საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიახ, სასაფლაოების ამზომველად ვმუშაობდი... შრომა არ მეთაკილება, სტურუა და კალაძე არაფერ შუაში არ არიან" - ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე, რობერტ სტურუასა და ნიკოლოზ ბასილაშვილზე
"დიახ, სასაფლაოების ამზომველად ვმუშაობდი... შრომა არ მეთაკილება, სტურუა და კალაძე არაფერ შუაში არ არიან" - ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე, რობერტ სტურუასა და ნიკოლოზ ბასილაშვილზე

"რო­ბერტ სტუ­რუ­ას თხოვ­ნით, კახა კა­ლა­ძემ მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი სა­საფ­ლა­ო­ე­ბის ამ­ზომ­ვე­ლად გა­ა­ფორ­მა“, - ამ სა­თა­უ­რით სტა­ტი­ე­ბი და ფო­ტო­ე­ბი ორი დღეა, რაც მე­დი­ა­ში ქვეყ­ნდე­ბა.

მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი კი ამ­ბობს, რომ იმ სამ­სა­ხუ­რე­ბის პოვ­ნა­ში, სა­დაც ოდეს­მე და­მა­ტე­ბით უმუ­შა­ვია, არა­სო­დეს ჩა­რე­უ­ლა რო­ბერტ სტუ­რუა, პი­რი­ქით, მას (სტუ­რუ­ას) არ უყ­ვარს, როცა მსა­ხი­ო­ბე­ბი და­მა­ტე­ბით სხვა­გა­ნაც მუ­შა­ო­ბენ. Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ზან­გურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "მის მი­მართ ბუ­ლინ­გი შვი­ლებ­სა და ოჯახ­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს."

ბესო ზან­გუ­რი:

- რო­ბერტ სტუ­რუა და კახა კა­ლა­ძე არა­ფერ შუ­ა­ში არ არი­ან. ვი­ნა­ი­დან მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მამა ვარ, ჩემ­თვის თა­ვი­სუ­ფალ დროს სა­დაც ვნა­ხუ­ლობ ვა­კან­სი­ას, ყველ­გან ვცდი­ლობ მი­ვი­დე და დრო­ე­ბით ვი­მუ­შა­ვო. 2012 წელს ასე "დელ­ტა­შიც“ ვმუ­შა­ობ­დი, შემ­დეგ ან­სამ­ბლიც ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბა­ზა­ზე. ძა­ლი­ან ბევრ ად­გი­ლას მი­მუ­შა­ვია და სა­ერ­თოდ, შრო­მა არ მე­თა­კი­ლე­ბა. რით არ მო­ბეზ­რდათ ჩემი ბუ­ლინ­გი?! ამ ყვე­ლა­ფერს ბავ­შვე­ბი ხე­და­ვენ და ერ­თა­დერ­თი, რაც ჩემ­ზე მოქ­მე­დებს, ეს არის.

- ნამ­დვი­ლად მუ­შა­ობ­დით სა­საფ­ლა­ო­ე­ბის ამ­ზომ­ვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე?

- დიახ, ვმუ­შა­ობ­დი. ვა­კან­სია ვნა­ხე და დავ­რე­კე, მი­თხრეს, რომ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მივ­სუ­ლი­ყა­ვი. გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­დნენ და და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, საკ­მა­ოდ და­ბალ ხელ­ფას­ზე, მაგ­რამ სხვა გზა არ მქონ­და, ვმუ­შა­ობ­დი, როცა გა­მო­მი­ძა­ხებ­დნენ ხოლ­მე. ვა­კე­თებ­დი იმას, რაც მე­ვა­ლე­ბო­და. რო­გორც გი­თხა­რით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­შიც ვმუ­შა­ობ­დი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წას­ვლის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი დაშ­ლი­ლი იყო და ამ ყვე­ლა­ფერს და­წყო­ბა და და­ლა­გე­ბა უნ­დო­და. მა­შინ რამ­დე­ნი­მე ტან­კი გა­რა­ჟებ­შიც კი იპოვ­ნეს.

