ავტორი:

კიევის პოლიციამ პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

კიევის პოლიციამ პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

კიევის პოლიციამ უკრაინის ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომლებიც პეჩერსკის რაიონული სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მედიის ინფორმაციით, მანამდე პოლიტიკოსის მხარდამჭერები კასრებში ცეცხლის დანთებას შეეცადნენ, მაგრამ სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს, რის გამოც მათ შორის დაპირისპირება მოხდა.

ცნობისთვის, სასამართლო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს.

პოროშენკოს სახელმწიფოს ღალატსა და ტერორისტული ორგანიზაციებისთვის დახმარების აღმოჩენაში ადანაშაულებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.