ამბობენ ისინი.

მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის მოლოდინში თავის "ხელმძღვანელობას" რეაგირებას სთხოვს და ვარაუდობენ, რომ "დიდი ალბათობით, რუსეთი არ აპირებს თავისი მარაგები ხელგაშლილად დაარიგოს."

"რუსეთზე მაღალი ფასებია უკვე ჩვენთან. 5-6 ჯერ მეტს ვიხდით პირველადი მოხმარების ნივთებსა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებში. რაიმე მოიმოქმედეთ, თორემ მძლავრ საპროტესტო ტალღას მიიღებთ. მერე გვეძახეთ მოღალატეები. გასაგებია, რომ ბევრი რამ და მათ შორის, ტრანსპორტირება გაძვირდა, მაგრამ ადლერში 48 რუბლი ღირის ლიტრი საწვავი, ჩვენთან 56-58. ჩვენზე აკეთებთ ფულს?! ჩვენ ისევ კაპიკებზე ვმუშაობთ, ჩვენი ხელფასი წლებია ერთი და იგივეა. ჩემი ახლანდელი ხელფასით მხოლოდ ერთი კვირის სამყოფი საკვების შეძენა შეგვიძლია. მერე რა ვქნა?! და უმეტესობა ჩემ დღეშია", - წერს ადგილობრივი ფედერიკ ტანია.

"პური ისეა გაძვირებული, ფქვილის ყიდვაზე დავფიქრდით, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, დენი თითქმის არ გვაქვს, სად უნდა გამოვიცხოთ?! რომელ ერთზე ვიდარდო, არ ვიცი. საკმარისია ეს ერთი თვე გაგრძელდეს და შიმშილის პირას მივალთ", - ამბობს ირმა არძინბა.

  • "ისე გაფაციცებული უყურებთ ხოლმე ჩვენს ფასებს... შეეშვით ჩვენს სამზარეულოში ქექვას, თითქოს ჩვენს ჯიბეში სხედხართ, რა რამდენი ღირს, სად რას ვჭამთ და როგორ ვცხოვრობთ. ან სად ნახეთ ჩვენთან გაიაფებული, რუსეთი ნავთობის ქვეყანაა, მაგრამ ჩვენთანაც ძვირია საწვავი და თქვენთან რატომ უნდა იყოს უფრო იაფი? მადლობის მაგივრად, მუდმივად ჩვენი ცხოვრებით, ფასების ქექვით ხართ დაკავებული. კი ხართ ღირსი, გაგრძნობინონ, სინამდვილეში სად ხართ და რასაც წარმოადგენთ", - პასუხობს აფხაზების აღშფოთებას ალიონა ივანენკო.

აფხაზები ასევე აპროტესტებენ, რომ უკრაინის ომში უკვე მონაწილეობენ მათი "სამხედროები." მათივე თქმით, ერთი ნაკადი უნდა წაიყვანეს და "ეს ბოლო ნამდვილად ვერ იქნება."

"ჯერ ზურგში არიან, მაგრამ თუ დასჭრიდათ, წინა ხაზზეც მოუწევთ წასვლა. არ შევეგუებით ამას. ჩვენი გამოუცდელი ბიჭები საზარბაზნე ხორცი არ არიან", - წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელში.

აფხაზები უკრაინაში - მათ რუსული არმიისთვის შეშა მიაქვთ: ფოტოები სოციალური ქსელიდან

იგივე სიტუაციაა ცხინვალის რეგიონში, სადაც ადგილობრივების თქმით, პირველ რიგში, პურის ფქვილი გაძვირდა. მოსახლეობა, ამბობს, რომ გარკვეული ნაწილი, პირველადი მოხმარების პროდუქტებს იმარაგებს.

"ყველას არ აქვს მარაგის გასაკეთებელი ფული და ჩვენ რა ვქნათ, ადამიანებმა რომლებიც მხოლოდ ხელფასზე ვმუშაობთ და იმდენი ფული არ გვაქვს, რომ 4-5 ტომარა ფქვილი და შაქარი ვიყიდოთ?! ისედაც უპატრონოები ვიყავით და აწი საერთოდ ვიღას ვეხსომებით?! ჩვენი ხელისუფლება კი მხოლოდ თავისი ჯიბეების გასქელებით არის დაკავებული. ის დროა, ტრადიციებს დავუბრუნდეთ, მიწა დავამუშავოთ, თორემ შიმშილით დავიხოცებით", -წერს სოციალურ ქსელში ნანა პლიევა.

"გუშინ დილით ვიყიდე პური, იმხელა რიგი იყო, მივხვდი კარგ დღეში არ ვიყავით. უკვე გაძვირებლი იყო შაქარი. კატასტროფა ხდება ბავშვის კვებაზე. ცუდ დღეში ვართ", - აღნშნავს ოლეგ ჯიოევი.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"