Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ნაღალატევით მოკლულის, ლუკანთ ლევანის" ამბავი - ვაჟა-ფშაველას შვილის ტრაგიკული ბედი: ქაქუცას შეფიცულებთან კავშირი, დახვრეტა, მისი ოჯახის დევნა
"ნაღალატევით მოკლულის, ლუკანთ ლევანის" ამბავი - ვაჟა-ფშაველას შვილის ტრაგიკული ბედი: ქაქუცას შეფიცულებთან კავშირი, დახვრეტა, მისი ოჯახის დევნა

"შე­უძ­ლე­ბელს მე არა­ფერს ვთხო­უ­ლობ. პი­რა­დად ჩემი თავი ჯან­და­ბას, ხოლო ჩემ­მა შვილ­მა რა და­ა­შა­ვა, რომ რო­გორც მისი მა­მაა გა­რი­ყუ­ლი და მი­ვი­წყე­ბუ­ლი, ჩემს შვილ­საც ასე გულ­გრი­ლად ეპყრო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ნორჩ, ახალ­გაზ­რდა კაცს, რო­მელ­საც სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა ეჭი­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ფრი­ად სა­სარ­გებ­ლო კაცი დად­გეს. ჩემ­მა შვილ­მა, რო­გორც სხვა ათას­მა, მოწ­მო­ბით და­ამ­თავ­რა სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო გიმ­ნა­ზია და უსახ­სრო­ბის გამო ორი წე­ლი­წა­დია შინა მყავს სო­ფელ­ში და ლა­მის, რაც უს­წავ­ლია, ისიც და­ი­ვი­წყოს. ეს ჩემ­თვის მე­ტის­მე­ტად გულ­საკ­ლა­ვი მოვ­ლე­ნაა და ვგო­ნებ, ვი­საც ცო­ტა­ო­დე­ნი ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა აქვს, არ უნდა ესი­ა­მოვ­ნოს ეს ამ­ბა­ვი. ამი­ტომ მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, რო­გორც პა­ტი­ო­სან ქარ­თველ კაცს, უან­გა­რო მუ­შაკს, და გთხოვთ, რომ რო­გორ­მე გამ­გემ სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სტი­პენ­დი­ე­ბი­სა, და­უ­ნიშ­ნოს ჩემს შვილს სტი­პენ­დია, რომ გა­ვაგ­ზავ­ნო სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ყი­რიმ­ში ან სხვა­გან სად­მე, რათა შე­ის­წავ­ლოს პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლის ან ერ­ბოს კე­თე­ბა და მის­თა­ნე­ბი, რაც ფრი­ად სა­ჭი­როა და გა­მო­სა­დე­გია მთა­ში, რათა ეს ცოდ­ნა გა­ავ­რცე­ლოს თა­ვის თა­ნა­მოძ­მე­თა შო­რის. იმე­დი მაქვს, ჩემს თხოვ­ნას არ და­წიხ­ლავთ და არც მე დამ­გმობთ ამ­გვა­რი თხოვ­ნი­სათ­ვის.

თქვე­ნი მა­რა­დის პა­ტი­ვის­ცე­მე­ლი ვაჟა-ფშა­ვე­ლა".

ეს წე­რი­ლი, 1910 წლის 5 ნო­ემ­ბერს მის­წე­რა ვა­ჟამ ნიკო ცხვე­და­ძეს, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ადარ­დებ­და თა­ვი­სი შვი­ლის, ძმე­ბი რა­ზი­კაშ­ვი­ლე­ბის პირ­ვე­ლი სი­ხა­რუ­ლის, ძმებ­ში პირ­ვე­ლი ვა­ჟის, სა­ა­მა­ყო და ლა­მა­ზი ბი­ჭის ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის ბედი და იღ­ბა­ლი. ლე­ვა­ნი ვა­ჟას და კე­კეს მე­ო­რე შვი­ლი იყო. მემ­კვიდ­რე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეა­მა­ყე­ბო­და ვა­ჟას და დიდ მზრუნ­ვე­ლო­ბა­საც იჩენ­და მის მი­მართ. ცდი­ლობ­და შვი­ლე­ბი­დან რო­გორ­მე მის­თვის მა­ინც მი­ე­ცა გა­ნათ­ლე­ბა, სად­მე სამ­სა­ხურ­ში ჩა­ე­ყე­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ ვა­ჟას ამ თხოვ­ნას, რო­გორც ჩანს, ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ეს, რად­გან ლე­ვან­საც ისევ გო­რის­თვის მი­უ­მარ­თავს და სამ­სა­ხუ­რიც იქ მი­უ­ცი­ათ, აქ მან სო­ცუზ­რუნ­ველ­ყო­ფის გამ­გე­ო­ბა ჩა­ი­ბა­რა, ბი­ნად კი ბიძა-თე­დოს­თან ცხოვ­რობ­და, სო­ფელ ხელ­თუ­ბან­ში. ვაჟა, როცა სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მო­და სულ ცდი­ლობ­და თა­ვის შვილ­თან ერ­თად ყო­ფი­ლი­ყო, სა­დაც წა­ვი­დო­და ლე­ვა­ნიც თან წა­ეყ­ვა­ნა. ერთხელ, მამა-შვი­ლი სო­ფელ კა­წალ­ხევ­ში ყო­ფი­ლან წვე­უ­ლე­ბა­ზე მი­პა­ტი­ჟე­ბუ­ლე­ბი. ლე­ვანს თა­ვი­სი კარ­გი ცეკ­ვით ხალ­ხი აღ­ტა­ცე­ბა­ში მო­უყ­ვა­ნია, ვა­ჟას კი გაჰ­ღი­მე­ბია: "მე ის მინ­დო­და, სწავ­ლა თავ­ში შეს­ვლო­და, მა­გას ფე­ხებ­ში წას­ვლი­აო, თუმ­ცა ჩვენს დრო­ში ფე­ხებს უფრო ფასი და­ე­დო, ვიდ­რე თავ­საო".

ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლი

ძა­ლი­ან მალე ლე­ვან­მა ულა­მა­ზე­სი, 17 წლის ქერა, ცის­ფერ­თვა­ლე­ბა გოგო გა­იც­ნო - თა­მარ მთვა­რე­ლი­ძე, რო­მე­ლიც მა­შინ­ვე მო­ე­წო­ნა. ლე­ვა­ნიც არა­ნაკ­ლებ წარ­მო­სა­დე­გი კაცი იყო. გორ­ში, დღემ­დე ამ­ბო­ბენ: "ცოლი ხომ ლა­მა­ზი ჰყავ­და, მაგ­რამ ლე­ვანს მა­ინც ვერ შე­ედ­რე­ბო­და. ეგე­თი დახ­ვე­წი­ლი, ინ­ტე­ლი­გენ­ტი კაცი იშ­ვი­ა­თი­აო".

რთვლო­ბის დროს, ქე­ი­ფის შემ­დეგ, თედო რა­ზი­კაშ­ვილს ახალ­გაზ­რდე­ბი და თა­ვი­სი ქა­ლე­ბიც ერთ ოთახ­ში, ია­ტაკ­ზე და­გე­ბულ, ერთ დიდ ფარ­დაგ­ზე და­უწ­ვე­ნია. და­უ­წყი­ათ ხუმ­რო­ბა თა­მა­რი­სა და ლე­ვა­ნის წაწლო­ბა­ზე (ფშა­უ­რად ერ­თმა­ნეთ­თან დაწ­ვე­ნა­ზე) და ამ ხუმ­რო­ბა-ხუმ­რო­ბა­ში კი, ერ­თმა­ნე­თი შეჰ­ყვა­რე­ბი­ათ. თა­მა­რის ძმა, იო­სე­ბი მე­გობ­რობ­და ლე­ვან­თან. ლე­ვან­მაც ამ სა­ბა­ბით მო­უხ­ში­რა მათ­თან სტუმ­რო­ბას, მაგ­რამ თა­მა­რი სულ გარე-გარე უვ­ლივ­და.

