პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხო, ლამის მოვკვდი, შოკში ვიყავი... ეს ადამიანი ჩემი გმირია" - 18 წლის ბიჭი, რომელმაც ნაპოვნი 6000 ლარი პატრონს დაუბრუნა
"ხალხო, ლამის მოვკვდი, შოკში ვიყავი... ეს ადამიანი ჩემი გმირია" - 18 წლის ბიჭი, რომელმაც ნაპოვნი 6000 ლარი პატრონს დაუბრუნა

18 წლის ბიჭ­მა, ალ­თაი ფა­შა­ევ­მა თბი­ლის­ში, ქუ­ჩა­ში სა­ფუ­ლე იპო­ვა, რო­მელ­შიც 6 000 ლა­რამ­დე თან­ხა იყო. ბიჭ­მა თან­ხა პო­ლი­ცი­ა­ში მი­ი­ტა­ნა, პო­ლი­ცი­ამ კი პატ­რონს და­უბ­რუ­ნა.

ალ­თაი ბოლ­ნის­ში და­ი­ბა­და. ის 4 წლი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად, ოჯახ­თან ერ­თად, თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და. უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია მუ­შა­ობს და სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს. 18 წელი ზუს­ტად იმ დღით შე­უს­რულ­და, როცა ფული იპო­ვა. ამ­ბობს, რომ ფუ­ლის აღე­ბა წუ­თი­თაც კი არ უფიქ­რია.

"სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში ვბრუნ­დე­ბო­დი. სა­ფუ­ლე და­ვი­ნა­ხე, რო­მე­ლიც ძირს ეგდო, ავი­ღე გავ­ხსე­ნი და შიგ­ნით დიდი თახა იყო. პო­ლი­ცი­ა­ში წა­ვი­ღე და ვიდ­რე ფუ­ლის პატ­რო­ნი არ მო­ვი­და, იქი­დან ფეხი არ მო­ვიც­ვა­ლე“, - ამ­ბობს ალ­თაი.

რო­გორც გა­ირ­კვა, თან­ხა ციცი ხო­ტე­ნაშ­ვილ­მა და­კარ­გა. ამ­ბობს, რომ თან­ხის და­კარ­გვის შე­სა­ხებ რომ შე­ა­ტყო­ბი­ნეს, ძა­ლი­ან ცუ­დად გახ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ თან­ხას უკან არა­ვინ და­უბ­რუ­ნებ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს თან­ხა კე­თილ­მა ადა­მი­ან­მა იპო­ვა...

ციცი ხო­ტე­ნაშ­ვი­ლი ambebi.ge - სთან ჰყვე­ბა, რომ უცხო­ე­თი­დან ახ­ლო­ბელ­მა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ჩა­მო­უ­ტა­ნა და ტე­ლე­ფონ­თან ერ­თად თან­ხაც გა­დას­ცა, რო­მე­ლიც ცი­ცის სხვის­თვის უნდა მი­ე­ცა.

"მან­ქა­ნა­ში რომ ჩავ­ჯე­ქი, თან­ხა სა­ფუ­ლე­ში ჩავ­დე. სა­ფუ­ლე, მე­გო­ნა, ჩან­თა­ში ჩა­ვი­დე, მაგ­რამ ქურ­თუკ­სა და ჩან­თას შო­რის ჩამ­ვარ­დნია და მან­ქა­ნი­დან რომ გად­მო­ვე­დი, ძირს და­მი­ვარ­და, თუმ­ცა თან­ხის და­კარ­გის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ჩემი შვი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნია და მისი მო­ბი­ლუ­რის ნო­მე­რი ჩემს სა­ხელ­ზეა. ბავ­შვი მე­გო­ბარ­თან მყავ­და და­ტო­ვე­ბუ­ლი და პო­ლი­ცი­ამ მის ნო­მერ­ზე და­რე­კა. მე­გო­ბარ­მა და­მი­რე­კა და შე­მა­ტყო­ბი­ნა, რომ სა­ფუ­ლე და­კარ­გუ­ლი მქონ­და. ხალ­ხო, ლა­მის მოვ­კვდი, შოკ­ში ვი­ყა­ვი. პო­ლი­ცი­ა­ში რომ დავ­რე­კე მი­თხრეს, - სა­ფუ­ლე, ფულ­თან ერ­თად, ახალ­გაზ­რდა კაც­მა იპო­ვა და პო­ლი­ცი­ა­ში მო­ი­ტა­ნაო... სი­ხა­რუ­ლის­გან ვკან­კა­ლებ­დი, ვკი­ო­დი, ვწი­ო­დი. თან ვფიქ­რობ­დი, ვინ არის ის კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი, ვინც ეს თან­ხა იპო­ვა-მეთ­ქი. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ცდუ­ნე­ბის­თვის ვერ გა­ეძ­ლო. ეს ადა­მი­ა­ნი ჩემი გმი­რია. მას ყვე­ლა უნდა იც­ნობ­დეს,“ - ამ­ბობს ციცი ხო­ტე­ნაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დე­ო­სი­უ­ჟე­ტი

