საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წელს მკითხველი ახალ ქართველ ავტორებს გაიცნობს - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულები ცნობილია
წელს მკითხველი ახალ ქართველ ავტორებს გაიცნობს - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულები ცნობილია

თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის მი­მართ მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რე­სი სულ უფრო იზ­რდე­ბა. ამას მოწ­მობს გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ბესტსე­ლე­რე­ბის სი­ე­ბიც, რომ­ლებ­შიც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა თით­ქმის ყო­ველ­თვის არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

მკი­თხვე­ლის აქ­ტი­უ­რო­ბამ და ინ­ტე­რეს­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბებს ბიძ­გი მის­ცა, თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბის­თვის ხელი შე­ე­წყოთ და მათ აღ­მო­სა­ჩე­ნად სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ. მათ შო­რის არის გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის” კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“, რო­მე­ლიც უკვე ყო­ველ­წლი­ურ ტრა­დი­ცი­ად იქცა. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ რო­გორც გა­მოც­დილ, ისე დამ­წყებ ავ­ტო­რებს, მათ ნა­მუ­შევ­რებს კი ჟი­უ­რი და მკი­თხვე­ლი ერ­თობ­ლი­ვად აფა­სე­ბენ და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს გა­მო­ავ­ლე­ნენ.

გა­სულ წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რო­მა­ნე­ბის მი­მართ მკი­თხველ­თა და კრი­ტი­კოს­თა დის­კუ­სია დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­საც ავ­ტო­რე­ბი და გა­მომ­ცემ­ლო­ბა დიდი ინ­ტე­რე­სით ადევ­ნე­ბენ თვალს, ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თვას კი მო­უთ­მენ­ლად ელი­ან 2022 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბა უკვე ცნო­ბი­ლია:

  • ირაკ­ლი არიშ­ვი­ლი - „და­სა­წყი­სის და­სას­რუ­ლი“ - მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი;
  • ოლა­ნი ბი­წა­ძე - „მა­ნი­ტუ“ - ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი;
  • ანუ­კი შა­ტა­კიშ­ვი­ლი - „წუ­თით კოს­მოს­ში“ - მკი­თხვე­ლი­სა და ჟი­უ­რის ერ­თობ­ლი­ვი არ­ჩე­ვა­ნი.

კონ­კურ­სან­ტე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი ჟი­უ­რიმ შე­ა­ფა­სა, რომ­ლის წევ­რე­ბიც იყ­ვნენ მწე­რა­ლი თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი, მწე­რა­ლი დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი და ლი­ტე­რა­ტუ­რის­მცოდ­ნე და ფი­ლო­სო­ფო­სი ლექ­სო დო­რე­უ­ლი.

თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი, ჟი­უ­რის წევ­რი: „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ თა­ვი­სი ფორ­მა­ტით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­კურ­სია. ის მძაფ­რი, დატ­ვირ­თუ­ლი, ხმა­უ­რი­ა­ნია, რად­გან მას­ში ჩარ­თუ­ლია თვი­თონ ხალ­ხი, მკი­თხვე­ლი. გა­მომ­ცემ­ლო­ბა კი ზრუ­ნავს აღ­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ან­თა სა­ხე­ლე­ბის გაჟ­ღე­რე­ბა­ზე, მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე ყველ­გან ჩანს მათი წიგ­ნე­ბი და ახალ სა­ხე­ებს ეც­ნო­ბა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო. კონ­კურ­სმა აჩ­ვე­ნა ახა­ლი ტალ­ღა, ახა­ლი ჰა­ე­რი ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. ყო­ველ­თვის მი­ხა­რია, როცა ვხე­დავთ ამ­დენ სა­ინ­ტე­რე­სო, გან­სხვა­ვე­ბულ ხმას, იდე­ებს, თე­მა­ტი­კებ­სა თუ სტილს, რაც მაძ­ლევს იმედს, რომ ქარ­თულ თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რას კარ­გი ახა­ლი თა­ო­ბა ეყო­ლე­ბა“.

დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი, ჟი­უ­რის წევ­რი: „კონ­კურ­სში წელს ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ტექ­სტე­ბი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­გორც ჟან­რობ­რი­ვად, ისე ენობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში­სა­ცე­მია ახალ­გაზ­რდე­ბის ჟან­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბა, რაც ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სპექ­ტი­ვებს აჩენს. რთუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი იყო, თუმ­ცა ჟი­უ­რიმ რამ­დე­ნი­მე ტექსტს შო­რის ყვე­ლა­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად შეკ­რუ­ლი ტექ­სტი გა­მო­არ­ჩია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რამ­დე­ნი­მე პერ­სპექ­ტი­უ­ლი ავ­ტო­რი, რო­მელ­თა შო­რი­საც შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვა­ლი წლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბიც აღ­მოჩ­ნდნენ.

