Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"თუ რეზოლუციას იღებ, იქ რუსეთი უნდა ახსენო" - რატომ უფრთხის საქართველოს ხელისუფლება უკრაინის საკითხზე მკაფიო პოზიციის გამოხატვას?
"თუ რეზოლუციას იღებ, იქ რუსეთი უნდა ახსენო" - რატომ უფრთხის საქართველოს ხელისუფლება უკრაინის საკითხზე მკაფიო პოზიციის გამოხატვას?

უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი, სა­პარ­ლა­მენ­ტო რე­ზო­ლუ­ცია ისე, რომ მას­ში რუ­სე­თის აგ­რე­სია არ იყოს ნახ­სე­ნე­ბი - "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სწო­რედ ამ პრინ­ცი­პით მო­ამ­ზა­და მხარ­და­ჭე­რის ტექ­სტი, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, ოპო­ზი­ცი­ის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და.

წე­სით, ჩვენ­ში სა­დაო არ უნდა იყოს, რომ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც კი გვაქვს, ერთი მხრივ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რო­გორ იდგა ეს ქვე­ყა­ნა 2008 წლის ომის დროს სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით, მე­ო­რე მხრივ კი იმი­ტომ, რომ რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი რი­ტო­რი­კის და ქმე­დე­ბის სა­მიზ­ნე მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა არ არის. რუ­სე­თი რო­დე­საც ნა­ტოს არ გა­ფარ­თო­ე­ბის მო­თხოვ­ნას აყე­ნებს, უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­საც მუდ­მი­ვად ახ­სე­ნებს, მა­შინ, რა ხდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა­ტომ იქ­ცე­ვა ასე?

  • რა წე­რია რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტში?

"პარ­ლა­მენ­ტი გა­მო­ხა­ტავს ღრმა შეშ­ფო­თე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში შე­საძ­ლო სამ­ხედ­რო ეს­კა­ლა­ცი­ის გამო და გმობს ყო­ველ­გვარ გან­ზრახ­ვას, რო­მე­ლიც სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­მარ­თუ­ლი, რაც ახალ საფრ­თხეს უქ­მნის არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის, არა­მედ რე­გი­ო­ნულ მშვი­დო­ბას და უსაფრ­თხო­ე­ბას. აცხა­დებს, რომ ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა არის სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნუ­ლი უფ­ლე­ბა და სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი არ­გუ­მენ­ტე­ბით ამ უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის ყო­ველ­გვა­რი მცდე­ლო­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. მი­იჩ­ნევს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის არ­დაშ­ვე­ბა უნდა იყოს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის უმ­თავ­რე­სი საზ­რუ­ნა­ვი. სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს მე­გო­ბარ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს, რო­მელ­საც ყო­ველ­გვა­რი შე­საძ­ლო სამ­ხედ­რო ეს­კა­ლა­ცი­ით მძი­მე ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მი­ად­გეს. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან მჭიდ­რო კო­ორ­დი­ნა­ცი­ით გა­ნაგ­რძოს თა­ვი­სი წვლი­ლის შე­ტა­ნა უკ­რა­ი­ნა­ში ომის არ­დაშ­ვე­ბა­ში“

პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ავ­ტო­რის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ფრაქ­ცი­ის ლი­დე­რის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტის ყვე­ლა სი­ტყვა გა­მომ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუმ­ცა კი­თხვე­ბი მა­ინც ძა­ლი­ან ბევ­რია…

სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩე­ვის დღი­დან ამ­ტკი­ცებს, რომ მის­მა წი­ნა­მორ­ბედ­მა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში არას­წო­რი პო­ლი­ტი­კა აწარ­მო­ვა, რა­მაც 2008 წლის ომამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად, ამის კომ­პლექ­სის ქვე­შაა, რა­მაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა­ში ჩა­აგ­დო...

რო­გორც ჩანს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და მის გუნდს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ამ სა­კი­თხზე პრინ­ცი­პუ­ლი და მკაც­რი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბით, ხელს შე­უ­წყო­ბენ იმას, რომ რუ­სეთს და­მა­ტე­ბი­თი სა­ბა­ბი მი­ე­ცეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ კი­დევ უფრო აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის სა­წარ­მო­ებ­ლად, მაგ­რამ განა ეს პო­ზი­ცია არის კი ის, რაც რე­ა­ლუ­რად აგ­ვა­ცი­ლებს ამ აგ­რე­სი­ას?