ლე­ვა­ნის ხელ­ნა­წე­რი

"ეს ის დრო იყო - იგო­ნებ­და ღრმა სი­ბე­რის ჟამს თა­მა­რი - ქა­ლებს, რომ გვა­ში­ნებ­დნენ, ახალ­გაზ­რდა კა­ცის ჩო­ხის კალ­თა არ შე­გე­ხოთ, თო­რემ და­ფეხ­მძიმ­დე­ბი­თო. ერთხე­ლაც, ლე­ვა­ნი ჩვენ­თან მო­ვი­და, ჩო­ხა­ზე ღილი აწყვე­ტო­და. დე­დამ მი­თხრა: აიღე ნემს-ძაფი, და­უ­კე­რეო. მი­ვე­დი, ხე­ლის კან­კა­ლით ვუ­კე­რებ­დი შო­რი­დან, თან გული ამო­ვარ­დნა­ზე მქონ­და, ვში­შობ­დი ჩო­ხის კალ­თა არ შემ­ხე­ბო­და და ასე და­ვუ­კე­რე ღი­ლიო". ნიშ­ნო­ბაც მალე შედ­გა, მაგ­რამ ვა­ჟას არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რად­გან დე­დი­ნაც­ვა­ლის ენის გამო ლე­ვა­ნი იმ დროს გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, ნაჩ­ქა­რე­ვად გა­დახ­დი­ლი ქორ­წი­ლი ერთ კვი­რას გაგ­რძელ­და, რად­გან ვაჟა გვი­ან ჩა­მო­ვი­და გორ­ში. ეკ­ლე­სი­ა­ში ჯვრის­წე­რის დროს, რაკი ახალ­გაზ­რდებს ვა­ჟაც მიჰ­ყვე­ბო­და, ფეხ­ქვეშ ხა­ლი­ჩა-ფარ­და­გებს უფენ­დნენ. ჯვრის­წე­რის შემ­დეგ ვა­ჟამ რძალს ოქ­როს­ძეწ­კვი­ა­ნი სა­ა­თი ჩა­მოჰ­კი­და. ხალ­ხი თურ­მე გა­ი­ძა­ხო­და: "ვაჟა-ფშა­ვე­ლას­გან და­ლოც­ვი­ლებს ჯვრის­წე­რა რა­დღა უნ­დაო". ქორ­წი­ლის შემ­დეგ სა­მახ­სოვ­რო სუ­რა­თიც გა­და­ი­ღეს. ვაჟა შუ­ა­ში ჩას­ვეს შვილ-რძალ­მა. მან მო­ი­ბო­დი­შა და ოდ­ნავ გვერ­დშექ­ცე­ვით დაჯ­და, ჩა­მო­ფხა­ვე­ბუ­ლი თვა­ლის გა­მო­ჩე­ნა ერი­დე­ბო­და.

ლე­ვა­ნის ჯვრის­წე­რის ფოტო, შუ­ა­ში ვაჟა და მის მარ­ცხნივ ლე­ვა­ნი თეთრ პი­ჯაკ­ში

ეს იყო, 1915 წლის 14 მა­ისს. ქორ­წი­ლი­დან ვაჟა თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და სა­ცხოვ­რებ­ლად, რად­გან თავს შე­უძ­ლოდ გრძნობ­და შერ­ყე­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო. გორ­ში ლე­ვანს ამ­ბა­ვი მი­უ­ტა­ნეს: მა­მა­შე­ნი კვრინ­ჩხის შე­ჭა­მან­დს ნატ­რობ­სო (კვრინ­ჩხი, გვი­ა­ნი შე­მოდ­გო­მის ხი­ლია). მა­თაც უშო­ვი­ათ და თბი­ლის­ში ჩა­სუ­ლან ვა­ჟას სა­ნა­ხა­ვად. ვაჟა ფეხ­მძი­მე რძალს მუ­ცელ­ზე მოჰ­ფე­რე­ბია და უთ­ქვამს: "ამ­ბო­ბენ, მალე ლუკა გაჩ­ნდე­ბაო!".

1915 წლის, 27 ივ­ლისს, გამ­თე­ნი­ი­სას ვაჟა-ფშა­ვე­ლა გარ­და­იც­ვა­ლა, ლე­ვან­მა თა­ვის პირ­ველ შვილს ლუკა და­არ­ქვა, ის პა­პის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ და­ი­ბა­და. ლუ­კას მოჰ­ყვნენ ქე­თე­ვა­ნი და პე­პე­ლა. 1920 წელს ლე­ვა­ნი თა­ვის ცოლ-შვილ­თან ერ­თად ჩარ­გალ­ში დაბ­რუნ­და სა­ცხოვ­რებ­ლად და იქ გა­ნაგ­რძო მოღ­ვა­წე­ო­ბა, უკვე რო­გორც სა­ხალ­ხო კო­მი­სარ­მა. ვაჟ­კა­ცო­ბი­თა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი დიდი პო­ე­ტის ვაჟი ხალ­ხმა უზო­მოდ შე­იყ­ვა­რა და მის სახ­ლში, ყვე­ლა - იქა­უ­რი თუ შო­რი­დან მო­სუ­ლი, რო­გორც ტა­ძარ­ში, ისე შე­დი­ო­და.

შუ­ა­ში დგას ლე­ვა­ნი, პირ­ველ რიგ­ში სხე­დან: მარ­ცხნივ ლე­ვა­ნის ცოლი თა­მა­რი და მარ­ჯვნივ მიხა ხე­ლაშ­ვი­ლის და სა­ლო­მე

ლე­ვან გო­დერ­ძიშ­ვი­ლი (ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი):

- 1921 წელს, რო­დე­საც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო­ში აჯან­ყე­ბა და­ი­წყო, იმ­ჟა­მინ­დე­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ფშავ-ხევ­სუ­რეთ­ში, კერ­ძოდ, მა­ღა­როს­კარ­სა და ჩარ­გლის მი­და­მო­ებ­ში, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი თა­ვის შე­ფი­ცულ­თა რაზ­მით წი­თელ არ­მი­ას და ჩე­კის­ტებს და­უ­პი­რის­პირ­და. ვა­ჟას გერი ვახ­ტან­გი კი, სხვა კომ­კავ­ში­რე­ლებ­თან ერ­თად ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და წი­თე­ლარ­მი­ე­ლებს. ამა­ვე დროს, ვაჟა-ფშა­ვე­ლას ერ­თა­დერ­თი ვაჟი, ლე­ვა­ნი, მა­ღა­როს­კარ­ში მსა­ხუ­რობ­და "მი­ლი­ცი­ა­ში". მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში 25 მი­ლი­ცი­ე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ­ლე­ბიც არა­ლე­გა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ აჯან­ყე­ბუ­ლებს.

ლე­ვან გო­დერ­ძიშ­ვი­ლი

როცა გამ­ყიდ­ვე­ლი კომ­კავ­შირ­ლე­ბი­დან რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი გა­ი­გებ­და ქა­ქუ­ცას ად­გილ­სამ­ყო­ფელს, მა­შინ­ვე ას­მენ­და ჩე­კის­ტებს. ლე­ვა­ნი ამ ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში იყო და სან­დო კა­ცით აგე­ბი­ნებ­და ქა­ქუ­ცას, რათა ად­გი­ლი შე­ეც­ვა­ლა. აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბის შემ­დეგ, ქა­ქუ­ცა მცი­რე რაზ­მით იმ­ყო­ფე­ბო­და ტყე­ში. მან შე­მო­უთ­ვა­ლა ლე­ვანს, რომ დახ­მა­რე­ბო­და, ლე­ვა­ნი შეხ­ვდა ქა­ქუ­ცას და რამ­დე­ნი­მე მებ­რძოლ­თან ერ­თად აფხუ­შოს ტყის გავ­ლით სა­ი­დუმ­ლო ბი­ლი­კე­ბით გა­ა­პა­რა პან­კი­სის ხე­ო­ბამ­დე". ცნო­ბი­ლია, რომ ქა­ქუ­ცა და ლე­ვა­ნი ჯერ თე­ლავ­ში, შემ­დეგ კი თბი­ლი­სის სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო გიმ­ნა­ზი­ა­ში ერ­თად სწავ­ლობ­დნენ და მე­გობ­რობ­დნენ. ფშავ­ში შეს­ვლი­სას მე­გობ­რე­ბი სი­ხა­რუ­ლით, მაგ­რამ მა­ინც სა­ი­დუმ­ლოდ შეხ­ვედ­რი­ან ერ­თმა­ნეთს. ქა­ქუ­ცა ღამე, ჩუ­მად ასუ­ლა ლე­ვან­თან სახ­ლში და კარ­გა­დაც უქე­ი­ფი­ათ.

ლუკა რა­ზი­კაშ­ვი­ლის (ვა­ჟას შვი­ლიშ­ვი­ლის) მო­გო­ნე­ბა:

"მე თეთ­რი ჩოხა მეც­ვა. ერთ-ერ­თმა რაზ­მელ­მა, რომ­ლის სა­ხე­ლიც არ მახ­სოვს, მხრებ­ზე შე­მის­ვა. მე თვალს ვერ ვა­შო­რებ­დი მის თოფს. მან შე­მამ­ჩნია, გა­მი­ცი­ნა და მი­სი­ვე დახ­მა­რე­ბით, თოფი ჩემი ხე­ლით მას­რო­ლი­ნა."