ლექ­სო დო­რე­უ­ლი, ჟი­უ­რის წევ­რი: „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ ჟი­უ­რი­ში მუ­შა­ო­ბა საკ­მა­ოდ მძაფ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა კი კა­მა­თის, ხან­გრძლი­ვი გან­სჯის და არ­გუ­მენ­ტე­ბის გაც­ვლის შე­დე­გად ბოლო მო­მენ­ტში მო­ვა­ხერ­ხეთ. მათ ტექ­სტებ­ში ვხე­დავ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ გად­მო­ცე­მუ­ლი ამ­ბე­ბი უნი­ვერ­სა­ლუ­რო­ბის გარ­კვე­ულ ელე­მენტს შე­ი­ძე­ნენ და ისი­ნი მკი­თხველ­თა ამ­ბე­ბიც გახ­დე­ბა. გა­მო­ნა­გო­ნის, ფიქ­ცი­ის შექ­მნის და რე­ა­ლო­ბის ასახ­ვის ჟი­ნის მარ­თლაც სა­ინ­ტე­რე­სო სინ­თე­ზი - მგო­ნია, ეს აერ­თი­ა­ნებს თე­მა­ტუ­რად, ჟან­რობ­რი­ვად, სი­უ­ჟე­ტუ­რად და ენობ­რი­ვად საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბულ და მრა­ვალ­ფე­რო­ვან ნა­წარ­მო­ე­ბებს.

ჟი­უ­რის წევ­რებ­თან ერ­თად, თა­ვი­ან­თი ემო­ცი­ე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ავ­ტო­რებ­მაც გაგ­ვი­ზი­ა­რეს და თა­ვი­ან­თი სა­კონ­კურ­სო ნა­მუ­შევ­რე­ბის შე­სა­ხებ მცი­რე დე­ტა­ლე­ბიც გვი­ამ­ბეს.

ანუ­კი შა­ტა­კიშ­ვი­ლი: „3 თვე ვი­ცხოვ­რე ამ კონ­კურ­სით. უდი­დეს და­ძა­ბუ­ლო­ბას­თან ერ­თად, მი­ვი­ღე ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი ემო­ცი­ე­ბი და გა­ვი­ცა­ნი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა მწერ­ლე­ბი. ყვე­ლა მხრივ, ეს კონ­კურ­სი უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო ჩემ­თვის. როცა მე­კი­თხე­ბი­ან რის შე­სა­ხებ არის "წუ­თით კოს­მოს­ში", ძა­ლი­ან ვიბ­ნე­ვი. ალ­ბათ ეს ხუთი წელი რაც კი რამე მიგ­რძნია და არ მიგ­რძნია, გა­მი­გია თუ არ გა­მი­გია, ყვე­ლა­ფერ­ზეა. მე მა­ინც ეგო­ცენ­ტრუ­ლად მგო­ნია, რომ ეს ლა­ლუ­ნას ამ­ბა­ვია. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად ცდი­ლობს მიზ­ნის მიღ­წე­ვას. ის სამ­ყა­რო, სა­დაც ძი­რი­თა­დი მოვ­ლე­ნე­ბი ვი­თარ­დე­ბა, დე­და­მი­წის არარ­სე­ბუ­ლი ნა­წი­ლია. ამ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი გა­მო­გო­ნი­ლია და თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ვი­სი დატ­ვირ­თვა აქვს. ამ რო­მან­მა მე თვი­თონ გა­მი­ჩი­ნა რწმე­ნა, რომ ოც­ნე­ბის მიზ­ნად გარ­დაქ­მნა და მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია. იმე­დი მაქვს, რომ მკი­თხვე­ლის­თვი­საც მთა­ვა­რი იდეა და დატ­ვირ­თვა ეს იქ­ნე­ბა“.

