საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა რუსია, მამა უკრაინელი... მძიმე მდგომარეობაში ვართ, ბიძაჩემის ოჯახი დაიკარგა" - რას ჰყვება მიმდინარე ომსა და უკრაინაში მყოფ ნათესავებზე მარგო ლუჩკო?
"დედა რუსია, მამა უკრაინელი... მძიმე მდგომარეობაში ვართ, ბიძაჩემის ოჯახი დაიკარგა" - რას ჰყვება მიმდინარე ომსა და უკრაინაში მყოფ ნათესავებზე მარგო ლუჩკო?

ტე­ლე­წამ­ყვვა­ნი მარ­გო ლუ­ჩკო დე­დით რუ­სია, მა­მით კი უკ­რა­ი­ნე­ლი. ამ­ბობს, რომ ასე­თი შე­რე­უ­ლი ოჯა­ხე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რია და დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად მათ უჭირთ. მარ­გოს ნა­თე­სა­ვე­ბი ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში ჰყავს და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით უწევს... ახლა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბას აგ­რო­ვებს, თუმ­ცა ნერ­ვი­უ­ლობს, მას შემ­დეგ, რაც გა­ი­გო, რომ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ სა­ქარ­თვე­ლო­დან უკ­რა­ი­ნის ელჩი გა­იწ­ვია...

მარ­გო ლუ­ჩკო:

- ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ სახ­ლში ყვე­ლა. დე­და­ჩე­მი რუ­სია, მამა უკ­რა­ი­ნე­ლი, მე თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში, ისე რუ­სეთ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ნა­თე­სა­ვი მყავს. ამ დღე­ებ­ში ვცდი­ლობთ უკ­რა­ი­ნა­ში ყვე­ლა მო­ვი­კი­თხოთ, ძი­რი­თა­დად ხაზ­ზე არი­ან, ყო­ველ­დღე თვი­თო­ნაც გვი­რე­კა­ვენ, მაგ­რამ ჩემი ალა­ლი ბი­ძის ოჯა­ხი და­კარ­გუ­ლია, რამ­დე­ნი­მე დღეა ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბით, ტე­ლე­ფო­ნე­ბი გა­თი­შუ­ლი აქვთ. დედა ტი­რის, ძა­ლი­ან ძნე­ლია მის­თვის ამის ყუ­რე­ბა.

- რუ­სეთ­ში თქვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი რას ამ­ბო­ბენ?

- რა თქმა უნდა, ყვე­ლა იმ აზ­რზეა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ცუ­დია, მაგ­რამ ხომ ნა­ხეთ ვინც ხმა ამო­ი­ღო ყვე­ლა და­ა­კა­ვეს. მათი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი რომ ნა­ხოთ, ნე­ბის­მი­ე­რი მიხ­ვდე­ბა, რო­გო­რი დაჭ­რი­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­დის, ნორ­მა­ლუ­რად ვე­რა­ფერს იგე­ბენ. ახლა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბას ვაგ­რო­ვებ­დით უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩოს­თან ერ­თად, მეც ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი ამ პრო­ცეს­ში და ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, ახლა ელჩი რომ გა­იწ­ვი­ეს. არა­სო­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ გა­მი­კე­თე­ბია და ახ­ლოს არ ჩა­მივ­ლია პო­ლი­ტი­კას­თან და ახლა რა იქ­ნე­ბა ნე­ტავ, ელჩი რომ გა­იწ­ვი­ეს?

- მარ­გო, თქვე­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი თუ ახერ­ხე­ბენ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას.

- არა­ვის არ უნდა წა­მოს­ვლა, რას ამ­ბობთ, ყვე­ლა იბ­რძვის. რო­გორ და­ტო­ვე­ბენ ქვე­ყა­ნას. ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი შე­და­რე­ბით მშვი­დო­ბი­ან ად­გი­ლას გა­ა­რი­დეს, თა­ვად კი იბ­რძვი­ან, მაგ­რამ ყვე­ლამ ვერ მო­ას­წრო სამ­შვი­დო­ბოს გას­ვლა. დიდი ნა­წი­ლი ბუნ­კე­რებ­შია. ტე­ლე­ფონ­ზე და­რეკ­ვი­სას გვე­უბ­ნე­ბი­ან რომ არ აქვთ გაზი, დენი, საჭ­მე­ლი, ძა­ლი­ან რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, ვნერ­ვი­უ­ლობ. რა­ტომ მოხ­და ასე... ჩემი ერთ-ერთი ბი­ძაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან კარ­გი კონ­დი­ტე­რია, სახ­ლში ნამ­ცხვრებს აცხობს და ბუნ­კე­რებ­ში მში­ერ ხალ­ხს ური­გებს. ამ­ბობს, რომ ისეა უკვე მიჩ­ვე­უ­ლი რომ პირ­ვე­ლი­ვე სი­რე­ნა­ზე მზად არის, რომ მერ­ვე სარ­თუ­ლი­დან სარ­დაფ­ში რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჩა­ვი­დეს.

- მარ­გო თქვენ რო­დის იყა­ვით ბო­ლოს უკ­რა­ი­ნა­ში?