ლე­ვან გო­დერ­ძიშ­ვი­ლი:

- გან­შო­რე­ბი­სას ქა­ქუ­ცამ ლე­ვა­ნის, თეთ­რი ნა­ბა­დი აჩუ­ქა. ნაბ­დის ბო­ლო­ში, შიგ­ნი­თა მხრი­დან, შავი ძა­ფით იყო ამო­ქარ­გუ­ლი ორი ასო: "ქ" და "ჩ". გა­ვი­და ერთი თვე და ჩე­კის­ტებ­მა ლე­ვანს ბი­ნა­ზე მი­ა­კი­თხეს. მა­ნამ­დე ლე­ვან­მა, თა­ვის ცოლს უთხრა, - თუ მი­კი­თხონ, უთხრო­დე, რომ არ ვიცი სად არის, ერთი თვეა არ გა­მო­ჩე­ნი­ლაო. იმ დროს პაპა სა­თიბ­ში იყო ასუ­ლი მთებ­ში. ლე­ვა­ნის მე­უღ­ლემ თა­მარ­მა უთხრა, - არ ვიცი, ერთი თვეა უკვე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა სახ­ლშიო. ვა­ჟას მე­ო­რე ცოლ­მა, თა­მარ დი­დე­ბაშ­ვილ­მა ეს სა­უ­ბა­რი რომ გა­ი­გო, გა­მო­ვი­და და ჩე­კის­ტებს მი­ას­წავ­ლა ლე­ვა­ნის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, თა­ნაც თა­ვი­სი შვი­ლი - ვახ­ტან­გი გა­ა­ყო­ლა მეგ­ზუ­რად. ვახ­ტან­გმა ესეც არ იკ­მა­რა და იმ ხა­ნად გორ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი, ვაჟა-ფშა­ვე­ლას დის შვი­ლი, მიხა რა­ზი­კაშ­ვი­ლი და­ა­ჭე­რი­ნა, რო­მე­ლიც აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა თა­ვის ოჯახ­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ნამ­დვი­ლეა და გად­მო­ცე­მით ვიცი ლე­ვა­ნის მე­უღ­ლის­გან, თა­მარ მთვა­რე­ლი­ძის­გან, რო­მე­ლიც იმ დროს მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­თან ერ­თად ჩარ­გალ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. იმ­დე­ნად შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო ბე­ბი­ა­ჩე­მი, რომ ჩარ­გლი­დან წა­მოს­ვლის წინ, იმ არა­კა­ცი­სა­გან თავ­დაც­ვის მიზ­ნით თან ვა­ჟას ნა­ქო­ნი თოფი გა­მო­ი­ყო­ლა.

"1922 წელს ხე­ლებ­შეკ­რუ­ლი ლე­ვა­ნი, სა­თი­ა­ნე­თოს, ახუ­ნის მთა­ზე გად­მო­უყ­ვა­ნი­ათ და შა­რა­ხევ­ზე, სო­ფელ ლახ­ტო­ში, ცნო­ბი­ლი მე­ლექ­სის, ყრუვ-გი­ორ­გის შვილ­თან, ივა­ნე მგე­ლი­აშ­ვილ­თან შე­უვ­ლი­ათ. ივა­ნეს, ვა­ჟას შვი­ლი ხე­ლებ­შეკ­რუ­ლი რომ და­უ­ნა­ხავს, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის მი­უ­მარ­თავს: "ვა­ჟას შვილს, ხელ­შეკ­რულს ნუ მა­ყუ­რე­ბი­ნებთ, ეს ისე­თი კა­ცის შვი­ლია, გაქ­ცე­ვას არ იკად­რებ­სო! ის ღამე ქა­იფ­ში გა­უ­ტა­რე­ბი­ათ. გამ­თე­ნი­ი­სას, ლე­ვანს შაშ­ხა­ნა მო­უ­თხო­ვა და თით­ქმის და­უ­მიზ­ნებ­ლად ხუთი ტყვია უს­რო­ლია ბო­ლო­ში მდგარ ახალ­გაზ­რდა მსხლის ხი­სათ­ვის. თოფი ისევ ივა­ნე­სათ­ვის და­უბ­რუ­ნე­ბია და უთ­ქვამს: "ეგ, ნა­ტყვი­ა­რე­ბი ჩემს სა­მახ­სოვ­როდ დარ­ჩეს.... მე აქეთ, ვე­ღარ ამო­ვივ­ლიო".

ლე­ვა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის ეკა­ტე­რი­ნე რა­ზი­კაშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბა:

"რო­გორც კი, ლე­ვა­ნი და­უ­ჭე­რი­ათ, შე­ში­ნე­ბულ დე­დას მთე­ლი ნა­წე­რე­ბი, რაც კი რამე ყო­ფი­ლა, ბუ­ხარ­ში შე­უყ­რია. ვა­ჟა­სიც ბევ­რი ყო­ფი­ლა, ლე­ვა­ნი­საც, მაგ­რამ იქვე ყო­ფი­ლა ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი­სა და სხვა მე­გობ­რე­ბის წე­რი­ლე­ბი. იმა­თი გარ­ჩე­ვის დრო აღარ იყოო.

ლე­ვა­ნი კარ­გა ხანს თი­ა­ნეთ­ში ჰყო­ლი­ათ, მერე თბი­ლის­ში, მე­ტეხ­ში ჩა­მო­უყ­ვა­ნი­ათ და დახ­ვრე­ტა მი­უს­ჯი­ათ. შეშ­ფო­თე­ბუ­ლა ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცია, ლე­ვა­ნის ხსნა უც­დი­ათ: შალ­ვა და­დი­ანს, პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას, ალექ­სან­დრე აბა­შელს, ნატო ვაჩ­ნა­ძეს და სხვებს. იმ დრო­ის­თვის ყველ­ზე სა­ხე­ლო­ვა­ნი ქა­ლე­ბი სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძეს­თან შე­სუ­ლან და უთხო­ვი­ათ, - ვა­ჟას შვი­ლია და ნუ დახ­ვრეტ­თო, "რკი­ნის კო­მი­სარს" კი უპა­სუ­ხია, - ვა­ჟას შვი­ლი კი არა, ცო­ცხა­ლი რომ იყოს, ვა­ჟა­საც დავ­ხვრი­ტავ­დიო!"

ეკა­ტე­რი­ნე რა­ზი­კაშ­ვი­ლის კი­დევ ერთი მო­გო­ნე­ბა:

"მე­ტე­ხის ცი­ხე­ში რომ ჰყო­ლი­ათ მამა, დედა ჩა­მო­სუ­ლა ჩარ­გლი­დან მის სა­ნა­ხა­ვად. მა­შინ უთ­ქვამს მა­მას, მე შე­იძ­ლე­ბა გა­ვიქ­ცე და აბა, შენ იცი, ბავ­შვებს რო­გორ მი­ხე­და­ვო. დედა შეშ­ფო­თე­ბუ­ლა, - რა გჭირს გა­საქ­ცე­ვი ვა­ჟას შვილს, ეგ არ გა­ა­კე­თო, არ შეც­დე, გაქ­ცე­ვის დროს მოგ­კლა­ვენ და იცო­დე, შვი­ლებ­საც დავ­ხო­ცავ და თავ­საც მო­ვიკ­ლა­ვო. მე­ტე­ხის ცი­ხი­დან ვინ­მე ზან­დუ­კელს უნ­დო­და თურ­მე გა­ე­პა­რე­ბი­ნა ლე­ვა­ნი, მაგ­რამ მა­მამ არ ისურ­ვა თუ ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხეს, არ ვი­ცით. დე­დას გაქ­ცე­უ­ლი ეგო­ნა თურ­მე, რად­გან სამი წელი ჩარ­გალ­ში ეძებ­დნენ".

ნა­წყვე­ტი ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის და­კი­თხვის ოქ­მი­დან (1922 წლის 23 ნო­ემ­ბე­რი):

" - ხევ­სუ­რე­თი­დან გა­ა­ცი­ლეთ თუ არა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ბან­და ჩარ­გლის გავ­ლით 6 ვერსში სოფ­ლი­ონ-არ­ტა­ნის თემ­ში და იქი­დან პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში?

- …მი­ვე­დი რა სო­ფელ ხომ­ში, შევ­ხვდი ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყა­ევს სამ მე­გო­ბარ­თან ერ­თად, რო­მელ­მაც მომ­მარ­თა: სად არის თქვე­ნი და­პი­რე­ბა, რა­ტომ არ ჩა­მოხ­ვე­დით ხევ­სუ­რეთ­ში, ამ­ჯე­რად ვე­ღარ გა­გიშ­ვე­ბო და მას უნდა გავ­ყო­ლო­დი. მე შე­ვუ­ერ­თდი რა მას, მი­ვე­დი ჩარ­გლამ­დე და სოფ­ლი­ონ­სა და პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში არ ვყო­ფილ­ვარ.

ლე­ვა­ნის და­კი­თხვის ოქ­მის ფრაგ­მენ­ტი, რაც პირ­ვე­ლად ქვეყ­ნდე­ბა

- რო­გორ დას­ცილ­დით ჩარ­გალ­ში ჩო­ლო­ყა­ევს და სა­ით­კენ გა­ე­მარ­თა ის?

- მან მე გა­მიშ­ვა და მომ­ცა და­ვა­ლე­ბა: მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა მასა (ხალ­ხი) და კონ­კრე­ტუ­ლად ფშავ­ლე­ბი, და რო­დე­საც ჯა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შე­სუს­ტდე­ბო­და, ხევ­სუ­რე­ბი ამე­ჯან­ყე­ბი­ნა ზურ­გში და და­წყე­ბუ­ლი­ყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აჯან­ყე­ბა, თა­ვად კი ამ­ბობ­და, რომ მი­ე­შუ­რე­ბო­და კა­ხეთ­ში.

