Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
„წიგნობანა“ – „ქოლგას“ მორიგი სოციალური პროექტი, რომლის მიზანიც ბავშვების წიგნებთან დაბრუნებაა
„წიგნობანა“ – „ქოლგას“ მორიგი სოციალური პროექტი, რომლის მიზანიც ბავშვების წიგნებთან დაბრუნებაა

„წიგ­ნო­ბა­ნა“ - ასე ჰქვია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­მეც­ნე­ბით პრო­ექტს, რო­მე­ლიც ბავ­შვებს მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ირ­გვლივ გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. კომ­პა­ნია „ქოლ­გას“ ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ორ­გა­ნი­ზე­ბით, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მხარ­და­ჭე­რით სულ მალე მო­ზარ­დე­ბის­თვის სა­ო­ცა­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა იწყე­ბა.

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბის მი­ზა­ნი მო­ზარ­დებ­ში წიგ­ნის პო­პუ­ლა­რა­ზა­ცი­აა, რა­საც ისი­ნი სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო მე­თო­დით აპი­რე­ბენ. „წიგ­ნო­ბა­ნას“ ფარ­გლებ­ში, ბავ­შვე­ბი წა­ი­კი­თხა­ვენ და იმ­სჯე­ლე­ბენ სხვა­დას­ხვა წიგნ­სა თუ პერ­სო­ნაჟ­ზე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში და პი­რა­დად შეხ­ვდე­ბი­ან მწერ­ლებს, პო­ე­ტებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, მო­ზარ­დე­ბის­თვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც მე­ტყვე­ლე­ბის, პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბი­სა და სპი­კე­რის უნარ-ჩვე­ვე­ბის მარ­თვის, ასე­ვე კლას­გა­რე­შე ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­მეც­ნე­ბი­თი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლექ­ცი­ე­ბი, რა­შიც ბავ­შვებს მსა­ხი­ო­ბი მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი და ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რი და­ეხ­მა­რე­ბი­ან.

რო­გორც კომ­პა­ნია „ქოლ­გას“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, PR სპე­ცი­ა­ლის­ტი ანა ჩან­გი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, „წიგ­ნო­ბა­ნას“ იდე­ამ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი გა­ა­ერ­თი­ა­ნა, რომ­ლე­ბიც მო­ზარ­დებს წიგ­ნის სიყ­ვა­რულს გა­უღ­ვი­ვე­ბენ.

„ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლია. წიგ­ნი­ე­რი თა­ო­ბა წარ­მა­ტე­ბი­სა და წინსვლის გა­რან­ტი­აა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი ყო­ველ­წლი­უ­რად უფრო მწვა­ვედ ისა­ხე­ბა ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ რე­ა­ლო­ბა­ში. ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად კი, მო­ზარ­დთა წიგ­ნი­ე­რე­ბის დონე სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლია. ამ პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბაც სწო­რედ ამ სო­ცი­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვის სა­პა­სუ­ხოდ გა­დავ­წყვი­ტეთ.

ვფიქ­რობთ, რომ „წიგ­ნო­ბა­ნას“ თე­ბერ­ვლი­დან და­ვი­წყებთ. ამ პრო­ექ­ტის მეშ­ვე­ო­ბით, მო­ზარ­დე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბა­სა და გა­აზ­რე­ბას აქ­ტი­უ­რად შე­უდ­გე­ბი­ან. მთა­ვა­რი ის კი არ არის, რამ­დე­ნი წიგ­ნი გვაქვს წა­კი­თხუ­ლი, არა­მედ ის, თუ რო­გორ გა­ვი­გეთ და გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ ესა თუ ის ნა­წარ­მო­ე­ბი და რო­გორ შევ­ძლებთ ამ ცოდ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბას,“ - აღ­ნიშ­ნავს ანა ჩან­გი­ა­ნი.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, მი­რი­ან ხო­სი­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მო­ზარ­დე­ბი წა­ი­კი­თხა­ვენ, ხმო­ვან ფორ­მატ­ში ჩა­ი­წე­რე­ბა და აუ­დი­ო­წიგ­ნად გა­მო­ი­ცე­მა.