ირაკ­ლი არიშ­ვი­ლი: „ეს კონ­კურ­სი ჩემ­თვის მთლი­ა­ნად სი­ახ­ლე­ე­ბით იყო სავ­სე. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი და ყო­ვე­ლი დღე რა­ღაც ახალს უკავ­შირ­დე­ბო­და, იქ­ნე­ბო­და ეს ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­სი თუ მკი­თხვე­ლის­გან მი­ღე­ბუ­ლი უკუ­კავ­ში­რი. წიგ­ნის სა­თა­უ­რი - „და­სა­წყი­სის და­სას­რუ­ლი“ წე­რის პრო­ცეს­ში სპონ­ტა­ნუ­რად მო­მა­ფიქ­რდა. რა თქმა უნდა, ის ში­ნა­არ­სობ­რივ ნა­წილ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მკი­თხვე­ლიც მიხ­ვდე­ბა. წიგ­ნი არის ძა­ლი­ან ბევრ პრობ­ლე­მა­ზე, რო­მე­ლიც ჩვენს გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს, მათ შო­რის გა­უ­ცხო­ე­ბა­ზე, არა­მარ­ტო უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან, არა­მედ სა­კუ­თარ თავ­თა­ნაც კი.

მკი­თხვე­ლის­გან ჯერ­ჯე­რო­ბით საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი მო­დის და კრი­ტი­კა ნაკ­ლე­ბი იყო, თუმ­ცა მე ამას ვე­ლო­დე­ბი. რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ხა­რია, მოს­წონთ ჩემი წე­რის სტი­ლი და მეც ვცდი­ლობ­დი, მოვ­ლე­ნე­ბი ისე აღ­მე­წე­რა, თით­ქოს მე­გო­ბარს ვუ­ამ­ბობ და მგო­ნი, გა­მო­მი­ვი­და“.

ოლა­ნი ბი­წა­ძე: ეს კონ­კურ­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმით, რომ ასე­თი ფორ­მა­ტის რო­მა­ნი პირ­ვე­ლად მქონ­და სა­კონ­კურ­სოდ გაგ­ზავ­ნი­ლი და სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, მკი­თხვე­ლის­თვის ჩემი ტექ­სტი მო­მე­წო­დე­ბი­ნა. ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რა­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბა გვთა­ვა­ზობს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მკი­თხვე­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი მას შემ­დეგ, რაც რო­მა­ნი გა­მო­ვა. ჩემ­თვის ორ­მა­გად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჟი­უ­რის აღი­ა­რე­ბა. რო­დე­საც ამ კონ­კურ­სში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მიზ­ნად მქონ­და და­სა­ხუ­ლი, რომ ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი.

რაც შე­ე­ხე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის სა­თა­ურს - „მა­ნი­ტუს“, მისი ახ­სნა არის პირ­ვე­ლი­ვე გვერ­დზე, პრო­ლოგ­ში. ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ინ­დი­ელ­თა წარ­მოდ­გე­ნის თა­ნახ­მად, არ­სე­ბობს ე. წ. მფარ­ვე­ლი ძალა, რო­მე­ლიც ჰყავს ყვე­ლა ადა­მი­ანს და მის მო­სა­პო­ვებ­ლად გარ­კვე­უ­ლი გზის გავ­ლაა სა­ჭი­რო. ხში­რად მშობ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან ბავ­შვებს, რო­გორ მო­ი­პო­ვონ „მა­ნი­ტუ“, ანუ ჯა­დოს­ნუ­რი სული. ნა­წარ­მო­ე­ბიც ამ წარ­მოდ­გე­ნას უკავ­შირ­დე­ბა, თუმ­ცა სი­უ­ჟე­ტუ­რად ამ­ბა­ვი არის ერთი გო­გოს შე­სა­ხებ, რომ­ლის ცხოვ­რე­ბა­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტრა­გე­დია მოხ­და. ამ­ბა­ვი მიმ­დი­ნა­რე­ობს წარ­სულ­ში, აწ­მყო­სა და სიზ­მარ­ში“.

ეს ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სამი ახა­ლი ავ­ტო­რის რო­მა­ნი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში 2022 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა. მა­ნამ­დე კი მათ შე­სა­ხებ „პა­ლიტ­რა L” სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალს გა­გი­ზი­ა­რებთ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

წელს მკითხველი ახალ ქართველ ავტორებს გაიცნობს - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულები ცნობილია

წელს მკითხველი ახალ ქართველ ავტორებს გაიცნობს - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულები ცნობილია

თანამედროვე ქართველი ავტორების მიმართ მკითხველის ინტერესი სულ უფრო იზრდება. ამას მოწმობს გამომცემლობების მიერ გამოქვეყნებული ბესტსელერების სიებიც, რომლებშიც თანამედროვე ქართველი ავტორების შემოქმედება თითქმის ყოველთვის არის წარმოდგენილი.