- ჩო­ლო­ყა­ევ­თან და მის მიერ მო­ცე­მულ და­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თქვენ აც­ნო­ბეთ თუ არა შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას?

- არა.

- აღი­ა­რებთ, რომ იყა­ვით ჩო­ლო­ყა­ე­ვის [რაზ­მის] აქ­ტი­უ­რი წევ­რი და სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავ­დით მის ყვე­ლა მოქ­მე­დე­ბას და ამით ხელს უწყობ­დით მას?

- ვა­ღი­ა­რებ, რომ ჩემი უმოქ­მე­დო­ბით ვი­ყა­ვი ჩო­ლო­ყა­ე­ვის [რაზ­მის] წევ­რი.

- ფშავ-ხევ­სუ­რე­თის მი­მართ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის დროს თქვენ თვით­ნე­ბუ­რად წახ­ვე­დით სამ­სა­ხუ­რი­დან?

- დიახ, წა­მო­ვე­დი სამ­სა­ხუ­რი­დან და ვი­ყა­ვი უმოქ­მე­დოდ”.

ლელა რა­ზი­კაშ­ვი­ლი (ბა­ჩა­ნას შთა­მო­მა­ვა­ლი):

- 1923 წლის 16 თე­ბერ­ვალს ლე­ვა­ნი დახ­ვი­ტეს! თუმ­ცა, მა­ნამ­დე, ცოტა ხანს შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო საქ­მე. პა­პა­ჩე­მი, გი­ორ­გი რა­ზი­კაშ­ვი­ლი ყვე­ბო­და: სან­დრო, ვა­ჟას უმ­ცრო­სი ძმა, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, მლე­თის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და, თით­ქმის ყო­ველ­დღე და­დი­ო­და მე­ტე­ხის ცი­ხე­ში და პა­ტიმ­რის­თვის ხან რა მიჰ­ქონ­და და ხან - რა. არ­სე­ბობ­და ძა­ლი­ან ბევ­რი ვერ­სია გაქ­ცე­ვის შე­სა­ხებ. ჩემს ოჯახ­ში, მა­მა­ჩე­მი­სა­გან გა­მი­გო­ნია, რომ რა­ღაც პა­ტა­რა იმე­დის ნა­პერ­წკა­ლი ჰქონ­დათ, იმი­სი, რომ გა­იქ­ცა... მაგ­რამ დახ­ვრე­ტის გა­ნა­ჩე­ნი უვე გა­მო­ტა­ნი­ლი იყო! ერთ-ერთი ვი­ზი­ტის დროს მე­ტე­ხის ცი­ხე­ში, სან­დრო რა­ზი­კაშ­ვი­ლი ამა­ნა­თით ხელ­ში დაბ­რუნ­და უკან, ამა­ნა­თი არ მი­ი­ღეს... ის შე­მო­სუ­ლა სახ­ლში ჩუ­მად, მძი­მე ნა­ბი­ჯე­ბით მი­სუ­ლა შუ­ა­ში მდგომ მრგვალ მა­გი­დას­თან, გა­ვარ­დნია ამა­ნა­თი ხე­ლი­დან და და­უ­წყია ტი­რი­ლი.

ლე­ვა­ნის შვილ­თაშ­ვი­ლი თამ­რი­კო რა­ზი­კაშ­ვი­ლი:

- სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ხომ იცო­და რა­ტო­მაც და­ტო­ვეს ჩარ­გა­ლი? რო­გორც "ერის მტრის შვი­ლე­ბი", ისე წა­მო­ვიდ­ნენ. ბე­ბია სულ მა­გას ეუბ­ნე­ბო­და შვი­ლებს, მა­მას და მა­მი­დებს, - არ­სად თქვათ, რომ რა­ზი­კაშ­ვი­ლე­ბი ხართ, თქვით, რომ ხართ მთვა­რე­ლი­ძე­ე­ბიო. მას არ უნდა ჩარ­გა­ლის და­ტო­ვე­ბა-ლე­ვა­ნის კე­რი­ის გა­ცი­ე­ბა... ხში­რად თურ­მე ტყე­შიც კი გა­დი­ო­და ღა­მის გა­სა­თე­ვად ხე­ლაშ­ვი­ლის დას­თან - სა­ლო­მეს­თან ერ­თად. ორი­ვეს შიში ჰქონ­დათ და­ჭე­რის, ერთს, რო­გორც "მავ­ნებ­ლის" მე­უღ­ლეს, მე­ო­რეს კი­დევ, რო­გორც "ყა­ჩა­ღის" დას. გო­რი­დან, იო­სებ მთვა­რე­ლი­ძე, ბე­ბი­ას ძმა ასუ­ლა ჩარ­გალ­ში, რად­გან აუ­ტა­ნე­ლი გახ­და მათ­თვის იქ ყოფ­ნა და აქეთ წა­მო­უყ­ვა­ნია.

ლე­ვა­ნის ოჯა­ხი: ცოლი, შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჩარ­გალ­ში

ვა­ჟას შვი­ლიშ­ვი­ლის ლუკა რა­ზი­კაშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბა:

"ცხა­დად მახ­სოვს ის დღე, როცა მე, დე­და­ჩე­მი და ჩემი დები ჩარ­გალს ვტო­ვებ­დით. გო­რი­დან ბი­ძე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ. დედა ცხენ­ზე იჯდა, ცხენ­ზე ვი­ჯე­ქი მეც. ხურ­ჯინ­ში კი, აქეთ-იქით, ჩემი დები, ქე­თე­ვა­ნი და პე­პე­ლა ის­ხდნენ. შიმ­ში­ლი­სა­გან სულს ძლივს ვღა­ფავ­დით. იმ დღი­დან, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხალ­ხის მტრის შვი­ლე­ბად ვით­ვლე­ბო­დით... ამის გამო, ჩუ­მად ბევ­რჯერ მი­ტი­რია..."

ეკა­ტე­რი­ნე რა­ზი­კაშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბა:

"1928 წლამ­დე, სა­ნამ დე­დიძ­მა გარ­და­იც­ვლე­ბო­და, არა­ფე­რი გვი­ჭირ­და. თა­ვის შვი­ლებ­ზე მე­ტად ჩვენ გვპატ­რო­ნობ­და. მერე კი და­ი­წყო ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა! ყვე­ლამ ზურ­გი შეგ­ვაქ­ცია, თუმ­ცა დე­დაც იმას ცდი­ლობ­და, რომ შე­უმ­ჩნე­ვე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. არ ვი­ცით, მი­თი­თე­ბა ჰქონ­დათ თუ თა­ვი­სით აკე­თებ­დნენ, აქე­და­ნაც აყრა და გაყ­რა უნ­დო­დათ ჩვე­ნი. მა­მას ნა­ყიდ ნაკ­ვეთ­ზეც არ გვა­ყე­ნებ­დნენ, რო­მე­ლიც ვა­ჟას­გან მი­ცე­მულ 50 მა­ნე­თად იყო ნა­ყი­დი. იო­სე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მისი შვილ-რძა­ლი მტრად გა­დაგ­ვე­კიდ­ნენ, გვყრიდ­ნენ სახ­ლი­დან, მაგ­რამ სად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით? იმ ოთახს, რო­მელ­ში­აც ჩვე­ნა ვცხოვ­რობ­დით, სა­ხუ­რა­ვი გა­და­ხა­დეს, თოვ­ლი და წვი­მა ზედ დაგ­ვდი­ო­და. დედა სა­წო­ლის თავ­ზე გა­და­ჭი­მავ­და საწ­ვი­მარს და იქ ვი­ყა­ვით შე­ყუ­ჟუ­ლე­ბი. ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს თა­დე­ოზ გო­ზა­ლიშ­ვი­ლი და იმი­სი შვი­ლი თა­მარი. იმას ეთ­ქვა მა­მა­მი­სი­სათ­ვის, - პე­პე­ლას ღამე რომ სძი­ნავს, წვი­მა ას­ვე­ლებს ხოლ­მეო. მე­ო­რე დღეს მო­ვი­და თა­დე­ო­ზი და თა­ვის სახ­ლში წაგ­ვიყ­ვა­ნა, შემ­დეგ ხალ­ხს ხმა­მაღ­ლა გა­მო­უ­ცხა­და, - ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის ქვრივ-ობ­ლებს სახ­ლი უნდა ავუ­შე­ნო­თო. ნა­ხე­ვარ­ზე მეტი ფული თვი­თონ დადო და ისე აგ­ვი­შე­ნეს სახ­ლი, დედა არა­ფერ­ზე შე­უ­წუ­ხე­ბი­ათ.