როცა რუ­სეთ­ზე ვსა­უბ­რობთ, მას რა­ი­მე მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვე­ბი არ სჭირ­დე­ბა. ამავდრო­უ­ლად, ისიც ხომ ფაქ­ტია, რომ თუკი პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნა­ში გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წია, შემ­დე­გი სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა... რუ­სე­თი ხომ ის ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­საც რაც მეტს და­უთ­მობ, მეტს წაგ­გლეჯს...

"ცოტა იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო უფრო აქ­ტი­უ­რი არ არის. ვერ ვი­ჯე­რებ, რომ პრე­მი­ერს ჯერ კი­დევ არ და­უ­რე­კავს კი­ევ­ში თა­ვის უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გას­თან, ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ვფიქ­რობ, პირ­ში წყლის ჩა­გუ­ბე­ბა დიდი შეც­დო­მაა. რაც უფრო ჩა­ღუ­ნავთ თავს, მით უფრო წა­ა­ქე­ზებთ კრემ­ლის აგ­რე­სი­ას", - გა­ნა­ცხა­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ყო­ფილ­მა ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში იან კელ­მა რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მარ­თლაც სა­ო­ცა­რია, რა უშ­ლის ხელს იმას, რომ სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ტე­ლე­ფო­ნო მხარ­და­ჭე­რა მა­ინც გა­მო­უ­ცხა­დო, თუნ­დაც რუ­სე­თის უხ­სე­ნებ­ლად...

შე­იძ­ლე­ბა გვე­ვა­რა­უ­და, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და მისი კა­ბი­ნე­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პე­რი­პე­ტი­ე­ბის გამო უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ნა­წყე­ნე­ბი არი­ან, მაგ­რამ რო­დე­საც გე­ო­პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე, საფრ­თხე­ებ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებ­ზეა ლა­პა­რა­კი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ვუშ­ვათ, რომ ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ასე­თი ახ­ლომ­ხედ­ვე­ლი იყოს...

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი­დან მეტ-ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სო გან­ცხა­დე­ბა კახი კა­ლა­ძის­გან მო­ვის­მი­ნეთ. "ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკ­რა­ი­ნა­ში მშვი­დო­ბა საფრ­თხის ქვეშ არ დად­გეს. უკ­რა­ი­ნა­ში ომის არ­დაშ­ვე­ბა უნდა იყოს უმ­თავ­რე­სი სა­ფიქ­რა­ლი და საზ­რუ­ნა­ვი ყვე­ლას­თვის, ვი­საც სამ­ხედ­რო ეს­კა­ლა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ში თუნ­დაც მცი­რე წვლი­ლის შე­ტა­ნა შე­უძ­ლია. ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვაც სწო­რედ აქეთ­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. რა თქმა უნდა, ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, ვა­კე­თებ­დით და მო­მა­ვალ­შიც გა­ვა­კე­თებთ“, - ეს კა­ლა­ძის სი­ტყვე­ბია, მაგ­რამ რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, ამ წვლილ­ში რა იგუ­ლის­ხმე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, უკ­რა­ი­ნის თე­მა­ზე ნაკ­ლე­ბი ილა­პა­რა­კოს და კრემ­ლი რო­გორ­მე არ შე­ა­წუ­ხოს...

ექ­სპერ­ტმა თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში", რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტზე სა­უბ­რი­სას, გა­ნა­ცხა­და:

"ეს ტექ­სტი ჩვე­ნი მხრი­დან უფრო შე­ში­ნე­ბუ­ლი, ფრთხი­ლი პო­ლი­ტი­კის ნი­შა­ნია. როცა დე­და­ქა­ლა­ქი­დან 40 კმ-ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბაზა დგას, ეს ბევრ რა­მეს გა­ნა­პი­რო­ბებს. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ბევ­რი ქვე­ყა­ნა არაა. რა თქმა უნდა, თუ რე­ზო­ლუ­ცი­ას იღებ, იქ ალ­ბათ რუ­სე­თი უნდა ახ­სე­ნო. და­ვე­ლო­დოთ, რა შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა და შემ­დეგ ვიმ­სჯე­ლოთ. მგო­ნია, რომ ახლა, როცა დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რამ და­ი­წია, ჩვე­ნი მხრი­დან უფრო მკა­ფიო გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­დე­ბა..."