მკითხველის აქტიურობამ და ინტერესმა გამომცემლობებს ბიძგი მისცა, თანამედროვე ავტორებისთვის ხელი შეეწყოთ და მათ აღმოსაჩენად სხვადასხვა პროექტი განეხორციელებინათ. მათ შორის არის გამომცემლობა „პალიტრა L-ის” კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“, რომელიც უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც გამოცდილ, ისე დამწყებ ავტორებს, მათ ნამუშევრებს კი ჟიური და მკითხველი ერთობლივად აფასებენ და გამარჯვებულებს გამოავლენენ.

გასულ წლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული რომანების მიმართ მკითხველთა და კრიტიკოსთა დისკუსია დღესაც მიმდინარეობს, რასაც ავტორები და გამომცემლობა დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს, ამ პროცესში ჩართვას კი მოუთმენლად ელიან 2022 წლის გამარჯვებულები, რომელთა ვინაობა უკვე ცნობილია:

  • ირაკლი არიშვილი - „დასაწყისის დასასრული“ - მკითხველის რჩეული;
  • ოლანი ბიწაძე - „მანიტუ“ - ჟიურის რჩეული;
  • ანუკი შატაკიშვილი - „წუთით კოსმოსში“ - მკითხველისა და ჟიურის ერთობლივი არჩევანი.

კონკურსანტების ნამუშევრები ჟიურიმ შეაფასა, რომლის წევრებიც იყვნენ მწერალი თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი დიანა ანფიმიადი და ლიტერატურისმცოდნე და ფილოსოფოსი ლექსო დორეული.

თეონა დოლენჯაშვილი, ჟიურის წევრი: „გახდი ბესტსელერის ავტორი“ თავისი ფორმატით ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია. ის მძაფრი, დატვირთული, ხმაურიანია, რადგან მასში ჩართულია თვითონ ხალხი, მკითხველი. გამომცემლობა კი ზრუნავს აღმოჩენილ ადამიანთა სახელების გაჟღერებაზე, მთელი წლის მანძილზე ყველგან ჩანს მათი წიგნები და ახალ სახეებს ეცნობა სრულიად საქართველო. კონკურსმა აჩვენა ახალი ტალღა, ახალი ჰაერი ქართულ ლიტერატურაში. ყოველთვის მიხარია, როცა ვხედავთ ამდენ საინტერესო, განსხვავებულ ხმას, იდეებს, თემატიკებსა თუ სტილს, რაც მაძლევს იმედს, რომ ქართულ თანამედროვე ლიტერატურას კარგი ახალი თაობა ეყოლება“.

დიანა ანფიმიადი, ჟიურის წევრი: „კონკურსში წელს ძალიან მრავალფეროვანი ტექსტები იყო წარმოდგენილი, როგორც ჟანრობრივად, ისე ენობრივი თვალსაზრისით, განსაკუთრებით თვალშისაცემია ახალგაზრდების ჟანრული ლიტერატურით დაინტერესება, რაც ქართული ლიტერატურისათვის საინტერესო პერსპექტივებს აჩენს. რთული არჩევანი იყო, თუმცა ჟიურიმ რამდენიმე ტექსტს შორის ყველაზე ჩამოყალიბებული, კონცეპტუალურად შეკრული ტექსტი გამოარჩია. აღსანიშნავია, რამდენიმე პერსპექტიული ავტორი, რომელთა შორისაც შეიძლება მომავალი წლების გამარჯვებულებიც აღმოჩნდნენ.

ლექსო დორეული, ჟიურის წევრი: „გახდი ბესტსელერის ავტორის“ ჟიურიში მუშაობა საკმაოდ მძაფრი გამოცდილება იყო. გამარჯვებულების გამოვლენა კი კამათის, ხანგრძლივი განსჯის და არგუმენტების გაცვლის შედეგად ბოლო მომენტში მოვახერხეთ. მათ ტექსტებში ვხედავ შესაძლებლობას, რომ გადმოცემული ამბები უნივერსალურობის გარკვეულ ელემენტს შეიძენენ და ისინი მკითხველთა ამბებიც გახდება. გამონაგონის, ფიქციის შექმნის და რეალობის ასახვის ჟინის მართლაც საინტერესო სინთეზი - მგონია, ეს აერთიანებს თემატურად, ჟანრობრივად, სიუჟეტურად და ენობრივად საკმაოდ განსხვავებულ და მრავალფეროვან ნაწარმოებებს.

ჟიურის წევრებთან ერთად, თავიანთი ემოციები და გამოცდილება გამარჯვებულმა ავტორებმაც გაგვიზიარეს და თავიანთი საკონკურსო ნამუშევრების შესახებ მცირე დეტალებიც გვიამბეს.