ლე­ვა­ნის მე­უღ­ლე თა­მა­რი, შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

30-იან წლებ­ში, დედა თავს იკ­ლავ­და შრო­მით. ხში­რად ღა­მის ცვლა­შიც კი მუ­შა­ობ­და. ერთხელ, ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელ­მა ჭი­ჭი­ნა­ძემ, სულ არა­ფერ­ზე მიღ­რი­ა­ლა, - თქვე­ნი დრო წა­ვი­და, რა­ზი­კაშ­ვი­ლე­ბო, ჩოხა-ახა­ლუ­ხით რომ და­იჯგი­მე­ბო­დით სულო! დე­დაც იმა­სა ცდი­ლობ­და, რომ არა­ვის გავ­ხსე­ნე­ბო­დით, შე­უმ­ჩნე­ვე­ლე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და ამას ცდი­ლობ­და, ვა­ჟას გერი - ვახ­ტანგ რა­ზი­კაშ­ვი­ლიც! ყვე­ლას უმ­ტკი­ცებ­და და არ­წმუ­ნებ­და, - მა­მა­ჩემ ვა­ჟას ერ­თა­დერ­თი მემ­კვიდ­რე მხო­ლოდ მე დავ­რჩიო. მისი ჰო­ნო­რა­რია თუ სხვა რამ, მე მე­კუთ­ვნი­სო. ამი­ტომ იყო, რომ არც გულ­ქა­ნი­სა და არც თა­მა­რი­სა იცო­და რამე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ..."

ლა­მა­რა რა­ზი­კაშ­ვი­ლი, ბა­ჩა­ნას შვი­ლიშ­ვი­ლი:

ლა­მა­რა რა­ზი­კაშ­ვი­ლი

- 1961 წელს, ვაჟა-ფშა­ვე­ლას იუ­ბი­ლეს რომ ამ­ზა­დებ­დნენ, მო­საწ­ვე­ვე­ბი­სათ­ვის თბილსში ჩა­ვი­და ლე­ვა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი, ქე­თე­ვან (პე­პე­ლა) რა­ზი­კაშ­ვი­ლი. მწე­რალ­თა კავ­შირ­ში, სერ­გი ჭი­ლა­ი­ას­თან მი­ვი­და და თა­ვი­სი ვი­ნა­ო­ბა გა­უმ­ხი­ლა. ბა­ტო­ნი სერ­გი ფეხ­ზე წა­მო­ვარ­დნი­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი, - რას მე­უბ­ნე­ბით, ლე­ვა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი ბრძან­დე­ბი­თო?! ვახ­ტან­გი­სა­გან ჩვენ ვი­ცო­დით, რომ ლე­ვანს არა­ვინ დარ­ჩე­ნია, რო­გორ, მან არა­ფე­რი იცო­და თქვენს შე­სა­ხე­ბო? - ყვი­რო­და თურ­მე. ამის შემ­დეგ, ბა­ტონ სერ­გის, ერთჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბის სა­ხით, ლე­ვა­ნის ქვრი­სათ­ვის, თა­მა­რი­სათ­ვის, საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა გა­მო­უ­წე­რია. რო­გორ­ღაც ეს ამ­ბა­ვი ვახ­ტანგს გა­უ­გია, მი­სუ­ლა მწე­რა­ლა კავ­შირ­ში და ბუ­ღალ­ტრის­თვის უთ­ქვამს, - დე­და­ჩე­მია თა­მარ რა­ზი­კაშ­ვი­ლი და ეგ თან­ხა მის­თვის არის გა­მო­წე­რი­ლიო. ასე გულ­და­გულ ცდი­ლობ­და ვახ­ტან­გი ლე­ვა­ნის კვა­ლის წაშ­ლას და იცით, რა­ტომ? პირ­ველ რიგ­ში შუ­რით, რად­გან ლე­ვა­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლად ნი­ჭი­ე­რი და ყო­ველ­გვა­რი სი­კე­თით იყო შემ­კუ­ლი. დახ­ვრე­ტის შემ­დე­გაც კი, მას ცნობ­დნენ რო­გორც ვაჟა-ფშა­ვე­ლას ღირ­სე­ულ შვილს, ვახ­ტან­გის კი, პა­ტივს არა­ვინ სცემ­და. რო­გორც უვარ­გის­სა და "მა­მის" შე­მარ­ცხვე­ნელს. პავ­ლე პა­პას ვა­ჟე­ბი კარ­გად აღ­ზრდი­ლე­ბი და სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რე­ბი იყ­ვნენ, ასე­თი­ვე­ნი იყ­ვნენ მისი შთა­მო­მავ­ლე­ბი - კე­თილ­შო­ბი­ლე­ბი, პატ­რი­ო­ტე­ბი და ერ­თმა­ნე­თის მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ნი. აი, ვახ­ტან­გი კი სა­ერ­თოდ არ ჰგავ­და მათ, რაც და­ამ­ტკი­ცა კი­დეც თა­ვი­სი ქმე­დე­ბით. ბო­ლოს­და­ბო­ლოს, ხალ­ხმა ხომ უნდა იცო­დეს სი­მარ­თლე.

მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ, ლე­ვა­ნის შვი­ლიშ­ვილს, ნინო რა­ზი­კაშ­ვილს პა­პის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სათ­ვის უზ­რუ­ნია.

სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის არ­ქი­ვი­სათ­ვის მი­უ­მარ­თავს და იქი­დან ასე­თი ცნო­ბა მი­უ­ღია:

"1997 წლის, 16 დე­კემ­ბერს, 1, 3, 6, 7 მუხ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 243.244 მუხ­ლე­ბით ვამ­ტკი­ცებ: დაკ­მა­ყო­ფილ­დეს ნინო ლუ­კას ასუ­ლი რა­ზი­კაშ­ვი­ლის მო­თხოვ­ნა. პა­პა­მი­სი, ლე­ვან ლუ­კას ძე რა­ზი­კაშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1887 წელს, თი­ა­ნე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩარ­გალ­ში, აღი­ა­რე­ბულ იქ­ნეს პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ის მსხვრეპ­ლად.

გო­რის რა­ი­ო­ნის სა­სა­მარ­თლოს თავ­ჯდო­მა­რე: ბ. ვა­თი­აშ­ვი­ლი".

ჩარ­გლელ­თა მეხ­სი­ე­რე­ბას დღემ­დე შე­მო­უ­ნა­ხავს ერთი ლექ­სი:

"საით, რა მოხ­ვალ ძმო­ბი­ლო,

ამ­ბავს ნუ მე­ტყვი ძმი­საო,

ნა­ღა­ლა­ტე­ვით მოკ­ლუ­ლის,

ლუ­კანთ ლე­ვა­ნი­საო".

ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
2

გული მომიკვდა ტკივილით...

დიდება 1918-21 წლების გმირებს!
4

სად არიან ახლა ის რუსეთის მეხოტბეები და "ომი ჩვენ დავიწყეთ" საზოგადოება, მოუთმენლად რომ ელოდებიან უკრაინის და ევროპის დაჩოქებას, რომ ვერ გაუეკვევიათ რატომ და როდიდანაა რუსეთი ოკუპანტი და რატომ არ უნდა ვამაყობდეთ ბოლშევიკი ქართველებით? საინტერესოა რას დაწერენ ამ ამბავზე.

ავტორი:

"ნაღალატევით მოკლულის, ლუკანთ ლევანის" ამბავი - ვაჟა-ფშაველას შვილის ტრაგიკული ბედი: ქაქუცას შეფიცულებთან კავშირი, დახვრეტა, მისი ოჯახის დევნა

"ნაღალატევით მოკლულის, ლუკანთ ლევანის" ამბავი - ვაჟა-ფშაველას შვილის ტრაგიკული ბედი: ქაქუცას შეფიცულებთან კავშირი, დახვრეტა, მისი ოჯახის დევნა

"შეუძლებელს მე არაფერს ვთხოულობ. პირადად ჩემი თავი ჯანდაბას, ხოლო ჩემმა შვილმა რა დააშავა, რომ როგორც მისი მამაა გარიყული და მივიწყებული, ჩემს შვილსაც ასე გულგრილად ეპყრობა საზოგადოება. ნორჩ, ახალგაზრდა კაცს, რომელსაც სწავლა-განათლება ეჭირება, რომელიც შეიძლება ფრიად სასარგებლო კაცი დადგეს. ჩემმა შვილმა, როგორც სხვა ათასმა, მოწმობით დაამთავრა სათავადაზნაურო გიმნაზია და უსახსრობის გამო ორი წელიწადია შინა მყავს სოფელში და ლამის, რაც უსწავლია, ისიც დაივიწყოს. ეს ჩემთვის მეტისმეტად გულსაკლავი მოვლენაა და ვგონებ, ვისაც ცოტაოდენი ჩემი პატივისცემა აქვს, არ უნდა ესიამოვნოს ეს ამბავი. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, როგორც პატიოსან ქართველ კაცს, უანგარო მუშაკს, და გთხოვთ, რომ როგორმე გამგემ სარაჯიშვილის სტიპენდიებისა, დაუნიშნოს ჩემს შვილს სტიპენდია, რომ გავაგზავნო სწავლის გასაგრძელებლად ყირიმში ან სხვაგან სადმე, რათა შეისწავლოს პრაქტიკულად ყველის ან ერბოს კეთება და მისთანები, რაც ფრიად საჭიროა და გამოსადეგია მთაში, რათა ეს ცოდნა გაავრცელოს თავის თანამოძმეთა შორის. იმედი მაქვს, ჩემს თხოვნას არ დაწიხლავთ და არც მე დამგმობთ ამგვარი თხოვნისათვის.