შემ­დეგ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ან­სამ­ბლი "თა­რი­კო­ნი“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბა­ზა­ზე, სა­დაც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შვი­ლებს უფა­სოდ ვას­წავ­ლი­დით მხატ­ვრულ კი­თხვას, ცეკ­ვას. ამ ბავ­შვებ­მა ბა­თუმ­ში ფეს­ტი­ვალ­ზე გრან-პრიც კი აი­ღეს. ჩემი საქ­მე რომ მორ­ჩა, აქე­და­ნაც წა­მო­ვე­დი. ბავ­შვე­ბიც მო­მიმ­ზა­დე­ბია მე­ტყვე­ლე­ბა­ში, არ მე­თა­კი­ლე­ბა არა­ნა­ი­რი სა­მუ­შაო.

რო­დე­საც რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ რო­ლებ­ზე, მა­შინ არ­სად არ ვმუ­შა­ობ. ორი წე­ლია პან­დე­მი­აა და რა­ტომ უნდა ვმჯდა­რი­ყა­ვი სახ­ლში და ფული სხვის­თვის გა­მო­მერ­თმია?!

- ბი­ნის და­კარ­გვის შემ­დეგ ახლა სად ცხოვ­რობთ, დედა რო­გორ არის? (ცნო­ბის­თვის, წე­ლი­წად­ზე მე­ტია მას შემ­დეგ, რაც მსა­ხი­ო­ბის დე­დას ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა)

- სახ­ლი მაქვს ნა­ქი­რა­ვე­ბი, დედა ცუ­დად არის, ვერ სა­უბ­რობს, ვერ და­დის.

- ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­თან მომ­ხდა­რი სკან­და­ლის შემ­დეგ რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა დრო­ე­ბით რო­ლე­ბი­დან მოგხსნათ, რო­დის აღ­გად­გი­ნეს?

- ეს იყო დრო­ე­ბი­თი ამ­ბა­ვი, სა­ნამ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არ გა­ერ­კვნენ. ძა­ლა­დო­ბის ვე­რა­ნა­ი­რი კვა­ლი ვერ ნა­ხეს... ვერც სა­მე­ზობ­ლო­დან, რომ მსგავს რა­მეს ჩა­ვი­დენ­დი. ერთ თვე­ში სპექ­ტაკ­ლებ­ში აღ­მად­გი­ნეს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვთა­მა­შობ. დღე­საც სპექ­ტაკ­ლი მქონ­და.

არა­სო­დეს და­რე­კავს რო­ბერტ სტუ­რუა სად­მე, რომ მე, ან რო­მე­ლი­მე მსა­ხი­ობ­მა და­მა­ტე­ბით ვი­მუ­შა­ოთ. მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია მსა­ხი­ო­ბი მუ­შა­ობ­დეს სხვა­გან.

ამი­ტომ მეც ყო­ველ­თვის ვმა­ლავ­დი. მე ბესო ვარ, ზან­გუ­რი, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ მშობ­ლე­ბის კალ­თით არ­სად არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. 16 წლის მამა ვი­ყა­ვი, ბავ­შვი მე­კა­ვა ხელ­ში, ვსწავ­ლობ­დი და თან ვმუ­შა­ობ­დი ხოლ­მე. არა­სო­დეს მი­კად­რია, რომ ვი­ღა­ცის ფული ამე­ღო. სა­დარ­ბა­ზო­ში რომ შევ­დი­ვარ, უკან არ ვი­ყუ­რე­ბი, არ მე­ში­ნია.

