საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა ძირითადი რუსული ბანკის აქტივები გაიყინება" - ბრიტანეთმა რუსეთსა და ბელორუსს უკრაინაზე თავდასხმისთვის სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა
"ყველა ძირითადი რუსული ბანკის აქტივები გაიყინება" - ბრიტანეთმა რუსეთსა და ბელორუსს უკრაინაზე თავდასხმისთვის  სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა

ცნო­ბი­ლია იმ ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლებ­საც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბო­რის ჯონ­სო­ნი რუ­სეთს უწე­სებს. ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ანა­ლო­გი­უ­რი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დე­ბა ბე­ლო­რუს­საც, უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის.

სა­სან­ქციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა ძი­რი­თა­დი რუ­სუ­ლი ბან­კის აქ­ტი­ვე­ბი გა­ი­ყი­ნე­ბა და ისი­ნი გა­მო­ე­თი­შე­ბი­ან გა­ერ­თა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ფი­ნან­სურ სის­ტე­მას. ეს გუ­ლის­ხმობს VTB ბან­კის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ყინ­ვა­საც.

გთა­ვა­ზობთ და­ნარ­ჩე­ნი სან­ქცი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს სრუ­ლად:

კა­ნონ­მდებ­ლო­ბა აუკ­რძა­ლავს ძი­რი­თად რუ­სულ კომ­პა­ნი­ებ­სა და სა­ხელ­მწი­ფოს ფი­ნან­სე­ბის მო­ზიდ­ვას ან ფუ­ლის სეს­ხე­ბას ბრი­ტა­ნულ ბა­ზარ­ზე.

აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვა შე­ე­ხე­ბა 100 ახალ ინ­დი­ვიდ­სა თუ სუ­ბი­ექტს.

ავი­ა­კომ­პა­ნია "აერ­ოფ­ლოტს“ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დაჯ­დო­მა აეკ­რძა­ლე­ბა.

შე­ჩერ­დე­ბა ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ექ­სპორ­ტო ლი­ცენ­ზი­ე­ბი, რაც და­ფა­რავს ისეთ პრო­დუქ­ცი­ებს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის­თვის იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

დიდი ბრი­ტა­ნე­თი რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­ა­ჩე­რებს მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ნივ­თე­ბი­სა და ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ტექ­ნი­კის ექ­სპორ­ტს.

ლი­მი­ტი და­წეს­დე­ბა დე­პო­ზი­ტებ­ზე, რომ­ლის გან­თავ­სე­ბაც რუ­სებს ბრი­ტა­ნულ სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე შე­უძ­ლი­ათ.

ამას­თა­ნა­ვე პრე­მი­ე­რი ჯონ­სო­ნი გან­მარ­ტავს, რომ მას აქვს სურ­ვი­ლი იმუ­შა­ოს მო­კავ­ში­რე­ებ­თან Swift-ის გა­დახ­დე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად, მაგ­რამ მისი თქმით, ეს ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
8

ჯონსონ ერთმა მასხარამ ერთ დღეში წააგო ომი მეოთხედი ძალის გამოყენებაში, საწვრთნელ რაზმინკაში. შენს ოკუპაციას რამდენი დღე უნდა შე მასხარა!? მაარზმია დღეს ევროატლანტიკა დუნიაზე პუტინის ჩათვლით, ხოლო ადამიანი ერთხელ იბადება და ცხოვრობს ხაზარაძისა და ოქრიაშვილების ქვეყანაში, იქ სადაც ან რუსეთია, ან ეს მასხარა ჯონსონი. პაპი და აქაური პაპი ბუდინუა ჩურჩინუა, ხოლო პოლიტიკა ნერვების მომშლელი. ერთი ამათი ნანას, უნდა დაიკიდო და ეგ არის. ადამიანი თავად ქმნის სიმბოლიკას და ცხოვრობს მასში, ხოლო თუ ეს მასხარაობად იქცა რა აზრი აქვს მასზე ფიქრსა და ძალისხმევას!? 

ავთო
1

ყველა ძირითადი კი არა ყველა ბანკი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ყველა ძირითადი რუსული ბანკის აქტივები გაიყინება" - ბრიტანეთმა რუსეთსა და ბელორუსს უკრაინაზე თავდასხმისთვის სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა

"ყველა ძირითადი რუსული ბანკის აქტივები გაიყინება" - ბრიტანეთმა რუსეთსა და ბელორუსს უკრაინაზე თავდასხმისთვის  სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა

ცნობილია იმ ფინანსური სანქციების ჩამონათვალი, რომლებსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთს უწესებს. ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ანალოგიური სანქციები დაუწესდება ბელორუსსაც, უკრაინაზე თავდასმაში მონაწილეობისთვის.

სასანქციო ღონისძიებების ფარგლებში ყველა ძირითადი რუსული ბანკის აქტივები გაიყინება და ისინი გამოეთიშებიან გაერთანებული სამეფოს ფინანსურ სისტემას. ეს გულისხმობს VTB ბანკის დაუყოვნებლივ გაყინვასაც.

გთავაზობთ დანარჩენი სანქციების ჩამონათვალს სრულად:

კანონმდებლობა აუკრძალავს ძირითად რუსულ კომპანიებსა და სახელმწიფოს ფინანსების მოზიდვას ან ფულის სესხებას ბრიტანულ ბაზარზე.

აქტივების გაყინვა შეეხება 100 ახალ ინდივიდსა თუ სუბიექტს.

ავიაკომპანია "აეროფლოტს“ უკრაინის ტერიტორიაზე დაჯდომა აეკრძალება.

შეჩერდება ორმაგი დანიშნულების საექსპორტო ლიცენზიები, რაც დაფარავს ისეთ პროდუქციებს, რომელიც შეიძლება სამხედრო მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.

დიდი ბრიტანეთი რამდენიმე დღეში შეაჩერებს მაღალტექნოლოგიური ნივთებისა და ნავთობგადამამუშავებელი ტექნიკის ექსპორტს.

ლიმიტი დაწესდება დეპოზიტებზე, რომლის განთავსებაც რუსებს ბრიტანულ საბანკო ანგარიშებზე შეუძლიათ.

ამასთანავე პრემიერი ჯონსონი განმარტავს, რომ მას აქვს სურვილი იმუშაოს მოკავშირეებთან Swift-ის გადახდების შესაჩერებლად, მაგრამ მისი თქმით, ეს ჯერჯერობით გამოწვევად რჩება.