თქვენი მარადის პატივისცემელი ვაჟა-ფშაველა".

ეს წერილი, 1910 წლის 5 ნოემბერს მისწერა ვაჟამ ნიკო ცხვედაძეს, რომელსაც განსაკუთრებულად ადარდებდა თავისი შვილის, ძმები რაზიკაშვილების პირველი სიხარულის, ძმებში პირველი ვაჟის, საამაყო და ლამაზი ბიჭის ლევან რაზიკაშვილის ბედი და იღბალი. ლევანი ვაჟას და კეკეს მეორე შვილი იყო. მემკვიდრე განსაკუთრებულად ეამაყებოდა ვაჟას და დიდ მზრუნველობასაც იჩენდა მის მიმართ. ცდილობდა შვილებიდან როგორმე მისთვის მაინც მიეცა განათლება, სადმე სამსახურში ჩაეყენებინა, მაგრამ ვაჟას ამ თხოვნას, როგორც ჩანს, ყურადღება არ მიაქციეს, რადგან ლევანსაც ისევ გორისთვის მიუმართავს და სამსახურიც იქ მიუციათ, აქ მან სოცუზრუნველყოფის გამგეობა ჩაიბარა, ბინად კი ბიძა-თედოსთან ცხოვრობდა, სოფელ ხელთუბანში. ვაჟა, როცა საშუალება მიეცემოდა სულ ცდილობდა თავის შვილთან ერთად ყოფილიყო, სადაც წავიდოდა ლევანიც თან წაეყვანა. ერთხელ, მამა-შვილი სოფელ კაწალხევში ყოფილან წვეულებაზე მიპატიჟებულები. ლევანს თავისი კარგი ცეკვით ხალხი აღტაცებაში მოუყვანია, ვაჟას კი გაჰღიმებია: "მე ის მინდოდა, სწავლა თავში შესვლოდა, მაგას ფეხებში წასვლიაო, თუმცა ჩვენს დროში ფეხებს უფრო ფასი დაედო, ვიდრე თავსაო".

ლევან რაზიკაშვილი

ძალიან მალე ლევანმა ულამაზესი, 17 წლის ქერა, ცისფერთვალება გოგო გაიცნო - თამარ მთვარელიძე, რომელიც მაშინვე მოეწონა. ლევანიც არანაკლებ წარმოსადეგი კაცი იყო. გორში, დღემდე ამბობენ: "ცოლი ხომ ლამაზი ჰყავდა, მაგრამ ლევანს მაინც ვერ შეედრებოდა. ეგეთი დახვეწილი, ინტელიგენტი კაცი იშვიათიაო".

რთვლობის დროს, ქეიფის შემდეგ, თედო რაზიკაშვილს ახალგაზრდები და თავისი ქალებიც ერთ ოთახში, იატაკზე დაგებულ, ერთ დიდ ფარდაგზე დაუწვენია. დაუწყიათ ხუმრობა თამარისა და ლევანის წაწლობაზე (ფშაურად ერთმანეთთან დაწვენაზე) და ამ ხუმრობა-ხუმრობაში კი, ერთმანეთი შეჰყვარებიათ. თამარის ძმა, იოსები მეგობრობდა ლევანთან. ლევანმაც ამ საბაბით მოუხშირა მათთან სტუმრობას, მაგრამ თამარი სულ გარე-გარე უვლივდა.

ლევანის ხელნაწერი

"ეს ის დრო იყო - იგონებდა ღრმა სიბერის ჟამს თამარი - ქალებს, რომ გვაშინებდნენ, ახალგაზრდა კაცის ჩოხის კალთა არ შეგეხოთ, თორემ დაფეხმძიმდებითო. ერთხელაც, ლევანი ჩვენთან მოვიდა, ჩოხაზე ღილი აწყვეტოდა. დედამ მითხრა: აიღე ნემს-ძაფი, დაუკერეო. მივედი, ხელის კანკალით ვუკერებდი შორიდან, თან გული ამოვარდნაზე მქონდა, ვშიშობდი ჩოხის კალთა არ შემხებოდა და ასე დავუკერე ღილიო". ნიშნობაც მალე შედგა, მაგრამ ვაჟას არ შეატყობინეს, რადგან დედინაცვალის ენის გამო ლევანი იმ დროს განაწყენებული ყოფილა, ნაჩქარევად გადახდილი ქორწილი ერთ კვირას გაგრძელდა, რადგან ვაჟა გვიან ჩამოვიდა გორში. ეკლესიაში ჯვრისწერის დროს, რაკი ახალგაზრდებს ვაჟაც მიჰყვებოდა, ფეხქვეშ ხალიჩა-ფარდაგებს უფენდნენ. ჯვრისწერის შემდეგ ვაჟამ რძალს ოქროსძეწკვიანი საათი ჩამოჰკიდა. ხალხი თურმე გაიძახოდა: "ვაჟა-ფშაველასგან დალოცვილებს ჯვრისწერა რადღა უნდაო". ქორწილის შემდეგ სამახსოვრო სურათიც გადაიღეს. ვაჟა შუაში ჩასვეს შვილ-რძალმა. მან მოიბოდიშა და ოდნავ გვერდშექცევით დაჯდა, ჩამოფხავებული თვალის გამოჩენა ერიდებოდა.

ლევანის ჯვრისწერის ფოტო, შუაში ვაჟა და მის მარცხნივ ლევანი თეთრ პიჯაკში

ეს იყო, 1915 წლის 14 მაისს. ქორწილიდან ვაჟა თბილისში დაბრუნდა საცხოვრებლად, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა შერყეული ჯანმრთელობის გამო. გორში ლევანს ამბავი მიუტანეს: მამაშენი კვრინჩხის შეჭამანდს ნატრობსო (კვრინჩხი, გვიანი შემოდგომის ხილია). მათაც უშოვიათ და თბილისში ჩასულან ვაჟას სანახავად. ვაჟა ფეხმძიმე რძალს მუცელზე მოჰფერებია და უთქვამს: "ამბობენ, მალე ლუკა გაჩნდებაო!".

1915 წლის, 27 ივლისს, გამთენიისას ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა, ლევანმა თავის პირველ შვილს ლუკა დაარქვა, ის პაპის სიკვდილის შემდეგ დაიბადა. ლუკას მოჰყვნენ ქეთევანი და პეპელა. 1920 წელს ლევანი თავის ცოლ-შვილთან ერთად ჩარგალში დაბრუნდა საცხოვრებლად და იქ განაგრძო მოღვაწეობა, უკვე როგორც სახალხო კომისარმა. ვაჟკაცობითა და სამართლიანობით გამორჩეული დიდი პოეტის ვაჟი ხალხმა უზომოდ შეიყვარა და მის სახლში, ყველა - იქაური თუ შორიდან მოსული, როგორც ტაძარში, ისე შედიოდა.

შუაში დგას ლევანი, პირველ რიგში სხედან: მარცხნივ ლევანის ცოლი თამარი და მარჯვნივ მიხა ხელაშვილის და სალომე

ლევან გოდერძიშვილი (ლევან რაზიკაშვილის შვილიშვილი):

- 1921 წელს, როდესაც სრულიად საქართველოში აჯანყება დაიწყო, იმჟამინდელი რეჟიმის წინააღმდეგ ფშავ-ხევსურეთში, კერძოდ, მაღაროსკარსა და ჩარგლის მიდამოებში, ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავის შეფიცულთა რაზმით წითელ არმიას და ჩეკისტებს დაუპირისპირდა. ვაჟას გერი ვახტანგი კი, სხვა კომკავშირელებთან ერთად ერთგულად ემსახურებოდა წითელარმიელებს. ამავე დროს, ვაჟა-ფშაველას ერთადერთი ვაჟი, ლევანი, მაღაროსკარში მსახურობდა "მილიციაში". მის დაქვემდებარებაში 25 მილიციელი იმყოფებოდა, რომლებიც არალეგალურად ეხმარებოდნენ აჯანყებულებს.

ლევან გოდერძიშვილი

როცა გამყიდველი კომკავშირლებიდან რომელიმე მათგანი გაიგებდა ქაქუცას ადგილსამყოფელს, მაშინვე ასმენდა ჩეკისტებს. ლევანი ამ ყველაფრის საქმის კურსში იყო და სანდო კაცით აგებინებდა ქაქუცას, რათა ადგილი შეეცვალა. აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ქაქუცა მცირე რაზმით იმყოფებოდა ტყეში. მან შემოუთვალა ლევანს, რომ დახმარებოდა, ლევანი შეხვდა ქაქუცას და რამდენიმე მებრძოლთან ერთად აფხუშოს ტყის გავლით საიდუმლო ბილიკებით გააპარა პანკისის ხეობამდე". ცნობილია, რომ ქაქუცა და ლევანი ჯერ თელავში, შემდეგ კი თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში ერთად სწავლობდნენ და მეგობრობდნენ. ფშავში შესვლისას მეგობრები სიხარულით, მაგრამ მაინც საიდუმლოდ შეხვედრიან ერთმანეთს. ქაქუცა ღამე, ჩუმად ასულა ლევანთან სახლში და კარგადაც უქეიფიათ.