რო­დე­საც ხელ­ფასს ვი­ღებ, "ფე­ის­ბუქ­ზე" ვწერ ხოლ­მე ვინ­მეს ხომ არ გჭირ­დე­ბათ თან­ხა, შე­მიძ­ლია ისე მოგ­ცეთ. ნიკა ქა­ცა­რი­ძე რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ოთხი დღით ადრე და­მი­რე­კა, მი­თხრა, ბესო რო­გორ აი­ტა­ნე ეს ყვე­ლა­ფე­რი, ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ და გული მაქვს ცუ­დად, იქ­ნებ და­მეხ­მა­როო და მი­თხრა, ბუ­ლინგს რო­გორ გა­ვუძ­ლოო. იცით, რა უქ­ნეს ნიკა ქა­ცა­რი­ძეს? - გული გა­უ­ხეთ­ქეს.

- ნი­კას რა­ტომ აბუ­ლინ­გებ­დნენ?

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე სტა­ტუ­სი და­წე­რა, არა უშავს თუ შიმ­ში­ლობს ცი­ხე­ში, ცოტა გახ­დე­ბაო. რო­გორ დღე­ში ჩა­აგ­დეს იცით? - შვი­ლე­ბი უწყევ­ლეს. რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე რომ მო­ვი­და, მე­უბ­ნე­ბო­და, გული მტკი­ვაო. 18 წლის მან­ძილ­ზე არ მახ­სოვს, რომ რე­პე­ტი­ცი­ი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ბიჭი იყო და ამა­ნაც იმოქ­მე­და. იცი, რო­გორ მი­წყევ­ლი­ან შვი­ლებს? - მათ­თვის გა­გეჭ­რას საფ­ლა­ვიო. გუ­ში­ნაც სას­წრა­ფო მყავ­და და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ იჩივ­ლეო, სუ­ი­ცი­დამ­დე მიყ­ვა­ნის ბრალ­დე­ბით.

- ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს მხა­რი და­უ­ჭი­რეთ, რო­დე­საც ჩა­ნა­წე­რი გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც მე­უღ­ლის მი­სა­მარ­თით შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლად სა­უბ­რობს...

- არ მო­მე­წო­ნა ის ტონი რო­გორც მე­უღ­ლეს ელა­პა­რა­კე­ბო­და. ასე არა­სო­დეს მით­ქვამს ქა­ლის­თვის, რას გი­გავს ტანი, მაგ­რამ ჩემ­თვის ძა­ლა­დო­ბა ეს არის არის, ეს ცოლ-ქმარს შო­რის ჩხუ­ბია, რო­დე­საც გული გინ­და ატ­კი­ნო ადა­მი­ანს. მე არა­სო­დეს მით­ქვამს მსგავ­სი რამ, ყვე­ლა­ზე მეტი რაც შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თო, შე­გი­ნე­ბაა.

ახლა, თქვენ­თან სა­უბ­რი­სას, ჩემი რვა წლის შვი­ლი გა­მო­ვი­და და მი­თხრა, მა­მი­კო, ცუდ როლ­ში ხარო? - მი­თხა­რით რა პა­სუ­ხი გავ­ცე ბავ­შვს. რა გა­ვა­კე­თო, რომ ვუ­ჩივ­ლო რა ვქნა, ვინ­მე ადა­მი­ა­ნი ჩავ­სვა ცი­ხე­ში, თუნ­დაც ის ადა­მი­ა­ნი ვინც შვი­ლებს მი­წყევ­ლის?! ვინც ეგ სი­ტყვე­ბი და­მი­წე­რა, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ე­წე­ვათ. თან მიხ­ვდე­ბა, რომ ჩემ გამო და­ე­მარ­თათ, ამის პი­რო­ბას ვაძ­ლევ, თო­რემ მე არა­ფერს გა­ვა­კე­თებ.