„ეს პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პირ­ველ რიგ­ში, იმი­სათ­ვის, რომ მო­მა­ვალ თო­ბას წიგ­ნის კი­თხვა შე­ვაყ­ვა­როთ და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ხელი შე­ვუ­წყოთ გა­ნათ­ლე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­ში. ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა სი­ა­მოვ­ნე­ბით უთ­მობს თა­ვის სივ­რცეს პრო­ექტ „წიგ­ნო­ბა­ნას“. გარ­და ამი­სა, იქ მო­სუ­ლი ახ­ლა­გაზ­რდე­ბის წყა­ლო­ბით, რომ­ლე­ბიც სა­ბავ­შვო

ლი­ტე­რა­ტუ­რას წა­ი­კი­თხა­ვენ, დიდი აუ­დი­ო­ბიბ­ლი­ო­თე­კა შე­იქ­მნე­ბა. ამ აუ­დი­წიგ­ნებს კი, ჩვე­ნი ვებგ­ვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით, სა­მო­მავ­ლოდ სხვა ბავ­შვე­ბი მო­უს­მე­ნენ.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბავ­შვე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სად, მათი მშობ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი ამ პრო­ექ­ტის მი­მართ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა. ჩვენ ხა­ლი­სით, თა­მაშ-თა­მა­შით ვეც­დე­ბით, შე­ვაყ­ვა­როთ მათ წიგ­ნე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რა და მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, წარ­მო­ა­ჩი­ნონ სა­კუ­თა­რი თავი, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ისი­ნი თა­ვი­ან­თი წიგ­ნი­ე­რე­ბით გა­იც­ნოს,“ - აღ­ნიშ­ნავს მი­რი­ან ხო­სი­ტაშ­ვი­ლი.

პრო­ექტს სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­უ­ერ­თდა გოგა ჩა­ნა­დი­რიც, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ წიგ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს სა­წყი­სია და ამ­ბობს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბა, ბავ­შვებს წიგ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა და­ა­ნა­ხოს.

„მე ვიქ­ნე­ბი ერთ-ერთი ნა­წი­ლი ამ პრო­ექ­ტი­სა, რო­მე­ლიც წიგ­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას შე­უ­წყობს ხელს. ჩვენ ყვე­ლას გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გვაქვს, თუ რო­გო­რია დღეს წიგ­ნი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა. წიგ­ნი­ე­რე­ბა სჭირ­დე­ბა ჩვენს ოჯა­ხებ­სა და ჩვენ სა­ხელ­მწი­ფოს. შე­სა­ბა­მი­სად, მე, რო­გორც წიგ­ნის ერთ-ერთი მოყ­ვა­რუ­ლი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ბევ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ერ­თდე­ბი ამ პრო­ექტს. შე­ვეც­დე­ბით, მო­ზარ­დე­ბამ­დე სწო­რად მი­ვი­ტა­ნოთ ეს სა­კი­თხი და ვუ­თხრათ მათ, რომ თუ სურთ, იყ­ვნენ მდიდ­რე­ბი, ძლი­ე­რე­ბი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იკი­თხონ წიგ­ნე­ბი,“- ამ­ბობს გოგა ჩა­ნა­დი­რი.

მაკა შა­ლი­კაშ­ვილს მი­აჩ­ნია, რომ პრო­ექ­ტი მო­ზარ­დე­ბის წიგ­ნებ­თან დაბ­რუ­ნე­ბას შე­უ­წყობს ხელს. მისი თქმით, მშობ­ლე­ბის თა­ო­ბამ ახალ­გაზ­რდებს თა­ვად უნდა მის­ცეს წიგ­ნე­ბის კი­თხვი­სა და მათი სიყ­ვა­რუ­ლის მა­გა­ლი­თი.

„მთე­ლი სუ­ლი­თა და გუ­ლით მი­ვე­სალ­მე­ბი ასეთ წა­მო­წყე­ბას და იდე­ის ავ­ტორს. ეს პრო­ექ­ტი ემ­სა­ხუ­რე­ბა იმ უდი­დეს საქ­მეს, რო­მელ­საც წიგ­ნებ­თან დაბ­რუ­ნე­ბა ჰქვია. რა­ღაც მხრივ, ახა­ლი თა­ო­ბა მი­ეჩ­ვია ე.წ. „გუ­გლის გა­ნათ­ლე­ბას“. ხში­რად ისიც კი გვი­ხა­რია, თუ ბავ­შვებ­მა „გუ­გლ­ში“ მა­ინც წა­ი­კი­თხეს რა­ღაც და მისი მოკ­ლე ში­ნა­არ­სი მა­ინც იცი­ან. ეს უკვე ამ ყვე­ლა­ფერ­თან შე­გუ­ე­ბაა. წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი იწყე­ბა არა გად­მო­ცე­მით, წარ­მო­სახ­ვით ან ლა­პა­რა­კით, არა­მედ, უშუ­ა­ლოდ, წიგ­ნის ხელ­ში ჭე­რი­თა და კი­თხვით. პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შვმა ის უნდა და­ი­ნა­ხოს, თუ რო­გორ უჭი­რავს წიგ­ნი ხელ­ში ჯერ მის მას­წავ­ლე­ბელს და შემ­დეგ - თა­ვად.

ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ბავ­შვე­ბი წა­კი­თხუ­ლი წიგ­ნე­ბი­დან პერ­სო­ნა­ჟებს გა­არ­ჩე­ვენ, გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ და ჩა­წე­რენ აუ­დი­ო­წიგ­ნებს. მინ­და, და­ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ტექ­სტის გა­აზ­რე­ბა­ში, მე­ტყვე­ლე­ბა­ში და ჩა­წე­რის პრო­ცეს­ში და­ვეხ­მა­რო ამ ჩვენს უსაყ­ვარ­ლეს თა­ო­ბას, რო­მელ­ზეც მე ნამ­დვი­ლად ვგიჟ­დე­ბი. მათ სა­საყ­ვე­დუ­რო არა­ფე­რი აქვთ. სა­საყ­ვე­დუ­რო გვაქვს მათ მშობ­ლებს, გა­რე­მოს.. ჩვენ მხო­ლოდ ვსაყ­ვე­დუ­რობთ, რომ წიგ­ნი წა­ი­კი­თხონ, თუმ­ცა თა­ვად არ ვაჩ­ვე­ნებთ ამის მა­გა­ლითს,“ - აღ­ნიშ­ნავს მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი.

NS

ავტორი:

„წიგნობანა“ – „ქოლგას“ მორიგი სოციალური პროექტი, რომლის მიზანიც ბავშვების წიგნებთან დაბრუნებაა

„წიგნობანა“ – „ქოლგას“ მორიგი სოციალური პროექტი, რომლის მიზანიც ბავშვების წიგნებთან დაბრუნებაა

„წიგნობანა“ - ასე ჰქვია საგანმანათლებლო შემეცნებით პროექტს, რომელიც ბავშვებს მსოფლიო ლიტერატურის ირგვლივ გააერთიანებს. კომპანია „ქოლგას“ ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით სულ მალე მოზარდებისთვის საოცარი მოგზაურობა იწყება.

პროექტის ავტორების მიზანი მოზარდებში წიგნის პოპულარაზაციაა, რასაც ისინი სხვადასხვა საინტერესო მეთოდით აპირებენ. „წიგნობანას“ ფარგლებში, ბავშვები წაიკითხავენ და იმსჯელებენ სხვადასხვა წიგნსა თუ პერსონაჟზე, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებაში და პირადად შეხვდებიან მწერლებს, პოეტებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს.

პროექტის ფარგლებში, მოზარდებისთვის უზრუნველყოფილი იქნება როგორც მეტყველების, პოზიციონირებისა და სპიკერის უნარ-ჩვევების მართვის, ასევე კლასგარეშე ლიტერატურის შემეცნებითი და საგანმანათლებლო ლექციები, რაშიც ბავშვებს მსახიობი მაკა შალიკაშვილი და ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი დაეხმარებიან.

როგორც კომპანია „ქოლგას“ დამფუძნებელი, PR სპეციალისტი ანა ჩანგიანი აღნიშნავს, „წიგნობანას“ იდეამ ბევრი საინტერესო ადამიანი გააერთიანა, რომლებიც მოზარდებს წიგნის სიყვარულს გაუღვივებენ.

„ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი განათლებული მომავალია. წიგნიერი თაობა წარმატებისა და წინსვლის გარანტიაა. აღნიშნული საკითხი ყოველწლიურად უფრო მწვავედ ისახება ჩვენს ყოველდღიურ რეალობაში. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების თანახმად კი, მოზარდთა წიგნიერების დონე საქართველოში საშუალოზე დაბალია. ამ პროექტის გაკეთებაც სწორედ ამ სოციალური გამოწვევის საპასუხოდ გადავწყვიტეთ.

ვფიქრობთ, რომ „წიგნობანას“ თებერვლიდან დავიწყებთ. ამ პროექტის მეშვეობით, მოზარდები ლიტერატურის გაცნობასა და გააზრებას აქტიურად შეუდგებიან. მთავარი ის კი არ არის, რამდენი წიგნი გვაქვს წაკითხული, არამედ ის, თუ როგორ გავიგეთ და გავაცნობიერეთ ესა თუ ის ნაწარმოები და როგორ შევძლებთ ამ ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას,“ - აღნიშნავს ანა ჩანგიანი.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის, მირიან ხოსიტაშვილის განცხადებით, ის წიგნები, რომლებსაც პროექტის ფარგლებში მოზარდები წაიკითხავენ, ხმოვან ფორმატში ჩაიწერება და აუდიოწიგნად გამოიცემა.

„ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმისათვის, რომ მომავალ თობას წიგნის კითხვა შევაყვაროთ და რაც ყველაზე მთავარია, ხელი შევუწყოთ განათლების გაღრმავებაში. ეროვნული ბიბლიოთეკა სიამოვნებით უთმობს თავის სივრცეს პროექტ „წიგნობანას“. გარდა ამისა, იქ მოსული ახლაგაზრდების წყალობით, რომლებიც საბავშვო

ლიტერატურას წაიკითხავენ, დიდი აუდიობიბლიოთეკა შეიქმნება. ამ აუდიწიგნებს კი, ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, სამომავლოდ სხვა ბავშვები მოუსმენენ.

დარწმუნებული ვარ, ბავშვებისა და შესაბამისად, მათი მშობლების ინტერესი ამ პროექტის მიმართ საკმაოდ მაღალი იქნება. ჩვენ ხალისით, თამაშ-თამაშით ვეცდებით, შევაყვაროთ მათ წიგნები, ლიტერატურა და მივცეთ საშუალება, წარმოაჩინონ საკუთარი თავი, რათა საზოგადოებამ ისინი თავიანთი წიგნიერებით გაიცნოს,“ - აღნიშნავს მირიან ხოსიტაშვილი.

პროექტს სიამოვნებით შეუერთდა გოგა ჩანადირიც, რომელიც მიიჩნევს, რომ წიგნიერი ადამიანი ძლიერი სახელმწიფოს საწყისია და ამბობს, რომ მაქსიმალურად შეეცდება, ბავშვებს წიგნის საჭიროება დაანახოს.

„მე ვიქნები ერთ-ერთი ნაწილი ამ პროექტისა, რომელიც წიგნიერების პოპულარიზებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ყველას გაცნობიერებული გვაქვს, თუ როგორია დღეს წიგნიერების მნიშვნელობა. წიგნიერება სჭირდება ჩვენს ოჯახებსა და ჩვენ სახელმწიფოს. შესაბამისად, მე, როგორც წიგნის ერთ-ერთი მოყვარული და ამ მიმართულებით, ბევრი ღონისძიების გამტარებელი, სიამოვნებით ვუერთდები ამ პროექტს. შევეცდებით, მოზარდებამდე სწორად მივიტანოთ ეს საკითხი და ვუთხრათ მათ, რომ თუ სურთ, იყვნენ მდიდრები, ძლიერები და განვითარებულები, აუცილებლად უნდა იკითხონ წიგნები,“- ამბობს გოგა ჩანადირი.

მაკა შალიკაშვილს მიაჩნია, რომ პროექტი მოზარდების წიგნებთან დაბრუნებას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, მშობლების თაობამ ახალგაზრდებს თავად უნდა მისცეს წიგნების კითხვისა და მათი სიყვარულის მაგალითი.

„მთელი სულითა და გულით მივესალმები ასეთ წამოწყებას და იდეის ავტორს. ეს პროექტი ემსახურება იმ უდიდეს საქმეს, რომელსაც წიგნებთან დაბრუნება ჰქვია. რაღაც მხრივ, ახალი თაობა მიეჩვია ე.წ. „გუგლის განათლებას“. ხშირად ისიც კი გვიხარია, თუ ბავშვებმა „გუგლში“ მაინც წაიკითხეს რაღაც და მისი მოკლე შინაარსი მაინც იციან. ეს უკვე ამ ყველაფერთან შეგუებაა. წიგნის სიყვარული იწყება არა გადმოცემით, წარმოსახვით ან ლაპარაკით, არამედ, უშუალოდ, წიგნის ხელში ჭერითა და კითხვით. პირველ რიგში, ბავშვმა ის უნდა დაინახოს, თუ როგორ უჭირავს წიგნი ხელში ჯერ მის მასწავლებელს და შემდეგ - თავად.

ამ პროექტის ფარგლებში, ბავშვები წაკითხული წიგნებიდან პერსონაჟებს გაარჩევენ, განასახიერებენ და ჩაწერენ აუდიოწიგნებს. მინდა, დახელოვნებაში, ტექსტის გააზრებაში, მეტყველებაში და ჩაწერის პროცესში დავეხმარო ამ ჩვენს უსაყვარლეს თაობას, რომელზეც მე ნამდვილად ვგიჟდები. მათ სასაყვედურო არაფერი აქვთ. სასაყვედურო გვაქვს მათ მშობლებს, გარემოს.. ჩვენ მხოლოდ ვსაყვედურობთ, რომ წიგნი წაიკითხონ, თუმცა თავად არ ვაჩვენებთ ამის მაგალითს,“ - აღნიშნავს მაკა შალიკაშვილი.

NS