ლუკა რაზიკაშვილის (ვაჟას შვილიშვილის) მოგონება:

"მე თეთრი ჩოხა მეცვა. ერთ-ერთმა რაზმელმა, რომლის სახელიც არ მახსოვს, მხრებზე შემისვა. მე თვალს ვერ ვაშორებდი მის თოფს. მან შემამჩნია, გამიცინა და მისივე დახმარებით, თოფი ჩემი ხელით მასროლინა."

ლევან გოდერძიშვილი:

- განშორებისას ქაქუცამ ლევანის, თეთრი ნაბადი აჩუქა. ნაბდის ბოლოში, შიგნითა მხრიდან, შავი ძაფით იყო ამოქარგული ორი ასო: "ქ" და "ჩ". გავიდა ერთი თვე და ჩეკისტებმა ლევანს ბინაზე მიაკითხეს. მანამდე ლევანმა, თავის ცოლს უთხრა, - თუ მიკითხონ, უთხროდე, რომ არ ვიცი სად არის, ერთი თვეა არ გამოჩენილაო. იმ დროს პაპა სათიბში იყო ასული მთებში. ლევანის მეუღლემ თამარმა უთხრა, - არ ვიცი, ერთი თვეა უკვე არ გამოჩენილა სახლშიო. ვაჟას მეორე ცოლმა, თამარ დიდებაშვილმა ეს საუბარი რომ გაიგო, გამოვიდა და ჩეკისტებს მიასწავლა ლევანის ადგილსამყოფელი, თანაც თავისი შვილი - ვახტანგი გააყოლა მეგზურად. ვახტანგმა ესეც არ იკმარა და იმ ხანად გორში დამკვიდრებული, ვაჟა-ფშაველას დის შვილი, მიხა რაზიკაშვილი დააჭერინა, რომელიც აღარ დაბრუნებულა თავის ოჯახში. ეს ყველაფერი სინამდვილეა და გადმოცემით ვიცი ლევანის მეუღლისგან, თამარ მთვარელიძისგან, რომელიც იმ დროს მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ჩარგალში იმყოფებოდა. იმდენად შეშინებული იყო ბებიაჩემი, რომ ჩარგლიდან წამოსვლის წინ, იმ არაკაცისაგან თავდაცვის მიზნით თან ვაჟას ნაქონი თოფი გამოიყოლა.

"1922 წელს ხელებშეკრული ლევანი, სათიანეთოს, ახუნის მთაზე გადმოუყვანიათ და შარახევზე, სოფელ ლახტოში, ცნობილი მელექსის, ყრუვ-გიორგის შვილთან, ივანე მგელიაშვილთან შეუვლიათ. ივანეს, ვაჟას შვილი ხელებშეკრული რომ დაუნახავს, პოლიციელებისათვის მიუმართავს: "ვაჟას შვილს, ხელშეკრულს ნუ მაყურებინებთ, ეს ისეთი კაცის შვილია, გაქცევას არ იკადრებსო! ის ღამე ქაიფში გაუტარებიათ. გამთენიისას, ლევანს შაშხანა მოუთხოვა და თითქმის დაუმიზნებლად ხუთი ტყვია უსროლია ბოლოში მდგარ ახალგაზრდა მსხლის ხისათვის. თოფი ისევ ივანესათვის დაუბრუნებია და უთქვამს: "ეგ, ნატყვიარები ჩემს სამახსოვროდ დარჩეს.... მე აქეთ, ვეღარ ამოვივლიო".

ლევანის ქალიშვილის ეკატერინე რაზიკაშვილის მოგონება:

"როგორც კი, ლევანი დაუჭერიათ, შეშინებულ დედას მთელი ნაწერები, რაც კი რამე ყოფილა, ბუხარში შეუყრია. ვაჟასიც ბევრი ყოფილა, ლევანისაც, მაგრამ იქვე ყოფილა ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და სხვა მეგობრების წერილები. იმათი გარჩევის დრო აღარ იყოო.

ლევანი კარგა ხანს თიანეთში ჰყოლიათ, მერე თბილისში, მეტეხში ჩამოუყვანიათ და დახვრეტა მიუსჯიათ. შეშფოთებულა ქართული ინტელიგენცია, ლევანის ხსნა უცდიათ: შალვა დადიანს, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე აბაშელს, ნატო ვაჩნაძეს და სხვებს. იმ დროისთვის ყველზე სახელოვანი ქალები სერგო ორჯონიკიძესთან შესულან და უთხოვიათ, - ვაჟას შვილია და ნუ დახვრეტთო, "რკინის კომისარს" კი უპასუხია, - ვაჟას შვილი კი არა, ცოცხალი რომ იყოს, ვაჟასაც დავხვრიტავდიო!"

ეკატერინე რაზიკაშვილის კიდევ ერთი მოგონება:

"მეტეხის ციხეში რომ ჰყოლიათ მამა, დედა ჩამოსულა ჩარგლიდან მის სანახავად. მაშინ უთქვამს მამას, მე შეიძლება გავიქცე და აბა, შენ იცი, ბავშვებს როგორ მიხედავო. დედა შეშფოთებულა, - რა გჭირს გასაქცევი ვაჟას შვილს, ეგ არ გააკეთო, არ შეცდე, გაქცევის დროს მოგკლავენ და იცოდე, შვილებსაც დავხოცავ და თავსაც მოვიკლავო. მეტეხის ციხიდან ვინმე ზანდუკელს უნდოდა თურმე გაეპარებინა ლევანი, მაგრამ მამამ არ ისურვა თუ ვეღარ მოახერხეს, არ ვიცით. დედას გაქცეული ეგონა თურმე, რადგან სამი წელი ჩარგალში ეძებდნენ".

ნაწყვეტი ლევან რაზიკაშვილის დაკითხვის ოქმიდან (1922 წლის 23 ნოემბერი):

" - ხევსურეთიდან გააცილეთ თუ არა ჩოლოყაშვილის ბანდა ჩარგლის გავლით 6 ვერსში სოფლიონ-არტანის თემში და იქიდან პანკისის ხეობაში?

- …მივედი რა სოფელ ხომში, შევხვდი ქაქუცა ჩოლოყაევს სამ მეგობართან ერთად, რომელმაც მომმართა: სად არის თქვენი დაპირება, რატომ არ ჩამოხვედით ხევსურეთში, ამჯერად ვეღარ გაგიშვებო და მას უნდა გავყოლოდი. მე შევუერთდი რა მას, მივედი ჩარგლამდე და სოფლიონსა და პანკისის ხეობაში არ ვყოფილვარ.

ლევანის დაკითხვის ოქმის ფრაგმენტი, რაც პირველად ქვეყნდება

- როგორ დასცილდით ჩარგალში ჩოლოყაევს და საითკენ გაემართა ის?

- მან მე გამიშვა და მომცა დავალება: მომემზადებინა მასა (ხალხი) და კონკრეტულად ფშავლები, და როდესაც ჯარების წინააღმდეგობა შესუსტდებოდა, ხევსურები ამეჯანყებინა ზურგში და დაწყებულიყო შეიარაღებული აჯანყება, თავად კი ამბობდა, რომ მიეშურებოდა კახეთში.

- ჩოლოყაევთან და მის მიერ მოცემულ დავალებასთან დაკავშირებით თქვენ აცნობეთ თუ არა შესაბამის დაწესებულებას?

- არა.

- აღიარებთ, რომ იყავით ჩოლოყაევის [რაზმის] აქტიური წევრი და საიდუმლოდ ინახავდით მის ყველა მოქმედებას და ამით ხელს უწყობდით მას?

- ვაღიარებ, რომ ჩემი უმოქმედობით ვიყავი ჩოლოყაევის [რაზმის] წევრი.

- ფშავ-ხევსურეთის მიმართ ჩატარებული ოპერაციის დროს თქვენ თვითნებურად წახვედით სამსახურიდან?

- დიახ, წამოვედი სამსახურიდან და ვიყავი უმოქმედოდ”.

ლელა რაზიკაშვილი (ბაჩანას შთამომავალი):

- 1923 წლის 16 თებერვალს ლევანი დახვიტეს! თუმცა, მანამდე, ცოტა ხანს შეჩერებული იყო საქმე. პაპაჩემი, გიორგი რაზიკაშვილი ყვებოდა: სანდრო, ვაჟას უმცროსი ძმა, რომელიც თბილისში, მლეთის ქუჩაზე ცხოვრობდა, თითქმის ყოველდღე დადიოდა მეტეხის ციხეში და პატიმრისთვის ხან რა მიჰქონდა და ხან - რა. არსებობდა ძალიან ბევრი ვერსია გაქცევის შესახებ. ჩემს ოჯახში, მამაჩემისაგან გამიგონია, რომ რაღაც პატარა იმედის ნაპერწკალი ჰქონდათ, იმისი, რომ გაიქცა... მაგრამ დახვრეტის განაჩენი უვე გამოტანილი იყო! ერთ-ერთი ვიზიტის დროს მეტეხის ციხეში, სანდრო რაზიკაშვილი ამანათით ხელში დაბრუნდა უკან, ამანათი არ მიიღეს... ის შემოსულა სახლში ჩუმად, მძიმე ნაბიჯებით მისულა შუაში მდგომ მრგვალ მაგიდასთან, გავარდნია ამანათი ხელიდან და დაუწყია ტირილი.

