სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკიდურეს ზომაზე ხელმეორედ წასვლა, მას შემდეგ, რაც მან 50 დღე იშიმშილა, მისი სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს" - ნიკა მელია სააკაშვილზე
"უკიდურეს ზომაზე ხელმეორედ წასვლა, მას შემდეგ, რაც მან 50 დღე იშიმშილა, მისი სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს" - ნიკა მელია სააკაშვილზე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ხელ­მე­ო­რედ უვა­დო შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბა მისი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ხი­ფა­თოა. რო­გორც მე­ლი­ამ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, იმე­დოვ­ნებს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ცი­ხე­ში ექიმს შე­უშ­ვე­ბენ.

"ჩვენ ვთან­ხმდე­ბით, რომ სა­უ­ბა­რია არა პა­ტი­მარ­ზე, არა­მედ მძე­ვალ­სა და ტყვე­ზე. რა­ტომ ვუ­წო­დებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ტყვეს და არა პა­ტი­მარს? ტყვე ხარ, რო­დე­საც 4 კე­დელ­ში ხარ გა­მო­კე­ტი­ლი ერთი ადა­მი­ა­ნის ნება-სურ­ვილ­სა და "ხუშ­ტურ­ზე“. ტყვე ხარ, რო­დე­საც სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გეძ­ლე­ვა. ტყვე ხარ, რო­დე­საც კუთ­ვნი­ლი უფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გეძ­ლე­ვა. მა­გა­ლი­თის­თვის, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და უამ­რა­ვი სხვა­დას­ხვა უფ­ლე­ბა, რაც პა­ტი­მარს აქვს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­თხოვ­ნა და უკი­დუ­რეს ზო­მა­ზე წას­ვლა დღეს ხელ­მე­ო­რედ, მას შემ­დეგ, რაც მან 50 დღე იშიმ­ში­ლა და პრაქ­ტი­კუ­ლად, ფა­ტა­ლუ­რად და­ას­რუ­ლა შიმ­ში­ლო­ბის უმ­ძი­მე­სი აქტი, რა თქმა უნდა, მისი სი­ცო­ცხლის­თვის სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს შე­ი­ცავს. მო­თხოვ­ნა არის ძა­ლი­ან ჰუ­მა­ნუ­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი, შე­უშ­ვან მას­თან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ის, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ითხოვს. მინ­და იმე­დი მქონ­დეს, რომ მას­თან და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ექი­მი დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მას სჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ მისი სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა და­ცუ­ლი იყოს“,- გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უვა­დო შიმ­ში­ლო­ბას იწყებს. რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, მისი შიმ­ში­ლო­ბა "იქ­ნე­ბა რე­აქ­ცია მის მი­მართ რე­ჟი­მის მო­პყრო­ბა­ზე".

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dudu
0

სრულიად ჯანმრთელმა ადამიანმა, შეიძლება გაუძლოს 38 დღიან შიმშილობას, (ისიც შეიძლება), ეს 38 დღეც მაქსიმუმია! სააკაშვილი და მთელი ნაცხროვა, უკვე თვალებში ნაცარს კი აღარ გვაყრიან, უკვე ბრიყვებად და დებილებად თვლიან ხალხს, თურმე იმ არანორმალურს 50 დღე უშიმშილია!!!

tbiliseli
0

მელიას ნეტავ მართლა სჯერა რომ მიშამ 50 დღე იშიმშილა? მართლა ეგეთი ბრიყვია? პრინციპში ამათ ბელადს ესე სურს და მთელ სანაცეთს რა უფლება აქვთ არ დაიჯერონ თავის ადვოკატებიანად!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"უკიდურეს ზომაზე ხელმეორედ წასვლა, მას შემდეგ, რაც მან 50 დღე იშიმშილა, მისი სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს" - ნიკა მელია სააკაშვილზე

"უკიდურეს ზომაზე ხელმეორედ წასვლა, მას შემდეგ, რაც მან 50 დღე იშიმშილა, მისი სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს" - ნიკა მელია სააკაშვილზე

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმეორედ უვადო შიმშილობის დაწყება მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. როგორც მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან ციხეში ექიმს შეუშვებენ.

"ჩვენ ვთანხმდებით, რომ საუბარია არა პატიმარზე, არამედ მძევალსა და ტყვეზე. რატომ ვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს ტყვეს და არა პატიმარს? ტყვე ხარ, როდესაც 4 კედელში ხარ გამოკეტილი ერთი ადამიანის ნება-სურვილსა და "ხუშტურზე“. ტყვე ხარ, როდესაც სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ გეძლევა. ტყვე ხარ, როდესაც კუთვნილი უფლებების რეალიზების შესაძლებლობა არ გეძლევა. მაგალითისთვის, სატელეფონო ზარების განხორციელება და უამრავი სხვადასხვა უფლება, რაც პატიმარს აქვს.

მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა და უკიდურეს ზომაზე წასვლა დღეს ხელმეორედ, მას შემდეგ, რაც მან 50 დღე იშიმშილა და პრაქტიკულად, ფატალურად დაასრულა შიმშილობის უმძიმესი აქტი, რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. მოთხოვნა არის ძალიან ჰუმანური და სამართლიანი, შეუშვან მასთან კვალიფიციური, პროფესიონალი სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელი. ის, რასაც საზოგადოება უკვე თვეების განმავლობაში ითხოვს. მინდა იმედი მქონდეს, რომ მასთან დაწესებულებაში ექიმი დაშვებული იქნება, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იყოს“,- განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს. როგორც სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისი შიმშილობა "იქნება რეაქცია მის მიმართ რეჟიმის მოპყრობაზე".