ანუკი შატაკიშვილი: „3 თვე ვიცხოვრე ამ კონკურსით. უდიდეს დაძაბულობასთან ერთად, მივიღე ჩემთვის ყველაზე საოცარი ემოციები და გავიცანი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მწერლები. ყველა მხრივ, ეს კონკურსი უდიდესი გამოცდილება იყო ჩემთვის. როცა მეკითხებიან რის შესახებ არის ,,წუთით კოსმოსში", ძალიან ვიბნევი. ალბათ ეს ხუთი წელი რაც კი რამე მიგრძნია და არ მიგრძნია, გამიგია თუ არ გამიგია, ყველაფერზეა. მე მაინც ეგოცენტრულად მგონია, რომ ეს ლალუნას ამბავია. ახალგაზრდა გოგონას ისტორია, რომელიც ყველაფრის მიუხედავად ცდილობს მიზნის მიღწევას. ის სამყარო, სადაც ძირითადი მოვლენები ვითარდება, დედამიწის არარსებული ნაწილია. ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების სახელები და გვარები გამოგონილია და თითოეულ მათგანს თავისი დატვირთვა აქვს. ამ რომანმა მე თვითონ გამიჩინა რწმენა, რომ ოცნების მიზნად გარდაქმნა და მიღწევა შესაძლებელია. იმედი მაქვს, რომ მკითხველისთვისაც მთავარი იდეა და დატვირთვა ეს იქნება“.

ირაკლი არიშვილი: „ეს კონკურსი ჩემთვის მთლიანად სიახლეებით იყო სავსე. ლიტერატურული მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადავდგი და ყოველი დღე რაღაც ახალს უკავშირდებოდა, იქნებოდა ეს ხმის მიცემის პროცესი თუ მკითხველისგან მიღებული უკუკავშირი. წიგნის სათაური - „დასაწყისის დასასრული“ წერის პროცესში სპონტანურად მომაფიქრდა. რა თქმა უნდა, ის შინაარსობრივ ნაწილთან არის დაკავშირებული და მკითხველიც მიხვდება. წიგნი არის ძალიან ბევრ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს გარშემო ტრიალებს, მათ შორის გაუცხოებაზე, არამარტო უცხო ადამიანებთან, არამედ საკუთარ თავთანაც კი.

მკითხველისგან ჯერჯერობით საკმაოდ დადებითი ემოციები მოდის და კრიტიკა ნაკლები იყო, თუმცა მე ამას ველოდები. რაც ყველაზე მეტად მიხარია, მოსწონთ ჩემი წერის სტილი და მეც ვცდილობდი, მოვლენები ისე აღმეწერა, თითქოს მეგობარს ვუამბობ და მგონი, გამომივიდა“.

ოლანი ბიწაძე: ეს კონკურსი მნიშვნელოვანია იმით, რომ ასეთი ფორმატის რომანი პირველად მქონდა საკონკურსოდ გაგზავნილი და საშუალება მომეცა, მკითხველისთვის ჩემი ტექსტი მომეწოდებინა. ეს შესაძლებლობა, რასაც გამომცემლობა გვთავაზობს, ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესო იქნება მკითხველის შთაბეჭდილებები მას შემდეგ, რაც რომანი გამოვა. ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ჟიურის აღიარება. როდესაც ამ კონკურსში ვმონაწილეობდი, მიზნად მქონდა დასახული, რომ ჟიურის რჩეული გავმხდარიყავი.

რაც შეეხება ნაწარმოების სათაურს - „მანიტუს“, მისი ახსნა არის პირველივე გვერდზე, პროლოგში. ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა წარმოდგენის თანახმად, არსებობს ე. წ. მფარველი ძალა, რომელიც ჰყავს ყველა ადამიანს და მის მოსაპოვებლად გარკვეული გზის გავლაა საჭირო. ხშირად მშობლები ასწავლიან ბავშვებს, როგორ მოიპოვონ „მანიტუ“, ანუ ჯადოსნური სული. ნაწარმოებიც ამ წარმოდგენას უკავშირდება, თუმცა სიუჟეტურად ამბავი არის ერთი გოგოს შესახებ, რომლის ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ტრაგედია მოხდა. ამბავი მიმდინარეობს წარსულში, აწმყოსა და სიზმარში“.

ეს ერთმანეთისგან განსხვავებული სამი ახალი ავტორის რომანი წიგნის მაღაზიებში 2022 წლის შემოდგომაზე გამოჩნდება. მანამდე კი მათ შესახებ „პალიტრა L” სხვადასხვა საინტერესო დეტალს გაგიზიარებთ.

R