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, დიდი ხა­ნია რაც არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი ხში­რად ჩა­მო­დი­ოდ­ნენ. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ რომ უკ­რა­ი­ნას და­ვეხ­მა­როთ. ყო­ველ­დღი­უ­რად პრო­დუქ­ტებ­სა და ტან­საც­მელს ორ ლო­კა­ცი­ა­ზე ვაგ­რო­ვებთ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან და დედა ენის ბაღ­თან. ძა­ლი­ან მინ­და მშვი­დო­ბა, და­ვეხ­მა­როთ უკ­რა­ი­ნე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატაშკა
3

ჰო სულ მარგოს ეკითხებიან რჩევებს პუტინი და ბაიდენი,,,,,

:))))
25

ლუჩკო შეგიფარებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"დედა რუსია, მამა უკრაინელი... მძიმე მდგომარეობაში ვართ, ბიძაჩემის ოჯახი დაიკარგა" - რას ჰყვება მიმდინარე ომსა და უკრაინაში მყოფ ნათესავებზე მარგო ლუჩკო?

"დედა რუსია, მამა უკრაინელი... მძიმე მდგომარეობაში ვართ, ბიძაჩემის ოჯახი დაიკარგა" - რას ჰყვება მიმდინარე ომსა და უკრაინაში მყოფ ნათესავებზე მარგო ლუჩკო?

ტელეწამყვვანი მარგო ლუჩკო დედით რუსია, მამით კი უკრაინელი. ამბობს, რომ ასეთი შერეული ოჯახები ძალიან ბევრია და დღეს ყველაზე მეტად მათ უჭირთ. მარგოს ნათესავები ორივე ქვეყანაში ჰყავს და მათთან ურთიერთობა ყოველდღიურად ტელეფონის საშუალებით უწევს... ახლა უკრაინელებისთვის დახმარებას აგროვებს, თუმცა ნერვიულობს, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია...

მარგო ლუჩკო:

- ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ სახლში ყველა. დედაჩემი რუსია, მამა უკრაინელი, მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე. როგორც უკრაინაში, ისე რუსეთში ძალიან ბევრი ნათესავი მყავს. ამ დღეებში ვცდილობთ უკრაინაში ყველა მოვიკითხოთ, ძირითადად ხაზზე არიან, ყოველდღე თვითონაც გვირეკავენ, მაგრამ ჩემი ალალი ბიძის ოჯახი დაკარგულია, რამდენიმე დღეა ვერ ვუკავშირდებით, ტელეფონები გათიშული აქვთ. დედა ტირის, ძალიან ძნელია მისთვის ამის ყურება.

- რუსეთში თქვენი ნათესავები რას ამბობენ?

- რა თქმა უნდა, ყველა იმ აზრზეა, რომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდია, მაგრამ ხომ ნახეთ ვინც ხმა ამოიღო ყველა დააკავეს. მათი ტელევიზიები რომ ნახოთ, ნებისმიერი მიხვდება, როგორი დაჭრილი ინფორმაცია გადის, ნორმალურად ვერაფერს იგებენ. ახლა უკრაინელებისთვის დახმარებას ვაგროვებდით უკრაინის საელჩოსთან ერთად, მეც ჩართული ვიყავი ამ პროცესში და ძალიან ვნერვიულობ, ახლა ელჩი რომ გაიწვიეს. არასოდეს პოლიტიკური განცხადებები არ გამიკეთებია და ახლოს არ ჩამივლია პოლიტიკასთან და ახლა რა იქნება ნეტავ, ელჩი რომ გაიწვიეს?

- მარგო, თქვენი უკრაინელი ნათესავები თუ ახერხებენ ქვეყნის დატოვებას.

- არავის არ უნდა წამოსვლა, რას ამბობთ, ყველა იბრძვის. როგორ დატოვებენ ქვეყანას. ქალები და ბავშვები შედარებით მშვიდობიან ადგილას გაარიდეს, თავად კი იბრძვიან, მაგრამ ყველამ ვერ მოასწრო სამშვიდობოს გასვლა. დიდი ნაწილი ბუნკერებშია. ტელეფონზე დარეკვისას გვეუბნებიან რომ არ აქვთ გაზი, დენი, საჭმელი, ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, ვნერვიულობ. რატომ მოხდა ასე... ჩემი ერთ-ერთი ბიძაშვილი ძალიან კარგი კონდიტერია, სახლში ნამცხვრებს აცხობს და ბუნკერებში მშიერ ხალხს ურიგებს. ამბობს, რომ ისეა უკვე მიჩვეული რომ პირველივე სირენაზე მზად არის, რომ მერვე სართულიდან სარდაფში რამდენიმე წუთში ჩავიდეს.

- მარგო თქვენ როდის იყავით ბოლოს უკრაინაში?

- რამდენიმე წლის წინ, დიდი ხანია რაც არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი ნათესავები ხშირად ჩამოდიოდნენ. ყველანაირად ვცდილობ რომ უკრაინას დავეხმაროთ. ყოველდღიურად პროდუქტებსა და ტანსაცმელს ორ ლოკაციაზე ვაგროვებთ, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან და დედა ენის ბაღთან. ძალიან მინდა მშვიდობა, დავეხმაროთ უკრაინელებს.