სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი აცხადებს, რომ ანტივაქსერი არ არის, თუმცა იძულებით აცრას ურჩევნია ტურნირში მონაწილეობა არ მიიღოს.
BBC-სთან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს სპორტსმენმა განაცხადა, რომ არ უნდა ვაქცინაციის მოწინააღმდეგე მოძრაობასთან ასოცირდებოდეს, თუმცა მხარს უჭერს ინდივიდუალური არჩევანის გაკეთების თავისუფლებას.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იტყვის თუ არა უარს პარიზისა და უიმბლდონის ტურნირებში მონაწილოებაზე თუ მას ვაქცინაციას მოსთხოვენ, ჩოგბურთელმა უპასუხა, რომ არ აიცრება და მზადაა ასპარეზობას დროებით გამოეთიშოს.
შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩი 5 იანვარს ავსტრალიაში ჩავიდა, სადაც საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონის გამო, ვიზა გაუუქმეს. 16 იანვარს მან სასამართლო დავა წააგო და ქვეყნიდან გააძევეს.