"რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 80-ჯერ დაარღვიეს" - ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 72 შემთხვევაში ცეცხლი მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღით გახსნეს.
"მოწინააღმდეგის მხრიდან განხორციელებული დაბომბვის შედეგად ერთმა სამხედრომ საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო და სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“- აცხადებენ უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში.
მათი მტკიცებით, უკრაინელი სამხედროები სიტუაციას აკონტროლებენ და "მტრის მხრიდან პოტენციურ საფრთხეებზე ადეკვატურად რეაგირებენ.“
რუსული მედია ინფორმაციით კი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
80- ჯერ ცეცხლი გაიხსნა და 1 დაიჭრა? ძალიან უცნაური თანაფარდობაა. უკრაინას მშვიდობას ვუსურვებ!
ომი უკრაინაში იქნება რუსეთის დასასრული . ეს საქართველო არაა . უკრაინა არის ევროპის უდიდესი სახელმწიფო . . რუსეთის მხარე მიიღებს ასი ათასობით დევნილს არამგონია რუსეთს ქონდეს რესურსი შეინახოს ასი ათასობით ადამიანი . ასევე მიიღებს უამრავ გვამს არამგონია უკრაინელებმა ისე უბრალოდ დათმონ საკუთარი მიწა . ქართველებს არ გვანან . ზოგადად კი რა ხდება დღეს საქართველოს ოკუპირება მიმდინარეობდ მცოცა ვი გრაფიკით . იგივე უნდა მომხდარიყო უკრაინაშიც მაგრამ უკრაინის მთავრობა გამოვიდა და ჯარი საომრად მოამზადა . სხვა კი არაფერი არ ხდება . ყველამ კარგად დაიმახსოვრეთ უკრაინასთან რუსეთი ამ ეტაპზე არ იომებს მაგრამ პროვოცირება უამრავი იქნება . მაგრამ მაიცნ თუ გადაწყვეტს და იომებს ეს იქნება ძლევამოსილი რუსეთის დასასრული .