ავ­ტო­რი: ღვთი­სა­ვარ ან­თა­ძე

მკითხველის კომენტარები / 76 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაზი
2

ოპოზიცია როგორც ყველაფერში, აქაც აბსოლუტურად უქნარის და უტვინოს შთაბეჭდილებას (ზერო სუმ) ტოვებს; მთავარი ხომაა, რომ უკრაინის მთლიანობას უჭერ მხარს, გმობ მის ტერიტორიაზე შეჭრის ნებისმიერ მცდელობას; რუსი იძახის არსად არ ვიჭრებიო და ჩხიკინი რას მოიტანს? კარგს არაფერს

ოპოზიციას ოპოზიციონერობა ყველაფერში ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა ჰგონია; მუშაობა, რეალური პრობლემების გამოკვეთა და ბრძოლის გზების დასახვა არ უნდა (არ შეუძლია) და კარავში წოლით, მუქთა ხელფასების აღებით და მიშას დი---რეასა და არაადეკვატურ შ---ვაზე ლაპარაკით წინ ვერ წავლენ ... ესეც ინერციითაა, ცოტა ხანში არამცთუ მიტინგებზე ვერ მიიყვანენ 40 კაცზე მეტს, არჩევნებზე ბარიერის გადალახვა ექნებათ სანატრელი.

მე მაინც ლელოს, დაღმამშენებლის და მსგავსთა პოზიცია მაკვირვებს - მეცოცხეები რომ გუშინდელი დღეა და არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ მათი პარტიებისთვისაც არაფრისმომცემია, ამას ვერ ხვდებიან? პარლამენტში სხვის მიერ დადებულები (გუბაზი, უსუფაშვილი მაჭუტაძე, ჩხეიძე ...) გასაგებია, მათ უნდოდათ დეპუტატობა და მიიღეს და მიმყვანის საამებელს უბერავენ; კი მაგრამ ქვეყანა?

ხოდა
9

მშვენიერი რუკაა!, ხოდა ყველამ კარგად გაიაზროს ამ რუკის მიხედვით სიტუაცია, მასშტაბები, მოსალოდნელი შედეგები, საშიშროება ჩვენი პატარა და ლამაზი ქვეყნისთვის და ნუ აიძულებენ მთავრობას შარში გახვიოს თავისი ხალხი.ნეიტრალიტეტი! უკრაინას ყავს ვითომ "პატრონები". ჩვეეენ?

ავტორი:

"თუ რეზოლუციას იღებ, იქ რუსეთი უნდა ახსენო" - რატომ უფრთხის საქართველოს ხელისუფლება უკრაინის საკითხზე მკაფიო პოზიციის გამოხატვას?

"თუ რეზოლუციას იღებ, იქ რუსეთი უნდა ახსენო" - რატომ უფრთხის საქართველოს ხელისუფლება უკრაინის საკითხზე მკაფიო პოზიციის გამოხატვას?

უკრაინის მხარდამჭერი, საპარლამენტო რეზოლუცია ისე, რომ მასში რუსეთის აგრესია არ იყოს ნახსენები - "ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ამ პრინციპით მოამზადა მხარდაჭერის ტექსტი, რაც, ბუნებრივია, ოპოზიციის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

წესით, ჩვენში სადაო არ უნდა იყოს, რომ უკრაინის მხარდაჭერის ვალდებულება და აუცილებლობაც კი გვაქვს, ერთი მხრივ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იდგა ეს ქვეყანა 2008 წლის ომის დროს საქართველოს გვერდით, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ რუსეთის აგრესიული რიტორიკის და ქმედების სამიზნე მხოლოდ უკრაინა არ არის. რუსეთი როდესაც ნატოს არ გაფართოების მოთხოვნას აყენებს, უკრაინასთან ერთად, საქართველოსაც მუდმივად ახსენებს, მაშინ, რა ხდება, საქართველოს ხელისუფლება რატომ იქცევა ასე?

  • რა წერია რეზოლუციის პროექტში?

"პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობას და უსაფრთხოებას. აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური არგუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“

პროექტის ერთ-ერთი ავტორის, "ქართული ოცნების" ფრაქციის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, რეზოლუციის ტექსტის ყველა სიტყვა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გათვალისწინებით, თუმცა კითხვები მაინც ძალიან ბევრია…

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არჩევის დღიდან ამტკიცებს, რომ მისმა წინამორბედმა რუსეთთან ურთიერთობასთან მიმართებაში არასწორი პოლიტიკა აწარმოვა, რამაც 2008 წლის ომამდე მიგვიყვანა. "ქართული ოცნების“ მთავრობა გარკვეულწილად, ამის კომპლექსის ქვეშაა, რამაც, სავარაუდოდ, მეორე უკიდურესობაში ჩააგდო...

როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილსა და მის გუნდს მიაჩნიათ, რომ ამ საკითხზე პრინციპული და მკაცრი პოზიციის დაფიქსირებით, ხელს შეუწყობენ იმას, რომ რუსეთს დამატებითი საბაბი მიეცეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ უფრო აგრესიული პოლიტიკის საწარმოებლად, მაგრამ განა ეს პოზიცია არის კი ის, რაც რეალურად აგვაცილებს ამ აგრესიას?

როცა რუსეთზე ვსაუბრობთ, მას რაიმე მიზნის მისაღწევად დამატებითი მოტივები არ სჭირდება. ამავდროულად, ისიც ხომ ფაქტია, რომ თუკი პუტინმა უკრაინაში გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, შემდეგი საქართველო იქნება... რუსეთი ხომ ის ქვეყანაა, რომელსაც რაც მეტს დაუთმობ, მეტს წაგგლეჯს...

"ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველო უფრო აქტიური არ არის. ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან, ეს წარმოუდგენელია. ვფიქრობ, პირში წყლის ჩაგუბება დიდი შეცდომაა. რაც უფრო ჩაღუნავთ თავს, მით უფრო წააქეზებთ კრემლის აგრესიას", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელმა რადიო "თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

მართლაც საოცარია, რა უშლის ხელს იმას, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნის ხელისუფლებას სატელეფონო მხარდაჭერა მაინც გამოუცხადო, თუნდაც რუსეთის უხსენებლად...

შეიძლება გვევარაუდა, რომ ღარიბაშვილი და მისი კაბინეტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პერიპეტიების გამო უკრაინის ხელისუფლებაზე ნაწყენები არიან, მაგრამ როდესაც გეოპოლიტიკურ პროცესებზე, საფრთხეებზე, სახელმწიფო ინტერესებზეა ლაპარაკი როგორ შეიძლება დავუშვათ, რომ ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ელიტა ასეთი ახლომხედველი იყოს...

"ქართული ოცნების“ ლიდერებიდან მეტ-ნაკლებად საინტერესო განცხადება კახი კალაძისგან მოვისმინეთ. "ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია უკრაინაში მშვიდობა საფრთხის ქვეშ არ დადგეს. უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენი ძალისხმევაც სწორედ აქეთკენ არის მიმართული. რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ“, - ეს კალაძის სიტყვებია, მაგრამ რთული სათქმელია, ამ წვლილში რა იგულისხმება. ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, უკრაინის თემაზე ნაკლები ილაპარაკოს და კრემლი როგორმე არ შეაწუხოს...

ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში", რეზოლუციის ტექსტზე საუბრისას, განაცხადა:

"ეს ტექსტი ჩვენი მხრიდან უფრო შეშინებული, ფრთხილი პოლიტიკის ნიშანია. როცა დედაქალაქიდან 40 კმ-ში რუსეთის სამხედრო ბაზა დგას, ეს ბევრ რამეს განაპირობებს. ამ მდგომარეობაში ბევრი ქვეყანა არაა. რა თქმა უნდა, თუ რეზოლუციას იღებ, იქ ალბათ რუსეთი უნდა ახსენო. დაველოდოთ, რა შედეგები მოჰყვება და შემდეგ ვიმსჯელოთ. მგონია, რომ ახლა, როცა დუღილის ტემპერატურამ დაიწია, ჩვენი მხრიდან უფრო მკაფიო განცხადებები გაკეთდება..."

ავტორი: ღვთისავარ ანთაძე