შემ­თხვე­ვით რომ უცებ რამე და­მე­მარ­თოს, სამი ბიჭი მყავს და ზან­გუ­რე­ბი არი­ან და ცოტა ფრთხი­ლად იყ­ვნენ. იცით, რა არის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი? - ალ­ბათ გუ­ლის სიღ­რმე­ში სა­დღაც თქვენც გჯე­რათ, რომ მე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი მაქვს ჩა­დე­ნი­ლი, ერთი წა­მით და­ი­ჯე­რეთ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თა­ლი ადა­მი­ა­ნი არის ამ დღე­ში და მერე მიხ­ვდე­ბით, მე რა დღე­ში ვარ. მოწ­მენ­დილ ცაზე მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი.

წინა დღეს სპექ­ტაკლს ერ­თად ვუ­ყუ­რებ­დით - მე, რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი და ჩემი ახ­ლან­დე­ლი მე­უღ­ლე გვან­ცა წუ­ლე­ის­კი­რი და მე­ო­რე დღეს დაგ­ვა­ტე­ხეს ეს ამ­ბა­ვი. რა ვერ აი­ტა­ნეს, ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბა ამ ოჯახ­ში? - მე კი­დევ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი დიდი ხანი.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭორლეონე
16

შეიძლება ეს კაცი მართალია თავის ცოლთან მაგრამ ის, რომ სამსახური სივის შევსებით იშოვა....ხალხის დაცინვაა. არ ვიცოდეთ მაინც სად ვცხოვრობთ.

სიმათლე
10

,,ერთი წა­მით და­ი­ჯე­რეთ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თა­ლი ადა­მი­ა­ნი არის ამ დღე­ში,, - აი მათლა, რომ სიღრმისეულად დაფიქრდე ამ სიტყვებზე ადამიანი, მარტო ეგ შეგძრავს, არ მეგულება დედამიწაზე ადამიანი უსამართლოდ არ მოქცეოდნენ, ხოდა უსამართლობაზე საშინელება არაფერია, იდეაში ცოლ-ქმრის გარდა, ხომ არავინ იცის მართლა რა და როგორ ხდება, ხოდა იქნებ, დასაშვებად, ხომ შეიძლება ეს ადამიანი მართლა უსამართლობის მსხვერპლია ? ყველა უსამართლობის მსხვერპი ცოდოა, აქ კი ერთსაც და მეორესაც თავისი სიმართლით გაუმარჯოთ - ,,სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაჰკარგავს !!!,,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"დიახ, სასაფლაოების ამზომველად ვმუშაობდი... შრომა არ მეთაკილება, სტურუა და კალაძე არაფერ შუაში არ არიან" - ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე, რობერტ სტურუასა და ნიკოლოზ ბასილაშვილზე

"დიახ, სასაფლაოების ამზომველად ვმუშაობდი... შრომა არ მეთაკილება, სტურუა და კალაძე არაფერ შუაში არ არიან" - ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე, რობერტ სტურუასა და ნიკოლოზ ბასილაშვილზე

"რობერტ სტურუას თხოვნით, კახა კალაძემ მსახიობი ბესო ზანგური სასაფლაოების ამზომველად გააფორმა“, - ამ სათაურით სტატიები და ფოტოები ორი დღეა, რაც მედიაში ქვეყნდება.

მსახიობი ბესო ზანგური კი ამბობს, რომ იმ სამსახურების პოვნაში, სადაც ოდესმე დამატებით უმუშავია, არასოდეს ჩარეულა რობერტ სტურუა, პირიქით, მას (სტურუას) არ უყვარს, როცა მსახიობები დამატებით სხვაგანაც მუშაობენ. Ambebi.ge-სთან საუბრისას ზანგურმა აღნიშნა, რომ "მის მიმართ ბულინგი შვილებსა და ოჯახზე ძალიან მოქმედებს."

ბესო ზანგური:

- რობერტ სტურუა და კახა კალაძე არაფერ შუაში არ არიან. ვინაიდან მრავალშვილიანი მამა ვარ, ჩემთვის თავისუფალ დროს სადაც ვნახულობ ვაკანსიას, ყველგან ვცდილობ მივიდე და დროებით ვიმუშავო. 2012 წელს ასე "დელტაშიც“ ვმუშაობდი, შემდეგ ანსამბლიც ჩამოვაყალიბეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე. ძალიან ბევრ ადგილას მიმუშავია და საერთოდ, შრომა არ მეთაკილება. რით არ მობეზრდათ ჩემი ბულინგი?! ამ ყველაფერს ბავშვები ხედავენ და ერთადერთი, რაც ჩემზე მოქმედებს, ეს არის.

