საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში, დაცვის "მოწყენილმა" წევრმა 1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ნახატზე უსახო ფიგურებს თვალები დაუხატა
რუსეთში, დაცვის "მოწყენილმა" წევრმა 1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ნახატზე უსახო ფიგურებს თვალები დაუხატა

ვან­და­ლუ­რი ფაქ­ტი რუ­სეთ­ში - ძვირ­ფას, მი­ლი­ონ­ზე მეტ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბულ, ავან­გარ­დულ ნა­ხატ­ზე და­ხა­ტულ უსა­ხო ფი­გუ­რებს, დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა თვა­ლე­ბი და­უ­ხა­ტა. მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ დაც­ვის წევ­რს უბ­რა­ლოდ "მო­ე­წყი­ნა."

"გარ­დი­ა­ნის" ცნო­ბით, ანა ლე­პორსკა­ი­ამ სამ­ფი­გუ­რი­ა­ნი ნა­ხა­ტი 1932-1934 წლებ­ში და­ხა­ტა და ის და­ზღვე­უ­ლი იყო 75 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლით, რაც და­ახ­ლო­ე­ბით, 1,3 მი­ლი­ო­ნი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რია.

ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­ფე­ნი­ლი იყო ეკა­ტე­რინ­ბურ­გში, ბო­რის ელ­ცი­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო ცენ­ტრში, აბ­სტრაქ­ტუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის გა­მო­ფე­ნის ფარ­გლებ­ში, რო­დე­საც მცველ­მა მას ბურ­თუ­ლი­ა­ნი კალ­მით თვა­ლე­ბი მი­ა­ხა­ტა.

ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, ალექ­სან­დერ დროზ­დო­ვი არ ამ­ხელს ვალ­და­ლუ­რი ფაქ­ტის ჩამ­დე­ნის ვი­ნა­ო­ბას, მაგ­რამ აცხა­დებს, რომ ის დაც­ვის კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და და ამ ფაქ­ტის გამო სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია.

გა­მო­ფე­ნის კუ­რა­ტო­რი, ანა რე­შეტ­კი­ნა კი აცხა­დებს, რომ ნა­ხატს თვა­ლე­ბი და­უ­ხა­ტეს ელ­ცი­ნის ცენ­ტრის ბრენ­დი­რე­ბუ­ლი კალ­მით.

"ზუს­ტი მო­ტი­ვი ამ­გვა­რი ქმე­დე­ბის ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია", - ამ­ბობს ის.

ვან­და­ლუ­რი ფაქ­ტი პირ­ვე­ლად 7 დე­კემ­ბერს, გა­მო­ფე­ნის ორმა სტუ­მარ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, მათ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რის შემ­დე­გაც ნა­ხა­ტი გა­მო­ფე­ნი­დან მოხ­სნეს და მოს­კოვ­ში, ტრე­ტი­ა­კო­ვის გა­ლე­რე­ა­ში და­აბ­რუ­ნეს.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მისი რეს­ტავ­რა­ცია და პირ­ვან­დე­ლი სა­ხის დაბ­რუ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. რეს­ტავ­რა­ცი­ას 250 000 რუბ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით - 4 600 დო­ლა­რი დას­ჭირ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეკა­ტე­რინგბურ­გის სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა სის­ტე­მამ თავ­და­პირ­ვე­ლად უარი თქვა, ვან­და­ლუ­რი ქმე­დე­ბის ჩამ­დე­ნი პი­რის მი­მართ ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნა­ზე, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას შემ­დეგ რაც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა, პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და დაც­ვის წევ­რს, რო­მელ­მაც ფი­გუ­რებს თვა­ლე­ბი და­უ­ხა­ტა, ჯა­რი­მას­თან ერ­თად, 3-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

წყა­რო: theguardian.com

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Boradach
0

Понять и простить

მერი
1

სხვა გალაქტიკის ხალხი ხატია .და ალბატ ტვალები არ აქბტ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რუსეთში, დაცვის "მოწყენილმა" წევრმა 1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ნახატზე უსახო ფიგურებს თვალები დაუხატა

რუსეთში, დაცვის "მოწყენილმა" წევრმა 1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ნახატზე უსახო ფიგურებს თვალები დაუხატა

ვანდალური ფაქტი რუსეთში - ძვირფას, მილიონზე მეტ დოლარად შეფასებულ, ავანგარდულ ნახატზე დახატულ უსახო ფიგურებს, დაცვის თანამშრომელმა თვალები დაუხატა. მედიაში წერენ, რომ დაცვის წევრს უბრალოდ "მოეწყინა."

"გარდიანის" ცნობით, ანა ლეპორსკაიამ სამფიგურიანი ნახატი 1932-1934 წლებში დახატა და ის დაზღვეული იყო 75 მილიონი რუბლით, რაც დაახლოებით, 1,3 მილიონი ამერიკული დოლარია.

ნამუშევარი გამოფენილი იყო ეკატერინბურგში, ბორის ელცინის საპრეზიდენტო ცენტრში, აბსტრაქტული ხელოვნების ნიმუშების გამოფენის ფარგლებში, როდესაც მცველმა მას ბურთულიანი კალმით თვალები მიახატა.

ცენტრის დირექტორი, ალექსანდერ დროზდოვი არ ამხელს ვალდალური ფაქტის ჩამდენის ვინაობას, მაგრამ აცხადებს, რომ ის დაცვის კერძო კომპანიაში მუშაობდა და ამ ფაქტის გამო სამსახურიდან გათავისუფლებულია.

გამოფენის კურატორი, ანა რეშეტკინა კი აცხადებს, რომ ნახატს თვალები დაუხატეს ელცინის ცენტრის ბრენდირებული კალმით.

"ზუსტი მოტივი ამგვარი ქმედების ჯერ კიდევ უცნობია", - ამბობს ის.

ვანდალური ფაქტი პირველად 7 დეკემბერს, გამოფენის ორმა სტუმარმა აღმოაჩინა, მათ ადმინისტრაციას შეატყობინეს, რის შემდეგაც ნახატი გამოფენიდან მოხსნეს და მოსკოვში, ტრეტიაკოვის გალერეაში დააბრუნეს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მისი რესტავრაცია და პირვანდელი სახის დაბრუნება შესაძლებელია. რესტავრაციას 250 000 რუბლი, დაახლოებით - 4 600 დოლარი დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ეკატერინგბურგის სამართალდამცავმა სისტემამ თავდაპირველად უარი თქვა, ვანდალური ქმედების ჩამდენი პირის მიმართ ბრალდების წარდგენაზე, ხოლო მოგვიანებით, მას შემდეგ რაც კულტურის სამინისტრომ გენერალურ პროკურატურას მიმართა, პოლიციამ გამოძიება დაიწყო და დაცვის წევრს, რომელმაც ფიგურებს თვალები დაუხატა, ჯარიმასთან ერთად, 3-თვიანი პატიმრობა ემუქრება.

წყარო: theguardian.com