ლევანის შვილთაშვილი თამრიკო რაზიკაშვილი:

- საზოგადოებამ ხომ იცოდა რატომაც დატოვეს ჩარგალი? როგორც "ერის მტრის შვილები", ისე წამოვიდნენ. ბებია სულ მაგას ეუბნებოდა შვილებს, მამას და მამიდებს, - არსად თქვათ, რომ რაზიკაშვილები ხართ, თქვით, რომ ხართ მთვარელიძეებიო. მას არ უნდა ჩარგალის დატოვება-ლევანის კერიის გაციება... ხშირად თურმე ტყეშიც კი გადიოდა ღამის გასათევად ხელაშვილის დასთან - სალომესთან ერთად. ორივეს შიში ჰქონდათ დაჭერის, ერთს, როგორც "მავნებლის" მეუღლეს, მეორეს კიდევ, როგორც "ყაჩაღის" დას. გორიდან, იოსებ მთვარელიძე, ბებიას ძმა ასულა ჩარგალში, რადგან აუტანელი გახდა მათთვის იქ ყოფნა და აქეთ წამოუყვანია.

ლევანის ოჯახი: ცოლი, შვილები და შვილიშვილები ჩარგალში

ვაჟას შვილიშვილის ლუკა რაზიკაშვილის მოგონება:

"ცხადად მახსოვს ის დღე, როცა მე, დედაჩემი და ჩემი დები ჩარგალს ვტოვებდით. გორიდან ბიძები ჩამოვიდნენ. დედა ცხენზე იჯდა, ცხენზე ვიჯექი მეც. ხურჯინში კი, აქეთ-იქით, ჩემი დები, ქეთევანი და პეპელა ისხდნენ. შიმშილისაგან სულს ძლივს ვღაფავდით. იმ დღიდან, დიდი ხნის განმავლობაში, ხალხის მტრის შვილებად ვითვლებოდით... ამის გამო, ჩუმად ბევრჯერ მიტირია..."

ეკატერინე რაზიკაშვილის მოგონება:

"1928 წლამდე, სანამ დედიძმა გარდაიცვლებოდა, არაფერი გვიჭირდა. თავის შვილებზე მეტად ჩვენ გვპატრონობდა. მერე კი დაიწყო ჩვენი უბედურება! ყველამ ზურგი შეგვაქცია, თუმცა დედაც იმას ცდილობდა, რომ შეუმჩნეველი ვყოფილიყავით. არ ვიცით, მითითება ჰქონდათ თუ თავისით აკეთებდნენ, აქედანაც აყრა და გაყრა უნდოდათ ჩვენი. მამას ნაყიდ ნაკვეთზეც არ გვაყენებდნენ, რომელიც ვაჟასგან მიცემულ 50 მანეთად იყო ნაყიდი. იოსების გარდაცვალების შემდეგ მისი შვილ-რძალი მტრად გადაგვეკიდნენ, გვყრიდნენ სახლიდან, მაგრამ სად უნდა წავსულიყავით? იმ ოთახს, რომელშიაც ჩვენა ვცხოვრობდით, სახურავი გადახადეს, თოვლი და წვიმა ზედ დაგვდიოდა. დედა საწოლის თავზე გადაჭიმავდა საწვიმარს და იქ ვიყავით შეყუჟულები. ღმერთმა ნათელში ამყოფოს თადეოზ გოზალიშვილი და იმისი შვილი თამარი. იმას ეთქვა მამამისისათვის, - პეპელას ღამე რომ სძინავს, წვიმა ასველებს ხოლმეო. მეორე დღეს მოვიდა თადეოზი და თავის სახლში წაგვიყვანა, შემდეგ ხალხს ხმამაღლა გამოუცხადა, - ლევან რაზიკაშვილის ქვრივ-ობლებს სახლი უნდა ავუშენოთო. ნახევარზე მეტი ფული თვითონ დადო და ისე აგვიშენეს სახლი, დედა არაფერზე შეუწუხებიათ.

ლევანის მეუღლე თამარი, შვილიშვილთან ერთად

30-იან წლებში, დედა თავს იკლავდა შრომით. ხშირად ღამის ცვლაშიც კი მუშაობდა. ერთხელ, ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელმა ჭიჭინაძემ, სულ არაფერზე მიღრიალა, - თქვენი დრო წავიდა, რაზიკაშვილებო, ჩოხა-ახალუხით რომ დაიჯგიმებოდით სულო! დედაც იმასა ცდილობდა, რომ არავის გავხსენებოდით, შეუმჩნეველები ვყოფილიყავით და ამას ცდილობდა, ვაჟას გერი - ვახტანგ რაზიკაშვილიც! ყველას უმტკიცებდა და არწმუნებდა, - მამაჩემ ვაჟას ერთადერთი მემკვიდრე მხოლოდ მე დავრჩიო. მისი ჰონორარია თუ სხვა რამ, მე მეკუთვნისო. ამიტომ იყო, რომ არც გულქანისა და არც თამარისა იცოდა რამე საზოგადოებამ..."

ლამარა რაზიკაშვილი, ბაჩანას შვილიშვილი:

ლამარა რაზიკაშვილი

- 1961 წელს, ვაჟა-ფშაველას იუბილეს რომ ამზადებდნენ, მოსაწვევებისათვის თბილსში ჩავიდა ლევანის ქალიშვილი, ქეთევან (პეპელა) რაზიკაშვილი. მწერალთა კავშირში, სერგი ჭილაიასთან მივიდა და თავისი ვინაობა გაუმხილა. ბატონი სერგი ფეხზე წამოვარდნილა გაოცებული, - რას მეუბნებით, ლევანის ქალიშვილი ბრძანდებითო?! ვახტანგისაგან ჩვენ ვიცოდით, რომ ლევანს არავინ დარჩენია, როგორ, მან არაფერი იცოდა თქვენს შესახებო? - ყვიროდა თურმე. ამის შემდეგ, ბატონ სერგის, ერთჯერადი დახმარების სახით, ლევანის ქვრისათვის, თამარისათვის, საკმაოდ დიდი თანხა გამოუწერია. როგორღაც ეს ამბავი ვახტანგს გაუგია, მისულა მწერალა კავშირში და ბუღალტრისთვის უთქვამს, - დედაჩემია თამარ რაზიკაშვილი და ეგ თანხა მისთვის არის გამოწერილიო. ასე გულდაგულ ცდილობდა ვახტანგი ლევანის კვალის წაშლას და იცით, რატომ? პირველ რიგში შურით, რადგან ლევანი გამორჩეულად ნიჭიერი და ყოველგვარი სიკეთით იყო შემკული. დახვრეტის შემდეგაც კი, მას ცნობდნენ როგორც ვაჟა-ფშაველას ღირსეულ შვილს, ვახტანგის კი, პატივს არავინ სცემდა. როგორც უვარგისსა და "მამის" შემარცხვენელს. პავლე პაპას ვაჟები კარგად აღზრდილები და საოცრად ნიჭიერები იყვნენ, ასეთივენი იყვნენ მისი შთამომავლები - კეთილშობილები, პატრიოტები და ერთმანეთის მოსიყვარულენი. აი, ვახტანგი კი საერთოდ არ ჰგავდა მათ, რაც დაამტკიცა კიდეც თავისი ქმედებით. ბოლოსდაბოლოს, ხალხმა ხომ უნდა იცოდეს სიმართლე.

მრავალი წლის შემდეგ, ლევანის შვილიშვილს, ნინო რაზიკაშვილს პაპის რეაბილიტაციისათვის უზრუნია.

საქართველოს უშიშროების არქივისათვის მიუმართავს და იქიდან ასეთი ცნობა მიუღია:

"1997 წლის, 16 დეკემბერს, 1, 3, 6, 7 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 243.244 მუხლებით ვამტკიცებ: დაკმაყოფილდეს ნინო ლუკას ასული რაზიკაშვილის მოთხოვნა. პაპამისი, ლევან ლუკას ძე რაზიკაშვილი, დაბადებული 1887 წელს, თიანეთის რაიონის სოფელ ჩარგალში, აღიარებულ იქნეს პოლიტიკური რეპრესიის მსხვრეპლად.

გორის რაიონის სასამართლოს თავჯდომარე: ბ. ვათიაშვილი".

ჩარგლელთა მეხსიერებას დღემდე შემოუნახავს ერთი ლექსი:

"საით, რა მოხვალ ძმობილო,

ამბავს ნუ მეტყვი ძმისაო,

ნაღალატევით მოკლულის,

ლუკანთ ლევანისაო".

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი