პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ზვიადაურს ქალიშვილი შეეძინა - რა დაარქვეს 17 წლის ნანატრ გოგონას?
ზურაბ ზვიადაურს ქალიშვილი შეეძინა - რა დაარქვეს 17 წლის ნანატრ გოგონას?

ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი გო­გო­ნას მამა გახ­და. 17 - წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ, ქარ­თველ ძი­უ­დო­ისტსა და ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც მარ­თა და­არ­ქვეს. ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი და ხა­თუ­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი მას შემ­დეგ და­ო­ჯახ­დნენ, რაც წლე­ბის წინ სპორ­ტსმე­ნი ოლიმ­პი­ა­დი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და.

"და­ი­ბა­და ჩვე­ნი სი­ცო­ცხლე მარ­თა ზვი­ა­და­უ­რი... გი­ლო­ცავთ ავთო და ხათო... ბედ­ნი­ე­რი მშობ­ლე­ბი გამ­ყო­ფოთ ღმერ­თმა. ზვი­ა­დი, შენი ნა­ნატ­რი ძმის­შვი­ლი და­ი­ბა­და...“ - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლალი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ მოკ­ლუ­ლი ზვი­ა­და­უ­რის ძმის, ზვი­ა­დის მე­უღ­ლე გახ­ლავთ.

2021 წლის აგ­ვის­ტო­ში ზვი­ა­და­უ­რე­ბის ოჯახს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია და­ა­ტყდა თავს. 16 აგ­ვის­ტოს, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წი­ნან­დალ­ში, ე.წ. მუ­ხი­ა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რამ­დე­ნი­მე პირს შო­რის და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა­საც ორ­მხრი­ვი სრო­ლა მოჰ­ყვა. ვა­სილ ცო­ცხა­ლაშ­ვილ­მა ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გახ­სნა, რა დრო­საც და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ნიკა კენ­ჭოშ­ვი­ლის მხრი­დან სა­პა­სუ­ხო სრო­ლის შე­დე­გად ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლი და ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმა, ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ, ხოლო ზ.მ. და­იჭ­რა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მა ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა კენ­ჭოშ­ვი­ლი. ზვი­ა­და­უ­რი და ჯან­გი­რაშ­ვი­ლი 17 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. ზვი­ა­და­ურს 8-15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

29 დე­კემ­ბერს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს, ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვი­ლი კი 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
6

გილოცავთ!!! იმრავლეთ...

რონი
4

შენი კაცობით გაგიმარჯოს და როგორც იმსახურებ ზვიადაურო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ზურაბ ზვიადაურს ქალიშვილი შეეძინა - რა დაარქვეს 17 წლის ნანატრ გოგონას?

ზურაბ ზვიადაურს ქალიშვილი შეეძინა - რა დაარქვეს 17 წლის ნანატრ გოგონას?

ზურაბ ზვიადაური გოგონას მამა გახდა. 17 - წლიანი ლოდინის შემდეგ, ქართველ ძიუდოისტსა და ოლიმპიურ ჩემპიონს გოგონა შეეძინა, რომელსაც მართა დაარქვეს. ზურაბ ზვიადაური და ხათუნა ჭინჭარაული მას შემდეგ დაოჯახდნენ, რაც წლების წინ სპორტსმენი ოლიმპიადიდან გამარჯვებული დაბრუნდა.

"დაიბადა ჩვენი სიცოცხლე მართა ზვიადაური... გილოცავთ ავთო და ხათო... ბედნიერი მშობლები გამყოფოთ ღმერთმა. ზვიადი, შენი ნანატრი ძმისშვილი დაიბადა...“ - წერს სოციალურ ქსელში ლალი ჭინჭარაული, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოკლული ზვიადაურის ძმის, ზვიადის მეუღლე გახლავთ.

2021 წლის აგვისტოში ზვიადაურების ოჯახს საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს. 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ცოცხალაშვილი და ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ. დაიჭრა.

პროკურატურის ინფორმაციით, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა კენჭოშვილი. ზვიადაური და ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს 8-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

29 დეკემბერს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.