- ნამდვილად მუშაობდით სასაფლაოების ამზომველის პოზიციაზე?

- დიახ, ვმუშაობდი. ვაკანსია ვნახე და დავრეკე, მითხრეს, რომ გასაუბრებაზე მივსულიყავი. გასაუბრების შემდეგ დამიკავშირდნენ და დავიწყე მუშაობა, საკმაოდ დაბალ ხელფასზე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ვმუშაობდი, როცა გამომიძახებდნენ ხოლმე. ვაკეთებდი იმას, რაც მევალებოდა. როგორც გითხარით, თავდაცვის სამინისტროშიც ვმუშაობდი, "ნაციონალური მოძრაობის“ წასვლის შემდეგ ყველაფერი დაშლილი იყო და ამ ყველაფერს დაწყობა და დალაგება უნდოდა. მაშინ რამდენიმე ტანკი გარაჟებშიც კი იპოვნეს.

შემდეგ ჩამოვაყალიბეთ ანსამბლი "თარიკონი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე, სადაც თანამშრომლების შვილებს უფასოდ ვასწავლიდით მხატვრულ კითხვას, ცეკვას. ამ ბავშვებმა ბათუმში ფესტივალზე გრან-პრიც კი აიღეს. ჩემი საქმე რომ მორჩა, აქედანაც წამოვედი. ბავშვებიც მომიმზადებია მეტყველებაში, არ მეთაკილება არანაირი სამუშაო.

როდესაც რუსთაველის თეატრში დაკავებული ვარ როლებზე, მაშინ არსად არ ვმუშაობ. ორი წელია პანდემიაა და რატომ უნდა ვმჯდარიყავი სახლში და ფული სხვისთვის გამომერთმია?!

- ბინის დაკარგვის შემდეგ ახლა სად ცხოვრობთ, დედა როგორ არის? (ცნობისთვის, წელიწადზე მეტია მას შემდეგ, რაც მსახიობის დედას ინსულტი დაემართა)

- სახლი მაქვს ნაქირავები, დედა ცუდად არის, ვერ საუბრობს, ვერ დადის.

- ყოფილ მეუღლესთან, ნინუცა მაყაშვილთან მომხდარი სკანდალის შემდეგ რუსთაველის თეატრმა დროებით როლებიდან მოგხსნათ, როდის აღგადგინეს?

- ეს იყო დროებითი ამბავი, სანამ სამართალდამცავები არ გაერკვნენ. ძალადობის ვერანაირი კვალი ვერ ნახეს... ვერც სამეზობლოდან, რომ მსგავს რამეს ჩავიდენდი. ერთ თვეში სპექტაკლებში აღმადგინეს. ჩვეულებრივად ვთამაშობ. დღესაც სპექტაკლი მქონდა.

არასოდეს დარეკავს რობერტ სტურუა სადმე, რომ მე, ან რომელიმე მსახიობმა დამატებით ვიმუშაოთ. მისთვის მიუღებელია მსახიობი მუშაობდეს სხვაგან.

ამიტომ მეც ყოველთვის ვმალავდი. მე ბესო ვარ, ზანგური, რაც ნიშნავს იმას, რომ მშობლების კალთით არსად არაფერი გამიკეთებია. 16 წლის მამა ვიყავი, ბავშვი მეკავა ხელში, ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი ხოლმე. არასოდეს მიკადრია, რომ ვიღაცის ფული ამეღო. სადარბაზოში რომ შევდივარ, უკან არ ვიყურები, არ მეშინია.