ავ­ტო­რი: თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 103 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
0

'' პასუხი''- ს- ''საფულეში იყო პირადობა'' ძალიან მომეწონა! მე საფულეში მიდევს ჩემი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

jaagazz
1

წაახალისეთ გმირი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ხალხო, ლამის მოვკვდი, შოკში ვიყავი... ეს ადამიანი ჩემი გმირია" - 18 წლის ბიჭი, რომელმაც ნაპოვნი 6000 ლარი პატრონს დაუბრუნა

"ხალხო, ლამის მოვკვდი, შოკში ვიყავი... ეს ადამიანი ჩემი გმირია" - 18 წლის ბიჭი, რომელმაც ნაპოვნი 6000 ლარი პატრონს დაუბრუნა

18 წლის ბიჭმა, ალთაი ფაშაევმა თბილისში, ქუჩაში საფულე იპოვა, რომელშიც 6 000 ლარამდე თანხა იყო. ბიჭმა თანხა პოლიციაში მიიტანა, პოლიციამ კი პატრონს დაუბრუნა.

ალთაი ბოლნისში დაიბადა. ის 4 წლიდან საცხოვრებლად, ოჯახთან ერთად, თბილისში გადმოვიდა. უკვე რამდენიმე წელია მუშაობს და საკუთარი შემოსავალი აქვს. 18 წელი ზუსტად იმ დღით შეუსრულდა, როცა ფული იპოვა. ამბობს, რომ ფულის აღება წუთითაც კი არ უფიქრია.

"სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი. საფულე დავინახე, რომელიც ძირს ეგდო, ავიღე გავხსენი და შიგნით დიდი თახა იყო. პოლიციაში წავიღე და ვიდრე ფულის პატრონი არ მოვიდა, იქიდან ფეხი არ მოვიცვალე“, - ამბობს ალთაი.

როგორც გაირკვა, თანხა ციცი ხოტენაშვილმა დაკარგა. ამბობს, რომ თანხის დაკარგვის შესახებ რომ შეატყობინეს, ძალიან ცუდად გახდა. დარწმუნებული იყო, რომ თანხას უკან არავინ დაუბრუნებდა. საბედნიეროდ, ეს თანხა კეთილმა ადამიანმა იპოვა...

ციცი ხოტენაშვილი ambebi.ge - სთან ჰყვება, რომ უცხოეთიდან ახლობელმა მობილური ტელეფონი ჩამოუტანა და ტელეფონთან ერთად თანხაც გადასცა, რომელიც ციცის სხვისთვის უნდა მიეცა.

"მანქანაში რომ ჩავჯექი, თანხა საფულეში ჩავდე. საფულე, მეგონა, ჩანთაში ჩავიდე, მაგრამ ქურთუკსა და ჩანთას შორის ჩამვარდნია და მანქანიდან რომ გადმოვედი, ძირს დამივარდა, თუმცა თანხის დაკარგის შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩემი შვილი არასრულწლოვანია და მისი მობილურის ნომერი ჩემს სახელზეა. ბავშვი მეგობართან მყავდა დატოვებული და პოლიციამ მის ნომერზე დარეკა. მეგობარმა დამირეკა და შემატყობინა, რომ საფულე დაკარგული მქონდა. ხალხო, ლამის მოვკვდი, შოკში ვიყავი. პოლიციაში რომ დავრეკე მითხრეს, - საფულე, ფულთან ერთად, ახალგაზრდა კაცმა იპოვა და პოლიციაში მოიტანაო... სიხარულისგან ვკანკალებდი, ვკიოდი, ვწიოდი. თან ვფიქრობდი, ვინ არის ის კეთილი ადამიანი, ვინც ეს თანხა იპოვა-მეთქი. ხომ შეიძლებოდა ცდუნებისთვის ვერ გაეძლო. ეს ადამიანი ჩემი გმირია. მას ყველა უნდა იცნობდეს,“ - ამბობს ციცი ხოტენაშვილი.

იხილეთ ვიდეოსიუჟეტი

ავტორი: თიკო გურაშვილი