როდესაც ხელფასს ვიღებ, "ფეისბუქზე" ვწერ ხოლმე ვინმეს ხომ არ გჭირდებათ თანხა, შემიძლია ისე მოგცეთ. ნიკა ქაცარიძე რომ გარდაიცვალა, ოთხი დღით ადრე დამირეკა, მითხრა, ბესო როგორ აიტანე ეს ყველაფერი, ძალიან ცუდად ვარ და გული მაქვს ცუდად, იქნებ დამეხმაროო და მითხრა, ბულინგს როგორ გავუძლოო. იცით, რა უქნეს ნიკა ქაცარიძეს? - გული გაუხეთქეს.

- ნიკას რატომ აბულინგებდნენ?

- მიხეილ სააკაშვილზე სტატუსი დაწერა, არა უშავს თუ შიმშილობს ციხეში, ცოტა გახდებაო. როგორ დღეში ჩააგდეს იცით? - შვილები უწყევლეს. რეპეტიციებზე რომ მოვიდა, მეუბნებოდა, გული მტკივაო. 18 წლის მანძილზე არ მახსოვს, რომ რეპეტიციიდან გათავისუფლებულიყო. ძალიან ემოციური ბიჭი იყო და ამანაც იმოქმედა. იცი, როგორ მიწყევლიან შვილებს? - მათთვის გაგეჭრას საფლავიო. გუშინაც სასწრაფო მყავდა და მეუბნებოდნენ, რომ იჩივლეო, სუიციდამდე მიყვანის ბრალდებით.

- ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარი დაუჭირეთ, როდესაც ჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც მეუღლის მისამართით შეურაცხმყოფელად საუბრობს...

- არ მომეწონა ის ტონი როგორც მეუღლეს ელაპარაკებოდა. ასე არასოდეს მითქვამს ქალისთვის, რას გიგავს ტანი, მაგრამ ჩემთვის ძალადობა ეს არის არის, ეს ცოლ-ქმარს შორის ჩხუბია, როდესაც გული გინდა ატკინო ადამიანს. მე არასოდეს მითქვამს მსგავსი რამ, ყველაზე მეტი რაც შეიძლება გავაკეთო, შეგინებაა.

ახლა, თქვენთან საუბრისას, ჩემი რვა წლის შვილი გამოვიდა და მითხრა, მამიკო, ცუდ როლში ხარო? - მითხარით რა პასუხი გავცე ბავშვს. რა გავაკეთო, რომ ვუჩივლო რა ვქნა, ვინმე ადამიანი ჩავსვა ციხეში, თუნდაც ის ადამიანი ვინც შვილებს მიწყევლის?! ვინც ეგ სიტყვები დამიწერა, აუცილებლად მიეწევათ. თან მიხვდება, რომ ჩემ გამო დაემართათ, ამის პირობას ვაძლევ, თორემ მე არაფერს გავაკეთებ.

შემთხვევით რომ უცებ რამე დამემართოს, სამი ბიჭი მყავს და ზანგურები არიან და ცოტა ფრთხილად იყვნენ. იცით, რა არის ყველაზე რთული? - ალბათ გულის სიღრმეში სადღაც თქვენც გჯერათ, რომ მე ძალადობის ფაქტი მაქვს ჩადენილი, ერთი წამით დაიჯერეთ, წარმოიდგინეთ, რომ აბსოლუტურად მართალი ადამიანი არის ამ დღეში და მერე მიხვდებით, მე რა დღეში ვარ. მოწმენდილ ცაზე მოხდა ყველაფერი.

წინა დღეს სპექტაკლს ერთად ვუყურებდით - მე, რუსკა მაყაშვილი და ჩემი ახლანდელი მეუღლე გვანცა წულეისკირი და მეორე დღეს დაგვატეხეს ეს ამბავი. რა ვერ აიტანეს, ჩემი ბედნიერება ამ ოჯახში? - მე კიდევ ძალიან ბედნიერი ვიქნები დიდი ხანი.